საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - შალვა პაპუაშვილი, მოადგილე - გიორგი ამილახვარი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-208/20'
16-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2020
წლის 15 დეკემბერს კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შემუშავებულ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დებულებას და კომიტეტის სხდომის ოქმს.
ასევე გაცნობებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულია ბატონი შალვა პაპუაშვილი, ხოლო
მოადგილედ ბატონი გიორგი ამილახვარი (ფრაქცია ,,ქართული ოცნება“).
დანართი: 15 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულების ხელის შეწყობას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის
ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის
ანგარიშს ან რომლის პარლამენტის წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ
ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს პარლამენტი
უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.
მუხლი 2.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
(შემდგომში
კომიტეტი)
უფლებამოსილება
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ამ
დებულებით.
მუხლი 3.
კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.
თავი II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 4.
კომიტეტი
საქართველოს
კონსტიტუციისა
და
კანონმდებლობით
დადგენილი
კომპეტენციის ფარგლებში:
1. კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის პოლიტიკის, მათ
შორის ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და
განხორციელების ზედამხედველობას.
2.
ამზადებს/იხილავს
განათლების,
მეცნიერული
კვლევების,
კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.
3. ხელს უწყობს განათლების ყველა საფეხურის განვითარებას.
4. უზრუნველყოფს საქართველოში სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის
მიზნით საქართველოს პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებას.
5. ხელს უწყობს მეცნიერების, პედაგოგების, აკადემიური წრეების და კულტურის სფეროს
წარმომადგენლების ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და
კულტურის სივრცეში.
6.
მუშაობს
განათლების,
მეცნიერებისა
და
კულტურის
სფეროებში
ევროპულ
ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
7. ხელს უწყობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში სამოქალაქო
საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებას.
8. უზრუნველყოფს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში პოლიტიკისა
და
რეფორმების
განხილვის
საკითხებში
მედიის
ჩართულობას.
თავი III. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 5.
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან
გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.
2. კომიტეტის შემადგენლობაშია არანაკლებ 10 პარლამენტის წევრი. კომიტეტი მუშაობას
შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი
და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.
მუხლი 6.
1.
კომიტეტის
წევრს
უფლება
აქვს,
ნებისმიერ
დროს
გავიდეს
კომიტეტის
შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, ბიუროს და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის
მომენტიდან;
ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;
დ) რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 7.
1.კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან
ირჩევს პარლამენტი.
2. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ
შორის, პირველ მოადგილეს) და ამის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება
აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის
კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ
ფრაქციას ან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო ერთი მოადგილის კანდიდატურისა –
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
არანაკლებ
შვიდკაციან
ჯგუფს.
4. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და
მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ
2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ
კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც
ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე
მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო
რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც
ყველაზე
მეტი
ხმა
მიიღეს.
5. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად
კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
6. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის
გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების
რაოდენობის
მიხედვით
პირველი
ან
მეორე
ადგილი
გაიყვეს.
7. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
8. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს,
გამარჯვებულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ
წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
9. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება
აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა
შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
10. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის
ან
მოადგილის
უფლებამოსილების
შეწყვეტის
შემდეგ
მისი
უფლებამონაცვლის არჩევისათვის.
მუხლი 8.
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით
მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში - კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
შემთხვევაში - კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის
სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. შესაბამისი
განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად
ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის
თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტი ცნობად იღებს პლენარულ
სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს.
განცხადება წარედგინება კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს
კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული
განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტის კომიტეტი
ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
5. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის
კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.
თავი IV. კომიტეტის მუშაობის წესი
მუხლი 9.
1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას.
2. კომიტეტის დებულებით განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და
უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული
საკითხები.
3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება
პარლამენტის ბიუროს.
მუხლი 10.
1.კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ
სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის
პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის სხდომა
მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით,
კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით, ან პარლამენტის
ბიუროს დავალებით.
3. კომიტეტის
სხდომა
უფლებამოსილია,
თუ
მას
ესწრება
კომიტეტის
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს
მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს,
აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია
კომიტეტის სხდომამდე წერილობით აცნობებს კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება
ფრაქციის
თითოეული
წევრის
მიმართ
კომიტეტის
სხდომაზე
დაუსწრებლობის
შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს
ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას,
შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე
წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე
(თავმჯდომარის
მოადგილე). კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად
ითვლება
მისი
ავადმყოფობა
(დადასტურებული
საავადმყოფო
ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის
წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი,
გერი, და და ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა ასევე, არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეული იქნა ამ მუხლის მე-7
დარღვევით.
კომიტეტის
წევრის
კომიტეტის
სხდომაზე
პუნქტის ვადის
დაუსწრებლობის
ფაქტი
ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
6. კომიტეტი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნის კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე
კომიტეტის წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების
თაობაზე კომიტეტის
თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს.
7. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან
ერთად
სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე. ამ
პუნქტით განსაზღვრული ვადა არ ვრცელდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვის შემთხვევაზე.
8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი
საკითხის
შეტანა
კომიტეტის
სხდომაზე
დაუშვებელია,
გარდა
საქართველოს
კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის შემთხვევისა. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის
ამოღება
შესაძლებელია
კომიტეტის
სხდომაზე
დამსწრეთა
უმრავლესობის
დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის
ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.
9. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე
კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის
(უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.
განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის
დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე
დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია
კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.
11. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ პარლამენტის
სხვა წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების
დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით
მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.
13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით
აკრედიტებული
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებათა
წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელე-რადიორეპორტაჟი.
14. პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეებში დაუშვებელია
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიღებულია
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
15. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ
პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე
კომიტეტის სხდომა ერთ დღეს იმართება და ერთ-ერთი მათგანი მაინც გასვლითია.
მუხლი11.
პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან
კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების
ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი V. კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის და მოადგილეების
უფლებამოსილებები
მუხლი 12.
1.კომიტეტის თავმჯდომარე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს
ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
2. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის
სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2
კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის
თავმჯდომარის მოვალეობას;
არყოფნის
შემთხვევაში
ასრულებს
კომიტეტის
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის
თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ)ასრულებს
კომიტეტის
თავმჯდომარის
ცალკეულ
დავალებებს.
5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად
შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი,
როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ავალებს მის
ერთ-ერთ
მოადგილეს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულების დავალების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება
აქვს კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს ან კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილეს. ამ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარის ერთერთი მოადგილე.
თავი VI. კომიტეტის უფლებამოსილებები
მუხლი 13.
კომიტეტი
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების
პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების
პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს და საქართველოს პარლამენტის
ოფიციალურ
ვებგვერდზე
აქვეყნებს
დასკვნებს
და
კანონპროექტის
თაობაზე
წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ
ფურცელს;
გ) განიხილავს საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს
პარლამენტის
ბიუროს;
დ)
განიხილავს
ე)
აკონტროლებს
ბიუჯეტის
პროექტს
საქართველოს
დადგენილებებისა
და
სხვა
შემთხვევაში,
შესაბამის
და
საკანონმდებლო
შეიმუშავებს
აქტების,
გადაწყვეტილებების
შესრულებას
დასკვნას
წარუდგენს
დასკვნას;
პარლამენტის
და
საჭიროების
პარლამენტს;
ვ) ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში,
შესაბამის
ზ)წყვეტს
დასკვნას
კომიტეტის
წარუდგენს
საქმიანობის
პარლამენტს;
ორგანიზაციულ
საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შეიმუშავებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას
და უზრუნველყოფს მის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
კ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის
საფუძველზე
მისი
კომპეტენციის
ფარგლებში
შეისწავლის
ადმინისტრაციული
ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და
დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.
3. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 14.
1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი
პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ
მიზნით შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი
მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად
საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების
ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების
უზრუნველსაყოფად.
2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აანალიზებს სასამართლო პრაქტიკას და
საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს.
მუხლი 15.
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია შეამოწმოს მთავრობის,
მინისტრის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის
ნორმატიული
აქტების
საქართველოს
კანონმდებლობასთან
შესაბამისობა,
მათი
შესრულების მდგომარეობა. იგი შეისწავლის და აანალიზებს ამ ნორმატიული აქტების
მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს,
რომლებსაც უგზავნის შესაბამის უწყებას.
2. კომიტეტი, მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებს პარლამენტის
ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების
დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას.
თუ აღნიშნული დავალების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამის
დაწესებულებას
კომიტეტი
უდგენს.
კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის
შემთხვევაში
კომიტეტი
იღებს
შესაბამის
გადაწყვეტილებას.
მუხლი 16.
1.
საქართველოს
მთავრობის
წევრი,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი
უფლებამოსილია,
ხოლო
მოთხოვნის
შემთხვევაში
ვალდებულია,
რეგლამენტით
დადგენილი წესით დაესწროს დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით
კომიტეტის
სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული
საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას
დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის
საფუძველზე,
გარდა
პარლამენტის
რეგლამენტის
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
ამასთანავე,
მე-40 მუხლის
ფრაქციას
მე-3
პუნქტით
კომიტეტის
სხდომაზე
სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში
წევრი.
3. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნას, ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე.
მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1
კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველივე კომიტეტის
სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს
შორის შეთანხმების შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის
სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ
ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს
იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ
ყოფილა ცნობილი.
5. კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის
ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება
გაგრძელდეს 10 წუთით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების
შემდეგ, პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით
მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს
მოწვევის
ინიციატორი.
შეკითხვების
დრო
სამართლიანად
უნდა
განაწილდეს
ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ
თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე
უპასუხებს.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი კომიტეტის სხდომაზე
სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის
სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.
მუხლი 17.
საქართველოს
მთავრობის
წევრი,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი
კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში
წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
მუხლი 18.
1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.
2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე, კანონპროექტის განხილვის შემდგომ
შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების
კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის
ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
3. კომიტეტი, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის,
კონტროლისა და შემოწმების შედეგად, ასევე,
საქართველოს კონსტიტუციისა და
კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის
რეკომენდაცია
შესაძლებელია
წარედგინოს
პარლამენტს
ან
რეაგირებისათვის
ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები
არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.
მუხლი 19.
1. კომიტეტი, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს მუშაობის წლიურ სამოქმედო
გეგმას, რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო
სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.
2. კომიტეტის სამოქმედო გეგმა მტკიცდება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის თანხმობით და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
3. კომიტეტის სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კომიტეტის მიერ
კანონშემოქმედებით, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების, მათ შორის რეგლამენტის 38ე და 39-ე მუხლებითა და 201-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების
შესრულების მიზნით განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ. სამოქმედო
გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი
კომიტეტის წევრი/წევრები. აღნიშნული წევრი/წევრები ავტომატურად არის/არიან
რეგლამენტის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ თემატურ მომხსენებელი/მომხსენებლები.
მუხლი 20.
1.კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა
პარლამენტს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს და
შესაბამის მოხსენებას ყოველი წლის შედეგების მიხედვით.
2. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად
უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია
საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.
3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს,
რომელიც
ამ
ანგარიშს
დაუყოვნებლივ
უგზავნის
პარლამენტის
თავმჯდომარეს,
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებსა და უფრაქციო
პარლამენტის წევრებს. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
მუხლი 21.
1. პარლამენტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ
წარმართვის, აგრეთვე, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და პარლამენტის წევრთა
შორის შრომის განაწილების მიზნით, კომიტეტის წევრი, კომიტეტის კომპეტენციის
ფარგლებში არის თემატური მომხსენებელი.
2. თემატური მომხსენებლის სამუშაო სფერო/სფეროები ან მიმართულება/მიმართულებები
განისაზღვრება ყოველწლიურად, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით,
კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომიტეტის
სამოქმედო
გეგმით
სფეროსთვის/მიმართულებისთვის
გათვალისწინებული
ყოველი
პასუხისმგებელი
იყოს
უნდა
ერთი
სამუშაო
თემატური
მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთაგან და,
სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და
უფრაქციო პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც შედიან საპარლამენტო ოპოზიციაში.
ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო
თემატური
მომხსენებლის
დანიშვნა
დასაშვებია
კომიტეტის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით.
4. თუ კონკრეტულ სამუშაო სფეროში არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის
სურვილს, კომიტეტის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების
ვინაობას.
5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, შესაბამისი სამუშაო სფეროს მითითებით
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში
არსებული საკითხები (მათ შორის კანონპროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო
სფეროს
მიხედვით
გააანალიზოს
და
მოამზადოს
მოხსენება,
რომელსაც
საკითხის/კანონპროექტის განხილვისას წარუდგენს კომიტეტს.
მუხლი 22.
1.კომიტეტის
საქმიანობის
ხელშეწყობის,
საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარ
მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის
სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია
შედიოდნენ პარლამენტის წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში
კომიტეტს შეუძლია შექმნას კულტურის სფეროს სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 23.
1.კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისათვის
მიკუთვნებულ
საკითხებზე
კონსულტაციის
გაწევის
მიზნით,
პარლამენტის
უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შექმნას
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭო,
რომელიც
შედგება
შესაბამისი
დარგის
კომპეტენტური სპეციალისტებისგან. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა
და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით.
2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ იწვევს კომიტეტი.
თავი VII. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
მუხლი 24.
1.კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც
არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი
სტრუქტურული ერთეული.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული
კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების
პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებსა და სხვა აქტების პროექტებზე დასკვნების,
შენიშვნებისა
და
წინადადებების
მომზადებაში,
კომიტეტის
საკონტროლო,
ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;
გ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს კომიტეტის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას;
დ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატის,
კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას
პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 25.
კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული
სპეციალისტები), რომელთა უფლება - მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე კომიტეტის აპარატის დებულებით და
თანამდებობრივი ინსტრუქციებით.