„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს ცვლილება და კოდექსის 4211 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ ან ღია საჯარო სივრცეში პირბადის
ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.“.
ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს (მათ შორის
დახურულ ან ღია საჯარო სივრცეში) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
სამინისტრო.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი COVID
19 პანდემიად გამოაცხადა. აღნიშნული ვირუსის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბით
უამრავი ადამიანის დაინფიცირება და გარდაცვალება გამოიწვია. საქართველომ საწყის
ეტაპზევე სწორად შეაფასა ვირუსის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხე და
მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2)
გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების
პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს
ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის №660 დადგენილების („პირბადის
ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის
№368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“) მიღების საფუძველს
წარმოადგენდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა დადგენილებას
იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის
საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი
განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია
გადაუდებელი აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც აღინიშნა, 2020 წლის 3 ნოემბრის №660 დადგენილების („პირბადის ტარების
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“) მიღების საფუძველს წარმოადგენდა
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე2 პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ
შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს
საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა
ორგანოს უფლებამოსილებას) და მისი მიღება გამოწვეულია გადაუდებელი
აუცილებლობით.
წარმოდგენილი პროექტით, საქართველოს მთავრობა ახდენს „ნორმატიული აქტების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა დაწესდება ასევე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების
დარღვევისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული
რეკომენდაციების თანახმად, პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცლების
საფრთხის შემცირების ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებას წაროადგენს.
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის
გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების
მიზნით, წარმოდგენილი პროექტით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება
ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესების დარღვევისათვის. ჯარიმის
ოდენობა იქნება 20 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კოდექსი იცნობს
პასუხისმგებლობას, მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების
წესების დარღვევისათვის. ასევე, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 4211 მუხლის
შენიშვნაში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროს, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის
გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის
დარღვევისთვის კანონპროექტი ფიზიკური პირების მიმართ ადმინისტრაციული
სახდელის - ჯარიმის (20 ლარი) შეფარდებას ითვალისწინებს. გავლენის ოდენობა
დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდაღვევების რაოდენობასზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონის პროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი ორგანოები ამჟამად
ისედაც ახორციელებენ. აღნიშნული ორგანოები სამართალდარღვევაზე რეაგირებას
მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გააგრძელებენ და საჭიროების
შემთხვევაში აღნიშნული ასიგნებებით დაფინანსდებიან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც
ჩაიდენენ ამ კანონპროექტით განსაზღვრულ სამართალდარღვევას, კერძოდ,
დაარღვევენ პირბადის ტარების წესს ღია საჯარო სივრცეში. ისინი დაჯარიმდებიან 20
ლარით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას პირბადის ტარების წესის
დარღვევისთვის ღია საჯარო სივრცეში. ჯარიმის ოდენობა არის 20 ლარი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად,
„ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
ეკისრებათ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ
პირთ“.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.