საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი, მოადგილე - ლევან ქარუმიძე) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-199/20'
16-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020
წლის 15 დეკემბერს გამართა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა. კომიტეტის
სხდომაზე შემუშავდა კომიტეტის დებულება, ასევე აირჩიეს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი და მოადგილე - ლევან ქარუმიძე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ
კომიტეტის დებულებას და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის
დებულება
მუხლი 1: ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება
განსაზღვრავს კომიტეტის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობისა და გადაწყვეტილების
მიღების წესებს, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) არის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შექმნილი ორგანო, რომელიც
თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების
შესაბამისად.
3. კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ერთის
მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების
(რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის
კომპონენტს) დროულ და ეფექტიან განხორციელებას და აღნიშნულ პროცესში
საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.
4. კომიტეტი თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ევროკავშირთან
მიმართებით საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში.
5. კომიტეტი წინასწარ ამზადებს საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობს საქართველოს
კანონების,
საერთაშორისო
ხელშეკრულებების,
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობას.
მუხლი 2: კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების
მიზნით, ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის
განხორციელების ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით,
საკანონმდებლო საკითხების მომზადება.
2. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის
საქმიანობის წარმართვა.
3. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის „ევრონესტის“
მუშაობის წარმართვა, პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების,
შენიშვნებისა და წინადადებების წარდგენა. ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებთან
თანამშრომლობის გაღრმავება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში
გამოცდილების გაზიარების მიზნით.
Page 1 of 8
4. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობის
ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
გაღრმავება
5. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირში
ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით
6. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო
ორგანოების საქმიანობისა და საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა
და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი.
7. ევროკავშირში
ინტეგრაციასთან
დაკავშირებულ
პროცესებში
საზოგადოების
ჩართულობის ხელშეწყობა.
მუხლი 3: კომიტეტის უფლებამოსილებები
კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის
ფარგლებში:
1. შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით.
3. მონაწილეობს პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების
პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის
თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის
ამსახველ ფურცელს.
4. განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას.
5. აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა
და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის
დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
6. ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის
დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
7. აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ
მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი
შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი
მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად
საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების
ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების
უზრუნველსაყოფად.
8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი ამოწმებს საქართველოს მთავრობის,
მინისტრის,
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სხვა
სახელმწიფო
უწყების
ხელმძღვანელის
ნორმატიული
აქტების
საქართველოს
კანონმდებლობასთან
შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას. იგი შეისწავლის და აანალიზებს ამ
ნორმატიული აქტების მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს
რეკომენდაციებს, რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას.
9. კომიტეტი მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს პარლამენტის
ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას.
Page 2 of 8
10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამთავრობო პროგრამასა და საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
11. ისმენს საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვა ორგანოების წარმომადგენლების ანგარიშს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების
დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის
ფარგლებში თანამშრომლობის
მიმდინარეობის შესახებ. ზედამხედველობს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციული
პროცესების წარმართვას, ისმენს ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის დახმარების
პროგრამებისა და პროექტების განხორცილებასთან დაკავშირებით.
12. შეისწავლის და აანალიზებს ევროკომისიის მიერ ქვეყნის შეფასების წლიურ ანგარიშებს
საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის
შესრულების შესახებ.
13. წარმართავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო ასოცირების
კომიტეტისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის
„ევრონესტის“ მუშაობას, პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების,
განცხადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას, შენიშვნებისა და წინადადებების
წარდგენას.
14. საკანონმდებლო ინიციატივების ტექსტებზე მუშაობისა და საკანონმდებლო დაახლოების
განხორციელებისას, თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესის
წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო და პროფესიულ ორგანიზაციებთან,
აკადემიურ წრეებთან.
15. კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებული გეგმის მიხედვით, საკუთარი
ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე,
შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, გამოითხოვს შესაბამის
მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.
16. კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და
აქვეყნებს მას პარლამენტის ვებგვერდზე;
17. უზრუნველყოფს ასოცირების შეთანხმების შესახებ საქართველოს პარლამენტის
ვებპორტალის aa.ge-ს ფუნქციონირებას.
18. იღებს მოქალაქეებს და განიხილავს მათ საჩივრებსა და განცხადებებს.
19. წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.
20. ახორციელებს ამ დებულებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა
საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4: კომიტეტის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები
1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3
მოადგილისა (მათ შორის ერთი პირველი მოადგილის) და კომიტეტის წევრებისგან.
2. კომიტეტის წევრები არიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები.
3. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობებისა და იმ
პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ
ფრაქციაში საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად.
Page 3 of 8
4. კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის
წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით.
5. კომიტეტი თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს (მათ
შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
6. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება
აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის
კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა –
უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
7. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი
არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის პირველი მოადგილე. კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით.
8. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.
კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:
8.1.
მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის
მომენტიდან;
8.2.
ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
მომენტიდან;
8.3.
იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი
კომიტეტში;
8.4.
მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
8.5.
კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.
9. კომიტეტის თავმჯდომარე:
9.1.
წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, პარლამენტის გარეთ და შესაბამის
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
9.2.
იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, აგრეთვე კომიტეტის პირველ
საორგანიზაციო და რიგგარეშე სხდომებს;
9.3.
ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და სხდომის ოქმებს;
9.4.
საერთო კოორდინაციას უწევს უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის
ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კომიტეტის
კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში;
9.5.
კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს პირველი მოადგილის კანდიდატურას;
9.6.
ანაწილებს ფუნქციებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
9.7.
ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს
პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს;
9.8.
გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
9.9.
განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს საკუთარი ინიციატივით, ან
კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით;
9.10. ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აგრეთვე სხვა
შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
Page 4 of 8
9.11. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს. კომიტეტის
თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.
10. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
10.1. კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის
გადადგომის,
გადაყენების,
მის
მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
10.2. ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
11. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
11.1. კომიტეტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის
შემთხვევაში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დავალებით, ასრულებს
კომიტეტის თავმჯდომარის მოავალეობას;
11.2. ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
12. კომიტეტის წევრი:
12.1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის
მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე; განსახილველ
საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს
განსხვავებული პოზიცია; ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;
12.2. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა
მიიღოს მის მუშაობაში;
მუხლი 5: კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და
ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. პირველი საორგანიზაციო სხდომის
ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
2. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, სასესიო
პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში
კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა
მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.
3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს
დავალებით.
4. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა.
5. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა
მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული
წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის
სხდომამდე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება
ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის
შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს
ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას,
შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
Page 5 of 8
6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება,
თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით
ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის
სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული
საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება,
გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის
მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან
დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით
გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8
პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს,
აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან
დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების
თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს.
8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან
ერთად, სხდომამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ქვეყნდება პარლამენტის
ვებგვერდზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაზე.
9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი
საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის
ამოღება
შესაძლებელია
კომიტეტის
სხდომაზე
დამსწრეთა
უმრავლესობის
დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის
ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
10. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის
დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით,
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის
განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.
12. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის
წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.
Page 6 of 8
14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით
აკრედიტებული
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებათა
წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი.
15. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში დაუშვებელია
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
17. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან
შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს
კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ
საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის
გადაწყვეტილებას.
მუხლი 6: კომიტეტის აპარატი
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის აპარატი, რომლის
ძირითადი ამოცანაა კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური,
დოკუმენტური, საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
2. კომიტეტის აპარატი წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის
აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
3. კომიტეტის კომპეტენციისა და საქმიანობის ფარგლებში კომიტეტის აპარატი
უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პარლამენტის
დადგენილებებისა და სხვა აქტების პროექტების მომზადება;
ბ) უზრუნველყოს კომიტეტის აქტების პროექტებისა და საჭირო დოკუმენტაციის
მომზადება;
გ) უზრუნველყოს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული
საკითხების მომზადება;
დ) უზრუნველყოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საკითხთან
დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
ე) უზრუნველყოს საკანონმდებლო წინადადებების შესწავლა-ანალიზი და ამ
წინადადებებთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ვ) უზრუნველყოს განცხადებების, მიმართვების, წერილებისა და პეტიციების შესწავლა,
ანალიზი და კომიტეტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის შესაბამისი საკითხების
მომზადება;
ზ) უზრუნველყოს კომიტეტის სამოქმედო გეგმების პროექტების მომზადება;
თ)_უზრუნველყოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების პროექტების
მომზადება;
ი) უზრუნველყოს კომიტეტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ორგანიზება;
კ) უზრუნველყოს კომიტეტის მიერ განსახილველი/განხილული საკითხების შესახებ
გამოთქმული ან წარდგენილი შენიშვნების დამუშავება და დადგენილი წესით ასახვა;
Page 7 of 8
ლ) უზრუნველყოს კომიტეტის სხდომების გამართვა;
მ) უზრუნველყოს კორესპონდენციის დამუშავება, გაგზავნა და სხვა საჭირო კომუნიკაციის
განხორციელება;
ნ) კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით,
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის
საზოგადოებისა და ცალკეული დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა;
ო) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი,
ანალიტიკური, დოკუმენტური, საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის
მიზნით.
4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირები). კომიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
Page 8 of 8
დანართი
brjr6ot3gq'rnl, Jrdtqrr0966.t1,
Cg6cr3rborbo6gg664cnl-r 3oOoggrgobbbqm0otroj0o N I
2020$qnb ls q9AlC0h6o
cn0oq'o[o
a.',,
- 0;3t bcn]er6o63oq'o
lrbqmOoborc90pgqro0r6g
trbqra'r0rtl
glt$6g&nqg6g6:
0r3l bolo6o0oq,o
jg6o3o0goqro
016o,10
q.'Cgrbj,:6g0od9
gq,obo boqrfisdg
6ocn66oJJboJbo
3rb;bg6 JU,hgJ
tstq'3s3$gc03oq'o
6o3cnq'rnbbr0bl6;dg
q,r3oo bmbqgq'rb3oqlo
6oo66o bcnAp3sbotsgoqo
eqob $gbt6o6o:
1.g36cnJrbor;6o6gg66;6oob 3o0ogggob crt30aqm0t6ob 8rnrqg6oq'ggbob
s6B6l.
2. gg6erJrbor,:6
o66g66l6oob 3rnOogggobq.ogbgq'gbob
qgt063o6bl.
J
bbq4'16.r9Obgqpq'obl: bbqo0ob cnrg0aqro0r6g0, 0,>3rbrnlcn6o03oq'0r, rbq,rqg ,:6Bggqro
Jr6q'0g6gob $66gbb ,:0ao06Bg3q'otrbqgcnbobOrnJrn3gbrOogq'rq.: qgr $,:60r6gbgq'o
b.:3rbe60qr9bqc'r
brj0ol6cnb,:gbp63r. cnr3oaqrnO$ob 6r66b,:qppboor,
jpgbobcrgob qr;bsbgq'o,
s0bo6og6o brOerOr3q,rnbCb0r 6gq'obb0rnbb 2024 $Cqb gg6cn3r30o6tso6;$g36or6gbob
cn$o3orq)U6o6l6rgb.rqrob6r3gcngblb.Oobogg6r60,:6ggbocn,0cn0qr66c"r
4 $q"t lrrj.:6cn3gq'cnb
J,:6qr$95$ob brj0o,:6cnbob
0cnr3r6oq36do, b$cn6gqg.:0
6.rqgr0$g6go6$o5ol.ror3ob0cnObrqg3br
ojbgbr, 6t0o6 3cn0ogggolr6rblr.:3gcn6gbgq'o 6rnq'o qrr 06o036gq'5.lb,t
rq6o06l, 6r,r6er6g
J,:6q'1096$obqr;66cnb6o33c'r0oggggbor.:6
l66gcn3g,lr.:bc.r6tqgc.rgbob
g,:6orc,rAggggbor,l6
.lj$og6o cn,:6;006c.r0q'crbob
5lorgtq'ob$o6gbocn.
3c'raog3gobcnl30aqrc'r8r6g0qrqob $gb6o6ob$,:6qrp6ob tscOcgca,
3cnoogggobor.:302gqrc.r0.:6o6
Jo63gqr 0c.r.:qr6oq'gqr0.:6o.10 i36ogo0goq,obr
0c.'qg6oq,gqg
qmJ6 j.:6g0odob
er
jrq'b.:ger60.:
3l6qroqr.:$g6gbo $;6;qr6o6.l.
0,:310 b.:%o 6,:gtrg; g6cnob 0b6o3 0,:6o10
j36ogo0goq'ot-r$r60.:ocbgq
b.ra;6cnqgr 3g6dcnb3j6er6tso.0gc"r6gb
6.:0cngqroq'gb,:b
0b6og,
b.:$c'r6o q'g3;6ol.r b.:gr6cn;tser6ol.ic-r
cr6g$ob.:gogbcrrr6 crr;6.:E06c.r0qrcnbob
10 $q.s6
6lg bgq'b 0gg$gc.rbb3c.r0ogggob
5.:0c.r6qoq'gb.:b,
0gb.:bt@obo
$160;63bgq, b.:j0o.:6crb.:tr
0o0.:6cngq'gbgbocrr.
j.:qrb.l6cr60,:016o,:0i3r6o3o03oq-'0;qgr b.:gc.r60.:
90g16 j.:6g0odg0 lr.:3gcn;6o0b,:6qg;$g6.>
J.:6q'.:0g6goU.:
qr.:
6.:0c.rb.:6gU
3cn0ogggob0o96 qg;lr.:bgq,o Oob6gbob6.:6bcn66ogq,gbolr
J6c'rggb0o
qr,:0.:qrq'cnbl6.:qg;gb;qggb
Olcoqr.:0o
3c-r0ogggb
3rOc4b.:sgcbuqo6qrcnbolrcngob.
3c'raogggobcrr.:30aqgar0l6g0
6r6b;boq'3cqre
qggbgq'gbob
J6c-rgjgo$s6.:qr6o6,:.
bbqrcrOob0gc.r6g br3ocrrbo- 3c.r6ogggotl
olr.rgb6l3c"r0ogggob
3cnOogggob
$660; 6oc.rr66o
06ots36gq,cn3.16
3.:bo,:60.:
qrl b.:Jrbgbob0bgbqo
t6c'rq'bg 2024 $q'oUor3olr qtb.:bgq'o 0o%6gbob floq$g3olr J6c4gbCIo
er 3r,r6ogggtl
c"rcnb
$t60l6gbgq,o Oc.r0qggbcn
gbg63;.
$q'o.:6ob.:j0o.:6cnbl
bs6b.:6.:dg0,
3cn0o$3$obfl3360,:6o3c'rqrcr%
6cngcn6gb;6r63cng6cnog6crrcnbgbob
3c.r6ogggorr
crr':g01qrc"r0,:6g0,
oOgqgo6r0cncnjgrb.:6.:6grng6cnog6cnc"rb.:cnr
3c-r0o$g$ob.:qg5 gg6cnJsbcn;6
o6gg56.:goob 3e"rOogggobtj6ogr6o cn.:6;006c"rbqrc,rbob,:cn3olr;0oO6BggqroU
er
$o6.:Eg
qtqrgbgq'o q$o6gbgboU0gb6gq'gboborgob.
3c'r0ogggO,:,bbqgc'r0.:bgg;6boq5q'
qrcglo6.:.
906.:3qr3bc.rboco
013.:bc'rlc'r6o0goqro
bbqrc'r0oUcn,:gOaqgcnO,:
69
rr.:3ocnbgbb
3g6$obg6ob tscsgcbrsg0brr6o b6gq,o