„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010320000.05.001.017921) 1261 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31
დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს
დადგენისა და წახალისების მიზნებისთვის – 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31
დეკემბრამდე პერიოდი, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელიც ამოქმედდა 2017
წლის 1 ივლისიდან, ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა,
განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი,
ჩამოყალიბდა საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დადგინდა
სხვადასხვა კანონქვემდებარე და საკანონმდებლო აქტის მიღების ვალდებულება. მათ
შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
პარლამენტისთვის წარდგენა, რაც ემსახურება საჯარო მმართველობითი ფუნქციის
განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური მოწყობის
ერთიანი პრინციპების გავრცელების უზრუნველყოფას.
მოცემული გამოწვევების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი
პარტნიორებისა და ექსპერტების დახმარებით მომზადდა „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე საუკეთესო
პრაქტიკას და ამავდროულად ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების
კატეგორიებად დაყოფის პრინციპებს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი მომზადდა კომპლექსური და
მრავალმხრივი პროცესის შედეგად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საჯარო
სამართლის იურიდიული პირების პირველადი/ზოგადი ფუნქციური ანალიზი და
დადგინდა შესაბამისი კრიტერიუმები საჯარო სამართლის იურიდიული პირების
მიმართ საჯარო მმართველობის გავრცელების თვალსაზრისით. ამასთან,
კანონპროექტი
ნათლად განსაზღვრავს სსიპების შესაბამის კატეგორიაში
გადანაწილების ზოგად პრინციპებს.
გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული კანონპროექტით ასევე განისაზღვრა
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების
ჩამონათვალი, როგორიცაა შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება,
სსიპებისთვის კატეგორიების მიკუთვნება, სსიპებში დასაქმებული პირების
სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა. ყოველივე აღნიშნულის განხორციელება, კი
დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან, რის გამოც დადგინდა, რომ „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო
ცვლილებები ამოქმედდეს 2021 წლის 31 დეკემბრიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას და პრაქტიკაში მის
უხარვეზო განხორციელებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის სისტემის ფარგლებში
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია, „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის
გაგრძელება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. გარდამავალი პერიოდის გაგრძელება, ასევე
დაკავშირებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედების
(2021 წლის 31 დეკემბერი) ვადასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის მიღების აუცილებლობით,
რომლითაც კანონის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის 31
დეკემბერი. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელება 2021
წლის 31 დეკემბრამდე შესაბამისობაში იქნება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს
კანონის ამოქმედების ვადასთან. ამდენად, იმისათვის რომ „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად პასუხობდეს არსებულ
გამოწვევებს, აუცილებელია კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება,
გარდამავალი პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება გარდამავალი პერიოდი 2021
წლის 31 დეკემბრამდე, რა დროსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
ფარგლებში
მოხდება
მომზადებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა და მიღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის პირველ პუნქტში და დადგენილი
ზოგადი გარდამავალი პერიოდი ხანგრძლივდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
ა.დ)კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო და
ადგილობრივი
ბიუჯეტებიდან.
თუმცა,
კანონპროექტის
მიღების
დაყოვნებამ
შესაძლოა გამოიწვიოს რიგი რეგულაციების ამოქმედება, რაც თავის მხრივ, გავლენას
მოახდენს საჯარო დაწესებულბების ბიუჯეტზე, საჭირო იქნება მინიმუმ არსებული
ფორმით გაწერილი ბიუჯეტის სხვაგვარი კორექტირება, სადაც გათვალისწინებული
იქნება ყველა ის ხარჯი იმ მოცემულობით, რაც აუცილებელია ახალი რეგულაციების
ამოქმედებისთვის.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.თუმცა გასათვალისწინებელია,
რომ სსიპ-ების კატეგორიზაციას და მათში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი
სტატუსის განსაზღვრას შეიძლება გავლენა მოეხდინა დასაქმებული პირების შრომის
ანაზღაურებაზე, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე შესაბამისი დასაქმებული პირების მიერ გადასახდელი
საშემოსავლო გადასახადის კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე :
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არ
დადგება ბიუჯეტის გაზრდისა თუ სხვაგვარი კორექტირების საჭიროება, რომელსაც
შესაძლოა ადგილი ქონდეს გარდამავალი პერიოდის გადავადების შეუძლებლობის
შემთხვევაში. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა კატეგორიზაცია, რომელიც მათ
განსხვავებული რეგულაციების პირობებში მოაქცევს, ერთის მხრივ დასაქმებულ
პირთა სამათლებრივ სტატუსზე იქონიებს გავლენას, ხოლო მეორე მხრივ შესაძლოა
გავლენა იქონიოს მათთან მიმართებაში ბიუჯეტით გაწერილ შრომის ანაზღაურების
საკითხზე, რაც პირდაპირ კავშირშია დაწესებულების ბიუჯეტთან. ამასთან,
გარდამავალ პერიოდში რიგი აქტივობების განხორციელებას შესაძლოა თან სდევდეს
გარკვეული სახის ხარჯები, რომელიც ინდივიდუალურად იქნება შესაფასებელი
დაწესებულების რესურსებისა და საჭიროების გათვალისწინებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით;
კანონპროექტით
არ
დგინდება
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს დაწესებულებებში დასაქმებულ სუბიექტთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით გარდამავალი პერიოდი
გახანგრძლივდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება არ მოხდება,
დაწესებულებაში დასაქმებულ სუბიექტთა სამართლებრივი სტატუსის სხვაგვარი
მოწესრიგება, ახლებურად მოითხოვს მათი როლისა და ადგილის არსებულ
სტრუქტურაში განსაზღვრას, რაც ინსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად ფინანსური
გავლენის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/
შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის
მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ რსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.