საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დავით მათიკაშვილი, მოადგილე - რატი იონათამიშვილი) და დებულება
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-16
ბიუროს ნომერი 1
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-211/20'
16-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის 16
დეკემბრის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი,
ხოლო საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის კვოტით იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ − კომიტეტის წევრი რატი
იონათამიშვილი. ამასთანავე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ
სხდომაზე შეიმუშავა კომიტეტის დებულება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 33-ე მუხლის შესაბამისად
წარმოგიდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო
სხდომის ოქმსა და კომიტეტის დებულებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დებულებით განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის (შემდგომ კომიტეტი) საქმიანობის მიმართულებები და
უფლებამოსილებები,
აგრეთვე
კომიტეტის
მუშაობის
ორგანიზებასთან
დაკავშირებული საკითხები.
2. კომიტეტის ამოცანაა საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადება,
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა
და საქართველოს პარლამენტის (შემდგომ პარლამენტი) მიერ საქართველოს
მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების
საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფა.
3. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ
დებულებით. კომიტეტის შემადგენლობა და ფორმირების წესი განისაზღვრება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
თავი II. კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და უფლებამოსილებები
მუხლი 2. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
1. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად იხილავს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო
აქტის პროექტს, სხვა აქტის პროექტს, საკანონმდებლო წინადადებას, მათ შესახებ
შეიმუშავებს დასკვნებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.
მუხლი 3. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა
1. კომიტეტი დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იხილავს:
ა) საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამას და საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს და შესაბამის
დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;
ბ) საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს და
შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
1
2. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად იხილავს:
ა) ცალკეული სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებებისა და თანამდებობის
პირის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშებსა და ინფორმაციას, მათ შესახებ
შეიმუშავებს დასკვნებს, საჭიროების შემთხვევაში კი შეიმუშავებს რეკომენდაციებსაც.
ბ) ცალკეულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის
საკითხებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
3. კომიტეტი ზედამხედველობს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული
საქმიანობის შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული
დადგენილების შესრულებას.
4. კომიტეტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად:
ა) საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელს, საქართველოს სახალხო დამცველს მოსთხოვოს კომიტეტის
სხდომაზე დასწრება, კომიტეტის სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა
და გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა
მოუსმინოს კომიტეტმა;
ბ) საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ
თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო
მასალების წარდგენა;
გ) საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის
საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამისი მასალები და
დასკვნა განსახილველად წარუდგინოს პარლამენტს;
დ) მიმართოს პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ
სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენის მოთხოვნით;
ე) მიმართოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის წევრის, პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელის პარლამენტის სხდომაზე მიწვევის
მოთხოვნით;
ვ) განახორციელოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების
აღსრულების კონტროლი;
ზ) შეამოწმოს საქართველოს მთავრობის, მინისტრის, აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების
საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
თ) აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების
პროექტის მომზადების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
2
შესაბამისად დანიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი და განახორციელოს მასთან
დაკავშირებული სხვა სათანადო მოქმედებები.
მუხლი 4. თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობა
კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იხილავს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის, საპროკურორო საბჭოს წევრის, საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევასთან დაკავშირებულ
საკითხებს, მათ შესახებ შეიმუშავებს დასკვნებსა და ახორციელებს სხვა სათანადო
მოქმედებებს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად იხილავს აგრეთვე სხვა თანამდებობის
პირთა არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შესახებ შეიმუშავებს დასკვნებს და
ახორციელებს სხვა სათანადო მოქმედებებს.
მუხლი
5.
საერთაშორისო
ხელშეკრულებების
რატიფიცირებასთან,
დენონსირებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული საქმიანობა
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად
იხილავს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
რატიფიცირების, დენონსირების ან გაუქმების საკითხს, მის შესახებ შეიმუშავებს
დასკვნას და ახორციელებს სხვა სათანადო მოქმედებებს.
მუხლი 6. კომიტეტის სხვა საქმიანობა
1. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ ვადაში
შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის წევრთან დაკავშირებული შესაბამისი
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ საქართველოს გენერალური
პროკურორის წინადადებების საფუძვლიანობას, რის შემდეგაც წერილობით დასკვნას
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
2. კომიტეტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად:
ა) განახორციელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ
პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირება;
ბ) დროებითი კომისიის შექმნის საკითხის ინიციირება;
გ) კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების
წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით
შექმნას სამუშაო ჯგუფი;
დ)
კომიტეტთან,
კომიტეტის
დარგობრივი
სპეციალიზაციისა
და
მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით,
პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭო და საჭიროებისამებრ მოიწვიოს მისი სხდომები;
3
ე) მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის
გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე;
ვ) მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის ბიუროს სხდომის
მოწვევის შესახებ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით;
ზ) დასვას პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად
გამოცხადების საკითხი ისეთი საკითხის განხილვისას, რომელიც საიდუმლოების
დაცვას საჭიროებს;
თ) მიმართოს პარლამენტს პარლამენტის წევრის სხვა სახელმწიფოში
სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ ან საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო
დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების
შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის მოთხოვნით;
ი) მიმართოს პარლამენტს მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა
და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვის მოთხოვნით;
კ) მიმართოს პარლამენტს სხვა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციის
ვიზიტის შედეგების შესახებ რეზოლუციის ან სხვა გადაწყვეტილების მიღების
თაობაზე;
ლ) განახორციელოს სხვა საქმიანობა.
მუხლი 7. კომიტეტის სამოქმედო გეგმა
კომიტეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად ადგენს კომიტეტის მუშაობის წლიურ სამოქმედო გეგმას,
რომელიც უნდა დამტკიცდეს კომიტეტის გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის
დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
თავი III. კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები,
კომიტეტის სხდომა, კომიტეტის აპარატი
მუხლი 8. კომიტეტის თავმჯდომარე
1. კომიტეტის თავმჯდომარე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
2. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს
კომიტეტის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
4
ე) ორგანიზებას უწევს კომიტეტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის
შემუშავებას;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან
არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს პარლამენტს კომიტეტის საქმიანობის წერილობით
ანგარიშს;
ზ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
თ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა
საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
1. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
მუხლი 10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
1. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში,
კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობას;
ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტისას ან მის მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულების დავალების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება აქვს
კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს, კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილეს. ამ შემთხვევაში კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარის
ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 11. კომიტეტის სხდომა
1. კომიტეტი საკითხს განიხილავს კომიტეტის სხდომაზე.
2. კომიტეტის სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან
პარლამენტის ბიუროს დავალებით.
5
3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას. კომიტეტის
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა. კომიტეტის წევრი კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ადასტურებს
შესაბამის ოქმზე ხელის მოწერით.
4. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის
გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრისას კომიტეტის წევრი თავის პოზიციას
გამოხატავს ხელის აწევით, ხოლო ფარული კენჭისყრისას სპეციალურ ყუთში
ბიულეტენის მოთავსებით. კომიტეტის სხდომაზე ფარული კენჭისყრისას სპეციალურ
ყუთში მოთავსებული ბიულეტენების დათვლას კომიტეტის წევრთა თანდასწრებით
ახორციელებს კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე ან მისი დავალებით კომიტეტის
სხვა წევრი.
6. კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
7. თუ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ან ამ დებულებით არ არის
დადგენილი კომიტეტის მიერ საკითხის განხილვის/გადაწყვეტილების მიღების წესი,
კომიტეტი საკითხს იხილავს/გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ განსაზღვრული
პროცედურით.
მუხლი 12. კომიტეტის აპარატი
1. კომიტეტის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, დოკუმენტური,
საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომიტეტის
აპარატი. კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული,
საქართველოს პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული.
2. კომიტეტის აპარატი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს
კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების,
ამ დებულების, კომიტეტის აპარატის დებულების, საქართველოს პარლამენტის
აპარატის შინაგანაწესისა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
თავი IV. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
მუხლი 13. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
კომიტეტი უფლებამოსილია, კომიტეტის წევრის ინიციატივით, ამ დებულების
შემუშავების წესით ცვლილება შეიტანოს ამ დებულებაში. აღნიშნული ცვლილება
დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
6
დანართი
og6oqrouql br3oorbon 3c'rOoogOob
bbqrcn0ob c"rj0o N01
16.12.2020
bbqgsl0rtr Udqggboe,J:
;66o c'rb$.:0goqo, og6oqrogq br3oorbor; 3c'rOo$go.tl
orl30aqrcn0t6g.
bbqgoOob 0qrogr6o: 6obo dcr$g6od g, 3erOoOCO
"b
$t6s15ob cnl6.:006ar0gq'o.
bbqrcnOrb gb$6gbcnqgr og6oqrouq lrl3oorbort 3c'r0oggO.b ffiCqlr $66o: 166o
arbl6.:03oqlo, qg;Bool Oloro3l0goqo, 6t6o ocn6.:olr0o0goqro, bU6$ 0.:$.:6.:03oqro,
bogo 0ojl6.:dg, Oobgoq, b626gqtrdC, 6gbl6 Jo60CqodC, ;q'gjbl6s96C Obbs6rdC,
rq,usgr qUAU0lg6o, 5ocn65o r0oqrlb3l6o.
bbEc'rO.: Srbbbl 3cr0o$gO.b orl30aqrcn0l6g0, 166o c'rbr6.:ts3oqr0.:. Orb qr.:rqgJb636.)
bbqrcrOob U3qCbtOcdloq,gbobor3ob bllo6cn 6cn6g0ob l6bgbc'rbl q)r 3c"r0oggO.b
$ffi6gbtJ Sugbo bbqrer0ob qrqob $gb6o6o. 3er0o$Coob ffiCq'r $9360; 0br6o qgrglo6s
bbqrc"rOob qrqob $gtt6ogb.
bbqm0ob qgqob $gb6o6o:
1. og6oqrouq br3oorborl 3crOo$g$ob orr30aqrc'r0r6ob 3o6gq,o 0cuqr6oq'obl qrr
Ocrlqr6oq'ggbob t6Bg3.: ;
2. og6oqrouq, bt3oorbor,: 3c'rOoOCO.b ACb3qgbob 09090.:3Cbr.
0cnobOobgb 166o c'rbrblEgoqrob obgcn60t0or:
og6oqrouq lrs3oorborl 3er0oggo.b orr30aqrcn0r6ob 3o63gqro 0enqr6oq,obl q,r
0cr.:qr6oq'ggbob t6Bg3ob orlcnbt9cg.
3er0oggo.b orr30aqrar0.:6g0, 166o c'rb;6r03oq,01, $;6;qg6obr og6oqgouq bl3oorborr
3cr0o$go.b or.:30aqrc'r0l6olr Jo63gqro 0c"r.:qr6oqob 3rbqroqrl636r q)J3oo)
Osom3t03oq,o.
lq 6o0 6 gq' br3oorblr 3c'r0 oOCOtb bbqgc'r0l9cC aC6.lo g 916;.
0o0b6g - 10
$obuq0sgCbo - 0
bbqrc'rOob pDJg0xsgcl0l6g0, 166o c'rbsblts3oqr0.:, qr;rb,>bgqrl g6rj6ol ,,j.:6orgq'o
cr66gbob" 0o96 $$0erqg5g6oqro og6oqrogq br3oorborl3cn0oogoob orr30Aqrc'r0l6ob
0arrqr6oqob 3l6qroqr;$g 6l - 616o oc'r6.:orl0o03oqro.
1
tq6o06gq, b.:3oorbb 3cr0o$coob bbqrer0rjcg ggffis 3p6$o
0r"r0b6g - 10
$obuqOsgCbo - 0
0cnob0obgtl 166o cnbrb$lgoq,olr obgcn6050o5:
og6oqrouql b;3oorbor,: 3c"rOoo3$ob ACbUql gbob E g0gE l3gbob or;cnbl9cg.
3cnfloggo.b bbqrcnOlbg 6.:6oboq,3b oS6oqrouq bl3oorbor.:3c'rOoOCO.b ACbgqgbob
J6cngjgo.
rb6o 6r0cno{gr: 5.36.:0 0l}.:6t03oqr0r q,r Orb 3cnOo$g$lr orl3ob blj0or6c'rbl0o
$.:60.:6gbgbo 3bg63r, sbmc oblgb6r 0c-9 0cn$3g3ob 3r6qrr0g66ob $.:60.:6cbuq
bljOo.:6cnb.:9c9.
slc6o 6r0cno{3r: 6rgo ocn6.:orr0o03oq,0l q'r 016 3erOo$g$b or;3otr blj0o;6c'rbl0o
bbqrc'rOgb0o
$.:60.:6gbgbo gbg63l, lbCaC gS6rqgqgbr 61.:0;b3oqr 3erOo$go.b
c'r3erb o goob $16 0 o0 rqr6gbq, gbob 0 al6s$oqr gcrb ob 160 oqg bob orr cnbr9c g.
og6oqgogq b;3oorborl 3er0o$3$ob qgCb3qgbob 0g030.:3gb;bcn;6 qrr3l30o63bUq
b.:3oorbb 3arOoggoob bbqgar0sbg 5l6boq6ob tsCOsgCA ;C6.lo 3916l.
0cn0b6g - 10
$obuq0sgCbo - 0
bbqrcn0ob cnt30aqrer0r6 g,
166o arbsbr03oqlo
bbqgcD0ob 0qro3l5o,
6obc'r
t^
dc'r$g6odg b
{