საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-11003/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-11003/20 10-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დაასრულა რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დაწყებული თემატური მოკვლევა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნას. დანართი 85 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 2020 1 სარჩევი შესავალი ............................................................................................................................................... 4 თავი 1. თემატური მოკვლევის შესახებ ...................................................................................... 5 თავი 1.1 თემატური მოკვლევის მიზანი და ძირითადი კითხვები........................................ 6 თავი 1.2 მოკვლევის მეთოდოლოგია .......................................................................................... 7 თავი 2. საკითხის მიმოხილვა და არსებული მდგომარეობის აღწერა .................................... 14 თავი 3. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების შედეგების ანალიზი.............................................................................................................................................. 27 თავი 4. მოკვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები .......................................................... 33 თავი 5. საუკეთესო საერთაშორიოსო პრაქტიკა .......................................................................... 49 თავი 5.1 პროფესიული განათლების დაფინანსება ................................................................. 49 თავი 5.2 დამსაქმებელთა ჩართულობა ..................................................................................... 52 თავი 5.3 რეგიონის საჭიროებების კვლევა................................................................................ 55 თავი 5.4. მასწავლებლების მომზადების და გადამზადების პოლიტიკა. ........................... 57 5.4.1 პროფესიული მასწავლებლის შერჩევის და პროფესიული განვითარების პოლიტიკა ფინეთში.................................................................................................................. 58 5.4.2 პროფესიული მასწავლებლის შერჩევის და პროფესიული განვითარების პოლიტიკა ავსტრიაში .............................................................................................................. 59 თავი 5.5. დამოუკიდებელი შეფასების ცენტრების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება (ესტონეთი).............................................................................................................. 60 თავი 5.6. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა ................................................................. 64 თავი 6. რეკომენდაციები ................................................................................................................. 70 შეჯამება .............................................................................................................................................. 79 გამოყენებული ლიტერატურა ........................................................................................................ 80 დანართი ............................................................................................................................................. 81 2 თემატური მოკვლევა: რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თემატური მოკვლევის ჯგუფის თემატურ მოკვლევაზე მუშაობდნენ წევრები: გენადი მარგველაშვილი მეცნიერებისა და - განათლების, კულტურის კომიტეტის დავით დემეტრაძე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატი; თავმჯდომარე - მთავარი მომხსენებელი; გუგული მაღრაძე - განათლების, მეცნიერებისა და რატი ფრუიძე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; კულტურის კომიტეტის აპარატი; სიმონ ნოზაძე - განათლების, მეცნიერებისა და გიორგი არზიანი - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი; კულტურის კომიტეტის აპარატი; გია ჟორჟოლიანი - განათლების, მეცნიერებისა და ლალი ლორია - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი; კულტურის კომიტეტის აპარატი; თამარ ჩუგოშვილი - განათლების, მეცნიერებისა თეა სიფრაშვილი - მოწვეული ექსპერტი. და კულტურის კომიტეტის წევრი. 3 შესავალი წინამდებარე ანგარიში შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების გამოკვლევა, მოსაზრებების შეკრება და გაანალიზება, საქართველოს მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა. მოკვლევის ფარგლებში მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინა 65-ზე მეტმა ორგანიზაციამ. მათ შორის, სამთავრობო უწყებებმა, საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებმა, არასამთავრობო თვითმმართველობებმა, სექტორის პროფესიული წარმომდგენლებმა, და უმაღლესი კომიტეტის მიერ განათლების დაწესებულებებმა. გამოკვეთილი გამოწვევების გარშემო დამატებით იქნა შესწავლილი საერთაშორისო გამოცდილება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების განხილვისა და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა რეკომენდაციები. ანგარიში შედგება 6 თავისგან. პირველ თავში ახსნილია თემატური მოკვლევის ინსტრუმენტი და წარმოდგენილია მოცემულია პროფესიული მოკვლევის მეთოდოლოგია. განათლების მეორე მიმართულებით თავში არსებული მდგომარეობის აღწერა და მოცემულია საკითხის მიმოხილვა. მესამე და მეოთხე თავები წარმოადგენს მოკვლევის შედეგად მიღებული მოსაზრებების ანალიზსა და ძირითად მიგნებებს. გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით გაკეთებული საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და საუკეთესო გამოცდილება მოცემულია მეხუთე თავში. ბოლო თავი კი ეხება რეკომენდაციებს რომელიც განკუთვნილია პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებებისა და ჩართული ორგანოებისთვის. 4 თავი 1. თემატური მოკვლევის შესახებ თემატური მოკვლევა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ორგანოს ინსტრუმენტს, საზედამხედველო რომელიც ფუნქციებს აძლიერებს და საკანონმდებლო ეხმარება მას ეფექტიან განხორციელებაში. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით. საქართველოს პარლამენტის კომიტეტმა წლის 2020 განათლების, სამოქმედო მეცნიერებისა გეგმაში და ერთ-ერთ კულტურის პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტად კი თემატურ მოკვლევა შეირჩა. თემატური მოკვლევის პროცესში, კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა მოკვლევის ჯგუფმა მიიღო დაინტერესებულ მხარეთა მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებები, ხოლო შემდგომ ეტაპზე აღნიშნულ პირებთან გაიმართა ზეპირი მოსმენები. მიღებული საფუძველზე წერილობითი გამოვლინდა მოსაზრებებისა ხარისხიანი და განხილვების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანად მართვის კუთხით არსებული გამოწვევები. საბოლოოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიული განათლების რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებებთან თავსებადობის ზრდასა და სამომავლო პერსპექტივაში, შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსებას. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული დაფარვის 5 ზრდა და პროგრამების მრავალფეროვნება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებასთან. პროფესიული განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სტუდენტებმა გამოიმუშაონ ის პრაქტიკული უნარები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებასა და ცოდნის კომერციალიზაციას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ ის პროგრამები, რომელთაც პროფესიული სასწავლებლები სტუდენტებს სთავაზობენ, თანხვედრაში იყოს, ერთი მხრივ, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, ხოლო, მეორე მხრივ, რეგიონის საჭიროებებთან. აღნიშნული, კურსდამთავრებულებს დასაქმებაში, დამსაქმებლებს ვაკანტური სამუშაო ადგილების პროფესიონალი კადრებით შევსებაში, ხოლო რეგიონს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება. თავი 1.1 თემატური მოკვლევის მიზანი და ძირითადი კითხვები თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:  პროფესიული განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, ასევე ხარისხიანი პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა;  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრა რეგიონულ საჭიროებებთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;  „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის 6 შეფასება;  მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციების გაცემა. მიზნების განსაზღვრის შემდგომ ჩამოყალიბდა ის ძირითადი შეკითხვები, რომელთა მიხედვითაც დაინტერესებულ მხარეებს უნდა გამოეგზავნათ დასაბუთებული მოსაზრებები. მოკვლევის შეკითხვების შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 5 ძირითად მიმართულებაზე, ესენია:  პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა;  პროფესიული განათლების ხარისხი;  პროფესიული განათლების მართვა და პერსონალი;  პროფესიული განათლების რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისობა;  პროფესიული განათლების მარეგულირებელი დოკუმენტები. შესაბამისად ჩამოყალიბდა შეკითხვები, რომელთა მეშვეობითაც მოკვლევის თემა კიდევ უფრო დავიწროვდა და სამუშაო ჯგუფს ინფორმატიული, შედეგზე ორიენტირებული და ქმედითი ანგარიშის შემუშავების შესაძლებლობა მისცა. თავი 1.2 მოკვლევის მეთოდოლოგია რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით დაწყებული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევა წარიმართა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად. 7 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 20 ივლისის სხდომაზე და დაამტკიცა მოკვლევის ჯგუფი, მომხსენებელი - თავმჯდომარე გენადი რომლის შემადგენლობაშიც განათლების, მეცნიერებისა მარგველაშვილი, შედიოდნენ: მთავარი და კულტურის კომიტეტის ჯგუფის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე, ასევე კომიტეტის წევრები სიმონ ნოზაძე, გია ჟორჟოლიანი და თამარ ჩუგოშვილი. შესაბამისი პროცედურის დაცვით მოხდა კომიტეტის გადაწყვეტილების საქართველოს პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სწორედ პროფესიული განათლება წარმოადგენს. მე-9 მოწვევის პარლამენტში არაერთი გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დარგობრივი მიმართულების სამინისტროების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო კოლეჯები, ასევე სფეროს ექსპერტები, დარგობრივი მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრების გამოწვევები და საფუძველზე კომიტეტი მივიდა გამოიკვეთა სფეროში არსებული დამატებითი კვლევის ჩატარების გადაწყვეტილებამდე. სამუშაო შეხვედრებზე იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად მოხდა მოკვლევის თემის დაზუსტება და ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის შედგენა. ტექნიკური მოთხოვნის დოკუმენტში ბლოკებად იყო წარმოდგენილი კვლევისთვის საკვანძო შეკითხვები, რომელთა პასუხებიც უნდა ასახულიყო დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილ დასაბუთებულ მოსაზრებებში. ცხრილის სახით წარმოგიდგენთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილ მოკვლევის ძირითად შეკითხვებს: 8 ცხრილი N 1 გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, იმ მექანიზმებს შესახებ, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება იყენებდეს ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ზრდისთვის, მათ შორის პროფესიულ განათლებაში შშმ პირთა ჩართულობის გასაზრდელად. რა ხელმისაწვდომობა მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში: პოლიტიკის, რეგულაციებისა და ინსტიტუტების, მართვისა და განხორციელების დონეზე? რამდენად უწყობს პროფესიული განათლების დაფინანსების არსებული მექანიზმები ხელს ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რა კუთხით არის შესაძლებელი პროფესიული განათლების დაფინანსების პოლიტიკის გაუმჯობესება? რამდენად თანაბარია პროფესიული განათლებისადმი ხელმისაწვდომობა სოფლად და ქალაქად მცხოვრები პირებისთვის და არის თუ არა შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული დაფარვის არეალის გასაზრდელად? გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის, არსებული გამოწვევებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს გამოყენებული 9 რა პროფესიული განათლების ხარისხი მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში: პოლიტიკის, რეგულაციებისა და ინსტიტუტების, მართვისა და განხორციელების დონეზე? რამდენად გამართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების სისტემა და რამდენად არის შესაბამისობაში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები? რამდენად ეფექტიანია პროფესიული დამსაქმებელთა საგანმანათლებლო ჩართულობა პროგრამების შემუშავების პროცესში? არის თუ არა დაგეგმილი დისტანციური კურსების დანერგვა და მეტი მოქნილობის შეთავაზება ცალკეულ პროფესიულ პროგრამებზე? რამდენად ეფექტიანია კარიერის დაგეგმვის სერვისები? რამდენად გამართულია მომზადებისა და პროფესიული პროფესიული მასწავლებლის განვითარების, მათი პროფესიაში მოზიდვისა და შენარჩუნების სქემები? მართვა და პერსონალი რა პრობლემების პროვაიდერები წინაშე დგანან პროფესიული განათლების მასწავლებლების მოზიდვისას? რამდენად პროფესიული ეფექტიანად ხორციელდება საგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებების მართვა და რა არის ამ კუთხით არსებული გამოწვევები? 10 რა მხარდაჭერის მექანიზმებია საჭირო პროფესიული განათლების ინსტიტუციური მართვის გასაუმჯობესებლად? რა მექანიზმები განათლების შეიძლება დაიგეგმოს პრესტიჟულობის პროფესიული ზრდისა და პოპულარიზაციისთვის? რამდენად არის საქართველოში პროფესიული განათლება რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისი, რა არის ამ კუთხით არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და როგორაა მისი მოგვარება შესაძლებელი? რეგიონებში პროფესიული პროგრამების განხორციელების, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების პროცესში, როგორ ხდება ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინება? რა არის რეგიონულ განათლების საჭიროებებთან შეუსაბამობის პროფესიული რაოდენობრივი თუ თვისობრივი მახასიათებლები? რეგიონულ რა მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის საჭიროებებთან უზრუნველყოფილი შესაბამისობა რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისობა: პოლიტიკის, რეგულაციებისა პროფესიული და ინსტიტუტების, განათლების მართვისა და განხორციელების დონეზე? რა მექანიზმებს შეიძლება იყენებდეს სახელმწიფო იმისთვის, რომ პროფესიული განათლება რეგიონულ საჭიროებებზე? 11 მეტად იყოს მორგებული რომელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები არის და/ან უნდა იყოს ჩართული რეგიონული საჭიროებების იდენტიფიცირების კუთხით? როგორია პროფესიული სასწავლებლების საგანმანათლებლო კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა? რამდენად შექმნა „პროფესიული 2018 წელს განათლების მიღებულმა შესახებ“ კანონმა პროფესიული განათლების განვითარებისა და ეფექტიანი მართვისთვის საჭირო საკანონდებლო ჩარჩო? მარეგულირებელი დოკუმენტები გთხოვთ, მოგვაწოდოთ ხარისხიანი დამატებითი პროფესიული საჭიროებების განათლების შესაბამისობასთან მოსაზრებები რეგიონის დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელსაც არ ფარავს ზემოთ მოცემული შეკითხვები. კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დადგენილ ვადებში განათავსა ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თემატური მოკვლევის პროცესში კომიტეტმა სულ 65 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია, მათ შორის იყო დარგობრივი მიმართულებით 4 სამინისტროსა და 43 ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან. დასაბუთებული მოსაზრებები კომიტეტს ასევე მიაწოდა 14-მა, როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ორმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ერთმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ. კომიტეტმა მოსაზრებები მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან, 12 ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. თემატური მოკვლევის პროცესში მოკვლევის ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა ზემოთხსენებული ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩატარდა ორი ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა. მათ მიეცათ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების ზეპირსიტყვიერად გადმოცემისა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა ასევე მოიძია პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აღნიშნულის საფუძველზე გამოიკვეთა მიგნებები და ჩამოყალიბდა შესაბამისი რეკომენდაციები. თემატური მოკვლევა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით. 13 თავი 2. საკითხის მიმოხილვა და არსებული მდგომარეობის აღწერა აღნიშნული თავი შეეხება საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღწერას, მის შესაბამისობას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და რეგიონულ საჭიროებებთან. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მოიცავს პროფესიულ განათლებასაც. პროფესიული განათლება საბაზო, საშუალო და უმაღლესი განათლების საფეხურებადაა დაყოფილი. დიაგრამა N 1. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განათლება ძირითადად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში, განათლების სამინისტრო) საკურაციო სფეროს წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული სამინისტროს ინიციატივით განისაზღვრება ქვეყანაში პროფესიული განათლების პოლიტიკის მიმართულებები, მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული 14 პირები არის პასუხისმგებელი პროფესიული განათლების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხის განხორციელებაზე: მათ შორის, კვალიფიკაციების განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის, პროფესიული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების მართვის კუთხით. სწორედ სამინისტროს მიერ არის დაფუძნებული ან თანადამფუძნებელი საჯარო სამართლის საგანმანათლებლო დაწესებულებები და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს. სამინისტრო განკარგავს პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებას. გარდა ამისა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყება და თვითმმართველობები ახორციელებენ მათი მართვის სფეროებს მიკუთვნებულ შემდეგ აქტივობებს: - შრომის ბაზრის შესწავლა, ასევე შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და შემდგომი განვითარება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში ეკონომიკის სამინისტრო) - დასაქმების ცენტრებისა და დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების წარმართვა - შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მექანიზმების, მათ შორის კარიერული და მოდერაციის სერვისების, გადამზადების, სუბსიდირებული დასაქმების ღონისძიებების ადმინისტრირება - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში, შრომის სამინისტრო) - დასაქმების ცენტრების საშუალებით ვაკანსიების მონიტორინგი, ასევე სამუშაოს მაძიებელთა და ვაკანსიების ერთიანი ბაზის (www.worknet.ge) ადმინისტრირება - შრომის სამინისტრო - რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო - დეცენტრალიზაციის ფარგლებში, თვითმმართველობებისთვის მინიჭებული უფლებამოსილების კონტექსტში, სხვადასხვა სოციალურ, 15 ეკონომიკურ და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. მათ შორის დასაქმების პროგრამების ფარგლებში სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება - ადგილობრივი თვითმმართველობები და ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები - სხვადასხვა სექტორის განვითარებისა და მიზნობრივი ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სოციალური ინტეგრაციის კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათ შორის გადამზადების პროგრამები - შესაბამისი პროფილის სამინისტროები - ახალგაზრდებისთვის გააქტიურების არაფორმალური მიზნით შესაბამისი განათლების მიღებისა და პროგრამების დანერგვა - ახალგაზრდობის სააგენტო. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ტიპის 90 კერძო და საჯარო დაწესებულება საგანმანათლებლო ფუნქციონირებს, ადგილს რომლებიც სთავაზობს დაახლოებით პროფესიული 11000 განათლებით დაინტერესებულ პირებს. ცხრილი N 2: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები1 დაწესებულებები სტუდენტები საჯარო2 კერძო სულ: სკოლა 1 7 8 პროფესიული კოლეჯი 25 40 65 უნივერსიტეტი 12 5 17 სულ: 38 52 90 ჩარიცხვა 11,853 4,015 15868 წყარო: დაწესებულებების სტატისტიკა - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; სტუდენტების სტატისტიკა - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 1 ინფორმაცია მოყვანილია 2020 წლის ივნისის მდგომარეობით 2 მათ შორის იგულისხმება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული სასწავლებლები 16 განათლების სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპისთვის პროფესიული განათლების სივრცეში არსებობს 61 დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და ავტორიზებული საგანმანათლებლო 94 პროფესიული დაწესებულება კვალიფიკაცია. ახორციელებს 90 661 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას: 223 პროგრამის განხორციელების ადგილი თბილისია, ხოლო დანარჩენი 438 - რეგიონებშია გადანაწილებული. 58 პროგრამა თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში - ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ასევე ფოთი, ახალციხე, მესტია - ხორციელდება დუალური მიდგომით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე ნაჩვენებია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტების განაწილება რეგიონულ ჭრილში. როგორც დიაგრამებიდან ვხედავთ, დაწესებულებებისა და სტუდენტების უმეტესობა თავმოყრილია თბილისსა და აჭარაში. პროფესიული სასწავლებლების და სტუდენტების აღნიშნული განაწილება ნაკლებად შეესაბამება რეგიონულ საჭიროებებს. მაშინ, როცა თბილისის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორე-მეოთხე ადგილზეა იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთი, აქ პროფესიული განათლება შედარებით საგანმანათლებლო სუსტად არის დაწესებულება ან განვითარებული. მისი ფილიალი პროფესიული მხოლოდ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. დიაგრამა N 2: პროფესიული განათლების რეგიონული პროფილი სამეგრელო ზემო სვანეთი 7% სამცხეჯავახეთი 3% ქვემო ქართლი 2% შიდა ქართლი 3% კახეთი კახეთი 4% აჭარა 24% თბილისი 47% გურია/ რაჭალეჩხუმი აჭარა წყარო: საქსტატი 17 ქვემო ქართლი თბილისი იმერეთი იმერეთი 7% გურია/ რაჭალეჩხუმი 3% სამცხეჯავახეთი სამეგრელო ზემო სვანეთი 37 პროფესიული განათლების ბიუჯეტი ბოლო წლებში თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 2020 წლისთვის 65 მილიონზე მეტს შეადგენს. აღნიშნული თანხა ორჯერ ნაკლებია უმაღლესი განათლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ცხრილი N 3: პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2013 პროფესიული N განათლება % უმაღლესი N განათლება % განათლება 2014 14.3 2015 24.6 2.1 117.1 36.7 102.4 679.9 4.5 108.9 13.8 741.1 2017 31.2 3.3 17.2 2016 39.8 124.4 824.7 149.9 950.4 1,397.2 65.5 3.0 174.7 10.7 2020 53.1 2.8 13.1 2019 45.6 3.3 13.2 2018 3.2 178.3 11.6 1,506.7 4.3 147.0 10.8 1,644.7 9.6 1,538.8 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს ეროვნული სტრატეგიების მიხედვით ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. პროფესიული განათლება ადამიანის დასაქმების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა და სტუდენტებს მოკლე დროში სთავაზობს პროფესიის დაუფლებას. შესაბამისად, საქართველოში პროფესიული განათლება განიხილება ქვეყანაში არსებული პროდუქტიულობის უმუშევრობის, დაძლევის და ადამიანური სოციალური კაპიტალის დაბალი ინტეგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად. ახალგაზრდობის მაღალი უმუშევრობისა (15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 30.4%-ია, ხოლო 15 – 65 წლის ასაკობრივი ჯგუფების - 11.6 %) და დაბალი აქტივობის (NEETs3 - განათლებისა და სამუშაო ძალის მიღმა მყოფი 15-29 წლების ახალგაზრდების წილი შეადგენს 30.6%4) 3 ინგლისურიდან neither in education nor in employment/ არც განათლებაში, არც დასაქმებაში 4 აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას, გარდა სომხეთისა. შედარებისათვის ევროკავშირში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 10.5%-ია, უკრაინაში და ისრაელში 14.5%, ხოლო ბელორუსიაში 6.3%. წყარო: ევროპის განათლების ფონდი. 2019. განათლებისა და დასაქმების ძირითადი ინდიკატორები 18 გათვალიწინებით5, თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფი დაინტერესდა პროფესიული განათლების შედეგებითა და მიმდინარე პროცესებით. ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში არაერთი რეფორმა განხორციელდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, თითქმის გაოთხმაგდა პროფესიულ განათლების დაფინანსებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. თუმცა პროფესიულ განათლებაში ჩართული ადამიანების, როგორც აბსოლუტური, ასევე წილობრივი მაჩვენებლები იკლებს. 2019 წლის მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა (11850 პირი) 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 59 %-ით დაიკლო6, ხოლო შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის (15-24) წილი, რომელიც უმაღლესსა და პროფესიულს შორის პროფესიულ განათლებას ირჩევს 4-5.5 %-ს შორის მერყეობს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ბევრად ჩამორჩება, როგორც ევროკავშირის, ასევე მსგავსი სოციოეკონომიკური სტატუსის ქვეყნებს. ცხრილი N 4: პროფესიულ განათლებაში ჩართულობა რაოდენობა ევროკავშირი (ათასებში) % საშუალო საფეხური რაოდენობა სომხეთი (ათასებში) % საშუალო საფეხური რაოდენობა აზერბაიჯანი (ათასებში) % საშუალო საფეხური ბელარუსია რაოდენობა 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 10.818 10.814 10.555 10.312 10.839 10.234 --- 50.4 48.9 48 47.3 49.3 47.8 --- 22.5 24.3 26.6 25.2 19.5 19.6 --- 20.9 22.8 25.7 26.2 26.2 28.4 --- 24.8 24.3 20.9 19.4 19.7 19.8 19.2 16.3 15.8 13.7 13.5 13.7 14.2 14.5 106.7 88.2 86 85 85.7 85 82.5 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2020. მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. თბილისი 6 რაც ნაწილობრივ განპირობებულია კვალიფიკაციების ტიპის ცვლილებით: 2013 წლამდე სრულიად განსხვავებული ლოგიკით აგებული პროგრამები იყო. ერთი პროგრამა 7-18 თვიან საფეხურებად იყო დაყოფილი. და სტუდენტი თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ, ირიცხებოდა შემდგომ საფეხურზე...წლის განმავლობაში 2-3 ჩარიცხვა იყო 5 19 (ათასებში) % საშუალო 44.3 41.8 42.8 42.6 42.4 41.9 41.7 256.9 271.3 243.1 193.1 186.1 178.9 177 28.2 31 30.2 29.4 30.1 30.3 M 136.3 144.4 150.6 153.8 158.4 160.2 164.7 39.1 40.3 40.8 40.7 40.5 40.8 --- 21.045 16.182 16.773 15.639 15.632 11.820 --- 10.5 5.3 4.1 5.7 5.5 3.5 საფეხური რაოდენობა უკრაინა (ათასებში) % საშუალო საფეხური რაოდენობა (ათასებში) ისრაელი % საშუალო საფეხური რაოდენობა საქართველო (ათასებში) % საშუალო საფეხური 40.3 წყარო: საქართველოს გარდა ქვეყნების სტატისტიკა - ევროპის განათლების ფონდი. 2019. განათლებისა და დასაქმების ძირითადი ინდიკატორები; საქართველოს სტატისტიკა - ჯეოსტატის მონაცემები და ავტორის გამოთვლები ჯეოსტატის მონაცემებზე დაყრდნობით დაბალია ასევე იმ ზრდასრულთა რაოდენობა, რომელიც რაღაც ფორმით განათლებაშია ჩაბმული. შინამეურნეობების გამოკითხვისა და შრომის ბაზრის კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მოცემული წლისთვის რაიმე ფორმის საგანმანათლებლო აქტივობაში იყო ჩართული 2018 წლისთვის 1%-ს შეადგენდა, რაც 10-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი N 5 ). ცხრილი N 5: ზრდასრული მოსახლეობის წილი რომელიც საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობს. 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 ევროკავშირი 9.1 9.2 10.7B 10.8 10.7 10.8 10.9 11.1 ისრაელი 7.5 9.7B 9.5 9.6 10 10.2 9.7 9.3 უკრაინა M M M 1 0.8 0.9 0.8 0.8 საქართველო ---- 0.4 0.4 0.3 0.6 0.5 1.6 1 წყარო: ევროპის განათლების ფონდი. 2019. განათლებისა და დასაქმების ძირითადი ინდიკატორები 20 პროფესიული განათლების სისტემა დაბალ ეფექტიანია. 2019 წლის მონაცემებით 90 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირდა 11850 სტუდენტი, ანუ ერთ სასწავლებელზე საშუალოდ 132 სტუდენტი. დასაქმების მაჩვენებლით7 საქართველოში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს, თუმცა ამავდროულად, აღინიშნება, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს შორის უმუშევრობა8 თითქმის ორი პროცენტით დაბალია, როგორც საშუალო ასევე უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულთა შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული შესაძლებელია განპირობებული იყოს შრომის ბაზრის სტრუქტურით (შრომის ბაზარი არ ითხოვს პროფესიული კვალიფიკაციის კადრებს), ან მაღალკვალიფიციური კადრების დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმებით (უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები საქმდებიან იმ სამუშაოზე, რომლის შესრულებისთვის საშუალო კვალიფიკაციის დონე საკმარისია). შრომის ბაზრის კვლევებზე დაყრდნობით, ორივე ეს ვარაუდი დამაჯერებლად ჟღერს. ერთის მხრივ, არსებული სამუშაო ადგილების განაწილება ცხადჰყოფს, რომ სამუშაო ადგილები ძირითადად საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე ჯგუფების შესაფერისია. მეორეს მხრივ, საქართველოში სამუშაო ძალის დაბალ პროდუქტიულობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები საქმდებიან ბევრად უფრო დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოზე. ამას ადასტურებს თვისობრივი მონაცემებიც. ცხრილი N 6: დასაქმება და უმუშევრობა განათლების დონის მიხედვით 2011 დასაქმება 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 დაბალი 32.3 31.6 30.3 31.6 30.9 30.2 36.1B 31.9 საშუალო 56.1 57 57.1 58.5 60.1 59.2 57.9B 57.1 უმაღლესი 57.5 58.9 58.3 60.5 61.6 61.9 62.4B 62.8 დასაქმების დონე წარმოადგენს იმ ადამიანთა შეფარდებას შესაბამისი ასაკის მოსახლეობის სრულ რაოდენობასთან, რომელთაც მოცემული პერიოდის მანძილზე ერთი საათი მაინც უმუშავია ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით. 8 უმუშევრობის დონე წარმოადგენს სამუშაოთა მაძიებლების შეფარდებას აქტიური მოსახლეობის/სამუშაო ძალის მონაცემებთან. 7 21 უმუშევრობა პროფესიული 60.6 60.4 61.8 63.7 63.7 62.6 60.3B 59.2 ყველა ერთად 53.2 54.3 54.1 55.9 57.4 57.1 56.7B 55.8 დაბალი 8.3 8.4 13U 9.7 8.5 10.7 10.5B 10 საშუალო 15.7 16 15.3 13.5 13.4 13 13.5B 12.8 უმაღლესი 22.4 21.1 20.6 17.7 16.1 16.1 15.5B 12.9 პროფესიული 15 15.9 14.7 12.6 13.3 12.2 12.2B 11.1 ყველა ერთად 17.3 17.2 16.9 14.6 14.1 14 13.9B 12.7 წყარო: ევროპის განათლების ფონდი. 2019. განათლებისა და დასაქმების ძირითადი ინდიკატორები თუმცა, ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში - 58%-62%-მდე. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც ახალ კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე პროფესიული განათლებისთვის 79.5% შეადგენს, მაგრამ შესაბამისობაშია მსგავსი ეკონომიკურკულტურული მაჩვენებლების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან, რომელიც მაგალითად ბალკანეთის ქვეყნებისთვის9 40-59%-ს შორის მერყეობს10. საქართველოს მთავრობამ ბოლო 2 წლის მანძილზე პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა, მათ შორის: - გაიზარდა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათი ფილიალების რაოდენობა11 - გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება - ერთ სტუდენტზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის ოდენობა 9 ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ასევე თურქეთი. 10 გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნებში პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი მაღალია - 11 40-50% 2013 წლიდან დღემდე დაფუძნდა 8 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და არსებულ ქსელს დაემატა 11 ახალი ადგილი. ყველა სახელმწიფო კოლეჯს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, აშენდა 4 საერთო საცხოვრებელი. 10-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩაუტარდა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათგან 4 კოლეჯში რეაბილიტაცია განხორციელდა უნივერსალური დიზაინის ნორვეგიული სტანდარტის შესაბამისად. წყარო: განათლების სამინისტრო. თემატური მოკვლევის ფარგლებში 22 - შეიქმნა ზრდასრულთა განათლების სისტემა, პროფესიული როგორც ფორმალური განათლების ნაწილი. სისტემის ფარგლებში, დაიწყო პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება. 2019 წლიდან დღემდე, ფორმალური განათლების ფარგლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა/დაიდასტურა 48 იურიდიულმა პირმა (აქედან, 39 საგანმანათლებლო დაწესებულება და 9 არასაგანმანათლებლო დაწესებულება), 207 პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაზე. ამ დროისათვის, სისტემაში ჩაერთო 2000-მდე მსმენელი - „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აქტიურად დაიწყო 500-მდე საჯარო სკოლის ადამიანური რესურსისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება. მის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული 900ზე მეტი საორიენტაციო და 40 სასერთიფიკაციო კურსი განხორციელდა - დაიწყო საშუალო პროფესიული განათლების პროგრამები. აღნიშნული სრულდება საშუალო პროფესიული განათლების დიპლომით, რომელიც გათანაბრებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ატესტატთან და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს განათლების შემდგომ დონეზე, მათ შორის, აკადემიური მიმართულებით, სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს - 2019 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე - განახლდა მექანიზმები. პროფესიული განათლების აღნიშნული ორიენტირებული. გაიზარდა უფრო ხარისხის მეტად იქნება დამსაქმებლების 23 უზრუნველყოფის განვითარებაზე როლიც აღნიშნული მიმართულებით - ავტორიზაციის საბჭო დაკომპლექტებულია სოციალური პარტნიორობის პრინციპით - დასრულდა მოდულური, კომპეტენციებზე დაფუძნებული პროგრამების დანერგვის პროცესი (2019 წლის დეკემბრიდან ყველა ძველი საგნობრივი პროგრამა ჩანაცვლდა განახლებული მოდულური პროგრამებით) - განახლდა და გაუმჯობესდა ეროვნული კვალიფიკაციებისა და არაფორმალური განათლების აღიარების მარეგულირებელი რეგულაციები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემთხვევაში შეიქმნა ერთიანი ჩარჩო განათლების ყველა დონისთვის, რომელსაც დაემატა განათლების სფეროების კლასიფიკატორი. ასევე, არაფორმალური განათლების აღიარების შემთხვევაში დაზუსტდა აღიარების პროცედურები, რაც პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს - რეგულარულად მიმდინარეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევები (ე.წ. Tracer Study) 2014 წლიდან. 2017 წლიდან მას შემდეგ რაც შრომის ბაზრის შესწავლის ფუნქცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გადავიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, სამინისტრო ახორციელებს უნარებზე საჭიროებათა მოთხოვნის კვლევებს, მეორადი ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს ადმინისტრირებას შრომის ბაზრის ყოველწლიურ ანგარიშს, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას უწევს (www.lmis.gov.ge) - შრომის სამინისტრო ახორციელებს აქტიური შრომის ბაზრის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით არსებული ოფისების საშუალებით, ადმინისტრირებას უწევს სამუშაოს მაძიებელთა და ვაკანსიების ბაზას www.worknet.ge - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კვალიფიკაციის ამაღლების მეთოდოლოგიური ტრენინგი - „პედაგოგიური კურსი“ - განხორციელდა პროფესიული განათლების 700 პედაგოგისთვის; 24 2019 წელს GGF-ის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო პროქტი „მასწავლებელთა ხარისხის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული მომზადების, განვითარების პროფესიაში ახალი შესვლის მოდელის და და უწყვეტი მასწავლებელთა ანაზღაურების დივერსიფიცირებული სისტემის შემუშავება - მიმდინარეობს პროფესიული განათლების კუთხით რეგიონულ დონეზე სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა, რომლის საფუძველზე სამინისტრო რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების სოციალური ასპექტების დაგეგმვას აპირებს - ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიქმნა პროფესიული განათლების საკომუნიკაციო სტრატეგია, ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს (MCA Georgia) დახმარებით შეიქმნა სამოქმედო გეგმა. ზემოხსენებული სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელება შეაფერხა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციით განპირობებულმა ვითარებამ, თუმცა გარკვეული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება: კერძოდ, სატელევიზიო სივრცეში გავიდა სისტემის პოპულარიზაციისკენ მიმართული გადაცემები/სიუჟეტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შეიქმნა საიმიჯო და კარიერული დაგეგმვის მხარდამჭერი ვიდეო რგოლები, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. როგორც პროფესიული განათლების, ასევე დასაქმებისა და შრომის ბაზრის შესწავლის კუთხით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია ევროკავშირი. გარდა ამისა, პროფესიული განათლების რეფორმის კუთხით საქართველოს მთავრობა ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას იღებს აზიის განვითარების ბანკისგან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და გერმანიის 25 რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან, ასევე დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდიდან, გაეროს განვითარების პროგრამისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან. 26 თავი 3. მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების შედეგების ანალიზი თემატური მოკვლევის ფარგლებში საკუთარი პოზიცია წერილობით დააფიქსირა და მოსაზრებები გამოაგზავნა 65-მა ორგანიზაციამ, ესენია: - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო - 43 მუნიციპალიტეტის თვითმართველობები - კერძო კოლეჯების ასოციაცია - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - აიიპ „დავიწყოთ ახლა“ - აშშ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია - სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელე-ხელოვნების კოლეჯი - სსიპ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA - სსიპ კოლეჯი „ლაკადა“ - სსიპ კოლეჯი „ერქვანი“ - სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ - სსიპ კოლეჯი „პრესტიჟი“ - სსიპ კოლეჯი „თეთნულდი“ - სსიპ კოლეჯი „იბერია“ - სსიპ კოლეჯი „აისი“ - სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ 27 - სსიპ კოლეჯი „ჰორიზონტი“ - სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - ააიპ კოლეჯი „კონსტრუქტ2“ - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი - სსიპ მარნეულის საჯარო სკოლა #2 გაიმართა ორი შეხვედრა: სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და პროფესიული განათლებით დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, სადაც ზემოთ მოხსენიებული სუბიექტების გარდა მონაწილეობა მიიღო და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა შემდეგმა მხარეებმა: - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დასაქმების სააგენტო. ქვემოთ წარმოდგენილია მოკვლევისას მიღებული ძირითადი რეკომენდაციები პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და შესაბამისობის, რეგიონულ საჭიროებებზე მორგების, პერსონალის მართვისა და საკანონდებლო ბაზის კუთხით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ12, ანგარიშის ბოლო ნაწილში კი წარმოდგენილი იქნება მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციები. ხელმისაწვდომობა: - სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული განათლების არაპირდაპირი ხარჯების - მგზავრობის, ცხოვრების, კვების, სწავლაზე დახარჯული დროის და სხვ. - დაფარვა 12 მეტი დეტალისათვის იხილეთ შემოსული მოსაზრებები: http://www.parliament.ge/ge/saparlamentosaqmianoba/komitetebi/ganatlebis-mecnierebis-da-kulturis-komiteti/tematuri-mokvleva/prof-ed/xarisxianiprofesiuli-ganatlebis-xelmisawvdomoba-farglebshi-shemosul-gancxadebebi 28 - მიზნობრივი ღონისძიებები რეგიონებში მცხოვრებთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გასაუმჯობესებლად - პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდების (15-18 და 18-24 ასაკობრივი ჯგუფების) ჩართულობის გაზრდა (არსებული მონაცემებით (2.5% და 4.5%) საქართველო მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს (4.3% და 47.8%)) - პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მექანიზმების ეფექტიანობის გაუმჯობესება - საჭიროა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის დაიწყოს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეების ინფორმირებულობის ზრდა პროფესიული პროგრამების მიმართულებით - კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება პროფესიული განათლების შესახებ ინფორმირებულობისა და იმიჯის გაუმჯობესების მიზნით; მათ შორის, პოპულარიზაციისთვის პროფესიული სასურველია სასწავლებლების საზოგადოებრივ მაუწყებლის შესაბამისი პლატფორმის გამოყენება - საჭიროა კოლეჯების რაოდენობის ზრდა რეგიონებში. კერძო კოლეჯების განვითარება ხელს შეუწყობს დაფარვის არეალის და შესაბამისად სტუდენტთა რაოდენობის ზრდას - პროფესიული განათლების დაფინანსების ზრდა. პროფესიულ განათლებაზე მთლიანი საგანმანათლებლო ხარჯების მხოლოდ 3,6% იხარჯება, რაც დაბალია - შშმ პირების სწავლებისა და კონსულტირების პრაქტიკების გაუმჯობესება; - პროფესიულ განათლებაში გენდერული დაყოფის აღმოფხვრა გოგონების ისეთ პროგრამებში ჩართულობით, რომლებიც დაბალ ანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობას არ გამოიწვევს - იმ პირებისთვის, ტერიტორიებზე, არ რომლებმაც იყოს განათლება მიიღეს ოკუპირებულ სავალდებულო ერთიანი პროფესიული ტესტირების გავლა 29 - სახელმწიფო ჩართულობით წახალისებული იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შშმ პირთა დასაქმებას - უმაღლესი განათლების სტუდენტს პროფესიული განათლება მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების დადგენისას დაუფინანსდეს; - პროფესიული სტუდენტისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საკითხის მოგვარება - კოლეჯისთვის შესაძლებლობის მიცემა, მოთხოვნის შემთხვევაში, რეგიონებში, ადგილზე გახსნას სასწავლო ჯგუფები და უზრუნველყოს სასწავლო გარემოთი და აღჭურვილობით პროფესიული განათლების მიღების მსურველები. ხარისხი და რელევანტურობა: - შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელის დანერგვა - მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ დამსაქმებლებთან და შეეძლოთ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სწრაფად გადაწყობა - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სერტიფიცირება - დამსაქმებლის გადაუდებელ საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა - შემუშავდეს ცენტრალიზებულად უნიფიცირებული შეფასების ინსტრუმენტები, ვერიფიკაციის პროცესი ახალია და საჭიროებს მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას დაწესებულებების მხრიდან - პედაგოგის საათობრივი ანაზღაურების გაზრდა პროფესიულ განათლებაში მაღალკვალიფიციური კადრის მოწვევის მიზნით - მნიშვნელოვანია, რომ დასკვნითი შეფასებები, რომლებიც ადასტურებენ პროფესიული სტუდენტისთვის მისანიჭებელ კვალიფიკაციას, განახორციელოს წარმოების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ 30 - უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება წლის საუკეთესო კოლეჯი. კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს, როგორც ფინანსური რესურსების კოლეჯის მიერ ეფექტიანად განხორციელებულ მართვის საკითხებს, სხვადასხვა სახის აგრეთვე შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს და ცხადია, აკადემიურ საკითხებს - მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო კოლეჯებისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნა. მართვა და პერსონალი - პროფესიული განათლების ინსტიტუციური მართვის კუთხით დამსაქმებლების ჩართულობის გაზრდა/წახალისება - სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის მიზნით სასწავლო მასალების შესყიდვის პროცესი დაშვებულ იქნეს გამარტივებული წესით და ნებადართულობა აისახოს საკანონმდებლო რეგულაციაში - ონლაინ ტრენინგების ორგანიზება, რათა მოხდეს რეგიონში მდებარე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგთა გადამზადება. რეგიონის საჭიროებებზე მორგება: - ქვეყანაში უნდა არსებობდეს შრომის ბაზრის კვლევის, უნარებზე მოთხოვნის და პროგნოზირების სისტემური მექანიზმი როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეებზე - სამინისტროს მხრიდან გამოყოფილი დაფინანსება უნდა ითვალისწინებდეს პარტნიორი ორგანიზაციის მხრიდან სტუდენტთა სწავლებისათვის გამოყოფილი ინსტრუქტორისთვის ასანაზღაურებელ თანხას - მიზანშეწონილია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებენ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას დუალური მიდგომით 31 - პროფესიული განათლების მიღების მსურველების მოტივაციის გაზრდის მიზნით უნდა არსებობდეს დასაქმების შესახებ ვაკანსიების ერთიანი ბაზა რეგიონის დონეზე - სასურველია, ყოველწლიური შრომის ბაზრის კვლევის დაგეგმვისას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს, პროფესიული განათლების სფეროს ინტერესების გათვალისწინებაც მოხდეს, რომ მიღებული მონაცემებით ისარგებლონ პროფესიული განათლების სფეროში მოქმედმა სუბიექტებმა - შეიქმნას ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრიდა დამსაქმებელი ორგანიზაციების ინფორმაცია. პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის აღნიშნულ ბაზასთან წვდომა. საკანონდებლო ბაზა - კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და ამოქმედება, რათა კოლეჯებს მიეცეს კანონიერი საქმიანობის შესაძლებლობა, გაიმართოს პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და განახლების სისტემა - შემუშავდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შედეგებზე დაფუძნებული შეფასებისა და წახალისების სისტემა - შემუშავდეს და ამოქმედდეს მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და განვითარების მარეგულირებელი ბაზა. 32 თავი 4. მოკვლევის პროცესში გამოვლენილი მიგნებები როგორც ანგარიშის შესავალ ნაწილშიც იყო აღნიშნული, პროფესიული განათლების სისტემის შესწავლა ხუთი სხვადასხვა ასპექტის კუთხით მოხდა: ხელმისაწვდომობა, ხარისხი, მართვა და პერსონალი, რეგიონულ პრიორიტეტებთან შესაბამისობა და საკანონდებლო ბაზა. დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა თანხმდება, რომ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ხარისხობრივად არის გაუმჯობესებული, თუმცა იკვეთება რიგი გამოწვევები. ხელმისაწვდომობის კუთხით დადებითად შეფასდა განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების საფასურის სრული დაფინანსება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ 2019 წლიდან ვაუჩერულ დაფინანსებას კერძო პროფესიული სასწავლებლებიც იღებენ, რაც პროფესიულ სტუდენტს არჩევანის საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო პროგრამა კერძო ან საჯარო დაწესებულებაში გაიაროს. მხარეებმა პოზიტიურ მხარედ განიხილეს ასევე სსსმ და შშმ პირების ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. თუმცა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და ამ კუთხით არსებობს შემდეგი გამოწვევები: - რეგიონული საქართველოს დაფარვა - დღესდღეობით მუნიციპალიტეტების პროფესიული მხოლოდ ორ კოლეჯები მესამედში ფუნქციონირებს. დადგენილია, რომ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას განათლებაში ჩართულობის ხელმისაწვდომობის დონეზე გაუმჯობესების მნიშვნელოვანი კუთხით გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს რეგიონული დაფარვა, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი (პროგრამული არჩევანი) თვალსაზრისით. 33 - პროფესიული განათლების დამატებითი ხარჯები - არსებული დაფინანსების მოდელი ფარავს მხოლოდ სწავლის გადასახადს, მათ შორის, სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და პროგრამების განვითარების ხარჯებს, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, ცხოვრებისა და ტრანსპორტის ხარჯებს. განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან პროფესიული დაწესებულებები სწორედ ურბანულ ცენტრებში მდებარეობს. შესაბამისად, მათ სწავლაში დროითი რესურსის გარდა13 მატერიალური რესურსის ჩადებაც უწევთ: დამატებითი კვების, ცხოვრების, მგზავრობის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, ხარჯები. შესაბამისად, განსაკუთრებით ამჟამად პროფესიული რეგიონში სოციალურად განათლება ხელმისაწვდომი არ არის. პროფესიული სტუდენტებზე ის სოციალური პაკეტებიც არ ვრცელდება, რასაც ზოგიერთი მუნიციპალიტეტი უმაღლესი განათლების სტუდენტებს სთავაზობს. - ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები - მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად არაერთი ღონისძიება დაგეგმა: მისაღები გამოცდების მშობლიურ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობა, ქართული ენის არჩევითი მოდული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, სახელმწიფო ენის პროგრამა უმაღლესი განათლებაში არსებული წარმატებული მოდელის - პროგრამის ხანგრძლივობას +1 წელი ანალოგიით. არ იკვეთება, რომ აღნიშნული მექანიზმები ეფექტიანია. 13 პროფესიული სტუდენტისთვის სწავლაში დროითი რესურსის ჩადება ხშირად შეუძლებელს ხდის ანაზღაურებადი ან ოჯახში არა ანაზღაურებადი, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაოს (არასრულწლოვანის მოვლა, საოჯახო მეურნეობაში დახმარება) პარალელურ შესრულებას, რაც შესაძლებელია, ამ პირისთვის საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავდეს. შესაბამისად, ამ არაპირდაპირი ხარჯების - სოციალური სტიპენდიების არარსებობის გამო პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის მცირდება. 34 პროფესიულ განათლებაში არაქართულენოვანი სტუდენტების რაოდენობა 1%-ზე ნაკლებია. ეთნიკური უმცირესობების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა ახალი, პროფესიულ განათლებაზე მორგებული მექანიზმების დანერგვა. - ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლება ნაკლებ ხელმისაწვდომი იყო მისაღები გამოცდების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული, ხოლო ეს უკანასკნელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მოქმედებს. მოკვლევის დროს ასევე გამოიკვეთა, რომ განათლების სამინისტრომ უკვე შეცვალა მიღების წესი ამ კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად. - სსსმ და შშმ პირების ჩართულობა სამინისტროების მიზნობრივი რეგულაციების15 მიღების ხელმისაწვდომობა, - განათლებისა პროგრამების14, შედეგად და შრომის ასევე შესაბამისი პროფესიული განათლების შემდგომ კი სამუშაოზე გადასვლა სსსმ და შშმ პირებისთვის მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, შედეგად კი ამ ჯგუფის ჩართულობაც გაიზარდა. 2019 წლისთვის სსსმ და შშმ პირები პროფესიულ პროგრამებზე წარმოადგენდნენ. გამოწვევები: თუმცა ჩარიცხული მოკვლევის სტუდენტების დროს დაფიქსირდა 4%-ს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ახერხებენ სრულად გაითვალისწინონ სსსმ და შშმ პირების საჭიროებები იმ პროგრამის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის კი, რომელიც ადაპტირებულად აღნიშნული ითვლება, რიგ კატეგორიის შემთხვევებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ადამიანური და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა, სპეციალური მომზადების და დასაქმების პროგრამები 15 ცვლილებები პროფესიული განათლების ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებში, სუბსიდირებული დასაქმების პროგრამა 14 35 კოლეჯების პერსონალი არ არის საკმარისად ფსიქოლოგიურად და ექსპერტულად მომზადებული ამ ჯგუფის სტუდენტებთან სამუშაოდ, სუბსიდირებული დასაქმების პროგრამას ზოგიერთი დამსაქმებელი არასამართლიანად იყენებს და დასაქმებულ კადრს ინარჩუნებს მხოლოდ სუბსიდირების პერიოდის განმავლობაში. - სავალდებულო სამხედრო სამსახური - 2020 წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა პროფესიული განათლების მიტოვების ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. უმაღლესი განათლების სტუდენტებისგან განსხვავებით, პროფესიული განათლების სტუდენტებს არ ჰქონდათ სწავლის პერიოდში მისი გადავადების შესაძლებლობა. მოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ პარლამენტისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია და შესაბამისი ცვლილებები შესულია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში. - კერძო კოლეჯების ვაუჩერული დაფინანსების ხარვეზები - 2019 წლიდან გარკვეული პრიორიტეტული მიმართულებების პროგრამებისთვის სახელმწიფო დაფინანსება ეძლევა კერძო პროფესიულ სასწავლებლებსაც. რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს პროფესიული განათლება უფინანსდება მისთვის სასურველ პროფესიულ კოლეჯში მისი იურიდიული სტატუსის მიუხედავად. თუმცა აღნიშნული მოდელით სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს კერძო პროფესიული კოლეჯების პოტენციალის სრულ გამოყენებას პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით (მაგ. შესაძლებელია გეოგრაფიული დაფარვის გაუმჯობესება ამ ფორმის კერძო-საჯარო პარტნიორობის საფუძველზე). იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო კერძო და საჯარო კოლეჯებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ვერ ხორციელდება ვაუჩერული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 36 ასპექტი, რაც გულისხმობს სტუდენტის არჩევანის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებმა აკონტროლოს მიწოდებული სერვისის ხარისხი. - კერძო კოლეჯების პოტენციალის გაუთვალისწინებლობა პროფესიული განათლების ქსელის გაფართოებისას - პროფესიული განათლების ქსელის გაფართოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა განათლების პოლიტიკაში. 2015 წლიდან საშუალოდ ყოველწლიურად 10 მლნ ლარი იხარჯება არსებული კოლეჯების ინფრასტრუქტურის განახლებისა და ახალი პროექტების მშენებლობისთვის. ხშირად, ახალი კოლეჯის ან ფილიალის მშენებლობა ხდება იმ ადგილებზე, სადაც უკვე არსებობს კერძო პროფესიული კოლეჯი, რომელიც არასრული დატვირთვით მუშაობს იმ მიზეზის გამო, რომ ვერ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, განათლების სამინისტრომ პროფესიული განათლების ქსელის განვითარებისას გაითვალისწინოს და უფრო ეფექტიანად გამოიყენოს კერძო კოლეჯების არსებული რესურსი. - კომუნიკაციისა და პოპულარიზაციის გაუმჯობესება - საზოგადოებაში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ცნობადობა დაბალია და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით საბაზო განათლების მოსწავლეებისა და დამსაქმებლებისთვის. არ ჩანს საკითხისადმი სისტემური მიდგომა, რომელიც პროფესიულ განათლებას ადამიანური კაპიტალის განვითარების ჭრილში განიხილავს და შერჩეული სამიზნე ჯგუფებისთვის ეფექტიან კამპანიას დაგეგმავს სწორი მასშტაბების, ხარჯ ეფექტური და ეფექტიანი საკომუნიკაციო არხების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი უკვე მრავალი წელია გამოწვევად რჩება. აქამდე შემუშავებული პროფესიული განათლების პოპულარიზაციის სტრატეგიები განუხორციელებელი დარჩა. 37 პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის კუთხით აღინიშნა, რომ სწორი მიმართულებით განვითარდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მეთოდოლოგიური ცვლილებები მოდულური პროგრამების დანერგვის კუთხით, ასევე დასაქმების კუთხით გაწეული ძალისხმევა, როგორც საკანონმდებლო, ასევე შესაძლებლობების შექმნისა და განხორციელების დონეზე. დაინტერესებული მხარეები პოზიტიურად აფასებენ ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებისა და სტანდარტების განახლებისა და საშუალო პროფესიული განათლების კვალიფიკაციის დანერგვის პროცესსაც. ხარისხის კუთხით არსებული გამოწვევები შემდეგია: - ახალი კვალიფიკაციების შემუშავების პროცესში არსებული ხარვეზები აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების ახალი კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან არ მუშაობს კვალიფიკაციების შემუშავების პროცესი - გაუქმდა ძველი დარგობრივი საბჭოები, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ახალი რეგულაცია და არ მოქმედებს პროფესიული სტანდარტების შემუშავების/განახლების პროცესი. ხელოვნურად, დამსაქმებლებთან კონსულტაციის მოხდა კვალიფიკაციების შინაარსობრივი გარეშე, განახლება, რის გამოც დაიკარგა ბევრი მნიშვნელოვანი სპეციალიზაცია. არ ხდება კვალიფიკაციების განხორციელების მონიტორინგი და ბევრი ის კვალიფიკაცია, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით შემუშავდა, არ ხორციელდება არცერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ბიუროკრატიულია კვალიფიკაციების და პროგრამების დამტკიცების პროცესი როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი პროგრამებისთვის, შესაბამისად, არაფორმალური განათლების მიმწოდებლები არ ინტერესდებიან დამსაქმებლის მიერ ნდობით აღჭურვილი მომზადებაგადამზადების პროგრამებისთვის სახელმწიფო აღიარების მოპოვებით,16 16 ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ტრენინგ-კურსები რჩება ელიტურ პროგრამებად, რაზეც ხელი მოწყვლად ჯგუფებს არ მიუწვდებათ, რაც სოციალური უთანასწორობის განმტკიცებას უწყობს ხელს (სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ ეფექტური სერვისების შესყიდვას, თანადაფინანსებას, კვალიფიკაციის 38 საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ახერხებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. - პროფესიული მასწავლებლის დატვირთვა, ხელფასი, დაკონტრაქტების ფორმატი და კარიერული ზრდის შესაძლებლობები პროფესიული მასწავლებლის პროფესია პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე დაურეგულირებელ სფეროდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე (პროფესიაში შესვლა და მუდმივი კვალიფიკაციის ამაღლება) სამინისტრო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით (გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარება, დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის პროექტი) მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს, ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია. არ არსებობს მასწავლებლის მომზადების (pre-service) პროგრამები - დღესდღეობით არცერთი უნივერსიტეტი არ სთავაზობს არც საკვალიფიკაციო და არც სასერთიფიკაციო პროგრამებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, პროფესიაში შესვლის და ახალი კადრის შერჩევის ერთადერთ გზად პრაქტიკოსი მასწავლებლების მოძიება - მოქმედი პროფესიონალის გადამზადება (inservice trainings) - რჩება. ასეთი პროფესიონალის მოძიება ადვილია თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც კომპანიების უდიდესი ნაწილი ფუნქციონირებს, მაგრამ პროფესიული განათლების მასწავლებლის კადრები მცირეა რეგიონებში. არ არსებობს სისტემა, რომელიც წაახალისებს რეგიონის კოლეჯებში სწავლებას ან შესთავაზებს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში პედაგოგიური კადრების არსებობას. უფრო მეტიც, ის მწირი მომზადების შესაძლებლობები, რასაც სისტემა სთავაზობს პროფესიულ მასწავლებლებს, არ ითვალისწინებს რეგიონის საჭიროებებს შეძენის მსურველების წახალისებას, რათა ამ ხარისხიანი პროგრამების ფარგლებში განაახლონ და მიიღონ პროფესიული კვალიფიკაცია). 39 (მაგ. დისტანციური/ონლაინ/ ელექტრონული სწავლების კურსები) და კიდევ უფრო დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს რეგიონის კოლეჯებს. მასწავლებლის ანაზღაურების არსებული უნიფიცირებული სისტემა და, ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული საათობრივი ანაზღაურების ზრდის მიუხედავად, დაბალი ტარიფები ნაკლებად პასუხობს არსებულ გამოწვევებს. მიუხედავად ლიბერალური რეგულაციებისა, კოლეჯებს უწევს ცენტრალურად მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელება, რაც ვერ პასუხობს ვერც რეგიონულ და ვერც დარგობრივ საჭიროებებს. და ბოლოს, პროფესიული კოლეჯების მოსაზრებებით სისტემისთვის საფრთხის შემცველი იქნება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც არ გაითვალისწინებს არსებულ გამოწვევებსა და რესურსებს და არ უზრუნველყოფს პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემაში შენარჩუნებას მათთვის მოქნილი სამუშაო დატვირთვისა და კონკურენტული სატარიფო შეუძლებელია, მოლოდინი სქემის შეთავაზების გქონდეს, რომ საშუალებით (მაგ. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს კვალიფიციური პერსონალი შეძლებს და დაინტერესდება პროფესიულ კოლეჯში სრულ განაკვეთზე საბაზრო ღირებულებასთან 5-ჯერ ნაკლებ ხელფასზე მუშაობას). - პროფორიენტაციის სერვისები - სუსტად, ძირითადად პროფესიული კოლეჯების დონეზე, არის განვითარებული პროფორიენტაციის სერვისები. არ არსებობს ერთიანი ზოგადსაგანმანათლებლო სტრატეგია, სკოლის საბაზო რომელიც საფეხურიდან, მოსწავლეს ხოლო იმ სკოლადამთავრებულებს რომლებიც არც სწავლობენ და არც მუშაობენ მუნიციპალური სერვისების საშუალებით მიწვდება და ორიენტაციას მისცემს. გამონაკლისია „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა,“ რომელსაც სამინისტრო ცენტრალიზებულად ახორციელებს 500-მდე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. პროფესიული კოლეჯების ინკლუზიურობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით, 40 რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის მოწყვლად ჯგუფს, არ არის წახალისებული და რესურსებით უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პროფესიული განათლების სამიზნე ჯგუფები ნაკლებ ინფორმირებულები არიან არსებული პროფესიული პროგრამებისა და კოლეჯების შესახებ და ასევე დაბალია მათი მოტივაცია, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობები. ხოლო პროფესიული კოლეჯები, დამატებითი სამოტივაციო ფაქტორების არარსებობის პირობებში, მუშაობენ ადვილი სამიზნე ჯგუფების (ახლო მდებარე სკოლა ან უნივერსიტეტი) მოზიდვაზე, ან მათი პასიურობის პირობებში პროფესიული საგანმანათლებლო ადგილებით სარგებლობენ ისედაც აქტიური და რესურსებით მდიდარი ჯგუფები - მათ, შორის უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტები. - კვალიფიკაციის მინიჭების პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალეობა კვალიფიკაციის მინიჭების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მიღწეული კვალიფიკაციების სამიზნე კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის კუთხით, მსოფლიოში არაერთ პრაქტიკას იყენებენ. საქართველოში ბრიტანულ-შოტლანდიური მოდელის გავლენით ბოლო წლებში ე.წ. ვერიფიკაციის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს. ვერიფიკაცია გულისხმობს სწავლის შედეგების შეფასების გარე და შიდა სისტემების არსებობას, როცა შემფასებლის მიერ გაკეთებულ შეფასებებს პოსტ-ფაქტუმ შერჩევით დოკუმენტების ანალიზისა და ინტერვიუერების საფუძველზე განმეორებით აფასებენ შიდა და გარე (ამ შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის) შემფასებლები - ვერიფიკატორები. განიხილება კიდევ ერთი ალტერნატიული მოდელის დამოუკიდებელი შეფასების ცენტრების მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის შემოღების შესაძლებლობა. ასეთი მექანიზმი სხვა სისტემებთან ერთად წარმატებით მუშაობს დუალური განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში და 41 პილოტირებულია საქართველოშიც. მიუხედავად ფაქტისა, რომ კვალიფიკაციის მინიჭების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა ამ კვალიფიკაციების ხარისხის და სანდოობისათვის აუცილებელი წინაპირობაა, მნიშვნელოვანია ამ კუთხით დაბალანსებული მიდგომის გამოჩენა. ამჟამად აშკარად იკვეთება პარალელური სისტემების შექმნის, გაუთვალისწინებლად რესურსების გამოყენების მაღალი საფრთხეები ადამიანური და და ფინანსური განმახორციელებელი ინსტიტუციების დონეზე კვალიფიკაციების გაზრდის საჭიროება. - კვალიფიკაციების განვითარების სისტემის სიხისტე და მოუქნელობა როგორც ზევით კვალიფიკაციების მინიჭების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით აღინიშნა, არსებობს სწორი ბალანსის ფორმირების დაცვის საჭიროება პროცესის ხარისხის საქართველოში კვალიფიკაციების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით. აღნიშნულმა პროცესებმაც გასული წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გაიარა. შესაბამისად, ხშირია პროცესებში წყვეტა, სისტემის ხელოვნური ცვლილებები ან პროცესების დუბლირება. მაგ. სისტემის გაუმჯობესების ეგიდით შეჩერებულია დარგობრივი საბჭოების ფუნქციონირება, დამსაქმებლებთან კონსულტაციის გარეშე გადაიხედა და გაუქმდა ბევრი სპეციალიზაცია, რომელზე მოთხოვნაც შრომის ბაზარზე არსებობდა (რაზეც მოწმობს, როგორც დარგობრივი საბჭოების მხრიდან მათი შემუშავება, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის ანალიზის ანგარიშები), სისტემის მოქნილობის ეგიდით პროფესიული განათლების დაინერგა პროფესიული ავტორიზაციის პროცესის პარალელურად მომზადება-გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ანალოგიური პროცესი, რამაც გამარტივების ნაცვლად სისტემის დუბლირება მოახდინა, ხოლო მიღებული ბიუროკრატიული პროცესების ფონზე დაბალია დამსაქმებლების დაინტერესება სახელმწიფო აღიარება მოიპოვონ მათ მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსებისთვის. 42 პროფესიული განათლების სისტემის მართვის მიმართულებით დადებითად შეფასდა კერძო-საჯარო პარტნიორობის, პოლიტიკის ფორმირების და მართვის დონეზე დამსაქმებლების როლის აღიარებისა და პროფესიული ინსტიტუტების ავტონომიის გაზრდის ტენდენცია. თუმცა ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია. სისტემის მართვის კუთხით გამოწვევები შემდეგია: - სამინისტროში დასაქმებული კადრების, შესაბამისად პოლიტიკური ხედვებისა და სტრატეგიების ხშირი ცვლილება განათლების სექტორში გადაწყვეტილებების მიმღები და ტექნიკურ დონეზე აღმასრულებელი საჯარო მოხელეების პროფესიული ხშირი განათლების ცვლილებები ერთიანი უარყოფითად ხედვის მოქმედებს ჩამოყალიბებასა და მიზანმიმართული სტრატეგიის განხორციელებაზე. სისტემა მუდმივად ახალი, თუმცა დაუსრულებელი რეფორმების პროცესშია, რაც ხელს უშლის სწორი პრიორიტეტების დასახვას და, რაც მთავარია, მის განხორციელებასა და შედეგების მიღწევას. - პოლიტიკის განხორციელების და შედეგების ანალიზის მონიტორინგის საჭიროება - პროფესიული განათლების პოლიტიკა ხშირად პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაზე უფროა მიმართული, ვიდრე რეალური მიზნების დასახვასა და შედეგების შეფასებაზე. არ ხდება არსებული გრძელვადიანი სტრატეგიების შუალედური და საბოლოო შეფასებები და იმის ანალიზი, რამდენად იყო სტრატეგიები ეფექტური დასახული მიზნების მისაღწევად და რამდენად გავიდა შედეგზე. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) თანმიმდევრულად აუმჯობესებს პროფესიული განათლების სისტემის შესახებ მონაცემების შეგროვების პროცესს, თუმცა მწირია მონაცემების ანალიზი, განსაკუთრებით სისტემის შედეგების დონეზე. გაუმჯობესდა ინფორმაციის გაცვლა მონაცემების 43 შეგროვებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას, მაგ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (მოსახლეობის, ეკონომიკის და სხვა სტატისტიკა), შრომის სამინისტროს (სოციალური სტატისტიკა), განათლების სამინისტროსა (განათლების სტატისტიკა) და ეკონომიკის სამინისტროს (შრომის ბაზრის სტატისტიკა) შორის, თუმცა ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი იმის უზრუნველყოფისთვის, რომ ხდება ყველა საჭირო მონაცემების მოგროვება და მიზნობრივ აუდიტორიისთვის მისაღები ფორმით მიწოდება. - პედაგოგიური კადრების მართვის სისტემის არარსებობა - ეს საკითხი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი მიგნებების იმ ნაწილში, სადაც პროფესიული განათლების ხარისხზეა საუბარი. შეჯამების სახით, განმეორებით აღვნიშნავთ, რომ პრობლემებია პროფესიული მასწავლებლის მომზადების (pre-service) პროგრამების, პროფესიული მასწავლებლის კადრების მართვის სწორი პოლიტიკის (რაც უზრუნველყოფს მათ შორის, პრაქტიკოსი მასწავლებლების სისტემაში შენარჩუნებასა და მათთვის მოქნილი პროფესიული განვითარების/მომზადების (in-service) სქემის შეთავაზებას და რეგიონული კოლეჯების საჭიროებების უზრუნველყოფას კვალიფიციური კადრით, სწორ სახელფასო პოლიტიკას) კუთხით. - საჯარო პროფესიული კოლეჯების ავტონომიურობა - საჯარო პროფესიული კოლეჯების ავტონომიურობის დეკლარირებული კონცეფციის მიღმა მათი ავტონომია რეალურად ეჭვს ბადებს, რის მიზეზიც არასწორი/არარსებული საკადრო პოლიტიკა, მყიფე სარეგულაციო ბაზა (არ არის დამტკიცებული იმ კანონქვემდებარე აქტების უმეტესობა, რაც კოლეჯების მენეჯმენტს კანონიერ ჩარჩოებში დამოუკიდებელი, სწორი და თავდაჯერებული ქმედების საფუძველს მისცემს) და დაფინანსების პოლიტიკაა, რომელიც რესურსებზე და არა შედეგებსა და შესრულებაზე, ასევე არა ინსტიტუტის, 44 არამედ ცენტრალურ/სამინისტროს დონეზე გადაწყვეტილებების მიღების წახალისებისკენ არის მიმართული. რეგიონულ საჭიროებების გათვალისწინების კუთხით დადებითად შეფასდა არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და სტანდარტები, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შრომის ბაზრის ანალიზსა და დაგეგმვაში ინდივიდუალური, ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული საჭიროებების გათვალისწინებას ავალდებულებს. ასევე, კოლეჯების მხრიდან შრომის ბაზრის ანალიზისა და დაგეგმვისას ადგილობრივ თვითმმართველობებთან კონსულტაციის პრაქტიკები. აღინიშნა, რომ არსებული თუ ახალი კოლეჯები ხშირად მუნიციპალურ/რეგიონულ საჭიროებებს პასუხობს, რაშიც წვლილი დაფუძნების განათლების პროცესში სამინისტროს ადგილობრივ მხრიდან ახალი კოლეჯების თვითმმართველობებთან მჭიდრო კონსულტაციებსაც მიუძღვის. დადებითად შეფასდა შრომის სამინისტროს სამუშაოს მაძიებელთა და ვაკანსიების ბაზის არსებობა (www.worknet.ge), ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შრომის ბაზრის რეგულარული ანალიზი და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა (www.lmis.gov.ge). ამ კუთხით არსებული გამოწვევებია: - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში პროფესიული განათლების დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის სიმწირე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა არ მოიცავს ინფორმაციას რეგიონულ ჭრილში, მაშინ როცა პროფესიული განათლების ლოკალურ საჭიროებებზე მორგებას სწორედ ამ ტიპის ინფორმაცია სჭირდება. სისტემა ნაკლებად დეტალურია მოთხოვნილი კომპეტენციების, ასევე შრომის ბაზრის სხვადასხვა პარამეტრებთან დაკავშირებით რაოდენობრივი მოთხოვნა მდებარეობების მიხედვით, წინამდებარე განათლება, მოსალოდნელი ანაზღაურების დონე, სამუშაო პირობები და ა.შ. ასეთი ინფორმაცია არა კლასიფიცირებული სახით უხვად არის ინტერნეტში, 45 თუმცა შრომის ბაზრის ანალიზის სისტემა ამ ინფორმაციის გამოყენებას და დამუშავებას არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურა აქვს. საინფორმაციო და არც ამისთვის საჭირო ყველაზე დიდ გამოწვევად შრომის ბაზრის სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა და ინტერფეისის დაბალი ხარისხი წარმოადგენს. ისეთი სამიზნე ჯგუფისთვის, როგორიცაა პროფესიული განათლების მიმწოდებლები, თვითმმართველობები, დამსაქმებლები, კვალიფიციური კადრები, პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი პირები, სისტემის ინტერფეისი არ იძლევა არსებული მონაცემების საფუძველზე საჭირო ინფორმაციის ადვილად მოძიების, კლასიფიცირებისა და დამუშავების საშუალებას. - სამუშაოს მაძიებელთა და ვაკანსიების ბაზის ხელმისაწვდომობა - მიუხეადავად იმისა, რომ www.worknet.ge მოიცავს ინფორმაციას არსებული სამუშაო ძალისა და ვაკანსიების შესახებ და შესაძლებელია მისი მრავალი ფუნქციით გამოყენება - დამსაქმებლის მიერ კვალიფიციური კადრის მოძიება, სამუშაოს მაძიებლების, მათ შორის პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების მიერ საკუთარი კვალიფიკაციისა და სერვისების დემონსტრირება, კოლეჯების მიერ შრომის ბაზრის არსებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღება და ანალიზი, ბაზა ამ მიზნების ეფექტიანად შესრულებისთვის არასაკმარის ინფორმაციას მოიცავს, არ წარმოადგენს ეფექტიან ღია ტიპის რესურსს (open-end resourse), რომელიც მოტივაციას მისცემს, ერთი მხრივ, დამსაქმებელს და, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებელს (უმაღლესი ან პროფესიული განათლების კურსდამთავრებულს) თავად შეიტანონ წვლილი ბაზის ფორმირებაში (შეიტანონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია). ასევე მომხმარებლებისთვის, რომელთაც იქ პლატფორმა მაგალითად არსებული არაა პროფესიული ინფორმაცია შესაძლებლობას მისცემს. 46 ღია პოტენციური კოლეჯებისათვის, მნიშვნელოვანი ანალიზის - კვალიფიციური კადრების ერთიანი ბაზის არარსებობა - ზევით უკვე აღვნიშნეთ კვალიფიციური სამუშაო ძალის ერთიანი ბაზის ე.წ. ელექტრონული „შრომის ბაზრის“ არარსებობის შესახებ. შრომის ბაზარი, სადაც ერთი მხრივ კვალიფიციური კადრი მოახდენს საკუთარი კვალიფიკაციისა და კომპეტენციების შეთავაზებას, ხოლო მეორე მხრივ დამსაქმებელი მოახდენს მნიშვნელოვანწილად ვაკანსიების შეუწყობს ხელს განთავსებას, სამუშაოს რაც მაძიებლებისა და მიმწოდებლების უკონტაქტო მოდერაციას. - კოლეჯების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევების მეთოდოლოგიური გამართულობის ხარისხი და ტენდენციურობის საფრთხე - ზემოთ აღინიშნა, რომ განათლების სისტემის ძლიერი მხარეა პროფესიული განათლების მიმწოდებლების მხრიდან შრომის ბაზრის ანალიზისა და დაგეგმვისას მისი საჭიროებების გათვალისწინების წახალისება (ავტორიზაციის სტანდარტები მიმწოდებლებისგან ამას მოითხოვს), თუმცა გასათვალისწინებელია ამ ტიპის კვლევების ხარისხი. ერთი მხრივ, კოლეჯების მხრიდან ტენდენციურობის სურვილით, წარმოაჩინონ იმ პროგრამების საჭიროება, რომლის განხორციელების მატერიალური და ადამიანური რესურსი აქვთ, მეორე მხრივ კი, ასეთი კვლევების კვალიფიციურად ჩატარების დაბალი კომპეტენციით. - თვითმმართველობების დაბალი ჩართულობა პროფესიული დაწესებულებების მართვაში, დაგეგმვასა და განვითარებაში - პროფესიული განათლების სისტემა თვითმმართველობების დიდ სივრცეს მაღალი იძლევა ადგილობრივი ჩართულობისთვის პროფესიული განათლების დაგეგმვაში - მათ შეუძლიათ პროფესიული განათლების დაფინანსება, მიმწოდებლების დაფუძნება, კოლეჯების მმართველ საბჭოებში მონაწილეობა და მათი მართვა სხვა დაინტერესებულ პირებთან 47 ერთად. სამწუხაროდ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობების გარდა, ამჟამად თვითმმართველობებისთვის დელეგირებული ფუნქციების ეს პოტენციალი აუთვისებელია. პროფესიული განათლების მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით დადებითად შეფასდა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიღება. აღნიშნული კანონი იძლევა სწორ ორიენტირებს და ამავდროულად დიდ თავისუფლებას აძლევს პროფესიული განათლების განმახორციელებლებს მეთოდოლოგიური კუთხით. აღნიშნული გამომწვევებიდან ხაზგასასმელია: - კანონის სრული ამოქმედება, მისი დამტკიცებიდან 2 წლის შემდეგაც არ მომხდარა, რადგან ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული და ამოქმედებული. 48 თავი 5. საუკეთესო საერთაშორიოსო პრაქტიკა პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის ზრდისა და რეგიონის საჭიროებებთან შესაბამისობისთვის უმნიშვნელოვანესია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და მისი ქართულ რეალობაზე მორგება. თემატური მოკვლევის პროცესში მოხდა პროფესიული განათლების კუთხით, რამდენიმე წარმატებული ქვეყნის გამოცდილების შესწავლა დაფინანსების, დამსაქმებელთა ჩართულობის, რეგიონის საჭიროებებზე პროგრამების მორგების, მასწავლებლების მომზადების პროგრამების, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების/კვალიფიკაციის მინიჭების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ფინეთის, ავსტრიის, ევროკავშირის და იაპონიის გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. თავი 5.1 პროფესიული განათლების დაფინანსება გერმანიაში პროფესიული განათლების და მომზადების დაფინანსების პასუხისმგებლობა განაწილებულია სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის. დაფინანსების პროცესში დომინირებს სახელმწიფო - ფედერალური, მიწების და ადგილობრივი მთავრობების სახით. ფედერალური მთავრობა აფინანსებს განათლების და კვლევის სამინისტროს და პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის საქმიანობებს. ის ცენტრალური ბიუჯეტიდან გასცემს თანხებს მოსწავლეთა და სტუდენტების მიერ სრული თეორიული კურსის გასავლელად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 49 პროფესიული განათლებისა და სწავლების პროცესში მოსწავლეთა და სტუდენტთა პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა შემოიფარგლება კანონით დადგენილი დახმარებებითა და გრანტებით. არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიები პროფესიულ განათლებასა და სწავლებაში ჩართულ პირთათვის, გულისხმობს მათი გადასახადებისაგან და სწავლების საფასურისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე, სუბსიდიებს სასწავლო ნივთების შესაძენად და სატრანსპორტო ხარჯებს. საწარმოები/კომპანიები აფინანსებენ ადგილებზე. ისინი შეგირდობის სთავაზობენ სტუდენტებს აღიარებულ პროფესიაში. პროფესიულ პროგრამის სწავლების მომზადებას (apprenticeship) შესაძლებლობას სტუდენტები სამუშაო ფარგლებში სახელმწიფოს აფორმებენ მიერ ხელშეკრულებას საწარმოში/კომპანიაში პროფესიული მომზადების გავლის შესახებ, იღებენ ანაზღაურებას დადგენილი ტარიფების მიხედვით. ტარიფებს არეგულირებენ სოციალური პარტნიორები (პროფესიული კავშირები და დამსაქმებლები). ზოგადად, შეგირდების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს იმ ხელფასის 1/3-ს, რომელსაც მიიღებდა კვალიფიცირებული მუშაკი სწავლების დასრულების შემდეგ. ანაზღაურების ოდენობა მატულობს სწავლების ყოველი წლის დასრულების შემდეგ. საბოლოოდ, საწარმოები/კომპანიები ფარავენ პროფესიულ სწავლებასა და მომზადებაზე გაწეული ხარჯების უმეტეს ნაწილს. სახელმწიფო გარკვეულ შეღავათებს უწევს კომპანიას/საწარმოს: - საგადასახადო შემოსავლებიდან სწავლებაზე გაწეული დანახარჯების შემცირებით; - მოგების გადასახადის იმ ოდენობით შემცირებით, რამდენსაც ისინი ხარჯავენ სტუდენტების სწავლებაზე. საფრანგეთის მაგალითი წარმოადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების მრავალდონიან მოდელს. მაგალითად, ცენტრალური ხელისუფლება გასცემს თანხებს პედაგოგების ხელფასების დასაფარად, ხოლო სახსრებს სამშენებლო, სარემონტო, აღჭურვილობისა და მიმდინარე ხარჯებისთვის გამოყოფს ადგილობრივი ხელისუფლება. პროფესიული სწავლებისთვის საჭირო სახსრებს 50 უზრუნველყოფენ საწარმოები, სამინისტროები, ტერიტორიული ორგანოები, შინამეურნეობები და სხვა ადმინისტრაციული სტრუქტურები. რეგიონული რესურსები, რომელიც ფინანსდება ცენტრალური მთავრობიდან სუბსიდიების ან რეგიონის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადებიდან დაბრუნებული წილის საფუძველზე, შეტანილი მუდმივად იზრდება, პროგრამას აფინანსებს ცენტრალური მთავრობა, რეგიონები და საწარმოები. ამასთან, დაფინანსების ყველაზე დიდი წილი მოდის საწარმოებზე, ხოლო ყველაზე მცირე - ცენტრალურ მთავრობაზე. ცენტრალური მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს რეგიონებისთვის "დეცენტრალიზებულ გრანტებს". საშუალოდ, გრანტები მოიცავს სამშენებლო ხარჯების დაახლოებით 60%-ს და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯების 95%-ს. ცენტრალური მთავრობა რეგიონებში აფინანსებს სასწავლო ცენტრებს და სუბსიდირებას უწევს დამსაქმებლებს სტუდენტების მომზადებისთვის. საწარმოები ვალდებულნი არიან გადაიხადონ სახელფასო ფონდიდან გარკვეული პროცენტი პროგრამის განვითარებაზე, ხოლო ცენტრალური მთავრობა ათავისუფლებს მათ სოციალური დაზღვევის ფონდში გადასახადებისაგან და გასცემს გრანტებს საწარმოში სწავლების მსურველთა ასაყვანად საკვალიფიკაციო კონტრაქტების საფუძველზე. დაფინანსების შესახებ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს განათლების სამინისტრო. საწარმოები შესაძლებელია ნაწილობრივ გათავისუფლდნენ აღნიშნული გადასახადისგან იმ შემთხვევაშიც, თუკი მათი წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული განათლების სისტემის მუშაობაში, მაგალითად, შეფასების კომისიის ან კვალიფიკაციების შემუშავების ორგანოს წევრის რანგში. შეჯამების სახით, შეიძლება აღინიშნოს, რომ სახელმწიფო არის პროფესიული განათლების დაფინანსების ძირითადი წყარო, ხოლო განათლების მართვის დეცენტრალიზაციის განვითარების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალ დონიანი დაფინანსების მექანიზმი. 51 ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სახელმწიფო მმართველობის სამი დონე - ფედერალური, რეგიონული (შტატის) და მუნიციპალური (ადგილობრივი). პროფესიული განათლების დაფინანსება უზრუნველყოფილია სამივე დონეზე, ძირითადად, ფედერალური, შტატებისა და ადგილობრივი მთავრობების მიერ მიღებული გადასახადების მეშვეობით. ამრიგად, პროფესიული განათლების დაფინანსების ძირითადი წყარო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებია, ხოლო სახელმწიფო მმართველობის სხვა დონეების და კადრების მომზადების ეროვნული ფონდების შემოწირულობები ასრულებენ დამხმარე როლს. იაპონიაში პროფესიული განათლების დაფინანსება ხორციელდება, როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე კერძო სტრუქტურების მიერ. სახელმწიფო დახმარება ვრცელდება საშუალო და მცირე ბიზნესის სექტორზე. გამოიყენება დამქირავებლების პროგრამები პერსონალის სახელმწიფო პროფესიული სუბსიდირების სხვადასხვა მომზადებისთვის. კადრების პროფესიული მომზადების დაფინანსების მხრივ კერძო სექტორის ინიციატივაც განსაკუთრებით შესამჩნევია. თავი 5.2 დამსაქმებელთა ჩართულობა გერმანიაში "პროფესიული მომზადების შესახებ" გერმანიის კანონის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მთავარი ინიციატივა და მოტივაცია სოციალურ პარტნიორებს ეკუთვნის. ისინი კარგად იცნობენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. პირველივე ეტაპზე ატარებენ კონსულტაციებს პროგრამის საბაზო ორიენტირების დასადგენად, ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით. აქვე ხდება დამსაქმებლების ჩართვა პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში სოციალურ პარტნიორებთან და მთავრობასთან 52 თანამშრომლობით. დამსაქმებელთა ასოციაციის რვა წარმომადგენელი შედის გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის კომისიის შემადგენლობაში სოციალურ პარტნიორებთან (პროფესიული კავშირების, ფედერალური მიწების, ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები) ერთად. საფრანგეთში დამსაქმებლები აქტიურად მონაწილეობენ არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში, არამედ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლებაც აქვთ პროფესიული განათლების და მომზადების სფეროში. ყველა პროფესიული სტანდარტი და სასწავლო პროგრამა მუშავდება მკაფიოდ სტრუქტურირებული პროცედურების ფარგლებში, რომლებიც ორიენტირებულია დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანი სწავლების შედეგების განსაზღვრაზე, პროფესიული უნარების შესაბამისობაზე. მაღალი დონის პროფესიულ კვალიფიკაციებს შეიმუშავებს სამინისტროები, მაგრამ პროცესის მთავარი მონაწილეები არიან პროფესიული საკონსულტაციო კომიტეტები (CPC). მათ შემადგენლობაში შედიან დამსაქმებელთა ასოციაციების და დასაქმებულთა წარმომადგენლები, ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე, ტექნიკური ექსპერტები. პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებაში მონაწილეობენ, აგრეთვე, კოლექტიური დარგობრივი ორგანოები - დასაქმების და განათლების საკითხთა ეროვნული კომიტეტები (CPNEF), რომლებიც შედგება სოციალური პარტნიორების წარმომადგენლებისგან. CPC-გან განსხვავებით, ეს დარგობრივი ორგანოები მოქმედებენ საკითხების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების საკუთარი რეგლამენტის მიხედვით. აშშ-ში დამსაქმებელთა ჩართულობა პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ორ ვარიანტად (Case A, Case B) შეიძლება განვიხილოთ. პროფესიული განათლების და მომზადების სისტემის რეფორმის ფარგლებში დამსაქმებლები ინტეგრირებულნი არიან პროფესიული პროგრამების შემუშავების რეფორმის ჯგუფში და გარკვეულწილად ხელმძღვანელობენ კიდეც მას (Case A). 53 დამსაქმებლები აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასწავლო კურსის, ასევე, სტაჟირების პროგრამის შემუშავებაში, რომელიც სტუდენტმა უნდა გაიაროს საწარმოში კოოპერაციული მოდელის ფარგლებში. გარდა ამისა, დამსაქმებლები თავად ახორციელებენ სტუდენტთა მომზადებას საწარმოში, როდესაც სტუდენტები მეტ დროს ატარებენ ადგილზე და ხელმძღვანელობენ უკვე შედგენილი სასწავლო გეგმით. დამსაქმებელთა მონაწილეობა და მათი ლიდერობა პრიორიტეტულია. ჯგუფი მუდმივად იღებს სხვა დამსაქმებელთაგან გამოხმაურებებს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. პროგრამის შემუშავებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლას და ასახვას სასწავლო პროგრამებში. ამავე ქეისის (Case A) შემთხვევაში, დამსაქმებლებს აქვთ მნიშვნელოვანი უფლება ინიცირება გაუკეთონ საგანმანათლებლო პროგრამის განახლებას, როდესაც ის უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე მიღწევებს. Case B ეხება შემთხვევას, როდესაც პროფესიული სწავლების და მომზადების სისტემა სათანადოდ არის განვითარებული და არსებობს მისი გაუმჯობესების სურვილი დამსაქმებელთა მონაწილეობის გაზრდის და შესაბამისად, ახალი უნარების დაგროვების ხარჯზე. Case A-სგან განსხვავებით, აღნიშნულ მოდელში დამსაქმებლები ნაკლები ინტენსივობით არიან ჩართულნი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში და ძირითადად ასრულებენ კონსულტანტების, აგრეთვე, სტაჟირების ორგანიზატორთა როლს. დამსაქმებელთათვის გრძელვადიანი სასწავლო მომზადების აღნიშნული ქეისი პროგრამების საფუძველზე სტუდენტების დაკისრებას. სტუდენტები პასუხისმგებლობის არ ითვალისწინებს სამუშაო ადგილებზე გადიან პროდუქტიულ სტაჟირებას სასწავლო გეგმის ან პროგრამის გარეშე. დამსაქმებლები არ მონაწილეობენ სასწავლო პროგრამების განახლების ფაზაში. 54 თავი 5.3 რეგიონის საჭიროებების კვლევა მაშინ, როდესაც გერმანიის ფედერალური მთავრობა არეგულირებს პროფესიულ სწავლებას საწარმოში, მიწის ხელისუფლება პასუხისმგებელია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გეგმებზე სკოლებში. მიწებს შორის თანასწორობის დასამყარებლად, შეიქმნა მიწების განათლების და კულტურის მინისტრების მუდმივმოქმედი კონფერენცია (KMK). კონფერენციაზე, აღნიშნულ სამინისტროებს შორის კოორდინაციის პროცესში თანხმდება ნახევარ განაკვეთზე არსებული პროფესიული სკოლის სასწავლო პროგრამა. იგი გადაეცემა ფედერალურ მიწებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე და შესაბამისად, მსგავსია მთელს გერმანიაში. დეცენტრალიზაციის და რეგიონების როლის გაზრდის პირობებში, საფრანგეთში ყოველი რეგიონი შეიმუშავებს პროფესიული სწავლების განვითარების გეგმას წარმოების და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად. რეგიონებში პროფესიული სწავლების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია პროფესიული განათლების 26 რეგიონული საბჭო, აგრეთვე, კომისიები ან დეპარტამენტები. საფრანგეთში მოქმედებს დასაქმების და პროფესიული მომზადების 22 რეგიონული საკოორდინაციო კომიტეტი (CCREFP), რომლებშიც გაერთიანებულნი არიან სახელმწიფოს, რეგიონის და სოციალური პარტნიორების წარმომადგენლები, რეგიონული სასოფლო-სამეურნეო, სავაჭრო-სამრეწველო და პროფესიული პალატები, აგრეთვე, აკადემიები (განათლების სფეროს ხელმძღვანელი ორგანოები). კომიტეტები იღებენ რეკომენდაციებს მთელი რიგი ორგანოებისგან, დასაქმების და პროფესიული მომზადების რეგიონული ობსერვატორიების (OREF) ჩათვლით. რეგიონული კომიტეტები წარმოადგენენ რეგიონულ დირექტიულ და საკონსულტაციო ორგანოებს. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას პარტნიორებს შორის. შეიმუშავებენ დოკუმენტებს უწყვეტი განათლების სფეროში რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციების, სავარაუდო რეგიონული 55 პრიორიტეტების შესახებ. უზრუნველყოფენ თავიანთი წინადადებების რეალიზაციას და აფასებენ მათ შედეგებს. კომიტეტების მთავარი მიზანია დაიცვან ბალანსი სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების საბაზო პროგრამებს, სკოლის არაკვალიფიციურ კურსდამთავრებულთა და უმუშევართა კურსებსა და დასაქმებულთა უწყვეტი განათლების პროგრამებს შორის. ამდენად, საკოორდინაციო კომიტეტები მონაწილეობენ უწყვეტი პროფესიული განათლების დაგეგმვაში რეგიონული და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით. პროფესიული განათლების ღონისძიებების უმეტესობა განხილვის, მონაწილეობს შეთანხმების და განხორციელების პროცესებში. ამით კომიტეტები აღწევენ იმას, რომ დასაქმების და პროფესიული მომზადების სტანდარტები უმეტესწილად პასუხობდეს მათი რეგიონის მოთხოვნებს. საფრანგეთში ფუნქციონირებს, აგრეთვე, 100-მდე ორმხრივი პროფესიული ორგანიზაცია (OPCA ან რწმუნებული ერთობლივი ორგანიზაციები), რომლებიც წარმოადგენს ყველა სფეროს და ასრულებს პროფესიული მომზადების ფონდების ფუნქციებს ეროვნული შეთანხმების (ხელმოწერილი ყველა პროფესიული კავშირის მიერ) შესაბამისად. OPCA-ს აქვს 26 ქვედანაყოფი ყოველ რეგიონში. მათი ბიუჯეტი დგება საწარმოებიდან ამოღებული სწავლების მოსაკრებლების ხარჯზე, რის შედეგადაც საკუთარ გამგებლობაში უგროვდებათ საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პროფესიული განათლების დაფინანსებასა და სტიმულირებაში, პროფესიული კვალიფიკაციების შეფასებაში. OPCA-ს ყოველი ქვედანაყოფის მმართველობის წევრების ნახევარს ნიშნავს დამსაქმებელთა ასოციაცია, მეორე ნახევარს კი - პროფესიული კავშირები. ყოველი ქვედანაყოფი ანაწილებს დარგობრივ სახსრებს სტაჟიორთა მომზადების სასარგებლოდ საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად. OPCA-ს საქმიანობის პრინციპების თანახმად, მათი ერთობლივი რეგიონული დასაქმების საკითხთა პროფესიათაშორისი კომიტეტები ასევე გასცემენ CCREFP-ს რეკომენდაციებს უწყვეტ პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით. 56 თავი 5.4. მასწავლებლების მომზადების და გადამზადების პოლიტიკა. პროფესიული მასწავლებლებს მოეთხოვებათ როგორც საფუძვლიანი პროფესიული ასევე პედაგოგიური ცოდნა. ამის გამო, საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, პროფესიული მასწავლებლების მოზიდვა ძირითადად პროფესიული სამყაროდან ხდება. მასწავლებლები ძირითადად კარიერას იწყებენ პროფესიაში, ანუ მათ აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება. ასევე ტიპურია განსხვავება პროფესიულ მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს შორის: მასწავლებლები ძირითადად სკოლის ფარგლებში მიმდინარე სწავლებაზე, ხოლო ინსტრუქტორები - კომპანიაში მიმდინარე სწავლებაზე არიან პასუხისმგებლები. ხარისხიანი პროფესიული მასწავლებლის მომზადების პროგრამები სამ ძირითად კომპეტენციაზეა კონცენტრირებული: პროფესიული კომპეტენცია - ისინი არიან კვალიფიციური პროფესიონალები თავის სფეროში. მიუხედავად, პედაგოგიური პრაქტიკისა, მასწავლებლები ვალდებულნი არიან არ ჩამორჩნენ პროფესიის განვითარების ტენდენციებს. პროფესიული მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული იდენტობა, რომელსაც „ჩუმ ცოდნად“ მოიხსენიებენ და რომლის გადაცემაც სტუდენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროფესიული იდენტობა არ ისწავლება წიგნებიდან, არამედ არის პროფესიული გამოცდილების/პრაქტიკის, დაკვირვებისა და გამოცდის ნაწილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული კომპეტენციები, რადგან პროფესიულ განათლებას ხშირად ეს ფუნქციაც აკისრია. და ბოლოს, საწარმოო სექტორთან კავშირი და კომუნიკაცია, რაც მასწავლებლებს პროფესიული კომპეტენციების გაღრმავების საშუალებასაც აძლევს და პროფესიული განათლების მდგრადი რელევანტურობის გარანტორია. ქვემოთ ორი ქვეყნის მაგალითზე ნაჩვენებია პროფესიული მასწავლებლის ხარისხიანი პროფესიული მომზადების მოდელები. 57 5.4.1 პროფესიული მასწავლებლის შერჩევის და პროფესიული განვითარების პოლიტიკა ფინეთში ფინეთში მასწავლებლის მნიშვნელოვანი ფაქტორით პროფესია არის პოპულარულია, განპირობებული: რაც რამდენიმე მოქნილი მომზადების პროგრამები და შესაბამის პროფესიულ საქმიანობასთან შედარებით მაღალი ანაზღაურება. ყოველწლიურად აპლიკანტთა დაახლოებით ერთი მესამედი ახერხებს პროფესიული მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე მოხვედრას. ამ პროგრამების აპლიკანტები, ჩვეულებრივ, სხვა პროგრამების აპლიკანტებთან შედარებით უფროსები არიან, (საშუალო ასაკი 40 წ.) რადგან მათ წინმსწრები პროფესიული გამოცდილება მოეთხოვებათ. ცხრილი N 7: პროფესიული მასწავლებლები და ინსტრუქტორები/ტრენერები პროფესიული საგნების შესაბამისი უმაღლესი/პროფესიული კვალიფიკაცია17 + მინიმუმ სამწლიანი მასწავლებელი სამუშაო გამოცდილება+მასწავლებლის პედაგოგიური კურსი ზოგადი საგნების შესაბამის საგანს/ტექნოლოგიაში მაგისტრის ხარისხი + მასწავლებლის მასწავლებელი პედაგოგიური კურსი ყოველგვარი ფორმალური მოთხოვნების გარეშე , თუმცა არსებობს მათი ინსტრუქტორი/ტრენერი პროფესიული განვითარების პროგრამები, რომელთა გავლაც ნებაყოფლობითია18 სპეციალური მასწავლებელი ზემოთაღნიშნული ერთ-ერთი კვალიფიკაცია + სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაცია პროფესიულ განათლებაში ან მომიჯნავე სპეციალობა წყარო: Source: https://www.finlex.fi/fi/laki/ajantasa/1998/19980986#L5 მასწავლებლის მომზადების პროგრამები 60 ECTS-ს შეადგენს და მოქნილობით გამოირჩევა. აღნიშნულ უნივერსიტეტები პროგრამებს სთავაზობენ (ხუთი გამოყენებითი უნივერსიტეტი). მეცნიერებების მათი დაძლევა პროფესიული საგნების მასწავლებლებს მოეთხოვებათ უმაღლესი განათლების დიპლომი, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა - ამ სფეროში არსებული უმაღლესი კვალიფიკაცია. გამომდინარე იქედან, რომ პროფესიული მასწავლებლების ყველაზე დიდ გამოწვევად სახელოსნოში პრაქტიკული უნარები სახელდებოდა, თანდათან უფრო დასაშვები ხდება მე-4 დონის პროფესიული კვალიფიკაციის მასწავლებლები. 18 აღნიშნული პროგრამები ფინეთის განათლების სააგენტოს რეკომენდაციებს ეფუძნება და მოიცავს სამ მოდულს: სასწავლო გარემოს ორგანიზება, პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება. 17 58 შესაძლებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით 1 ან 2 წლის განმავლობაში. აუცილებლად მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას. ხშირად პროგრამები ინგლისურენოვანია და შერეული სწავლების მეთოდებს ეყრდნობა (შესავალი კურსი მოითხოვს ფიზიკურ სწავლებას, თუმცა კურსის დანარჩენი ნაწილი დისტანციურ ან ონლაინ ფორმატშია). კურსები განკუთვნილია, როგორც მოქმედი ასევე მომავალი პედაგოგებისთვის. პროგრამებზე მიღების წინაპირობას პროფესიული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს და მოთხოვნაა, რომ კურსი კონკრეტულ პოზიციაზე აპლიკაციის პერიოდში უნდა იყოს დაძლეული. ანუ ფინეთში პროფესიულ მასწავლებელს შეუძლია დაიწყოს პრაქტიკული სწავლება და მაქსიმუმ 2 წელიწადში დააგროვოს საჭირო კრედიტები პედაგოგიკაში. მასწავლებლებს ხელი მიუწვდებათ პროგრამებზე, რომელიც უფასო პროფესიული ძირითადად განვითარების დამსაქმებლების/კოლეჯების, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ფინანსდება. 5.4.2 პროფესიული მასწავლებლის შერჩევის და პროფესიული განვითარების პოლიტიკა ავსტრიაში 2007 წლამდე ავსტრიაში პროფესიული მასწავლებლის მომზადების პროგრამებს ე.წ. პედაგოგიურ აკადემიები, საშუალოს შემდგომი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებდნენ და მიღების წინაპირობა მოიცავდა უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას (Master Craftsman Exam), ასევე მრავალი წლის პროფესიულ გამოცდილებას, თუმცა არ მოითხოვდა უმაღლესში მისაღებ გამოცდას. რეფორმის შედეგად, პროფესიული ავსტრიაში განათლების დაწყებითი მასწავლებლების სპეციალური პედაგოგიური უნივერსიტეტები შესაბამისად, მიღების და წინაპირობებს სკოლის, მომზადებისთვის ასევე შეიქმნა (Pädagogische Hochschulen) და, მისაღები 59 საბაზო გამოცდა დაემატა, თუმცა გამომდინარე ფაქტიდან, რომ პროფესიულად კვალიფიციურ აპლიკანტთა უმეტესობას არ ჰქონდა ეს გამოცდა ჩაბარებული, მათთვის სპეციალური ალტერნატიული საგანმანათლებლო ხაზი შეიქმნა - თავად ამ უნივერსიტეტებმა სწავლების პირველი წლის განმავლობაში სტანდარტული პედაგოგიური კურსის პარალელურად შესთავაზეს მისაღები გამოცდების მოსამზადებელი კურსები და მისი ამ უნივერსიტეტშივე ჩაბარების შესაძლებლობა. რამაც პროგრამაზე ბევრი კვალიფიციური აპლიკანტის მოზიდვას შეუწყო ხელი. თავი 5.5. დამოუკიდებელი შეფასების ცენტრების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება (ესტონეთი)19 დაწყებითი პროფესიული განათლების სისტემებს განასხვავებენ კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურების სპეციფიკის მიხედვით: არსებობენ სისტემები, რომელიც კვალიფიკაციას ყოველგვარი საბოლოო შეფასების გარეშე გასცემენ. ამ სისტემებში კვალიფიკაცია ეფუძნება კვალიფიკაციის ცალკეული შემადგენელი კომპონენტების (მოდულების, კრედიტების) დაგროვებას. რა თქმა უნდა, ამ კომპონენტების დონეზე ხდება მიღწეული შედეგების შეფასება. ასეთი სისტემებია ესპანეთში, ფინეთსა და ინგლისში. მეორეს მხრივ, კვალიფიკაცია შესაძლებელია საბოლოო შეფასების - პროგრამის დასასრულს ორგანიზებული საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე გაიცეს. ასეთი სისტემებს განეკუთვნება პროფესიული განათლება დანიაში, გერმანიაში, ესტონეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, რუმინეთში, სლოვენიასა და უნგრეთში. პირველ სისტემებს დეცენტრალიზაცია ახასიათებს, შეფასება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესთან და ძირითადად განათლების პროვაიდერების მიერ არის ორგანიზებული. შეფასებაზე პასუხიმგებლობა ძირითადად მასწავლებლებს ეკისრებათ, თუმცა სხვა პირებიც არიან ჩართული. მაგ. ესპანეთში სპეციალური კომისიები აანალიზებენ შეფასების 19გამოყენებული წყაროები: https://www.kutsekoda.ee/en/main-tasks/; https://www.cedefop.europa.eu/files/5551_en.pdf; 60 პროცესს და წყვეტენ სტუდენტის შემდგომ კურსზე ან კურსის ბოლოს საწარმოო პრაქტიკაზე დაშვების საკითხს. ფინეთის სტანდარტულ პროგრამებზე სამმხრივი შეფასება ხდება: სტუდენტის თვითშეფასებას ემატება მასწავლებლის და საწარმოო პრაქტიკის ინსტრუქტორის შეფასებები. ხოლო, ე.წ. კომპეტენციებზე დაფუძნებულ პროგრამებზე (რაც ფაქტობრივად არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის მსგავსია), ის პროვაიდერი, რომელიც ამგვარი პროგრამის/აღიარების ორგანიზებაზეა პასუხიმგებელი ქმნის შესაბამის საკვალიფიკაციო კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. ინგლისში მასწავლებლის მიერ გაკეთებულ შეფასებებს შიდა და შემდეგ გარე ვერიფიკატორები ამოწმებენ. რაც შეეხება საბოლოო საკვალიფიკაციო შეფასებებს, აქაც სისტემები რამდენიმე ქვეჯგუფად იყოფა: ერთნი ამ გამოცდებს სკოლაშივე ატარებენ (გერმანიის და ავსტრიის არადუალური პროფესიული განათლება, დანია, ესტონეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია და სლოვენია), ხოლო სხვები გამოცდებისთვის სპეციფიურ შეფასების საგამოცდო ცენტრებს ქმნიან გერმანიის, ავსტრიის დუალურ სისტემებში შეფასება შეგირდობის ინსტიტუტის რეგიონულ ოფისებში, სავაჭრო პალატებსა და/ან სხვა რეგიონულ ან დარგობრივ უწყებებში ხდება. ზოგჯერ, შეფასება ნამდვილ სამუშაო გარემოში ხდება. მაგ. ნიდერლანდებში, სადაც კომპეტენციის დადასტურებას სპეციალურად აკრედიტებული კომპანიები ახორციელებენ. ზოგ შემთხვევაში ეს საბოლოო შეფასება ორი სხვადასხვა პროცესისგან შედგება. მაგ. ესტონეთში სკოლა გასცემს სკოლის დამამთავრებელ სერტიფიკატს, მაშინ როცა სპეციალური საკვალიფიკაციო ორგანოები გასცემენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს (ამ პროცესს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ აბზაცში). დღესდღეობით ესტონეთში ზოგიერთმა სკოლამ უკვე მოიპოვა საკვალიფიკაციო ორგანოს სტატუსიც და, შესაბამისად, ამ ორივე პროცესს ერთობლივად სთავაზობს სტუდენტებს. ამ შემთხვევაში გამოცდები ჩვეულებრივ ტარდება სკოლაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა ან კომპანიაში. 61 ქვემოთ დიაგრამის სახით მოცემულია კვალიფიკაციების მინიჭების პროცესის მართვა ესტონეთში. მთელი ამ პროცესის მართვა განათლებისა და კვლევის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა კვალიფიკაციების ნაწილი დელეგირებული აქვს კვალიფიკაციების სააგენტოსთვის, რომელსაც კუცეკოდა ეწოდება. კუცეკოდა სამინისტროებისა და სოციალური პარტნიორების ერთობლივად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ქმნის სექტორულ საბჭოებს, შეიმუშავებს პროფესიულ სტანდარტებს, აკეთებს საკვალიფიკაციო ორგანოების აკრედიტაციას და აწარმოებს კვალიფიკაციების რეესტრს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პროფესიულ სკოლებს აქვთ უფლება გაიარონ აკრედიტაცია და მოიპოვონ საკვალიფიკაციო ორგანოს სტატუსი. დიაგრამა N 3: ესტონეთის კვალიფიკაციების მმართველი ორგანოები მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთმა აღნიშნული რეფორმა ეტაპობრივად დაგეგმა, რამაც როგორც განათლების სისტემის, ასევე დამსაქმებელთა ორგანიზაციებს 62 საშუალება და დრო მისცა განვითარებისა და კანონთან შესაბამისობაში მოსვლისთვის. რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები იყო: - კუცეკოდას დაარსება და პროფესიული სტანდარტების შემუშავება; - შეფასების ცენტრების დაარსება; - შეფასების ცენტრების აკრედიტაცია და არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის გამართვა; - პროფესიული კოლეჯების ნაწილისთვის მიეცათ წახალისება, დამოუკიდებელი კურსდამთავრებულთა გამოცდების ჩაბარების გამოცდილება შეფასების ცენტრებში; - პროფესიული კოლეჯების დავალდებულება, კურსდამთავრებულთა რაღაც პროცენტს მაინც გაევლო საკვალიფიკაციო გამოცდები. აღნიშნული კოლეჯების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახდა; - სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესება; - პროფესიული კოლეჯებისათვის საკვალიფიკაციო ორგანოს ფუნქციის ავტომატური მინიჭება, თუ მათი პროგრამები პროფესიულ სტანდარტებზე იქნებოდა დაფუძნებული. 63 თავი 5.6. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. შრომის ბაზრის ანალიზი, უნარების მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისობის ხელშეწყობა; 2. შრომის ბაზრის პოლიტიკის ანალიზი და ინფორმირება; 3. შრომის ბაზრის ინფორმაციის მწარმოებელ და მოსარგებლე აქტორებსა და ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ასევე კოორდინაცია. ეს ქვეთავი ძირითადად მესამე ფუნქციის ინფორმაციის გაცვლისა და გამოყენების ნაწილს ეხება. ამერიკის შრომის სტატისტიკის დეპარტამენტი აწარმოებს ე.წ. O*NET მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის სახეებზე და მასთან დაკავშირებულ კომპეტენციებზე, ცოდნასა და უნარებზე, ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებზე. აღნიშნული ინფორმაცია კარიერული განვითარების, პროფესიული ორიენტაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად (მაგ. სამუშაო აღწერილობები, ვაკანსიების განაცხადები, შიდა ორგანიზაციული ტრენინგების დაგეგმვა და ა.შ.) გამოიყენება. O*NET მოიცავს ინფორმაციას პროფესიული საქმიანობათა ეროვნულ კლასიფიკატორში (Standard Occupational Classification) რეგისტრირებულ 800-ზე მეტ პროფესიაზე. თანამედროვე, ინტერაქტიული მონაცემთა ბაზის, ასევე კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების აღწერისთვის ერთიანი ტერმინოლოგიის გამოყენებით. O*NET არსებულ უხვ ინფორმაციას გარდაქმნის პროფესიული საქმიანობის შესახებ ცოდნად, რომელიც ყველასთვის ადვილად გასაგები და ეფექტიანია. O*NET ინტერფეისი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე https://www.onetonline.org/find/ გარდა ამისა, ასევე ინფორმაციის მომხმარებლისთვის შრომის სტატისტიკის დეპარტამენტი აწარმოებს სახელმძღვანელოს ე.წ. პროფესიული (The Occupational Outlook საქმიანობის პროგნოზის Handbook), რომელშიც მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმით მოცემულია ინფორმაცია შრომის 64 ბაზარზე არსებული პროფესიების 4/5-ზე (სულ დაახლ. 324 პროფესია) და მოიცავს პროფესიების აღწერილობას, სამუშაო გარემოს, საჭირო განათლებასა და პროფესიულ კვალიფიკაციებს, ანაზღაურებას და ტენდენციებს. აღნიშნული სახელმძღვანელო სხვადასხვა ინტერაქტიულია და იძლევა პროფესიების პარამეტრის საშუალებით, მათ შორის ანბანურად დასახელების მიხედვით, ასევე პროფესიების ჯგუფების, ტიპების, ანაზღაურების, მოთხოვნილი განათლებისა და ვაკანსიების პროგნოზული რაოდენობის, ასევე რამდენიმე ძირითადი ისეთი აღმწერის მიხედვით, როგორიცაა „მაღალანაზღაურებადი“, „სწრაფად მზარდი“, „უახლესი/ინოვაციური“ და ა.შ. აღნიშნული სახელმძღვანელო იყენებს სხვადასხვა ინფორმაციის ბაზებს, მათ შორის დასაქმების სტატისტიკას (Occupational Employment Statistics) რეგიონული/ადგილობრივი უმუშევრობის სტატისტიკას (Local Area Unemployment Statistics) და იძლევა ინფორმაციის შტატისა და რეგიონის დონეზე გაფილტვრის საშუალებას. ქვემოთ მოცემული რამდენიმე სურათი იძლევა საიტის ინტერფეისზე დაკვირვების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდს აქვს IOS და Android ვერსიებიც, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამოყენების ხარისხის კიდევ უფრო ზრდის. 65 შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემების მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია ინფორმაციის მოგროვება. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიცაა ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემების ანალიზის 66 ინსტრუმენტები (big data analysis tools) დიდ პოტენციალს სთავაზობს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემებს. შრომის ბაზართან დაკავშირებით ინტერნეტში უხვადაა მიმდინარე და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. შესაბამისად, მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო და ბევრ წარმატებასაც მიაღწია ამ ტექნოლოგიების შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემებში გამოყენების კუთხით. ევროპის განათლების ფონდის მიერ 2020 წელს გამოიცა სახელმძღვანელო - „დიდი მონაცემები შრომის ბაზრის ინფორმაციისთვის - შესავალი გზამკვლევი“20., რომელიც დეტალურად აღწერს დიდი მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერნეტის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის შრომის ბაზრის ინფორმაციად გარდაქმნის მოდელს, განსაზღვრული ტერმინოლოგიასა და ინსტრუმენტებს შესაბამისად. თუმცა ქვემოთ აღწერილია, ერთ-ერთი ასეთი სისტემის შემუშავების პროცესში მიღებული მიგნებები. 2016 წლიდან ევროკავშირი ახორციელებს „ESSnet Big Data“ პროექტს, რომელიც 22 ქვეყნისთვის 24 ენაზე ქმნის შრომის ბაზრის ინფორმაციას სწორედ ინტერნეტ მონაცემების, ხელოვნური ინტელექტისა და დიდი მონაცემების დამუშავების მექანიზმების გამოყენებით. პროექტის არსი მდგომარეობს ინტერნეტში არსებული სამუშაო ვაკანსიების მონაცემების ინფორმაციად გარდაქმნაში. უპირველეს ყოვლისა, მოხდა არსებული მონაცემთა ბაზების აღწერა, მათი შესწავლა და კატეგორიზაცია. მილიონობით ასეთი წყაროდან შეირჩა 530 მეტ-ნაკლებად რელევანტური წყარო, რომელთა კლასიფიკაციაც მოხდა შემდეგი ჯგუფების მიხედვით: - სამუშაოს საძიებო საიტები - დასაქმების სააგენტოები - დასაქმების ვებგვერდები - კლასიფიცირებული განცხადებების ვებგვერდები - კომპანიები - საჯარო დასაქმების სამსახურების ვებგვერდები 20 წყარო: https://www.etf.europa.eu/sites/default/files/2019-06/Big%20data%20for%20LMI.pdf 67 - ელექტრონული გაზეთები - განათლების სექტორი - დასაქმების ორგანიზაციები. ამ წყაროებიდან მონაცემთა გამოყენების შესახებ შეთანხმებების შედეგად მონაცემების აღებისა და დამუშავების მეთოდები სხვადასხვაა (24%), crawling (18%) and API access (57%)21). მონაცემთა დამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა უნიკალური პროფესიების/ვაკანსიების სია (60 მილიონი). მონაცემების დამუშავების პროცესი მოიცავდა შემდეგ ცვლადებს:  პროფესია - ESCO-ს22 მიხედვით ოთხციფრიან კოდამდე  განათლების დონე - ISCED-ის23 ერთციფრიან კოდამდე  ტერიტორია - NUT24 სამციფრიან კოდამდე  სამუშაო საათები - ტაქსონომიის გამოყენებით (‘სრული განაკვეთი“ და ‘არასრული განაკვეთი)  კონტრაქტის ტიპი - ტაქსონომიის გამოყენებით (‘დროებითი’, ‘მუდმივი’, ‘თვითდასაქმებული, ‘სტაჟირება’)  ეკონომიკური სფერო - NACE ორციფრიან კოდამდე  ხელფასი - კატეგორიული ტაქსონომიის გამოყენებით  უნარი - ESCO -ს მიხედვით. შედეგად მიიღეს 28-ვე ქვეყნისთვის სრულად ფუნქციონირებადი სისტემა, რომელიც ონლაინ ვაკანსიებს აგროვებს, აანალიზებს და რომლის შედეგები შრომის ბაზრის კვლევების წარმოებისას გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ სისტემას ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე გამოწვევა: სხვადასხვა მომხმარებელზე გათვლილი ვიზუალიზაციის პანელების განვითარება, ასევე დიდი მონაცემების მოცულობის ზრდის გათვალისწინებით 21 თითოეული დეტალურად არის აღწერილი სახელმძღვანელოში 22 ESCO - ევროპის სტანდარტული დასაქმების კლასიფიკატორი 23 ISCED - განათლების კვალიფიკაციების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი 24 NUT - ტერიტორიული სტატისტიკის ნომენკლატურა 68 შესაბამისი არქიტექტურის შექმნა. გარკვეული ხარვეზებია, მონაცემების კლასიფიკაციებთან დაკავშირებითაც (მაგ. IT უნარები და „რბილი უნარები“). 69 თავი 6. რეკომენდაციები დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებების ანალიზის, ჩატარებულ ზეპირ მოსმენებზე წამოჭრილი მოსაზრებების, ასევე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის საფუძველზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები. რეკომენდაციები განკუთვნილია პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომელთაც წამყვანი როლი უჭირავთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რეკომენდაციების შემუშავებასთან ერთად განისაზღვრა მათი შესრულებისთვის განკუთვნილი გონივრული ვადები. მოკვლევის პროცესში არ გამოკვეთილა ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყნის გაცხადებულ სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. N 1 რეკომენდაცია პასუხისმგებელი უწყება საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში პროფესიული განათლების პოლიტიკის, შესაბამისი სტრატეგიების ვადა რეგულარულად განხორციელების მონიტორინგი 2 პროფესიული მიმდინარე განათლების საქართველოს პარლამენტი პროცესებისა შედეგების და შესახებ ინფორმაციის გაცნობა 70 რეგულარულად 3 „პროფესიული განათლების საქართველოს პარლამენტი რეგულარულად შესახებ“ საქართველო კანონით განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგი 4 ძლიერი  ინსტიტუციური სისტემის დანერგვა, რომელიც  საქართველოს შენარჩუნებას, განათლების, საჯარო მეცნიერების, მოხელეების მიერ კულტურისა და შემუშავებული და უზრუნველყოფს განხორციელებული პოლიტიკის სპორტის სამინისტრო  საჯარო შედეგების, ეკონომიკისა და მდგრადი მიღებული გადაწყვეტილებების, განვითარების შექმნილი სამინისტრო დაგროვებული მდგრადობას 2 წლის ვადაში პარლამენტი ხელს უწყობს საჯარო სექტორში კადრების საქართველოს ცოდნის, მეხსიერების  და ოკუპირებული ტერიტორიებიდან განგრძობადობას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო 5 პროფესიული განათლების განათლების, მეცნიერების, რეგულარულად; შედეგების, სტრატეგიის კულტურისა და განხორციელების შეფასება და სამინისტრო დაგეგმვისას არსებული შედეგების წელიწადში ერთხელ რეგულარული ანალიზი, ასევე პოლიტიკის სპორტის სულ მცირე გათვალისწინება 71 6 „პროფესიული განათლების განათლების, შესახებ“ საქართველოს კანონით კულტურისა გათვალისწინებული მეცნიერების, კანონით და სპორტის გათვალისწინებულ ვადებში სამინისტრო კანონქვემდებარე აქტების კანონით დადგენილ ვადებში შემუშავება და დამტკიცება/დასამტკიცებლად პასუხისმგებელი უწყებისთვის წარდგენა 7 საჯარო კოლეჯების პროფესიული განათლების, ავტონომიურობის კულტურისა უზრუნველყოფის მიზნით კოლეჯების მეცნიერების, 6 თვის ვადაში და სპორტის - სამინისტრო იმგვარი დებულებების შემუშავება/დამტკიცება, რომელიც მათ ეფექტიანი და დამოუკიდებელი საშუალებას მართვის მისცემს, პროფესიული ასევე კოლეჯების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შერჩევის პროცედურების, კრიტერიუმების განსაზღვრა და დამტკიცება, პროცესის მათი შერჩევის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად 8 პროფესიული განათლების განათლების, დაფინანსების იმგვარი კულტურისა პოლიტიკის ჩამოყალიბება და სამინისტრო 72 მეცნიერების, 1 წლის ვადაში და სპორტის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუტის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე განათლების პროფესიული შედეგებისა და განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის წახალისებას 9 პროფესიული  განათლების განათლების, გეოგრაფიული მეცნიერების, ხელმისაწვდომობის კულტურისა გაუმჯობესება სხვადასხვა ალტერნატიული ხარჯ ეფექტური მათ შორის მეთოდებით, კერძო 5 წლის ვადაში და სპორტის სამინისტრო  ინფრასტრუქტურისა და პროფესიული რეგიონული განვითარების დაწესებულებების სამინისტრო  პოტენციალის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობები 10 პროფესიული განათლების განათლების, შინამეურნეობის მიერ გაწეული კულტურისა ხარჯების დაფინანსება სამინისტრო საჭიროებების შესაბამისად: სოციალური პაკეტების შემუშავება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მათ შორის ამ ჯგუფებისთვის მგზავრობის, ცხოვრების, კვების ხარჯების დაფარვის, 73 მეცნიერების, 1 წლის ვადაში და სპორტის სტიპენდიებით უზრუნველყოფისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით 11 არაქართულენოვანი განათლების, მეცნიერების, 1 წლის ვადაში სტუდენტებისთვის კულტურისა და პროფესიული სპორტის განათლების სამინისტრო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მათ შორის ბილინგვური პროფესიული განათლების პროგრამებისა და რესურსების შემუშავების მეშვეობით. 12 დამატებითი მექანიზმები სსსმ განათლების, და შშმ პირებისთვის კულტურისა პროფესიული განათლების სამინისტრო შედეგების გასაუმჯობესებლად პედაგოგიური და ადმინისტრაციული კადრებისთვის შესაბამისი მომზადების პროგრამების/გზამკვლევების შეთავაზება, შერჩევის პროფესიის პროცესებისა და დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება - გაუმჯობესება 74 მეცნიერების, 1 წლის ვადაში და სპორტის 13 პროფესიული განათლების განათლების, მეცნიერების, 6 თვის ვადაში შესახებ ჯგუფებთან კულტურისა და სამიზნე კომუნიკაციისა სპორტის და სამინისტრო პოპულარიზაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება 14 პროფესიული მასწავლებლის განათლების, კადრების მართვის პოლიტიკისა კულტურისა და მეცნიერების, 1 წლის ვადაში და სპორტის რეგულაციების სამინისტრო ჩამოყალიბება და დანერგვა. მათ შორის, მომზადებისა გადამზადების და პროგრამების, პროფესიული მასწავლებლების პროფესიაში შესვლისა კვალიფიკაციის და მუდმივი ამაღლების, კონკურენტუნარიანი სამართლიანი და ანაზღაურების სქემების შემუშავება. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს კვალიფიციური კადრის პროფესიაში შესვლასა შენარჩუნებას, მათ და შორის, დარგობრივი და რეგიონული საჭიროებების გათვალისწინებით 15 პროფესიული კვალიფიკაციების განათლების, ფორმირებისა, გრძელვადიანი მოკლე და კულტურისა სამინისტრო 75 მეცნიერების, 1 წლის ვადაში და სპორტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესების ოპტიმიზაცია და მოქნილობის უზრუნველყოფა 16 კვალიფიკაციის მინიჭების განათლების, მეცნიერების, 2 წლის ვადაში პროცესებში ხარისხის კულტურისა და უზრუნველყოფის კუთხით სამინისტრო დაბალანსებული და სპორტის ხარჯ ეფექტიანი სისტემის შემუშავება, შესაბამისი შესაძლებლობების განვითარება 17 პროფესიული განათლების განათლების, მიმწოდებლებისათვის შრომის კულტურისა მეცნიერების, 6 თვის ვადაში და სპორტის ბაზრის მოთხოვნის დადგენის სამინისტრო გზამკვლევის შემუშავება 18 www.LMIS.gov.ge-ს განვითარება მოპოვებასა შემდგომი ეკონომიკისა და მდგრადი 1 წლის ვადაში ინფორმაციის განვითარების სამინისტრო და დამუშავებაში თანამედროვე ინტერნეტ რესურსებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ინტეგრირება, პროფესიებსა და კომპეტენციებზე დეტალიზაცია, მეტი მათ შორის რეგიონულ ჭრილში არსებული ინფორმაციის ასახვისა და მომხმარებლისთვის 76 მოსახერხებელი ინტერფეისის ჩამოყალიბება 19 www.worknet.ge-ს განვითარება რესურსის შემდგომი ოკუპირებული ღია (open-end 1 წლის ვადაში ტიპის ტერიტორიებიდან resourse) დევნილთა, შრომის, ტექნოლოგიის გამოყენებისა და ჯანმრთელობისა მასში განთავსებული სოციალური ინფორმაციის კატეგორიების სამინისტრო გამდიდრების, ასევე მომხმარებლის ინტერფეისის და დაცვის მეტი ინტეგრაციის მიმართულებით, რათა ბაზამ უკეთ შეასრულოს ელექტრონული „შრომის ბაზრის“ ფუნქცია დამსაქმებლებისთვის, სამუშაოს მაძიებლების/სამუშაო და დასაქმების პირდაპირ ძალისა პოლიტიკაზე და ირიბად პასუხისმგებელი უწყებებისა და ინსტიქტებისთვის 20 პროფესიული განათლების რეგიონული საჭიროებების  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული შესაბამისად დაგეგმვაში მეტი განვითარების ჩართულობა რეგიონული სამინისტრო; საბჭოების ფორმირების, პროფესიული კოლეჯების დაფუძნების, დაფინანსების,  თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. 77 დაუყოვნებლივ მართვაში მონაწილეობის მიმართულებით 78 შეჯამება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარა თემატური მოკვლევა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით. თემატური მოკვლევის პროცესში კომიტეტმა სულ 65 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია, მათ შორის იყო დარგობრივი მიმართულებით 4 სამინისტროსა და 43 ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ინფორმაცია. დასაბუთებული მოსაზრებები კომიტეტს ასევე მიაწოდა 14-მა, როგორც საჯარო, ისე კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ორმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ერთმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ. კომიტეტმა მოსაზრებები მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა. მოკვლევის ჯგუფმა შეისწავლა და გაანალიზა პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა წინასწარ შერჩეული ქვეყნების მაგალითზე. აღნიშნულის საფუძველზე, საჭიროებებზე მორგებული ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები კუთხით და მოკვლევის ჯგუფმა ხარისხიანი არსებული საფრთხეები. გააანალიზა პროფესიული პრობლემები, შესაბამისად, რეგიონის განათლების ძლიერი წარმოადგინა მხარეები, მოკვლევის მიგნებები და პასუხისმგებელი უწყებებისთვის წარსადგენად შეიმუშავა 20 რეკომენდაცია. 79 გამოყენებული ლიტერატურა                          ევროპის განათლების ფონდი. 2019. განათლებისა და დასაქმების ძირითადი ინდიკატორები „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს სტატისტიკი ეროვნული სამსახური. 2020. მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური სტატუსისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. თბილისი Actions today to build tomorrow’s strong and resilient VET systems Aspects of Vocational Education and Training in Japan Description of the VET System in France Federal Institute for Vocational Education and Training. Financing of Vocational Education and Training in Germany. Learning for Jobs OECD Reviews of Vocational Education and Training United States: Texas OECD Policy Responses to Coronavirus (COVID-19) VET in a time of crisis: Building foundations for resilient vocational education and training systems OECD Reviews of Vocational Education and Training OECD Reviews of Vocational Education and Training KEY MESSAGES AND COUNTRY SUMMARIES Professional Education in the US: historical, legal and curricular landmarks Sector Councils on Employment and Skills at EU level Country reports Client: European Commission, DG Employment, Social Affairs and Equal Opportunities Sectoral training funds in Europe - Cedefop - Europa EU The employer's dilemma: Employer engagement and progress in vocational education and training reforms. Leibniz Information Centrefor Economics with KOF Swiss Economic Institute, ETH Zurich Vocational Education and Training (VET) in Japan VOCATIONAL TRAINING A GUIDE TO NON-DEGREE EDUCATION Vocational Training Act. Federal Ministy of Education and Research of Germany; Willi Petersen / Maik Jepsen Report „German approach and experience of development of occupational standards World TVET Database. France. UNESCO-UNEVOC International Centre for Technical and Vocational Education and Training. Validated by: National Commission for UNESCO in France https://www.finlex.fi/fi/laki/ajantasa/1998/19980986#L5 https://www.kutsekoda.ee/en/main-tasks/; https://www.cedefop.europa.eu/files/5551_en.pdf https://www.etf.europa.eu/sites/default/files/2019-06/Big%20data%20for%20LMI.pdf 80 დანართი დანართი N1 - თემატური მოკვლევის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თემატური მოკვლევის შესახებ მოკვლევის თემა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მთავარი მომხსენებელი: გენადი მარგველაშვილი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ჯგუფის წევრი: გუგული მაღრაძე ჯგუფის წევრი: სიმონ ნოზაძე ჯგუფის წევრი: გია ჟორჟოლიანი ჯგუფის წევრი: თამარ ჩუგოშვილი თემატური მოკვლევის მიზანია:  თემატური მოკვლევის მიზანი საკითხის შესახებ ხარისხიანი პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის შეფასება;  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრა რეგიონულ საჭიროებებთან და საბაზრო მოთხოვნებთან;  „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება;  მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომიტეტი იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ინსტრუმენტს თემატურ მოკვლევას. თემატური მოკვლევა არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში ეხმარება. თემატურ მოკვლევას 81 კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით. მოკვლევის შედეგად მოხდება:      ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის შეფასება კონკრეტული რეგიონების საჭიროებებთან და ბაზრის მოთხოვნებთან; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევები შესაბამისობის შეფასება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებთან; ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდების მიზნით „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების შეფასება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანად მართვის კუთხით არსებული გამოწვევების განსაზღვრა. თემატური მოკვლევის პროცესში მოხდება ზემოთხსენებული საკითხების შესწავლა და ანალიზი, ხოლო დასკვნით ეტაპზე შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. თემატური მოკვლევა ხორციელდება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით, და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.  მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა 2020 წლის 19 აგვისტო თემატური მოკვლევის სამოქმედო გეგმა  მიღებული ინფორმაციის ანალიზი 2020 წლის 20 აგვისტო - 3 სექტემბერი  ზეპირი მოსმენები 2020 წლის 7-17 სექტემბერი  დასკვნის მომზადება 2020 წლის 30 სექტემბერი 82 დანართი N2 - ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თემატური მოკვლევის შესახებ მოკვლევის თემა რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი იწვევს დაინტერესებულ და საკითხთან შემხებლობაში მყოფ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, წერილობითი სახით წარმოადგინონ თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ უნდა მოიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ხელმისაწვდომობა  კითხვარი    გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, იმ მექანიზმებს შესახებ, რომელსაც სახელმწიფო შეიძლება იყენებდეს ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის ზრდისთვის, მათ შორის პროფესიულ განათლებაში შშმ პირთა ჩართულობის გასაზრდელად. რა მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში: პოლიტიკის, რეგულაციებისა და ინსტიტუტების, მართვისა და განხორციელების დონეზე? რამდენად უწყობს პროფესიული განათლების დაფინანსების არსებული მექანიზმები ხელს ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რა კუთხით არის შესაძლებელი პროფესიული განათლების დაფინანსების პოლიტიკის გაუმჯობესება? რამდენად თანაბარია პროფესიული განათლებისადმი ხელმისაწვდომობა სოფლად და ქალაქად მცხოვრები პირებისთვის და არის თუ არა შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები პროფესიული სასწავლებლების გეოგრაფიული დაფარვის არეალის გასაზრდელად? პროფესიული განათლების ხარისხი  გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები პროფესიული განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, არსებული გამოწვევებისა და იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს გამოყენებული 83      რა მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში: პოლიტიკის, რეგულაციებისა და ინსტიტუტების, მართვისა და განხორციელების დონეზე? რამდენად გამართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების სისტემა და რამდენად არის შესაბამისობაში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები? რამდენად ეფექტიანია დამსაქმებელთა ჩართულობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში? არის თუ არა დაგეგმილი დისტანციური კურსების დანერგვა და მეტი მოქნილობის შეთავაზება ცალკეულ პროფესიულ პროგრამებზე? რამდენად ეფექტიანია კარიერის დაგეგმვის სერვისები? მართვა და პერსონალი      რამდენად გამართულია პროფესიული მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების, მათი პროფესიაში მოზიდვისა და შენარჩუნების სქემები? რა პრობლემების წინაშე დგანან განათლების პროვაიდერები პროფესიული მასწავლებლების მოზიდვისას? რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა და რა არის ამ კუთხით არსებული გამოწვევები? რა მხარდაჭერის მექანიზმებია საჭირო პროფესიული განათლების ინსტიტუციური მართვის გასაუმჯობესებლად? რა მექანიზმები შეიძლება დაიგეგმოს პროფესიული განათლების პრესტიჟულობის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის? რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისობა     რამდენად არის საქართველოში პროფესიული განათლება რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისი, რა არის ამ კუთხით არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და როგორაა მისი მოგვარება შესაძლებელი? რეგიონებში პროფესიული პროგრამების განხორციელების, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების პროცესში, როგორ ხდება ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინება? რა არის რეგიონულ საჭიროებებთან პროფესიული განათლების შეუსაბამობის რაოდენობრივი თუ თვისობრივი მახასიათებლები? რა მექანიზმებით და რამდენად ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პროფესიული განათლების რეგიონულ საჭიროებებთან შესაბამისობა: პოლიტიკის, რეგულაციებისა და ინსტიტუტების, მართვისა და განხორციელების დონეზე? 84    რა მექანიზმებს შეიძლება იყენებდეს სახელმწიფო იმისთვის, რომ პროფესიული განათლება მეტად იყოს მორგებული რეგიონულ საჭიროებებზე? რომელი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციები არის და/ან უნდა იყოს ჩართული რეგიონული საჭიროებების იდენტიფიცირების კუთხით? როგორია პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა? მარეგულირებელი დოკუმენტები   ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადა რამდენად შექმნა 2018 წელს მიღებულმა კანონმა „პროფესიული განათლების შესახებ“ პროფესიული განათლების განვითარებისა და ეფექტიანი მართვისთვის საჭირო საკანონდებლო ჩარჩო? გთხოვთ, მოგვაწოდოთ დამატებითი მოსაზრებები ხარისხიანი პროფესიული განათლების რეგიონის საჭიროებების შესაბამისობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომელსაც არ ფარავს ზემოთ მოცემული შეკითხვები. 2020 წლის 19 აგვისტო  მასალის ჩაბარების პირობები საკონტაქტო ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე Word ფორმატში  ტექსტის შრიფტის სახე – Sylfaen  ტექსტის შრიფტის ზომა – 11  სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5 ინტერვალი  დოკუმენტურ მასალაში მოცემული უნდა იყოს ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც მისცემს სამუშაო ჯგუფს სწორი ანალიზის საშუალებას  დოკუმენტში უნდა ირკვეოდეს მომხსენებლის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტა) გთხოვთ, წერილობითი მოსაზრებები და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: edu@parliament.ge დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მასალები საჯაროა და გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 85