საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ხოჯევანიშვილი, მოადგილე - ეკა სეფაშვილი) და დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-155/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-15
კომიტეტის სხდომის ნომერი 1

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/44?local=true საქართველოს პარლამენტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა თარიღი 15 დეკემბერი 2020 12:00 2020 წლის 15დეკემბერი, 12:00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი: (პროექტი) 1. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე; 2. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავება; მომხსენებელი: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე. 1 of 2 10/18/2024, 12:52 AM
ოქმი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საორგანიზაციო სხდომის ოქმი N1 2020 წლის 15 დეკემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი რუსთველის გამზ. 8 საკონფერენციო დარბაზი N410 (B კორპუსი, IV სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე; სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ხოჯევანიშვილი, ეკა სეფაშვილი, ბექა დავითულიანი, ზაურ დარგალი, ნინო ლაცაბიძე, ედიშერ თოლორაია, ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე; სხდომას არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: დიმიტრი სამხარაძე; სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის უფროსი სულიკო ბეჟანიძე, აპარატის თანამშრომლები: ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, მერი გოგებაშვილი, რაფიელ გელანტია, თამარ კალანდარიშვილი, გვანცა დოლიშვილი, ბელა ქველაძე, მოწვეული სპეციალისტი დოდო ხავთასი; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის 9 წევრის დასწრებით (ქვორუმი 6). და დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავება და დამტკიცება (პროექტი); მომხსენებელი: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. განიხილეს: კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაასახელა გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა. 1 კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 9, წინაღმდეგი - 0) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ღია კენჭისყრით, არჩეულ იქნას გიორგი ხოჯევანიშვილი. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციის ,,ქართული ოცნების“ წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ეკა სეფაშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 9, წინაღმდეგი - 0) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ღია კენჭისყრით, არჩეულ იქნას ეკა სეფაშვილი. II მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულების შემუშავების თაობაზე. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს კომიტეტის დებულების პროექტი და ერთხმად დაუჭირეს მხარი მის პარლამენტის ბიუროზე დასამტკიცებლად წარდგენას. კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე - 9, წინაღმდეგი - 0) ა) მიღებულ იქნას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება. ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დებულება და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ოქმს თან ერთვის კომიტეტის დებულება. სხდომის თავმჯდომარე: სოზარ სუბარი სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე 2