სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საპენსიო სააგენტოს 2020 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვა

მიმოხილვა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.12.2020
ავტორი
სსიპ საპენსიო სააგენტო
ნომერი
#1-15518/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
N გ/1438 01/12/2020 1438-შ-2-202012011423 საქართველოს პარლამენტს წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2020 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვას. დანართი: 9 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი ჭიჭინაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
მიმოხილვა
სსიპ საპენსიო სააგენტო 2020 წლის პირველი 6 თვის მიმოხილვა წინამდებარე მიმოხილვა აღწერს 2020 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას და განხორციელებულ ღონისძიებებს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს. 1. საოპერაციო საქმიანობა 1.1. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ცვლილება საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 2 დეკემბრის განცხადებისა და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 16 დეკემბრის N8 სხდომის ოქმის საფუძველზე ბატონი ლევან სურგულაძე, 2020 წლის 16 იანვრიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს იმავე სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე. კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს 2020 წლის 14 იანვრის N10 სხდომის ოქმის საფუძველზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ იქნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ბატონი გიორგი ჭიჭინაძე. დირექტორის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსი არშემდგარად იქნა გამოცხადებული სამეთვალყურეო საბჭოს 2020 წლის 28 ივლისის N14 სხდომის ოქმით და მიღებულ იქნა გადაწვეტილება კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ. დღეისათვის აღნიშნული კონკურსი მიმდინარეა. 1.2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი). კანონისა და საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ თანახმად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 4,739 დამსაქმებელი და გაწევრიანებულ იქნა 70,134 დასაქმებული. შედეგად 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 1,030,515-ს. 1.3. სააგენტოს საოპერაციო საქმიანობა, შიდა მარეგულირებელი დამტკიცება დოკუმენტაციის შემუშავება და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, საპენსიო სააგენტოში დანერგილი პროცესების აღწერის და დოკუმენტირების მიზნით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 1 შემუშავებულ იქნა საპენსიო სააგენტოს ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ინსტრუქციები და პროცედურები, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს და არეგულირებს სტრუქტურული ერთეულების როლს საპენსიო სააგენტოს საოპერაციო პროცესებში. ასევე შემუშავებულ და დამტკიცებულ იქნა პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა. საპენსიო სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან, რის შედეგადაც გაუმჯობესდა და გაიმართა სერვისები საპენსიო სააგენტოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასა და სახაზინო სამსახურის სისტემას შორის; საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე დაემატა დამსაქმებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ნახვის და კონტროლის ფუნქციონალი; დასრულდა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის შეტყობინებების და წერილების გაგზავნის სერვისი; საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, დასაქმებულების და დამსაქმებლების რეგისტრაციის დროს სავალდებულო გახდა საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელ.ფოსტის მითითება. ასევე, რეგისტრაციის, მონაცემების განახლების და პროფილის რედაქტირებისას, მეტი დაცულობის მიზნით, შეიცვალა პაროლის მითითების მოთხოვნის ფუნქციონალი. საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ კომერციული ბანკების მიერ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ინფორმაციის მოწოდების მიზნით ბანკებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები და დამატებითი შეთანხმებები აღნიშნულ ხელშეკრულებებში საპენსიო სააგენტოს მხრიდან მოთხოვნილი ცვლილებების თაობაზე. 1.4. ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვა და საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვა საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 (ათი) კომერციულ ბანკში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში. ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებულ თანხებზე საანგარიშო პერიოდში დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.25 პროცენტიდან - 10.50 პროცენტამდე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ შეადგინა 11,421,552.03 ლარი. 1.5. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვა კანონისა და საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებით დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის“ თანახმად, დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში, სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები და ის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე (თბილისი, ნ.ყიფშიძის ქ. N7ბ) მდებარე ადმინისტრაციულ ოფისში. 2 საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველი უფლებამოსილი დასაქმებულებისათვის წერილობითი განცხადებებით მიმართვის შესაძლებლობის გეოგრაფიული გაფართოების აუცილებლობიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო კვლავ სარგებლობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ტერიტორიული ერთეულის დახმარებით, საპენსიო სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 2,326 დასაქმებულმა ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 154 დასაქმებული. 1.6. პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ 182 განცხადება, მათ შორის: 73 განცხადება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 78 განცხადება შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 2 განცხადება საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე და 29 განცხადება მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე. მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილებულ იქნა 158 განცხადება და საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 159,967.92 ლარი. 1.7. დასაქმებულებისათვის დამატებით სერვისების შემუშავება და დანერგვა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოსა და ცალკეულ კომერციულ ბანკებს შორის გაფორმებულ იქნა მემორანდუმები, რომელთა ფარგლებშიც, ბანკების მიერ, მოხდა ინტერნეტ ბანკში და მობაილ ბანკში დამატებითი ფუნქციონალის დამატება, რომლის მეშვეობით დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების თანხმობით ხდება მათთვის საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 2. საინვესტიციო საქმიანობა 2.1. საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ზაფხულში კანონის მიხედვით, 5 წევრისგან დაკომპლექტდა. 2019 წლის 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი დადგენილებებით (N4754, N4755, N4756, N4757, N4758) დაამტკიცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ოლივიერ რუსო; ტიმო ვიჰერკენტა; მაიკლ რიდლი; ჟან-ფრედერიკ პოლსენი; დავით წიკლაური. საინვესტიციო საბჭოს პირველ სხდომაზე, საინვესტიციო საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ერთხმად - ოლივიერ რუსო, ხოლო მის მოადგილედ - ჟან-ფრედერიკ პოლსენი აირჩიეს. საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ერთ-ერთი წევრის - დავით წიკლაურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობის დატოვების შესახებ. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 23 აპრილის საგანგებო სხდომის ოქმიდან №200-IIსაგ.ს ამონაწერით ცნობად იქნა მიღებული საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება და შესაბამისად დავით წიკლაური გათავისუფლებულ იქნა დაკავებული პოზიციიდან. შედეგად 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულია 4 წევრისაგან. 2020 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო საბჭომ 4 სხდომა გამართა, აქედან 1 თბილისში, ხოლო დანარჩენი სამი კი დისტანციურად, პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვების ფონზე. 3 2020 წლის 1 აპრილს საინვესტიციო საბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა დავით წიკლაურმა, სამომავლო ინტერესთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით. დავით წიკლაური კერძო სექტორს დაუბრუნდა. საინვესტიციო საბჭო ფუნქციონირებას 4 წევრით აგრძელებს. დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. 2.2. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა და საინვესტიციო სამსახურის დაკომპლექტება უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევას საინვესტიციო საბჭო დანიშვნის შემდეგ აქტიურად შეუდგა. თუმცა შესაფერისი კანდიდატურების არარსებობის გამო შერჩევა დაგეგმილზე დიდხანს მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებთ, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას დროებით ასრულებდა საინვესტიციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით წიკლაური. მოგვიანებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, საინვესტიციო საბჭომ კანონით დადგენილი წესით უფროს საინვესტიციო ოფიცრად შეარჩია გიორგი მელიქიძე, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს 2020 წლის 24 მარტის N 13 სხდომის ოქმის საფუძველზე. გიორგი მელიქიძე მოვალეობის შესრულებას 2020 წლის 1 აპრილიდან შეუდგა. მას აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ამასთან ხელმძღვანელ პოზიციაზე 10 წლიანი ხოლო, 9 წლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. გიორგი მელიქიძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტების პროცესი. არსებული საშტატო ერთეულების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსის შედეგად უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილედ შეირჩა ლევან ვერძეული, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, ამასთან 11 წლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. მოგვიანებით საინვესტიციო სამსახურში არსებული ვაკანსიების მიხედვით შეირჩა კიდევ 2 თანამშრომელი. 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საინვესტიციო სამსახურში მუშაობს 4 თანამშრომელი (უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ჩათვლით). 2.3. საინვესტიციო გადაწყვეტილებები ფულის და ფულის მსგავსი ინსტრუმენტებისთვის დროებითი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შემდეგ, საინვესტიციო საბჭოს წევრი და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი დავით წიკლაური აქტიურად შეუდგა მოლაპარაკებებს ქართულ კომერციულ ბანკებთან. პროცესის შედეგად, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით და მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე. ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა 7 კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები - დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლით. ინვესტიციების საშუალო წლიური ეფექტური სარგებელი შეადგენდა 12.9%-ს (ნომინალური 14.8%). 2.4. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს საპენსიო აქტივების მოცულობა 508 მლნ ლარს შეადგენდა, რაც განთავსებული იყო საქართველოს ეროვნულ ბანკში და ქართული კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზე და ერიცხებოდა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთის ტოლი წლიური სარგებელი. საინვესტიციო საბჭომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ არსებული საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესებისთვის, შეექმნა დროებითი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ფულის და ფულის მსგავსი ინსტრუმენტებისთვის, რაც საშუალებას მისცემდა 4 საინვესტიციო საბჭოს, რომ საპენსიო აქტივები განეთავსებინა მაღალი რეიტინგის მქონე ქართულ კომერციულ ბანკებში ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერთიფიკატებში. აღნიშნული პოლიტიკა შემუშავდა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი შესაბამისობის დადასტურების შემდეგ დამტკიცდა 2020 წლის 22 იანვარს. პარალელურად საინვესტიციო საბჭოს მიერ გაგრძელებულ იქნა მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე, რის შედეგადაც საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბერის N11 ოქმის საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 25 სექტემბრის N004 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. 2.5. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი საინვესტიციო საბჭომ 2019 წელს დაიწყო სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული მომსახურება სიახლეს წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, შესაბამისად, შედგა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, რათა დაზუსტებული ყოფილიყო სპეციალიზებული დეპოზიტარის რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები. საერთაშორისო პარტნიორების ტექნიკური დახმარებით შესაძლებელი გახდა შექმნილიყო წინადადების მოთხოვნების დოკუმენტი (RfP), რომლის საფუძველზეც საპენსიო სააგენტომ 2020 წლის 6 იანვარს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის პირობები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე https://tenders.procurement.gov.ge, („საპენსიო სააგენტო“-ს ან „განცხადების ნომერი: GEO200000002“-ის ძიებით). შესარჩევნი კონკურსის პირობების შესაბამისად, საინვესტიციო საბჭომ ერთ-ერთ კანდიდატს მიანიჭა უპირატესობა და მასთან გააფორმა მემორანდუმი, რასაც ხელი უნდა შეეწყო აღნიშნულ კანდიდატთან მოლაპარაკების პროცესის წარმართვაში. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეაფერხა პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გადაადგილებაზე, კომენდანტის საათის გამოცხადებამ და დისტანციური მუშაობის აუცილებლობამ. შედეგად, კონკურსის პირობების მიხედვით დადგენილ ვადებში სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა შეუძლებელი გახდა. ამის პარალელურად, სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემო შეიცვალა. ამ ფონზე 2020 წლის მესამე კვარტალში საინვესტიციო საბჭომ კონკურსის პირობების შესაბამისად შეწყვიტა შერჩევის პროცესი, საპენსიო სააგენტოსა და დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით და კონკურენტული გარემოს შესანარჩუნებლად. მოგვიანებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. პროცესი ამჟამად გეგმის მიხედვით და კონკურსის პირობებში გაცხადებული ვადების დაცვით მიმდინარეობს. 3. რისკის კონტროლი 3.1. საპენსიო სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩო საპენსიო სააგენტოს დებულებაში და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებების ინიცირების მიზნით შემუშავებულ იქნა „რისკის მართვის ჩარჩო“ დოკუმენტი, რომელიც აღწერს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩო სტრუქტურას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს იმ ორგანიზაციულ მოწყობას, რომლის მეშვეობითაც საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებებს საპენსიო სააგენტოს რისკის სტრატეგიისა რისკის მართვის მიდგომებთან დაკავშირებით. აღნიშნული, „რისკის მართვის ჩარჩო“ ეფუძნება „დაცვის სამი ხაზის“ საერთაშორისოდ აღიარებულ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადეს და გამჭირვალობას რისკების ფლობასთან და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით. 3.2. საოპერაციო რისკების დიაგნოსტიკური რეპორტი 2020 წლის პირველ კვარტალში რისკის კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა საპენსიო 5 სააგენტოს საოპერაციო რისკების დიაგნოსტიკური რეპორტი, რომელიც დეტალურად აღწერს საპენსიო სააგენტოში იდენტიფიცირებულ საოპერაციო რისკების მოვლენებსა და გამომწვევ მიზეზებს. შედეგად, რისკის კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული იქნა საპენსიო სქემის განვითარებისა და გაუმჯობესების ხედვა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები სააგენტოს მმართველობით ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების მიმართ. აღნიშნულ რეპორტზე დაფუძნებით სააგენტოში უკვე მიმდინარეობს საოპერაციო რისკების ირგვლივ შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება / დანერგვა. 3.3. საოპერაციო რისკების პოლიტიკა 2020 წლის პირველ ნახევარში შემუშავდა საოპერაციო რისკების პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების მიხედვით. დოკუმენტი ადგენს სააგენტოს საოპერაციო რისკების აპეტიტს და რისკის მართვის პროცესს, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკების იდენტიფიცირების, გაზომვის, შეფასების, მოპყრობის, მონიტორინგისა და ანგარიშგების ეტაპებს. 3.4. საინვესტიციო რისკების კონტროლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები რისკის კონტროლის დეპარტამენტი აქტიურად უწევდა მონიტორინგს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების, ასევე საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესს. შეიქმნა საინვესტიციო რისკების საინვესტიციო პოლიტიკასთან და კანონთან შესაბამისობის შემოწმებისთვის აუცილებელი ტექნიკური სისტემები, რომელიც ეყრდნობა შემთხვევით და დეტერმინირებულ სტატისტიკურ მოდელებს იმისათვის, რათა მოხდეს საინვესტიციო პორტფელის საბაზრო, საკრედიტო და აგრეგირებული რისკის დონეების გაზომვა და შემდგომ სააგენტოს მმართველობით ორგანოებთან რეპორტინგი. 3.5. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა რისკის კონტროლის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს საპენსიო სააგენტოში ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად. სწორედ ამიტომ, 2020 წლის მეორე კვარტალში თანამდებობაზე დაინიშნა ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი შალვა შალამბერიძე, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით და რომლის უშუალოდ არის პასუხისმგებელი სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და დაცვაზე, საინფორმაციო აქტივების სათანადო შეფასებაზე და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის ყოველდღიურ მონიტორინგზე. აღნიშნული მიმართულებით, 2020 წლის მეორე ნახევარში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები:  შეიქმნა ინფორმაციული უსაფრთხოების კომიტეტი;  შეიქმნა ინფორმაციული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი;  დამტკიცდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის გავრცელების სფეროს დოკუმენტი;  შემუშავდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა;  შემუშავდა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის მართვის პროცედურა;  შემუშავდა სააგენტოში დოკუმენტირებული ინფორმაციის მიმოცვლის წესები;  განისაზღვრა ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში სააგენტოში არსებული როლები და პასუხისმგებლობები; 6  დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით პირველადი კონტროლის მექანიზმები; 4. საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის KPMG საქართველოს მიერ 2020 წლის 29 მაისს დასრულებულ იქნა საპენსიო სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და გამოშვებულ იქნა აუდიტის დასკვნები. საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IFRS-ის შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 5. უცხოური გამოცდილების შესწავლა და დონორი ორგანიზაციების დახმარება მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტაციები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ექსპერტებთან, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან. 6. COVID 19 საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საპენსიო სააგენტოს მიერ გატარებულ იქნა მთელი რიგი ღონისძიებებისა, კერძოდ 2019 წლის 13 მარტიდან, საპენსიო სააგენტო გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რაც მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: - საპენსიო სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად; - საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების სივრცეში მონაწილეთა მიღება ხდებოდა მომსახურების სივრცეში ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი პირის დაშვების პრინციპით; - მონაწილეების და საპენსიო სქემაში რეგისტრირებული დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებულების ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის განცხადებების მიღება წარმოებდა ფოსტის, ასევე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - info@pensions.ge, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული განცხადებებისა, რომლებიც საჭიროებდა პიროვნების იდენტიფიკაციას. - ამასთან, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაცია განეხორციელებინათ საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების თანამშრომლები, ცხელი ხაზის მეშვეობით მონაწილეებს ემსახურებოდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან. - მოხდა საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების სივრცის აღჭურვა სადეზინფექციო ხსნარებითა და სხვა დამცავი საშუალებებით (დეზობარიერი, პირბადეებით, ხელთათმანებით ა.შ.) 7 7. ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით: სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული) 1,030,515 კერძო სექტორი 795,634 საჯარო სექტორი 234,881 სულ უნიკალური გასული 166,277 კერძო სექტორი 123,695 საჯარო სექტორი 42,582 დანიშნული პენსიები 342 ასაკით 174 შშმპ 142 ქვეყნის დატოვება 1 მემკვიდრე 25 მლნ ლარი სულ ფონდის ღირებულება 833.5 მათ შორის დარიცხული სარგებელი 58 8 სულ უნიკალური მონაწილე (2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებული) 70,134 კერძო სექტორი 64,423 საჯარო სექტორი 5,711 სულ უნიკალური გასული 2,172 კერძო სექტორი 1,842 საჯარო სექტორი 330 დანიშნული პენსიები 158 ასაკით 67 შშმპ 75 ქვეყნის დატოვება - მემკვიდრე 16 9