საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალექსანდრე მოწერელია, მოადგილე - სამველ მანუკიანი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-162/20'
15-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტრის რეგლამენტის 33-ე მუხლის შესაბამისად,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის
15 დეკემბრის საორგანიზაციო სხდომის ოქმს (ოქმი #1) და კომიტეტის დებულებას.
დანართი: 12 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობას და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან
სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის
ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ
ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს საქართველოს პარლამენტი
უზრუნველყოფს კომიტეტების (მათ შორის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის) მეშვეობით.
2. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი) თავის
საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. წინამდებარე დებულებით განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და
უფლებამოსილებები, აგრეთვე, კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ
საკითხები.
4. კომიტეტის საქმიანობის მიზანია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება და მისი
კონკურენტუნარიანობის ზრდა, მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება, სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობისა და
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სოფლის განვითარება და სოფლად სიღარიბის
დაძლევა.
5. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე.
მუხლი 2. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული
განათლებისა
და
მეცნიერების,
აგრომომსახურებებისა
და
ფერმერთა
საკითხებთან
დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავება;
გ)
ევროკავშირის
კანონმდებლობასთან
საქართველოს
კანონმდებლობის
მიახლოება/ჰარმონიზება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების
განხორციელებაზე
ეფექტიანი
ზედამხედველობა
და
კანონმდებლობის
აღსრულების
კონტროლი;
დ) აგრარულ სექტორში რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო
კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და
დინამიური განვითარების ხელშეწყობა;
ე) საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ვ) ეფექტიანი ზედამხედველობითი და კანონშემოქმედებითი მექანიზმების გამოყენებით,
ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs 2030) დღის წესრიგის განხორციელებისა
და მონიტორინგის ხელშეწყობა;
ზ)
კომიტეტის
ღიაობის,
გამჭვირვალობის,
მოქალაქეთა
ჩართულობისა
და
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
მუხლის 3. კომიტეტის უფლებამოსილებანი
1. კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტების,
პარლამენტის
დადგენილებებისა
და
სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების
განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე
წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ
ფურცელს;
გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
დ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს. საბიუჯეტო წლის
განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას კომიტეტი განიხილავს
ყოველკვარტალურად;
ე) პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშებს;
ვ) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა
და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტს. შეისწავლის და აანალიზებს ნორმატიული აქტების ეფექტიანობას,
მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად
საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ
ობიექტურ
და
სუბიექტურ
ფაქტორებს
და
იღებს
ზომებს
მათი
შესრულების
უზრუნველსაყოფად;
ზ) უფლებამოსილია შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა,
შეისწავლოს
და
გააანალიზოს
ამ
ნორმატიული
აქტების
მოქმედების
პერიოდში
გამოვლენილი ხარვეზები და შეიმუშავოს რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოსათვის;
თ)
ამოწმებს
პარლამენტის
ნორმატიული
აქტების
გარდამავალი
დებულებებით
აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების
დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ
არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას
უდგენს კომიტეტი;
ი) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტს;
კ) განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნას
წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს;
ლ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
მ) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და
აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე;
ნ) საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე,
შეისწავლის
ადმინისტრაციული
ორგანოების
საქმიანობას,
საჭიროების
შემთხვევაში
გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს;
ო) კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების
მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა
საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში
შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
პ) კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ
საკითხებზე კონსულტაციის გაწევის
საკონსულტაციო
საბჭო,
რომელიც
მიზნით, შესაძლებელია შექმნას სამეცნიეროშედგება
შესაბამისი
დარგის
კომპეტენტური
სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის
წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით;
ჟ) თანამშრომლობს აგრარულ და მომიჯნავე სფეროებში მომუშავე სამთავრობო და
არასამთავრობო, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან, საქმიან
წრეებთან და მეცნიერებთან;
რ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
ს) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. კომიტეტის აქტები
1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.
2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე, კანონპროექტის განხილვის შემდეგ,
შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების
კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს,
პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.
3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციისა და
კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის
რეკომენდაცია
შესაძლებელია
წარედგინოს
პარლამენტს
ან
რეაგირებისათვის
ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები
არაუგვიანეს ერთი თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.
მუხლი 5. კომიტეტის შემადგენლობა
1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის სამი
მოადგილისა (მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე) და კომიტეტის წევრებისგან.
2. კომიტეტს
პარლამენტში,
მის
გარეთ
და
შესაბამის
საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობებში წარმოადგენს თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტი
ირჩევს კომიტეტის წევრთაგან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი
წესით. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის
სხდომებს;
ბ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
გ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი
მოადგილის
კანდიდატურას;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ვ) საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, პარლამენტს წარუდგენს
კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას
ყოველი წლის შედეგების მიხედვით;
ზ) კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომიტეტის სამოქმედო
გეგმის ვადით, ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად;
თ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
ი) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
3. კომიტეტი, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით,
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს
(მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
4. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
5. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის
თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
6. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის
თავმჯდომარის
მოვალეობას
ასრულებს
მისი
პირველი
მოადგილე.
კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ავალებს მის
ერთ-ერთ მოადგილეს.
7. კომიტეტის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის
თანამდებობებზე;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში;
დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;
ე) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.
მუხლი 6. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ
სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ ორი სხდომისა (სესიებს შორის
პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის
სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის
სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა.
3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს
მის მუშაობაში. კომიტეტის წევრი სხდომაზე დასწრებას ადასტურებს სარეგისტრაციო
ფურცელზე ხელის მოწერით.
4. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან
ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა ქვეყნდება პარლამენტის
ვებგვერდზე.
ამ
პუნქტით
განსაზღვრული
ვადა
არ
ვრცელდება
კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე.
5. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის
შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით
გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის
შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია
კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი
საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს
დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კომიტეტის
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით.
დაუშვებელია
კანონპროექტის
განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.
8. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ პარლამენტის სხვა
წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
9. საქართველოს
მთავრობის
წევრი,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა
საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან
რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს
საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი,
საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში –
ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი
გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
10.
კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული
წარმომადგენლები,
რომელთაც,
სხდომის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით, მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
11.
კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით
აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია
მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელე-რადიო რეპორტაჟი.
12.
პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
13.
კომიტეტი
14.
პარლამენტის
უფლებამოსილია
გამართოს
თავმჯდომარის
გასვლითი
მოთხოვნით,
სხდომა.
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით,
შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ
საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის
გადაწყვეტილებას.
მუხლი 7. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი,
რომელიც
არის
კომიტეტისადმი
დაქვემდებარებული
პარლამენტის
აპარატის
მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული.
2. კომიტეტის აპარატი:
ა)
მონაწილეობს
კანონპროექტების,
გადაწყვეტილებების
პროექტების,
შემუშავებაში;
კანონპროექტებზე
პარლამენტის
კომიტეტის
დასკვნების,
დადგენილებებისა
გადაწყვეტილებათა
შენიშვნებისა
და
და
სხვა
პროექტების
წინადადებების
მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის
აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული
სპეციალისტები).
5. კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი
კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.