საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ბექა ლილუაშვილი, მოადგილე - გოჩა ენუქიძე) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-166/20'
15-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2020 წლის 15 დეკემბერს გამართა პირველი საორგანიზაციო სხდომა. სხდომაზე
შემუშავებულ იქნა კომიტეტის დებულება და არჩეულ იქნენ კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე - ბექა ლილუაშვილი და მოადგილე - გოჩა ენუქიძე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე და 33-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ
დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის დებულებას და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმს.
დანართი: 19 ფურცელი
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
პროექტი
დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს ...... წლის
.......... გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
1. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის
(შემდგომში
კომიტეტი)
დებულებით
განისაზღვრება
კომიტეტის
საქმიანობის მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის
ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კომიტეტი შექმნილია საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, საკანონმდებლო
საკითხების წინასწარ მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის
შეწყობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა
ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის
შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის
წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი)
საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.
4. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამეტის თავმჯდომარე.
თავი II
კომიტეტის შემადგენლობა
მუხლი 2.
1. კომიტეტის შემადგენლობა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (შემდგომში
რეგლამენტი) დადგენილი წესით განისაზღვრება - ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
2. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან, მან ამის
შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროსა და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
3. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გაწვევის შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ
ცნობად მიღების მომენტიდან;
გ) იმ ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნება იგი
წარდგენილი კომიტეტში;
დ) იმ ფრაქციის გაუქმების მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნება იგი წარმოდგენილი
კომიტეტში;
ე) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
ვ) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.
მუხლი 3.
1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე თავის წევრთაგან სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის,
პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო
ერთი მოადგილის კანდიდატურის – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან
ჯგუფს.
3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობს და მან ვერ
დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი
მონაწილეობს და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც
მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს და
ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს
შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი
ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის
გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების
რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.
6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
2
7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს,
გამარჯვებულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით
გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ,
წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება
მხოლოდ ორჯერ.
9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან
მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის არჩევისათვის.
თავი III
კომიტეტის უფლებამოსილებანი
მუხლი 4.
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების
პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე
წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ
ფურცელს;
გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს;
ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და
სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას
წარუდგენს პარლამენტს;
ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა
ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს
პარლამენტს;
ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას რომელიც
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე;
კ) კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ
მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და
აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში
გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული
3
აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და
იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.
ლ) კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის
საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების
საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას
განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.
მ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 5.
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამოწმებს საქართველოს მთავრობის, მინისტრის,
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული
აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას.
შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ
ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას.
2. კომიტეტი მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს პარლამენტის
ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას.
კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას შესრულების ვადას
უდგენს იმ შემთხვევაში, თუ დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი.
კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ
ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც
შეისწავლის აღნიშნულ ინფორმაციას და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს მას პარლამენტის ბიუროს.
3. დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.
მუხლი 6.
1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო
დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით
დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს
და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა
მოუსმინოს კომიტეტმა.
2. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი,
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი კომიტეტის მოთხოვნის
შემთხვევაში ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი
დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
4
თავი IV
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 7.
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზედამხედველო
კანონშემოქმედებით საქმიანობას, აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
და
2. კომიტეტი მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის ეკონომიკის დარგების
პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში და შესაბამისობაში მოჰყავს
საქართველოს
კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
მუხლი 8.
1. კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან
პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. აღნიშნულ სფეროებს
განეკუთვნება ვაჭრობა, კონკურენცია, მეწარმეობის განვითარება, ინვესტიციები, სახელმწიფო
შესყიდვები, სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა, ინოვაციები, ენერგეტიკა,
კომუნიკაციები, ტრანსპორტი, სივრცის დაგეგმარება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა,
პროდუქტის უსაფრთხოება, სერტიფიცირება, აკრედიტაცია და სხვა.
2. კომიტეტი საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას გამოყოფს
საქმიანობის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს:
ა) ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური
გავლენის შემცირება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობა;
ბ) სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა;
გ) თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა. ბიზნეს სუბიექტებს შორის
მაქსიმალური კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩოს
გაძლიერება.
დ)
წარმოების განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტიორი კომპანიების
მასტიმულირებელი პოლიტიკის უზრუნველყოფა.
ე) დასაქმების მაჩვენებლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესების მიზნით კერძო
სექტორის მხარდამჭერი პროექტების ეფექტიანი განხორციელება.
ვ) ბიზნესგარემოზე ზემოქმედების მქონე საკანონმდებლო ინიციატივების
რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტის გამოყენება.
განხილვისას
ზ) სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა. სახელმწიფო შესყიდვების დავების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მექანიზმის არსებობა;
5
თ) სახელმწიფო ქონების ოპტიმიზაცია და მართვის ეფექტიანობის გაზრდა, საწარმოთა ფლობის
რაციონალური პოლიტიკის გატარება, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაცია;
ი)
საქართველოს
ენერგეტიკული
პოტენციალის
მაქსიმალურად
ათვისებისა
და
ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკა. საქართველოს, როგორც
ტრანზიტორი ქვეყნის როლის გაძლიერება. ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია
ბაზრის პრინციპების დანერგვა. განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება,
ენერგოდამზოგველი და ენერგოეფექტური პოლიტიკა;
კ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა;
ლ) საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაცია და გაფართოება;
მ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მათ შორის
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების
(DCFTA) წარმატებული იმპლემენტაცია;
ნ) გადახდისუუნარობის რეფორმის წარმატებით განხორციელება, რაც მიმართული უნდა იყოს
პროგნოზირებადი
გადახდისუუნარობის
და
მიმზიდველი
საინვესტიციო
გარემოს
უზრუნველყოფისკენ, აგრეთვე ხელს უწყობდეს ფინანსებზე წვდომას;
ო) სამეწარმეო გარემოს ხელშემწყობი, განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოს
სრულყოფა;
პ) ტურიზმის განვითარება და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება.
ჟ) ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. ერთიანი პოლიტიკის
გატარება. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება, რკინიგზის რესტრუქტურიზაცია.
მუხლი 9.
კომიტეტი, თავისი კომპეტენციისა და საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ:
განიხილავს
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს;
ბ) ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
ანგარიშს;
დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშს;
ე) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშს;
ვ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და პარლამენტში
დასამტკიცებლად წარდგენილ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს.
6
ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის
ანგარიშს;
თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშს;
ი) საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშს;
კ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშს;
ლ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“, მათ შორის
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)-ს
შესრულების ანგარიშებს.
მუხლი 10.
1. კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, არანაკლებ 12 წევრის
შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან ფრაქციებისა და უფრაქციო
პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების,
საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს
წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
2. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის
დებულებას და საკონკურსო პირობებს კომიტეტი დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის
თავმჯდომარეს.
მუხლი 11.
საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის
შესრულების აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომიტეტი,
პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი დამოუკიდებელი აუდიტორების
შესარჩევი სატენდერო კომისიის შემადგენლობას.
თავი V
კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 12.
1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე.
2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილეებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
7
3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება პარლამენტის
ბიუროს.
მუხლი 13.
1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კანონპროექტები, აგრეთვე კომიტეტის კომპეტენციისთვის
მიკუთვნებული სხვა საკითხები.
2. კომიტეტი იღებს:
ა) რეკომენდაციას;
ბ) დასკვნას;
გ) გადაწყვეტილებას.
3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს
დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს.
კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ
სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.
4. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების
დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია
შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს.
მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს ერთი თვის ან კომიტეტის მიერ
დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.
5. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდა საკომიტეტო ორგანიზაციულ
საკითხებზე.
მუხლი 14.
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;
დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის
კანდიდატურას;
ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით
განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა
კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული
8
საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის
სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა
უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან
საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
ზ)კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა
პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და
შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით. ანგარიში წარედგინება პარლამენტის
აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
თ) კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაო სფეროში/მიმართულებაში თუ
არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს, კომიტეტის თავმჯდომარე თავად
განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების ვინაობას.
ი) კომიტეტის თავმჯდომარე ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა
საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
და
სხვა
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის
დავალებით ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს .
4. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად
უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია
საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.
მუხლი 15.
კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი
პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის ერთ-ერთ
მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 16.
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის
მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები,
აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის
სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.
9
2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით,
კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით თემატურ მომხსენებლებად ნიშნავს. კომიტეტის სამოქმედო
გეგმით
გათვალისწინებული
ყოველი
სამუშაო
სფეროსთვის/მიმართულებისთვის
პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალ პარლამენტის წევრთაგან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ
ფრაქციების წევრთაგან და უფრაქციო პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც შედიან საპარლამენტო
ოპოზიციაში. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო
თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
3. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში არსებული
საკითხები
(მათ
შორის,
კანონპროექტები)
მისთვის
მიკუთვნებული
სამუშაო
სფეროს/მიმართულების მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის
(კანონპროექტის) განხილვისას წარუდგენს კომიტეტს.
მუხლი 17.
კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების
მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ პარლამენტის წევრები
და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
მუხლი 18.
1. კომიტეტთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება
შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტებისაგან. საბჭო შემადგენლობას ნიშნავს
კომიტეტის თავმჯდომარე.
2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტი. შეიძლება
გაიმართოს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
მუხლი 19.
1. კომიტეტი შესაბამისი მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე
ადგენს, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილებით მტკიცდება საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან
არაუგვიანეს 2 კვირისა. სამოქმედო გეგმა კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
მტკიცდება, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის
ვებგვერდზე.
2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი,
საზედამხედველო, თემატური მომხსენებლების ერთიანი სიის შესახებ, შესაბამისი სამუშაოს
შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ.
10
მუხლი 20.
1. კომიტეტის თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომას თავისი ინიციატივით,
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს
დავალებით. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ
სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში
კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა
წინასწარ განსაზღვრულ დროს.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა.
3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის
მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა
კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით
შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით
აცნობებს.
ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი სესიის განმავლობაში არა
უმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას,
შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია კანონპროექტის
საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის
წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე.
6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის დახურული
სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს
სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის
დახურვა.
8. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის
წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
9. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
11
10. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
მუხლი 21.
პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან
შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს
კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან
დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი VI
კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 22.
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი,
რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი
სტრუქტურული ერთეული.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების
პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე
დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო,
ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მონაწილეობს კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და სხვა
კორესპონდენციის შესწავლასა და განხილვაში.
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის
აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 23.
1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები
(საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები).
2. კომიტეტის აპარატის უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს,
კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია
კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის,
კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ
ერთეულებს შორის ურთიერთობებს;
12
ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და
სხდომათა ოქმების გაფორმებას, აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის წერილობითი ანგარიშის
მომზადებას.
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას,
კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე
მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის
დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე;
მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების
პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და
განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის
საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და
კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს;
ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ
შენიშვნებსა და წინადადებებს;
გ) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და
კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
13
დანართი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-112/20'
15-12-2020
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ დავით სონღულაშვილს
საქართველოს პარლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ფრაქცია “ქართული ოცნება”
წარმოგიდგენთ ბატონი გოჩა ენუქიძის კანდიდატურას.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
bsj16o13Xqrerb
qr66cnb6qo
g6ar6o0q
Serqrogo3ott
bbqgs)Oott
N1
j. o$oq'obo
15 q96g0bg6o , 2020 S.
lrbqrnOolr cnrg0sqrr8st6g: q)b3ocr)
ft c'rOo g g golr or,:30aqgcn0.:69)
LlbqgcnOotr Oqng$o: 0lor bX6dgbots3oqro
bbqgoOrb 3b$6gbe4gbgb :
3c'rOogggotr $66gbo: bgdr
qrr0bo; 0;6o10
qr;q'ljo63oqo; bg5l6
Bo6ergodg $gq, l0 $936o).
bbqgerOlb sbCAC alt$6gbclq,6gb
q'oq'g.:03ogo; 6arfu gbgjodg; 0.r6os0
; Oobgoq' qrcA03oq'o; .:q'3jb;6q963
o6r3q'o 6gbg66o03oE'o; 3sboq'
ortbl006c'r0q'gbo q)J 0rb03q9oob
$r60c'r0.:qg6bqrgbo.
bbpcrO,: grbb6.: q)s3oo)
bOsors g06r3qrglrcnboor qr.:0$3ogq'.1
qr;rqrsbgg6l 33ar6g0olr l6bgborbr qrr
$gb6o6o.
sgqob $Ctt6obo:
L qrt6gerb6o3o 33erbc'rOo3obr ('5
g3ober0o396o Jcnqro$o3olr 3er0o$g$ob
ACbUqCbob ts30gtsrgbr;
0erObbgbgbCqo: (,t3ocD berbqgq'r03oqn
2
qgs66c"rb6o3o g3cl6er0o3obs q)J
ort30AEcn0 r6ob 0 cn,:qr 6oq'6botl
g3c.rbarOo3g6o Jerq'o$o3ob 3er0o$3$ob
Oer0bbgbgbCgo: q)r3ool be$qgq'r08cq'o
t
0erolr0obglr:
1. bbqro0ob orl30aqgc'r0r6ob - lQrrgocD befiqgq,r8goqol.l 0cnbbS6gbs blj;6opq'c"rb
Js6g"r0g6$otr qr,:66c"rb6o3o g3cnbc'rOo3obr eJ g3er6c'r0o3g6o ilc'rqro$o3ob
3c"rOogggob E3bgqgbob bg0g0sgb,:b3 i
0c.r0bbg63bCq0r 46$obg6olior3ob $r60cn',:qrgobr brj;rlotggqob 316q,;036$olr
qr.:615cnb6o3o g3c'rbc"rOo3obt
ql g3c"rber0o3g6o Sc"rqro$o3ob 3erOo$g$ob qrgbgq'gbob
J6n3jgo,
ric6o 6.:Ocnor jggtl : 0 96o035 gbo E; $o6;qr,:qrgb gbo ;6 g;OcnorCO gqt.
gsq.os$go$gb: 3c"r0o$g$il; 0b;6o CQ;3$o6r b;js6or3gqrcdi
3ldrq,;0g66olr qrl65cnb6o3o S3crbcn0o3olil QJ
g3etbc"r0o33 6o Jc"rq'o$o3ob 3er0o$31)ob <pgbgq'3boti
36<ngjgli;
0c'rob0o5gb:
2. bbqro0ob orr36aqrc"r0t6ob
- q)53oo; bcnbqgqrlts3oq,olr 0obbg63b.:
brj,:6or3gq'c"rb 3,:6q,;0g6$otr qrr66c"rbrtro3o g3erbc'r6to3obr q)J g3obc"r0o3g6o
Joqro$o3ob 3c"r0o$Coob orr305qrc"r0r6olr 0c"rlqr6oq'gpbob.:6Bggob o.:c"rbl%3.
b.:j.:6or3gqlcrb 3;6q,;0366ob qr,l66c"rbrlo3o 33c"r6c"relo3ob; qrr g3c"r6o0o336o
Jc"rqro$o3ob 3cn@o$CO.b or,:i305qrc"r0l6;30 Jo63gq, 0c"rlqrSoqrgqg $l>60c"rrqg5obl
bCCl qroqrS;O3oq,olr, bc"rq'c"r 3c"r0o$0$oli orl30;gqrcn0r6ob 0o.:qr5oq,3E,
g6ljgos ,,;l;6or3qro c.66gt)ob" 0o96 $l60erqg66oqro - 5c"rBl gbgjodob
3rbqroqr;gg6l.
1956o 5rOercrrj3gb : 0g5ots363bo qrs $obsqgrqrgbl;bo s6 g.:Oc"rcn jOpq,r.
g6orb0rqQ qQrglo6r 0bv6o btjt6o6gq'elb
6rqgr$6oggb:
qrt66erb6ogo g3c.rberOo3obo q)r
93arber0o
Jerq,ogo3ob 3er0ogCOob cn,:301qc'r0l6olt
Jo6ggq'
- bCCt q'oq'g;0goq,ob Er lOcag
3erBogggob
ors3BSEar0s6olr 0rn.:qr6oq'gqp -
6cnBs
gbgjodotr
bbqrrOob ortg0aqrer0t6g
bbqgoOob 0qrogr6o
q)rgoo lxnbqgq,.:Egoqro
Orot bg6dgSo0goqro
დანართი
Aefbbgbgbgqn
qDgc,o, tx'lbRuqs0goq,o - bsjsr6o6gqerb Js6q,s0g6gob
$616o
b\r'rOob09qX5o:
l. 3oOogggOc Bbr6o qsglo6r btj,>6o3gq,erb Jt6q,$g6gou q.or66ob6ogo
ggobcn0o3olrc qrs q3o6<c0o3g6o Joqrogo3ob
s6osjgb;
3cnOogggob qggbgq,gbob
2. J<'rOoOCOOr 0b,:<6o qg.:glor6.: brj.:r6or6q,ob J,:6q,s0g6gotr qr,:66ob6o3o
g3erbrnOo3obc qg.: g3o6er0o3g6o Joq,ogo3ob
3o6ogggoU orrg026q.oo0t6olr
Jo6g3q, 0orqg6oq,gsg - bgjr qoqlcr03oqnb qr rar3c
J<,taoocoob
orr30aq.oodl6ob 0o,rq.o6oq'3q -
6o8.: gbAjodob c6Bg3rb;
3oOr,()goob rJr6\lr,lt
br js6orggq'erlr Jr6q'r0g66o
3r'r0 o
g g gob bb q.oerOolr
erjOo N" I
j. oBoq'olro, 15 qggg0b36o ' 2020 $gq'o
brjr6orggq'rnb 3t6q5AC6$ott Qs66ob6o3o
g3er6o0o3obr qgr g3erber6o336o Serqro$o3olr
$96<6orr bsg<6oxn
6rerqg6obr - 10
r. qeta;;b6,.8., CJtbtnao3ol-rl qrl 33rn6rn0o336o J<'rqro$o3olr 3cnoo$X$otr
qggbgq,3bob ts3Ogtsr33br; Z. Qr6bob6o3o 33r'r6oEo3ob': qgr 33c'rbrn0o3g6o JmE)oOoJou
0c'rLr0g6ob lrt3oorbo:
brnbqgq,l€3oqro q'53oo,
q'oq'3rts3oqro b3ir
q,l0bo 0;6o16
j36o3oB3oqro 0.:6or0
. cgsg83oq'o aob3oqr
erq,)Cots3oE'o lq',3ibrbP63
7. $rj$g bg5.:6
8. 03%366ots3oq'oo6s3q'o
x4"rhr'