საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ტაბატაძე, მოადგილე - ვლადიმერ ჩაჩიბაია) და დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-163/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-163/20' 15-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 15 დეკემბრის პირველ საორგანიზაციო სხდომის ოქმს და კომიტეტის დებულებას. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლით დადგენილი წესით კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ალექსანდრე ტაბატაძე, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა ვლადიმერ ჩაჩიბაია. (დანართი 13 ფურცლად) პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის (შემდგომში-„კომიტეტი") საქმიანობის მიმართულებებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობასა და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. 3. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. 4. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნდობის ჯგუფი ზედამხედველობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს. ნდობის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 5. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. თავი II კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უფლებამოსილებები. მუხლი 2 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; 1 ბ) მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; დ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს; ე) ადგენს კომიტეტის სამოქმედო გეგმას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, თითოეული აქტივობის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრის/წევრებისა (თემატური მომხსენებლები) და აქტივობის განხორციელების ვადის მითითებით და აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე; ვ) იღებს გადაწყვეტილებას აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფს დანიშვნის თაობაზე; ზ) იხილავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირების, მათთან შეერთების, მათი დენონსირებისა და გაუქმების საკითხებს; თ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში იხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; ი) იხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი; კ) იხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიური ანგარიშებს; ლ) ახორციელებს სახელმწიფო თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან, მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან, მობილიზაციასთან, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის ეროვნულ კონტროლთან, კიბერუსაფრთხოებასთან, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროსთან, კონტრდაზვერვით საქმიანობასთან, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასა და დაცვასთან, ვეტერანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის რეგულირებას და მიღებული კანონების შესრულების კონტროლს; 2 მ) შეიმუშავებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და რეკომენდაციებს; ნ) იხილავს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს; ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 183-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; პ) იხილავს საქართველოს მთავრობის წარდგინებას საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების თაობაზე; ჟ) შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის თაობაზე; რ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შესაბამის სტრუქტურებთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჭიროებისამებრ აფორმებს მათთან მემორანდუმს; ს) უზრუნველყოფს კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას; ტ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს. 2. კომიტეტი კომპეტენციის ფარგლებში საკონტროლო ფუნქციების განხორციელების მიზნით: ა) აკონტროლებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას; 3 ბ) ისმენს და ეცნობა საქართველოს მთავრობის წევრის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის ანგარიშებს და მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას; გ) იხილავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. სამსახურის საქმიანობის შეფასების მიზნით შეიმუშავებს დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც შეიძლება აისახოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები; დ) ეცნობა და აანალიზებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტებს; ე) ეცნობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებული არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ; ვ) შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს; ზ) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; თ) აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად; ი) ამოწმებს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას. შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას; 4 კ) ამოწმებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას; ლ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს. თავი III კომიტეტის შემადგენლობა მუხლი 3 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 2. კომიტეტის თავმჯდომარეს თავის წევრთაგან ღია კენჭისყრით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტი. 3. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს და აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 4. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების, გადადგომის და კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევის წესები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 5. კომიტეტის წევრს შემადგენლობიდან. უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან; დ) იმ ფრაქციის, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში გაუქმების, მისი შესაბამისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის ან შესაბამისი ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გაწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან; 5 6. კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის ურთიერთობებში წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარე. საპარლამენტთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს; გ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; დ) ნიშნავს კომიტეტის წევრებს თემატურ მომხსენებლებად მათი ინიციატივების გათვალისწინებით კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით და მასში გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის.; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს; ზ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას; თ) გამოსცემს განკარგულებებს შიდა საკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; ი) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 7. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების, გადადგომის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 8. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 6 9. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით მოვალეობას; მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. თავი IV კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 4 1. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. 2. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. 3. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში-მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომიტეტი ვალდებულია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. 5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი 6. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ეს ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე. 7. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის 7 დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 8. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. თუ ორ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას ხელფასი დაუკავდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 9. კომიტეტი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნის კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ფრაქციის მიერ კომიტეტში დანიშნული წევრის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად ფრაქციის სხვა წევრით შეცვლის უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს. 10. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 11. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებს სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 12. კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 13. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის 8 უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. 14. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. 15. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 16. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 17. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი. 18. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ გადაწყვეტილებას. 19. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 20. კომიტეტი განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემოსული საქართველოს საკანონმდებლო აქტის პროექტები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. 21. კომიტეტი იღებს დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. 22. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. ბიუროს, 23. კომიტეტის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე. 24. კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი 9 უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 25. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისაგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა კომიტეტის მიერ მოიწვევა საჭიროებისამებრ. თავი V კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 6 1. კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 2. კომიტეტის აპარატის ამოცანაა კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, დოკუმენტური, საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. კომიტეტის აპარატი: ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; ახორციელებს გ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომიტეტის აპარატის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 10 4. კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ერთეულთა რაოდენობა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 5. კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 11
დანართი
olr3q'r6gotrr q)r U0o06cnCbob 3er0ogggotl bbqrafob arj0o Nl 2020Sq'ob 15 qggBg0bg6o, 13:00llrloro 3r6qr$g6gob bdlrbq,g, 6gbcrrr3gq,ob 6$bo6o Ng 3a6ogggob lrlorcobottrrn ocorbo N532 bbqrcnOob orr30Aqrcn0.:6g: o6l3qro bg6,:o.: bbqrefrb gb$63bosgfu6: o6r3q'o bg6,:or, qrgjb.:6qg6g g;b;g$c, Bqrqgo0g6 BrBob.ro,r, o6l3qro Bojcn3.l6o, 5c'r6o038pqro,:6o,5or bg6,l03oqro, goc.r66obgq,r63oqo,CJJbggt63oqro, o6s3q,o j;qgr6o03oqro. 3rb,:3rbots3oqro, qgqob$Xbt6o5o 1. cn;gqgrg3oli.: qrJ g0ots6c"rgbob 3co0ogggobco.:g0aqrc.r0r63gbob 0c"rsqr6oq,ggbob 16899'; 0c'r0bbg6gfu qro: o6r3qro bg6ror 2. or,:3pr63ol.l.r qr,:g0o06cngbolr qrgbgqrSbob0g0g8t3gbs; 3cn0ogXgob 0o0bbg6gbgq,o: o6.:3qrobg6ror x Ocrffgg3obJ,:6qrl0g6gob orl3qg,:6gobr qgr g0o06c.rgbob 3cnOogggob Jo63cqr b.lc'r66r6ob.:6ocn bbqrcnOr%g or.:30aqr.a.lOgO 3cnOogggob o6r3qro bg6;ol0 3cn6o$ggolr $X363bb0ogq,c'r6t X 0c"r$36ob3r6q'r0g6gob $66r.rb,>qgr jr6co3Xqro r0er06Bg3q,ob 0o96 6l0o6b,lqrgb3q. qgoqgo6qrc.rbl. 0c'r0bbg63bgqr6': g,:60.:ggbSbo gug63.: 3c-r0ogggob $g36gbbo0 r0bo6og6o qgqob$gb6ogotr 6c'ro3qrb,>6p,:Jo6qrbgb bljs6ol3cqrr, 0c'rllbqrgc"rbrb. 5':6bc"r6go3qrgbrDo, 3er6o$ggob ort30Aqror0;6g0 .:q6o66.:, 6c.r0 3o6roqr,:6 bgq,obggq,gbob qgqotJ $gb6o6otl g06oE363q':c"r3':6gbo 6r$oq'o g3r38o6Egbl j3gg6obolrgq)r3gobg6l6o.:6erbob 5lb0g3o63b;lr.l qrJ x6c"r363qrogb':g6cobc'rgbob 6,ldqrog6gbrb,3c'rOogggob brj0ol6r.rb; 0o0;6cngqro ojbgbr I mgjbgbr dlqro,:6o66gbbog6o brj0or6r,rbrl0 169 bt3lbc'rbqggbqrerbl3ocnbgbbg flgflrcnb,tb, ilb.l es b6gqrgcrglb, rbCAC, l6bgbgq,o 16.:qg6r0erggbgb.:b 3arOogggob.:qgl bqrc.rbob XbUEoir 3;66qr3b0o, 6.:6 6.:or3,lq'olr$o6gbgq,oltl.lj56orgC*lcntr 3cn6bgogg6oob tbrq,o 63qr.:i6ooor,rqg; Sr6qrrogbgob rbrqro 6g3qrc036goor,.,gl6;6btp,l 0afbbgfub3qr0.:.0,16 rbCBC lq6o06r, 6c'r0 3cnOog3gl.r 0$oE6cn or.l6.:606c,r0q,arb,:gjfub.: b.rjr6orggq,rdr lrlS6or':tsar6olrcr Jr6$boc'r6gborlb qr' Jr6$6oar6o iggg'xbob b.:3.:6er60qrgbqrr.r.r6g;6c,rgbor: tsgb.:b;Oolr rbCaC, r6rqrogo3g6 gg66fuborr6 3c"r0og3ggbor.:6, er gjbJg6gor,: $6otr flJ60c'r0lqgggbq'gbcn,l6, 6c.r6c.r6g.:qr6oqrcrb6o3,olrSlr,:g6orl0c.r6obc"r qrer6gbg. s9qobflgb6o6olrqr':0$3ogxbob030qg36, eqolr flgb6ogocoglbb,:bq36gq, Jo63gqr bs3oorbor;6 qr':3':30o6gboco, 0arObbgbgbcq3ar lq6o66.1, 6c'r0 3cnOogggobor,>3OaEcn0,>6olr Jo63gq,o 0c"r':qg6oq'ob$':6q5g5ob u*qcbr $gb 3cn.ogggob orr30aqrc.r0r6glr. ,:g6o06gqro ggqrgbJac"rboq'gbob g66q,gb0o 0.r6.:0or,:6,r0qrxbcnortg gro.:q,go6l,:qgjb.l6qr6g orbrordob 3'6qgoqg'9g6'. Ocn0bbgbgbcqar3c"rOogggob flg3ogbl 5.:r66c.rq,3ibr6q6g g,rbrgrdob bocn66rgogq'o6orbrgg03bo. 0l6.:q6o86,:,oma o.:b.:!3Lgb.:g6orbergbol-r b3j6c.r60o6g0xrbob 06.:3rq,gq,or6og,:0c"6qroqrgb.: qrr 0o6o$gbgq,n.gj;6g-6gOq,obgcnqgb.:. 696q,,:096gob31-g Ogbq,ob Og_2Jgbjgob $;6,:qrpbb g06.:gq,gbcrb;tsoEg0;3rq,o 96, $t60c.rqr6g6oq,ooj6.: gqr,:qgo0g6BsBob.:o,:b o6.:3q,o bg6.:o.:0qg.:0b$6gJo6gbb 6r,:g6cng1 0mbrggOgbo. 3J6qgoqrJ$orJflr6p6g6ob 030qg6, bbqrc.rOob cnt30aqrcn0.:6g0 tq6ots6,r,6c.r0 6r"r6ar66 $o6,> Ec'rff333ob' olr3lb'>q'o 0c"rfl333ob J;6qr.:8g6g"r,-aq,rffiob,: qr g0o06c.rgbob 3cn0o$g6b;ftb QoqQo6r8cr6qroqrSb,: or'3qr'330b, 3b,:360rbcrgborr,: qg,:bl0l6-rqrpr63nor bg36c,r00,6.:6 drq'orb Oobrb;q'Ogbgqror.,ra bgg6c.r0o 8396o 3crOogg$ob $g36gbo ,>6orb drqro,lb qr,: g.:6,:coqrgbgqCbo, 6,:0c"gqgoq'gbo 6.:9 g06o0g6gq,c.,3.:6gbo b.lggd3Cqor 3ooogggob CBCC0U6oli;jOo.:6c.rbob,:co3ob.,. 3cr0ogggob or.:g0aqrc'r0.l6ob 0crqr.oqggbob 3r6qroqgrgg6gbor$ qgr3,lg0o6gbocrr 0g6o0g6gbo16 gs0c"rorj0gq,,>. 3er0ogggOr 36orb0.:qr qrrglo6l 0br6o s.l60eqr66oqr 3;bEoqgrggr6gbb. 0afb69 - t0; - 0. flo6.r.:q0qggbo 2. 3c"r0o$3$obbbqgc'rOob qrqob $3b6o5oorgr6br%q36gqr 0gcn6gb.r3oorbcor6 qr.:3.:30o6gboor 3c"r0o$9$obcn':30aqrc"r0':690 o6.:3qro bg6'o,:0 3.oogg6"b $66gbb 6.:s66er3aroogggotr q'gbgq';gbob36c'r3igo, 6c"rogqrco.:6 p.:3,:3tso6gbocn 3ra"[g6nb $66gbob 0o96 0g6o036gbo qr,rOcrbsb6gbXbo s6 gl0c.rorj0uq,rqr,:g6cnb0,:qg p.:glo6, OUIO.,. 0cn0b6g- 10; So6.:rg0qrgbo- 0. bbqrcnOobcn,:g016qrr.r0r6g o6t3qro bg6 bbqrcnOob0qrogr6o br6ol bc.rlio$3oqro L,ln/",h-^