„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.10.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ლომია
ინიციატორი
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#07-3/499/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-10-26
ბიუროს ნომერი 396

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საარჩევნო კოდექსს (მიღებულია 27 ნოემბერი 2011 წ N5636-რს) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1991 მუხლი: მუხლი 1. საქართველოს ,,მუხლი 1991 . საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის ხანგრძლივობის დროებითი წესი. „1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 23 საათამდე. 2. კენჭისყრის შენობა იკეტება 23 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ. 3. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 22 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 23 საათისა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ცივილიზებულ სამყაროში საარჩევნო უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ძირითად ფუნდამენტს. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მიხედვით, თავისუფალი არჩევნების უფლება პირდაპირ გაიგივებულია საქართველოს აზრის გამოხატვის კონსტიტუციის 24-ე თავისუფლებასთან, მუხლით ხოლო უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ამის მიუხედავად მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ მთელი ცივილიზებული სამყარო დილემისა და მკაცრი გამოცდის წინაშე დააყენა: რამდენად თანხვედრაშია წლების განმავლობაში დემოკრატიული სამყაროს მიერ შემუშავებული პრინციპები უმთავრეს ფუნდამენტთან. რამდენად მოახერხებს სამყარო, გააგრძელოს ცხოვრება ცივილიზებული და ჰუმანური მიდგომებით ისე, რომ არ დაირღვეს მთავარი საფუძველი - ადამიანის სიცოცხლის უფლება. საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 1 თავის, 1 კარის 2 მუხლის ი) პუნქტით განსაზღვრულია თუ რას ნიშნავს არჩევნების დღე, მე-6 მუხლით განისაზღვრება არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება, ხოლო 65-ე მუხლის მიხედვით არჩევნების დღეს უბნების გახსნისა და დახურვის საათებია გაწერილი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა: ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჩვენთან მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა არჩევნების დღე - 31 ოქტომბერი და როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, ვირუსის გავრცელების დინამიკა პიკს მიაღწევს სწორედ არჩევნების დღეს. 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი იყო 70-ზე მეტი ეროვნული არჩევნები, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი, რომელთა გამართვაც კორონავირუსის პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 2020 წლის 1 მარტიდან დღემდე, მსოფლიოს 50-მე მეტ ქვეყანაში, ეროვნული არჩევნები/რეფერენდუმი გადაიდო თუმცა თუ ადგილობრივი ბევრმაქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეძებნა ალტერნატიული გზები და გამოეყენებინა სათადარიგო მეთოდები, რათა არჩევნების პოლიტიკური ცხოვრების ნორმალური გადადებას რითმიდან ქვეყნის ამოგდება არ გამოეწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ცვლილებები შევიდეს საარჩევნო კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტისმოსალოდნელიშედეგები: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს ახალი კორონა ვირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ჩვენი მოქალაქეების მიერ ვირუსისგან უსაფრთხო და თავისუფალი არჩევანის გაკეთერბას. ა.გ) კანონპროექტისძირითადიარსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილებები შედის ორგანულ კანონში და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის იზრდება საარჩევნო უბნების დახურვის დრო 23 საათამდე. ა.დ)კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონის პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც ამ კანონპროექტისძალაშიშესვლისთარიღისშერჩევის განსაკუთრებულიპრინციპი არის გამოკვეთილი, აღებულ იქნა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულივადა ისეთი შემთხვევებისთვის, როცასაქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ახალი კორონა ვირუსის გამო მიღებული შეზღუდვებიდან გამომდინარე და იმის, გათვალისწინებით, რომ ეპიდ მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება ქვეყანაში, აუცილებელია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წარმოგდენილი ცვლილებები კი უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რისთვისაც დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი ცვლილებები განხილვა საქართველოს პარლამენტის მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსები სწყარო: ხარჯების კანონპროექტისმიღებაარგამოიწვევსხარჯებისგამოყოფასსახელმწიფოდა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ნაწილზე. მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ბ.გ) კანონპროექტის გავლენ აბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის გაზრდას, ვინაიდან დღეს მოქმედი კოდექსის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ხმის მიცემის პროცესის დასრულება შეიძლება გახანგრძლივდეს, რაც კომისიის წევრების ანაზღაურებაზე გავლენას არ ახდენს. . ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმპირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ გავლენას არ მოახდენს იმ პირების ფინანსურმდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობა კანონპროეტის გავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორი სოსამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლიან/დანაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსადა, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებშეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაოჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ა. სამხრეთ კორეამ პანდემიის პიკი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე გადალახა, საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადებულა და 11,000მდე ინფიცირებულიდან 10,000 უკვე გამოჯანმრთელებულია. მიუხედავად ამისა, კორეის მთავრობამ მრავალი სათადარიგო ზომა მიიღო მაქსიმალურად უსაფრთხო უზრუნველსაყოფად. არჩევნების არიდების 11 მიზნით, დღეს მილიონმა საარჩევნო პროცესის ხალხმრავლობის თავიდან მოქალაქემ (რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 26.7% ხმა ფოსტის ან წინასწარი წესის მეშვეობით დააფიქსირა. მოხდა საარჩევნო უბნების პერსონალის გადამზადება და მათ დაევალათ ობიექტების რეგულარული დეზინფექცია. პერსონალი ასევე აღიჭურვა დისტანციური თერმომეტრებით, 37.5 გრადუსზე მაღალი შემთხვევაში, ხდებოდა იზოლირებული საარჩევნო მოქალაქის ტემპერატურის მიმართვა ჯიხურებისკენ. ამ დაფიქსირების სპეციალურად დამატებითი ზომების აღსრულების მიზნით, საარჩევნო უბნები დაკომპლექტდა 20,000 დამატებითი თანამშრომლით. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, დაფიქსირდა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი. რეგისტრირებული ამომრჩევლების 66.7% პროცენტმა დააფიქსირა ხმა, რაც 1992 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბ. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს (ქნესეთის) არჩევნები ისრაელშიც ჩატარდა. 2019 წლის 9 აპრილის არჩეულმა შემადგენლობამ ვერ მოახერხა მთავრობის წევრების დამტკიცება, რამაც გამოიწვია ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. არჩევნები დაინიშნა 2 მარტს, როცა ისრაელში ჯერ კიდევ მხოლოდ 10 ინფიცირებული იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, პროცესმა შედარებით მარტივად ჩაიარა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული, იზოლაციაში მყოფი 5,500-მდე მოქალაქისთვის გამოიყო სპეციალური კაბინები, სადაც დანარჩენ მოსახლეობასთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირებით მიეცათ ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა. გ. საფრანგეთში მოქმედებს ადგილობრივი არჩევნების ორტურიანი სისტემა. პირველი ტური 15 მარტს ჩატარდა. ყველა საარჩევნო უბანი მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარითა და საწმენდი საშუალებებით. ამომრჩევლებს დაევალათ საკუთარი კალმების მოტანა და რიგებში ერთ მეტრიანი დისტანციის მიუხედავად, წინა დაცვა. თუმცა, არჩევნებთან უსაფრთხოების შედარებით, ზომების თითქმის 20%-ით შემცირებული აქტივობა დაფიქსირდა. მეორე ტური 22 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პირველი ტურის წარუმატებლობის და მომატებული რისკის საფუძველზე, 21 ივნისისთვის გადაიდო. დ. მსგავსი სიტუაცია განვითარდა იაპონიის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას. აპრილის ბოლოს, 15 პრეფექტურაში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩევლების მხოლოდ 34.1% გამოცხადდა, რის საფუძველზეც ოპოზიციამ მოითხოვა ოსაკაში და სხვა დანარჩენ პრეფექტურებში არჩევნების გადავადება. მიუხედავად არსებული საგანგებო მდგომარეობისა, მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე არჩევნების დემოკრატიულ აუცილებლობად მიიჩნევენ და არ ემხრობიან გადადებას. საარჩევნო უბნებზე ხორციელდება ჯიხურებისა და კალმების ხშირი დეზინფექცია, ამომრჩევლები ვალდებულნი არიან მოირგონ ხელთათმანები. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრიგიორგი ლომია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“