საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ზარქუა) და დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-96/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-96/20' 14-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ 2020 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შემუშავებული იქნა კომიტეტის დებულება და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეულ იქნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა პაატა კვიჟინაძე, თავმჯდომარის მოადგილედ - ირაკლი ზარქუა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულებას და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულება დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2020 წლის „---“ დეკემბრის N---- გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულება I. ზოგადი დებულებანი მუხლი1. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის (შემდგომ კომიტეტი) უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. მუხლი 2. კომიტეტი შექმნილია პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. მუხლი 3. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. მუხლი 4. კომიტეტის საქმიანობას თავმჯდომარე. საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის II. კომიტეტის უფლებამოსილებები მუხლი 5. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, საგადასახადო-საბაჟო სფეროებში შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) ხელმძღვანელობს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს; გ) პარლამენტი კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს; დ) ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, საგადასახადოსაბაჟო და სავალუტო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას; ე) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; ვ) კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს; ზ) პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით. ამ ფუნქციის უზრუნველყოფის მიზნით, კომიტეტი მისი წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება გადაწყვეტილებით; კომიტეტის თ) კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას; ი) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; კ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ლ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; მ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ნ) კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში სამთავრობო, საზოგადოებრივ თანამშრომლობს საერთაშორისო, ორგანიზაციებთან, საქმიან წრეებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; ო) კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსახლეობის ინფორმირებას ქვეყნაში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე; პ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ჟ) კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, ადმინისტრაციული თავისი ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. მუხლი 6. 1. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურებისას, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს; ასევე განიხილავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელთა დანიშვნაზე თანხმობას აძლევს პარლამენტი და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომიტეტს აწვდის კანდიდატურის წარმდგენი. 2. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ. 3. საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამასა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას. 4. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ პირთათვის ნდობის გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ პირს პარლამენტი ფარული კენჭისყრით ირჩევს, კომიტეტი დასკვნას იღებს ასევე ფარული კენჭისყრით. მუხლი 7. კომიტეტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ამზადებს ან განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. III საკონტროლო ფუნქციები მუხლი 8. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. მუხლი 9. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. მუხლი 10. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა კომიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით. მუხლი 11. კომიტეტის მოთხოვნით ანგარიშვალდებული მთავრობის თანამდებობის წევრი, პირი და პარლამენტის წინაშე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. მუხლი 12. 1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 2. უფლებამოსილია, რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს ანგარიშვალდებული მთავრობის თანამდებობის წევრი, პარლამენტის წინაშე პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან სახალხო დამცველი. უფლებამოსილია მოისმინოს მათი პასუხები დასმულ შეკითხვებზე და განიხილოს მათი საქმიანობის ანგარიში; ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა; IV. კომიტეტის შემადგენლობა მუხლი 13. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. მუხლი14. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან, ღია კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი. მუხლი 15. კომიტეტი ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. მუხლი 16. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. მუხლი 17. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს პირველი მოადგილის კანდიდატურას; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ვ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ზ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს; თ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; ი) კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 18. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 19. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 20. კომიტეტის წევრს უფლება აქვს: ა) განახორციელოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი. ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან; მუხლი 21. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. მუხლი 22. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; დ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში) მუხლი 23. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის სამუშაო წევრები ჯგუფის და შემადგენლობაში შესაბამისი დარგის სპეციალისტები. მუხლი 24. კომიტეტის წევრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევისათვის დაეკისრება პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები. V. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 25. 1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას. 2.კომიტეტის საქმიანობის დებულებით განისაზღვრება კომიტეტის მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. 3.კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. მუხლი 26. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. მუხლი 27. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. მუხლი 28. კომიტეტის სხდომის მასალები ურიგდება და ინფორმაცია მისი დღის წესრიგის შესახებ ეცნობება კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი29. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 30. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. მუხლი 31. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. მუხლი 32. კომიტეტის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა სხვა შედეგები. მუხლი 33. კომიტეტი იღებს დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. მუხლი 34. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 35. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა. მუხლი 36. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. მუხლი 37. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. მუხლი 38. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი. მუხლი 39. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია. მუხლი 40. პარლამენტის თავმჯდომარის კომიტეტის მოთხოვნით, გადაწყვეტილებით ან თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით პარლამენტის თავმჯდომარისა შეიძლება და სხვა გაიმართოს ბიუროს კომიტეტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. VI კანონპროექტის განხილვის პროცედურები მუხლი 41. 1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტს, კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 42. კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისათვის მომზადების მიზნით უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის. VII. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 43. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი იქმნება კომიტეტის დაქვემდებარებულ აპარატი, პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. მუხლი 44. კომიტეტის აპარატი: ა) მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ბ) კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას; გ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; დ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას ; ე) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 45. კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ერთეულთა რაოდენობა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 46. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები. მუხლი 47. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ”საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. მუხლი 48. 1.კომიტეტთან, კომიტეტის მიმართულებებისთვის გაწევის მიზნით, დარგობრივი მიკუთვნებულ პარლამენტის სპეციალიზაციისა საკითხებზე უფლებამოსილების და კონსულტაციის ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. 2.სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი. საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს
დანართი
bs j,:6orgXq,erb 3,l6q,r0g66ob b,:go6ubber-brbogagger 3r'r0o6g6ob lter66r6olrr6or.r bbqrooOolr oj0o Nb 1 j orboqne!6' i4 q.ogg0bXttro, 2020 $Xq,o. ttbqer6rl-t orr36aq.o<n0t6gerbq.l: o6,:3qro 3er3%r6.:d3 (3cr0o$3gol_r or,:3OaperO,:63). bbq9er6,:b gtr$6gborpbg6: 3r"r0og3gol,r $9365bo: J,:,:6r 33ogo6,:dg, 6o,: bgbrts3oq,o, o6,r3q,o (p;Bo) bg6rol, 6s0o5,r bg6rdg, o6,:3qro %,r6jgr, bgj.: l-tbq.ornOrb gL$6gbar,p6gb q,oqrg,:E3oq,o, bgg,rb $r j;dg. s663or3g: JC.rAoOCOob rJ,56)r$o q,or lr,:j,:6or33qrt-lL Js6q'r0g6q)olr l,tb3,: bg6g jgg6gq'o g6ogaq'gboL orsbs6ts6cr@q,3bo. bbpr"rOob ggq,gbrEcrboq,gb; 516ol-r,:%q36r booo'ro bgE;q.oggbq,rnbolr 8 fl336ob ptl:$drgboor (33cn6g0o - 5). cQqoti $gb6o6ob J6c'rg j 6o: 1. b,:go6,i5bcr-b.rbogSggcr 3rn8og3gob qg3bgqrgbol_r tsg0gEs3gb,: er erAOJo0Cbr; /6a0bl:g5XAgq,o : o6sgq,o 3agbs\sdg / 2. l-r.rgo6,l5lro-blbogaggr-r 3arOoOCOoLr ort30Hqrcr8;6rob 0ar,:p5oq,ggbob ,16Bg3t. /0a0bltg6262q,o : o6sSqto 3ag'bs6sdg / 3crSogggol-t $g36gbE,r C6orbArq.o sQrrAOJo0CIr q.oqob g3L6o6o. qgqob $gb6o6oo 6l>cn3lq'oL$o65b3qr I br3oorborb erJrg0o6Cboo: b,:go6,i6brn-b;bog53gc'r 3r,rOogggob ort30aqrn0,:6g0 o6t3q,o 3cn3'bl6ld30 JcnAoOCOoLi $336gbb $r6gqgobr 3ar6og3goli 0o96 ts30gts13gbgq,o li,:j,:6o139q'lcnl-r Js6qr,:0g5gol,t btgobsbl_rcn-b,:boSXCO(D 3crOogggoL q.ogbgg,gbob J6crgjgo. 0g3oobr3gbo q?rb3Cb er l9b6o glOr.rojgglr: o6s3q,o,L,;6jg,:0, o6rt3qro 3ar3.b,:brd3E. 335$obg6,:bo 0c,r6r$oq,gc.rb.: Eooqo.lor0ogggob B $3360r. 3ar0ogggotr gg36gb0s q.o gb gq,Sbob J6ing jgb g6orb0.:qq qg,r glo6 glr 0b,:6o. qsq6o69b: 6ci$obgbgqr ojbgL b,rj.:6o133q,crL Jr6qrr8gSgolr b,:go6,:6bo-L,:bogaSgr"r q.o,rL,:0g3o6gbq.'l.iqg JcrOoOCOotr q.o3bgq,3bol-r J6c.r3j6o er Sl63q6o5oL Jr6q,,:0g6gob bog6cnL. qggob $gb6o6oo 6ror3sq,obSobXbgqr II l-63oorborb q.or3tg0o6gboor: lr.:gobttilro- b,rbogSSgo 3r"r0ogggolr cr.rl3OaqoOt636 o6.s3q,o 3c.r3'brbrdgO lr,:j,:6coggqrolt J,i6q'l,r0g6gob 636qr.:036gob 31-3 6gbq'lol_r Jo63gq,o q9,: 03-2 Jgbjg3boL tsgb,:b,l0obtqg, 3c.roog3golr g66gbb sbr6Bgg,:qg $t6gqgo6,: 0r.r,rqggoq'lggbob 3,r6qoqgrgg69bo. blgo6,:6bc.r-b.:boUXCOr"l 3cc0ogXgob or.rgOAq_or"r0t6ol: Jo63gqro 0r"rcq6oq'olr or,:6t0q3berb;%3 o6.:3qro 3cr3%,i6,:dg0 qtrb;bXq,,l J.:,:6.: 33ogo6,:dob 3;6qgoq;gg6r. 8.:6,:6q9,: 356$obg6,:. 336$obg6,:tso 6crbr$oqrgrnb.: Oooqar 3rn0ogggoL B $9360s. $s60coqg66oq' J56qQoer$C6111 6b.:6o q.orglo6gb g6orb0sqg. 6,:6oboq'lgl-t b,:3s6q,,1036go g6,:j6o,:,,j;6orgq,o crg6gbo!,, 0o96 go6;6bcr-brboUXCOo Jc"r0oOCOotr orr30aqerO,:6ob 6c.r,:q.o5oq,ol_r cDr6;0eCbctbrb3 $.:60erqg696oqro o6t3q,o .b,:6jgsb 3.:$posQrOC6r. B,:6;6qgr 356$otr g6l. 396$oL g6,:tso 6r.16.:$oqrgr"ibr Eooqc,r 3o0ogggolr b,: 8 $660;. o6rJEo cb.:6jgtb JrbeoebgU6rb 0b.i6o qrglo6Slr g6orb0,rq. q.o.irego53b: l-t,:gobtbbcn-l-rsbogXCOcD Jr"rAoOCOotl ort30aqrr.rO.:6otr Jo69gqr 0r"r.:qg6oq'l5E r6BCUql oj65tr J,:,:gr 39o5o6rdg, ors30HqroE16ol_r 0c.rlqg6oqrgq 168ggqr ojbgb o6;3q,o .b,:6jgr,5q6ofbgq.,ol_r o;obt.bg C06clbclb J.:6q'l,1096goLr bog6rnb. bbqe€ob orrg0aqgc,r0r6g lrbqoEob 0q.oo3r6o o613qro 3er3br6,:dg o6obs qrgrOol