„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
29.10.2020
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/532/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენცია

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა.“. 2. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი უწყების ჩაბარების დამადასტურებული დოკუმენტი არ არის მიღებული, დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და სასამართლოს გარეშე დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციის მიზნებისათვის და ამ კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთან, დოკუმენტის პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ ექვსთვიანი ვადა და აღნიშნული ვადა საკმარისად მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლემ.“. 3. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 ნაწილი: „72. თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს უწყება საზღვარგარეთ უნდა ჩაბარდეს, ამისათვის სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები. სასამართლო უწყების გაგზავნას უზრუნველყოფს შესაბამისი საერთაშორისო ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.“. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5. 422-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუმცა, გამოუცხადებელი მოპასუხე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, თავის განცხადებაში მოპასუხე წარადგენს პირველად პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენცია ძალაშია 1969 წლის 10 თებერვლიდან და მას ჰყავს 78 ხელშემკვრელი სახელმწიფო. კონვენციის დებულებები სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების გამარტივების მიზანს ემსახურება. ამ მიზნის მისაღწევად, კონვენციით განსაზღვრულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის წესი და პირობები. საქართველოს განზრახვაა, მიუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციას. ხსენებული კონვენციაზე მიერთება წარმოადგენს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2014-2016 და 2017-2020 წლების დღის წესრიგებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია აღნიშნული კონვენციის ცალკეული დებულებების შინაარსით, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საჭიროებას განაპირობებს. კონვენციასთან მიერთება და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, ზოგადად, უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების პროცესის გამარტივებას და სამოქალაქო/კომერციული საქმეების შედარებით დროულად და ეფექტიანად გადაწყვეტას. კონვენციასთან მიერთება, ასევე, ხელს შეუწყობს ხელშემკვრელ მხარეებთან თანამშრომლობას სამართალწარმოების პროცესში მტკიცებულებათა გაცვლისა და მოპოვების თვალსაზრისით, აგრეთვე უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას სამოქალაქო და კომერციული საქმეების მიმართულებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ დანაწესის შესაბამისად, კონვენციასთან მიერთება, რაც უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი აქტით, მოითხოვს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტულ ნორმებში, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე კანონპროექტით. კონვეციის ცალკეული დებულებები განსაზღვრავს წესრიგს, რომელთა მიხედვითაც უნდა იმოქმედონ სასამართლოებმა სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სამართალწარმოების განხორციელებისას. ამ დებულებების ნაწილს საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, კანოპროექტის მიზანია „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და სასამართლოს გარეშე დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციის დებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ასახვით, ერთი მხრივ, შესრულდება კონვენციასთან მისაერთებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, გამარტივდება საქართველოსა და შესაბამის სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების პროცესი, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა სასამართლოებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო/კომერციული საქმეების დროულად და ეფექტიანად გადაწყვეტას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანოპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 71-ე, 73-ე და 422-ე მუხლებში. ეს ცვლილებები, ძირითადად, პროცესის მხარეთა კონვენციიით გათვალისწინებული უფლებების კანონმდებლობაში ასახვის მიზანს ემსახურება. სასამართლო უწყების ჩაბარება და გაგზავნა კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლს ემატება 72 ნაწილი, რომელიც სასამართლოს მიერ უწყების საზღვარგარეთ გაგზავნას ითვალისწინებს. თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს უწყება საზღვარგარეთ, უნდა ჩაბარდეს სასამართლოს შეუძლია ამისათვის გამოიყენოს უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები. ამ შემთხვევაში, სასამართლო უწყების გაგზავნას უზრუნველყოფს ცენტრალური საერთაშორისო ორგანოს მეშვეობით, ადრესატისთვის ჩასაბარებლად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიც შესაბამის მიიღებს ზომებს შესაბამისი უწყების ამასთან, კოდექსის 71-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლითაც ფართოვდება ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. კანონპროექტის თანახმად, მხარისათვის სასამართლო უწყების საზღვარგარეთ ჩაბარებად ჩაითვლება ის შემთხვევაც, როდესაც უწყების ჩაბარებას სასამართლო ახორციელებდა საზღვარგარეთ „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და სასამართლოს გარეშე დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციით დადგენილი წესის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, თუმცა, ყველა გონივრული მცდელობის მიუხედავად, ვერ იქნა მიღებული უწყების ჩაბარების დამადასტურებული დოკუმენტი, ამასთან, მისი პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ ექვსთვიანი ვადა და ეს დრო მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რათა უწყება საზღვარგარეთ ჩაბარებულად ჩაეთვალა. გადაწყვეტილების ბათილობა კანონპროექტით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „დ“ ქვეპუნქტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კიდევ ერთ საფუძველს ითვალისწინებს: მხარეთა ინტერესების დაცვის მიზნით, გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც წინამდებარე ცვლილებების პროექტით განსაზღვრული ახალი წესის (71-ე მუხლის მე-5 ნაწილი) თანახმად, უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა მოპასუხე მხარეს მისი ბრალეულობის გარეშე არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ და, შესაბამისად, სასამართლოში დაეცვა საკუთარი ინტერესები - წარედგინა შესაგებელი ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში თავის განცხადებაში, რომლითაც ის სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობას მოითხოვს, მოპასუხემ უნდა მიუთითოს ასევე ისეთ გარემოებებზე/მტკიცებულებებზე, რომლებსაც ის მიუთითებდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის, და შესაბამისად, შესაგებლის წარდგენის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე მოპასუხის მიერ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი მტკიცებულების სრულყოფილად წარდგენა; აქ იგულისხმება პირველადი შეპასუხება, ანუ მოპასუხის პირველადი პოზიციის დაფიქსირება საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უფრო მეტიც, „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და სასამართლოს გარეშე დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციასთან მიერთება წარმოადგენს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2014-2016 და 2017-2020 წლების დღის წესრიგებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიზანია „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, აგრეთვე საერთო სასამართლოებთან, რომელთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებებიც წინამდებარე ვერსიაში გათვალისწინებულია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული