საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გივი ჭიჭინაძე, მოადგილე - დავით კაჭარავა) და დებულება

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-200/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1

📜 ტექსტი

წერილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი 2-200/20' 16-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმს და კომიტეტის დებულების პროექტს. დანართი: „15“ (თხუთმეტი) ფურცელი კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
პროექტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1 საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი უზრუნველყოფს კომიტეტების, მათ შორის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მეშვეობით. მუხლი 2 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 3 კომიტეტის თავმჯდომარე. საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავი II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მუხლი 4 კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში: ა) კოორდინაციას უწევს ქართულ დიასპორასა და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრას; ბ) ამზადებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობებისა და მჭიდრო კავშირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს; გ) ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავება-განხორციელებას ქართულ დიასპორასა და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით;. დ) უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ფართო სპექტრის კავშირების დამყარებას; ე) მუშაობს ქართულ დიასპორასთან საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე; ვ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას და მათ ინტეგრაციას ერთიან ეროვნულ სივრცეში; ზ) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ქართველი და კავკასიელი ხალხების ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას, თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესწავლას, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; თ) მუშაობს კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციისა და ერთიანი კავკასიური (რეგიონალური) პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით; ი) ხელს უწყობს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას, კავკასიელი და ქართველი ხალხის ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას; კ) აქტიურად მონაწილეობს კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაში; ლ) ქართული დიასპორის ჩართულობით, თანამშრომლობს უცხოეთში არსებულ კავკასიის ხალხების დიასპორებთან, მათ დიასპორულ და კულტურულსაგანმანათლებლო ორგანიზაციებთან; მ) მუშაობს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე; ნ) სწავლობს მიგრაციული პროცესების მიმდინარეობისა და რეგულირების, შიდა და გარე მიგრაციის განვითარების, მიგრაციული პროცესების პოლიტიკისა და მართვის საკითხებს; ო) თანამშრომლობს მიგრაციის, ქართული დიასპორისა და კავკასიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და დარგის ექსპერტებთან, როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ისე აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევების დაძლევის კუთხით; პ) კომიტეტი რეგიონალური უსაფრთხოებისა და მეგობრული სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, მუშაობს სამხრეთ კავკასიის სახემწიფოთაშორისი ურთიერთობების თემატიკაზე. თავი III. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია მუხლი 5 კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. მუხლი 6 1. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი. 2. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 4. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 5. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს. 6. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. 7. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. 8. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. 9. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 10. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის არჩევისას. თავი IV. კომიტეტის მუშაობის წესი მუხლი 7 1. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს; დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს; ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე; თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. 3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას; ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 8 კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 9 კომიტეტის წევრი თანაბარ საწყისებზე მონაწილეობას იღებს კომიტეტის მუშაობაში, უფლება აქვს განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. თავი V. კომიტეტის უფლებამოსილება მუხლი 10 1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს; გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; დ) რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს; ე) აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე; კ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს. მუხლი 11 საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. მუხლი 12 საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. მუხლი 13 კომიტეტი დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის კომიტეტის დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. მუხლი 14 1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სასამართლო პრაქტიკას და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს. მუხლი 15 კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. 2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს დავალებით. 3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 5. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. 6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს. 8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე. 9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. 10. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა. 12. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. 14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი. 15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა. 16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია. მუხლი 16 1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება. 2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება. 3. კომიტეტის დასკვნის ნიმუში/ნიმუშები მტკიცდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს. მუხლი 17 პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მუხლი 18 1. კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. 2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა მტკიცდება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ეცნობება პარლამენტის ბიუროს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. კომიტეტის სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე და 39-ე მუხლებითა და 201-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების, შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ. სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი/წევრები. აღნიშნული წევრი/წევრები ავტომატურად არის/არიან რეგლამენტის 45-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტის თემატური მომხსენებელი/მომხსენებლები. მუხლი 19 1. კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით. 2. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით. 3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც ამ ანგარიშს დაუყოვნებლივ უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. ანგარიშის განხილვის საკითხი პარლამენტის ბიუროს შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. თანამომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წუთით. 7. საკითხის განხილვა მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად. 8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს. თავი VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა მუხლი 20 1. კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. 2. კომიტეტის კომპეტენციისა და საქმიანობის ფარგლებში კომიტეტის აპარატი უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა აქტების პროექტების მომზადება; ბ) უზრუნველყოს კომიტეტის აქტების პროექტებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; გ) უზრუნველყოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; დ) უზრუნველყოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ე) უზრუნველყოს საკანონმდებლო წინადადებების შესწავლა-ანალიზი წინადადებებთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; და ამ ვ) უზრუნველყოს განცხადებების, მიმართვების, წერილებისა და პეტიციების შესწავლა, ანალიზი და კომიტეტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება; ზ) უზრუნველყოს კომიტეტის სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადება; თ) უზრუნველყოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების პროექტების მომზადება; ი) უზრუნველყოს კომიტეტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ორგანიზება; კ) უზრუნველყოს კომიტეტის მიერ განსახილველი/განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული ან წარდგენილი შენიშვნების დამუშავება და დადგენილი წესით ასახვა; ლ) უზრუნველყოს კომიტეტის სხდომების გამართვა; მ) უზრუნველყოს კორესპონდენციის კომუნიკაციის განხორციელება; დამუშავება, გაგზავნა და სხვა საჭირო ნ) კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საზოგადოებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა; ო) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, დოკუმენტური, საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 21 1. კომიტეტის აპარატს ჰყავს კომიტეტის აპარატის უფროსი. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 2. კომიტეტის აპარატის უფროსი ხელმძღვანელობს კომიტეტის აპარატს. იგი გეგმავს, ორგანიზებას უწევს და წარმართავს კომიტეტის აპარატის საქმიანობას. 3. კომიტეტის აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანების საფუძველზე კომიტეტის აპარატის უფროსის უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეიძლება დაეკისროს კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტს. 4. კომიტეტის აპარატის უფროსი პასუხისმგებელია კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე. კომიტეტის აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეები პასუხისმგებელი არიან კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის აპარატის უფროსის წინაშე. 5. კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კომიტეტის თავმჯდომარის ან კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებით და მასთან/მათთან შეთანხმებით. 6. კომიტეტის აპარატის საჯარო მოხელის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოს აღწერილობით, ხოლო კომიტეტის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოსილებები − სათანადო ხელშეკრულებით. 7. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 8. კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი. მუხლი 22 1. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით. 2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი.
დანართი
qgorbSer6obqgr3rg3.:boobbr3oolbcrrr3crOo$g$oltSo6Sgq,obrer66r6oblSoelbbqgeraolr ojOo N I ,-#;:ff;:':,:#::'::rr:;, (CgadJglto, III bs6oryrqo) - bgjr qgorlr3er6ol$qrr 3r33rboobl$3oorbcor3er0o$9$oborl302gqger0r63 bbqgoarbUdqgCbcrqgr: erqro016ol. bbqgoOrbgl$6gbnq.obg6: I qgodtSo6obrqrr3rS3rboobbr3oorbcnr3o0o$g6ob$ffi6gbo:6o3ololobld3'q)r3ocr)3':$J6131' 0gd0r6ol03oq'o' 6etqrl6 jgcrrg3r6qggObrdg,6gb,>63er6ggq,odg,br3rq,$ 0o6%erggo,o6.>3q'o $g6dgE $3' o6r3q'o lrgborCISoq'o' 16 gb$6gberqgl: bbqgoOrtr bbgakobggq,26,>&cboq'26;Ss1obsbggdsttti':6aggq'elt3':6g'>0g1Qobposlfito6obsgs gsglsboob ltssootbots3a0o!2@ob 8 fgg6olt g.':,l:ff6g0ool : r6t6gor39gb$tfuberqgbgb bbqgmOsl, - r3,r6r$ob 0cnbgq'6boqgrOer$pgq'o b6306gbo' 3cnOo$g$ob sgqolt $gb6o6o 16893l; 0cnlq96oq'39bob orr305q9c'r0l6olr lrl3ocobcnr3cnOo$g$ob 1. qrorlr3c.r6ol6qEr,:3sg3.:boob lrl3ocnborr3cn0o$9$obqpbgq'gbob CI3Ogtsl3gbr' 2. qgorbScr6oltqEr;3r33rboob 0er0bbg6xbgqn: bc$ orlg0aqgcc0l69. oqgo0r6or - qrorbScn6ob,:Qr 3r33rboob lj53oorborr 3eroo$g$otl oogbrq,O.:qrr0b$6g blberg4gcngbrb qrl 5;136o bbqgetOobsQQob bbqgcraoborr3026qgcn0r63 qgr $ob'rqrrqrgbgbo Jr6q,r0g6gob $m6gbb tsg6ots36gbo qgr3r3tso6gbocn $gb6o5o.ry6ots6gq,orr6 qrqob $gb6o5o' qgolb3er6obl t6 5rflergcojgr6coEr p6$obg6oor qglrfl6Jo6CtJ$r60c'rq96g6oq'o auqOs9 bgjl oqgo8r6or0 3c'rq'gb0btJ qgr 3tg3rboolrbr3oorbcrrr3rnaog3gob or.:301qger0r6g0, 0o96 6rSggq'o brj0orbcnbr' 6t,:g6o $o61acngggob3l6q'r0g6gtso 3erOo$g$ob tl'r3ocnbcnl6qgr3r30o6gboor' 3cnOo$g$ob Sgqob $gb6o6oor 5lcoSrq'ob$o63bgq' Jo63gqr bgjr c"rqroBl6ol0 lsjr6ormq'erb Jr6q'r0g6$ot 636qrr036$ob tsgb':braobrq9 corg0lgqgc.r0r6g qg$blbgqrr br$cn6oboSo 0<'rrqr6oq'olrcnrbrOqggbrnblb3 3c.roo$g$oborr305Eer0l6ob 3o63gq'o corg0aEcn0r6ol.l0c'rrE6oq'ol.lorr6$qggberb'rbX, $olobrdob 3r6Eoqgrgg6t. br.rq,c.r,3cn0ogggol.l g06;3q,gberbob3gcngocrr, $l60eng6g6oq,oogc.)e|tgoor 3$r6rgrb 3rbqgoqgr$g6r' 3e)Oo$O$olj ro6Bogb' $66gb01, cc6ogg3l6qroEr$o 36orb0lqg qrl3l3tso69boor' 3cn0o$9$01 Sgeoli $gb6o5ocrr 5rcn3lq'olr$o69bgq' 03c'r69 br3oorborl6 qg3bgqpbr 0goOg8lgrqgolbSer6olrlpr 3l33.rlroobbr3oorbcnl3cnOo$g$otr 3el0o$g$tu 6rqgt$$o$r 1. qgorlr3c'r6oltqgr3,:33rboobbr3oorbcn': 3er0o$3$ob$6fu b0r' 3cn0o$3$ob orr30lqrcr0;6ob 3o6ggq' 0erlqr6oq'CsQ boSo$olobrdg, bc'rq'c't3er0o$9$ob q)r3ool3111619rro6Boglr' Oerlqggoq'CsQ cDr30q5c"r0r6olr Z. 3er6ogggflr tsgo0g8rgt qgollrSer6olt qgl3rS3lboob br3.ocobcolSer0o$g$ob qggbgE'gb')' bbqgerOoltortg0p6qgm0r6g: bgjt c'rqgo8r6ol bbqgc'r0olt0qgogr6o: bgjr bodobr0goqo