საქართველოს მოქალაქე კახა ყურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
საკანონმდებლო წინადადება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
(კანონიდან 9010 მუხლის ამოღება და ცვლილების შეტანა კანონის 906 მუხლში)
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 9010 მუხლი, რომელიც
განსაზღვრავს „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ
დადგენილების აღსრულების წესს“ ამოსაღებია კანონიდან, რადგან, აღნიშნული ნორმა
მოქმედი
კანონმდებლობის
გათვალისწინებით,
კონფლიქტშია
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებთან და მათ საფუძველზე
ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან - როგორც სამართლებრივი შინაარსის მიხედვით, ისე
აღსრულების სამართლის სუბიექტების უფლებამოსილებებთან მიმართებაში.
მითითებულიდან გამომდინარე ცვლილებაა შესატანი ამავე კანონის 906 მუხლში.
კერძოდ ამოსაღებია პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი და ნორმის განმარტების მეტი
სიცხადისთვის დასამატებელია მე-3 ნაწილი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს
კანონის 906 მუხლი შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 906:
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულება.
1. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება:
ა) დაჯარიმების შესახებ;
ბ) საურავის დარიცხვის შესახებ.
2. ჯარიმის იძულებით აღსრულებასთან და საურავის აღსრულებასთან დაკავშირებული
ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. საურავის შესახებ დადგენილების აღსრულების მიმართ, გამოიყენება დაჯარიმების
შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მიმართ დაწესებული ღონისძიებები.
1
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს
კანონი“-ს 906 მუხლში ცვლილების შეტანის და 9010 მუხლის ამოღების შესახებ
ა). ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი - საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის თავდაპირველი რედაქციით 299-ე მუხლის მიხედვით
„დადგენილებას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ
აღასრულებენ ამ კოდექსის 209-ე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული შინაგან საქმეთა
ორგანოების თანამდებობის პირები“; ხოლო მე-300 მუხლის მიხედვით „დადგენილება
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღსრულდება
მძღოლის მოწმობის და მასზე დართული ტალონის ჩამორთმევით, თუ მძღოლს
ჩამორთმეული აქვს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.... თუ
მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება,
თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, მძღოლის მოწმობას დადგენილი წესით
ჩამოართმევენ შინაგან საქმეთა ორგანოები.“
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის პირველადი სახე,
რომელიც მიღებულია 01.05.1999 წელს, არ ითვალისწინებდა რომელიმე კონკრეტული სახის
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას, თუმცა მე-2
მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული კანონით დადგენილი წესით აღსრულებას
ექვემდებარებოდა დადგენილება იმ ადმინისტრაციული ორგანოებისა (თანამდებობის
პირებისა), რომელნიც უფლებამოსილნი არიან კანონით დადგენილი წესით განიხილონ
საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
სავარაუდოდ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის გავლენით
23.06.2005 წელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-300
მუხლმა განიცადა ცვლილება, რომლის მიხედვით „თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული
აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის
2
ჩაბარებას, სასამართლო აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით“, თუმცა
ამავე მუხლის მიხედვით, დადგენილება სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების
ჩამორთმევის
შესახებ
აღსრულდება
მძღოლის
მოწმობის
ჩამორთმევით,
თუმცა
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის ჩამორთმევის წესს ადგენდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ხოლო ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით
„დადგენილებას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ
აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები“.
აღნიშნული
ცვლილებების
გავლენით
სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ
საქართველოს კანონში, 07.12.2010 წელს შევიდა №3884 ცვლილება. კერძოდ კანონს, მათ
შორის დაემატა 906 – 9010 მუხლები, რომელთა მიხედვით „ამ კანონით დადგენილი წესით
აღსრულებას ექვემდებარება დადგენილებები: ა) დაჯარიმების შესახებ; ბ) სპეციალური
უფლების ჩამორთმევის შესახებ... სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
ჩამორთმევის შესახებ დადგენილება აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით. თუ
მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,
თავს არიდებს მძღოლის მოწმობის ჩაბარებას, აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას
იძულების წესით ჩამოართმევს.“
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2013 წლის 27
ნოემბერს შევიდა №1644 ცვლილება, რომლის მიხედვით ახლებურად ჩამოყალიბდა
აღნიშნული კოდექსის 299-ე და მე-300 მუხლები. კერძოდ „სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებას აღასრულებენ შინაგან საქმეთა
ორგანოების თანამდებობის პირები..... სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერების შესახებ დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესვლის
დღიდან.... სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, მართვის უფლების
შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის და ჩამორთმეული
მართვის მოწმობის დაბრუნების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი.“ რაც შეეხება ჩანაწერს „თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის
ჩაბარებას, სასამართლო აღმასრულებელი ჩამოართმევს მოწმობას იძულების წესით“ -
3
ამოღებულ იქნა, თუმცა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამის
მუხლებში ცვლილება არ შესულა.
ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს წინააღმდეგობას საქართველოს საკანონმდებლო
აქტებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების
აღსრულების წესთან და აღსრულებისათვის უფლებამოსილი ორგანოების განსაზღვრასთან
მიმართებაში. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დებულებებიდან და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების მოქმედი საკანონმდებლო ნორმების
საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კანონის აღსრულების
ჩამოყალიბებული
პრაქტიკიდან
გამომდინარე, დარგობრივი
ნორმატიული
აქტების
კოლიზიის აღმოსაფხვრელად, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. კერძოდ მოხდეს 906 მუხლის რედაქტირება,
ხოლო 9010 მუხლი ამოღებულ იქნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი - დარგობრივი ნორმატიული აქტების ჰარმონიზაციის გზით,
სააღსრულებო კანონმდებლობაში აღსრულების ნათელი პროცედურების დამკვიდრება და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების პროცესში, სახელმწიფო დარგობრივი
ორგანოებისათვის,
კანონით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
შესრულების
არაბუნდოვანი, ეფექტური მექანიზმების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი - I. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს
კანონის 9010 მუხლი განსაზღვრავს „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესს: მუხლი 9010. სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი „1.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ დადგენილება
აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით. 2. თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული
აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თავს არიდებს მძღოლის მოწმობის
ჩაბარებას, აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას იძულების წესით ჩამოართმევს.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438“,
4
თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 30-ე და მე-300
მუხლებში 27.11.2013 წლის №1644 საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ნორმატიული
აქტების შესახებ საქართველოს კანონის დებულებებიდან გამომდინარე, სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებდა მართვის უფლების ჩამორთმევის ინსტიტუტს და განსაზღვრავდა
მართვის მოწმობის ჩამორთმევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს
- ფაქტიურად
ძალადარკული აღმოჩნდა.
საქართველოს პარლამენტის 27.11.2013 წლის №1644 საკანონმდებლო ცვლილების
თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-300 მუხლი განმარტავს
სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
უფლების
შეჩერების
შესახებ
დადგენილების
აღსრულების წესს: „1. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ
დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. 2. პირს
მართვის მოწმობა ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლება. 3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერების, მართვის უფლების შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის
უფლების
აღდგენის
განსაზღვრავს
და
ჩამორთმეული
საქართველოს
შინაგან
მართვის
მოწმობის
დაბრუნების
წესებს
საქმეთა
მინისტრი. საქართველოს
2013
წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 - ვებგვერდი, 13.12.2013წ.“
მითითებულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგილი აქვს ნორმათა
კოლიზიას
სხვადასხვა
დარგის
საკანონმდებლო
აქტებში
და
მათ
საფუძველზე
ჩამოყალიბებულ პრაქტიკასთან - როგორც სამართლებრივი შინაარსის მიხედვით, ისე
აღსრულების სამართლის სუბიექტების უფლებამოსილებებთან დაკავშირებით. კერძოდ:
1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 9010 მუხლის პირველი
ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ
დადგენილება აღსრულდება მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით, თუმცა, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 300 და 303-ე მუხლების შესაბამისად „ჩამორთმევის“
ინსტიტუტი ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ჩაანაცვლა „შეჩერების“ ინტიტუტმა და
შეიცვალა ამ უფლების შეჩერების ათვლის მომენტი: „სატრანსპორტო საშუალების მართვის
5
უფლების შეჩერების შესახებ დადგენილება აღსრულებულად ჩაითვლება კანონიერ ძალაში
შესვლის დღიდან. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სპეციალურუფლებაშეჩერებულად
ჩაითვლება ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან, ხოლო
მართვის
უფლების
შეჩერების
სპეციალურუფლებაშეჩერებულად
ვადის
ჩაითვლება
გაზრდის
ამ
შემთხვევაში
უფლების
შეჩერების
მძღოლი
შესახებ
დადგენილებაში მითითებული შესაბამისი თარიღიდან“;
2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 9010 მუხლის მე-2
ნაწილის მიხედვით, თუ მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო
საშუალების
მართვის
უფლება,
თავს
არიდებს
მძღოლის
მოწმობის
ჩაბარებას,
აღმასრულებელი მას მძღოლის მოწმობას იძულების წესით ჩამოართმევს, თუმცა
აღნიშნული წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი
უფლებით
აღჭურვილი
თანამშრომლების
კომპეტენციას.
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად: „პირს მართვის მოწმობა
ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, მართვის უფლების
შეჩერების ვადის შემცირების, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენის და ჩამორთმეული
მართვის მოწმობის დაბრუნების წესებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრი“; ხოლო ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილებას
აღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.“
უდავოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერების აღსრულება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შსს ორგანოების
პრეროგატივას, ხოლო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტი, როგორც მართვის უფლების
შეჩერების დაწყების მომენტი აზრს მოკლებულია და ობიექტურად არსებული რიგი
პირობების გამო, ვერ შევა აღმასრულებლის კომპეტენციაში.
II. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უპირობო ცვლილებები
შევიდეს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 906 მუხლში, რომელიც
მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი
6
წესით აღსრულებას ექვემდებარება დადგენილება: „ბ) სპეციალური უფლების ჩამორთმევის
შესახებ“.
III. ნორმის განმარტების მეტი სიცხადისთვის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
საქართველოს კანონის 906 მუხლში, დასამატებელია მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს,
თუ რომელი ღონისძიებები იქნება გამოყენებული ამ მუხლში მითითებული საურავის
შესახებ დადგენილების აღსრულების მიმართ, რადგან ამ კოდექსის 909 მუხლი განმარტავს,
მხოლოდ დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულების მექანიზმებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები საჭიროების შემთხვევაში
დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე - კანონპროექტის
მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე - კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ცვლილება
წარმოადგენს გამაფრთხილებელი სახის დებულებას და იგი ვერ იქნება გასაჩივრებული
სასამართლოში, რაც თავის მხრივ არ წარმოშობს სასამართლო ხარჯების საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
7
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა.
თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციაში გაწევრიანებისას
აღებული და სხვა კონკრეტული ვალდებულებების შესრულებაში, რაც ემსახურება ქვეყანაში
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას (ევროსაბჭოს
მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები REC(2003)17 და
ევროპის საბჭოს ევროპული
კომისია იუსტიციის ეფექტურობისთვის (CEPEJ) 2009 სახელმძღვანელო დირექტივები).
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
1. 2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და
8
ევროკავშირს
შორის
ჩარჩო
ხელშეკრულების
თაობაზე
ევროკავშირის
პროგრამებში
საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.
2. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ერთობლივი დეკლარაცია ვილნიუსი, 2013
წლის 28-29 ნოემბერი. ვილნიუსის სამიტის მონაწილეებმა განსაზღვრეს ის მიზნები,
რომლებიც პატნიორობამ უნდა განახორციელოს, მათ შორისაა: შემდგომი ნაბიჯების
გადადგმა დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის
უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემის
რეფორმის გაგრძელებისა და სამართალდამცავი სისტემის გაძლიერების გზით.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის
ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი კახა ყურაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი -
კავკასიის
საერთაშორისო
უნივერსიტეტის
სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი კახა ყურაშვილი.
9