საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ხატია წილოსანი, მოადგილე - გოგი მეშველიანი) და დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-107/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-107/20' 14-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გიგზავნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებას და ა/წ 14 დეკემბრის კომიტეტის სხდომის ოქმს. დანართი: 18 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებს და უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებს. 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტის მეშვეობით. 3. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. მუხლი 2. კომიტეტის უფლებამოსილებები 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე; კ) კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, კომიტეტი განიხილავს ყოველკვარტალურად; ლ) კომიტეტი ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, აგრეთვე „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ეფექტიან განხორციელებას; მ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტს წარუდგინოს შემოსული განცხადებების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; ნ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; 2. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. 3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათი შესრულების მდგომარეობა. კომიტეტი შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას. 5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე, 161-ე და 162-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად კომიტეტი დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით. პარლამენტის კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. მუხლი 3. კომიტეტის აქტები 1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. 2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. 3. კომიტეტის დასკვნის ნიმუში/ნიმუშები მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. მუხლი 4. კომიტეტის სამოქმედო გეგმა 1. კომიტეტები საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენენ შესაბამისი კომიტეტის მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. 2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა მტკიცდება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ეცნობება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. კომიტეტის სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების, მათ შორის, რეგლამენტის 38-ე და 39-ე მუხლებითა და 201-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების, შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ. სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი/წევრები. აღნიშნული წევრი/წევრები ავტომატურად არის/არიან რეგლამენტის 45-ე მუხლით გათვალისწინებული მომხსენებელი/მომხსენებლები. კომიტეტის თემატური მუხლი 5. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით. 2. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. 3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც ამ ანგარიშს დაუყოვნებლივ უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. მუხლი 6. კომიტეტის თემატური მომხსენებელი 1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით კომიტეტის წევრი კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლით დადგენილი წესით არის თემატური მომხსენებელი. 2. თემატური მომხსენებლის სამუშაო სფერო/სფეროები ან მიმართულება/მიმართულებები განისაზღვრება ყოველწლიურად, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. 3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთაგან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და უფრაქციო პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც შედიან საპარლამენტო ოპოზიციაში. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 4. თუ კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაო სფეროში/მიმართულებაში არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს, კომიტეტის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების ვინაობას. 5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, სფეროს/მიმართულების მითითებით, კომიტეტების პარლამენტის ვებგვერდზე. შესაბამისი მიხედვით სამუშაო ქვეყნდება 6. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები (მათ შორის, კანონპროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო სფეროს/მიმართულების მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის (კანონპროექტის) განხილვისას წარუდგენს კომიტეტს. მუხლი 7. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. მუხლი 8. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. 2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი. მუხლი 9. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება იყოს გაწევრებული 2-ზე მეტ კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიუროს (პარლამენტის) მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს. 5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს (პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას) და პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი (პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება პარლამენტის ბიუროს (პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის) მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. 6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. 7. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში. 8. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად. 9. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. მუხლი 10. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; დ) რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 11. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი 1. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი. 2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან 7 დღის ვადაში. 3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება სახელობითი ბიულეტენებით. 5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. პლენარული სხდომის 6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. 7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 9. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა. მუხლი 12. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი 1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. 6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. 7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის არჩევისათვის. მუხლი 13. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტა 1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. 2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას პარლამენტი ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 5. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც. მუხლი 14. კომიტეტის სხდომა 1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. 3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 5. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზითგაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს. 8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე. 9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 10. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა. 12. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი. 15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა. 16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია. მუხლი 15. კომიტეტების ერთობლივი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 16. კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები 1. კომიტეტის თავმჯდომარე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს; ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ამ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 17. კომიტეტის აპარატი 1. პარლამენტის კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. 2. პარლამენტის კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე. უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
დანართი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი #1 2020 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე - სხდომის თავმჯდომარე; კომიტეტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ირაკლი ხახუბია, ნოდარ ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა; კომიტეტის აპარატის უფროსი - გიორგი ცხვედიანი, წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა - სხდომის მდივანი. დღის წესრიგი: 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება; მომხსენებელი: მაია ბითაძე (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე); 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა; მომხსენებელი: მაია ბითაძე (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე). მოისმინეს: მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის კომიტეტის დებულების განხილვისა და დამტკიცების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. მაია ბითაძის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის თაობაზე. მან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა ხატია წილოსანის კანდიდატურა. ხოლო, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე უმრავლესობიდან გოგი მეშველიანის კანდიდატურა. კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა. კომიტეტის შემადგენლობაში ირიცხება 9 დეპუტატი; სხდომას დაესწრო 9 დეპუტატი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 9 დეპუტატმა. გადაწყვიტეს: 1. დამსწრე დეპუტატებმა, ღია კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის დებულების პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს მისი წარდგენა საქართველოს დასამტკიცებლად (დებულება თან ერთვის). პარლამენტის ბიუროსთვის 2. დამსწრე დეპუტატებმა, ღია კენჭისყრით შედეგად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ერთხმად აირჩიეს ქალბატონი ხატია წილოსანი, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ უმრავლესობიდან გოგი მეშველიანი. სხდომის თავმჯდომარე მაია ბითაძე სხდომის მდივანი: ელისო შანავა