„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 1144 მუხლის
პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
2
„1. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ “ და „ბ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირებისათვის
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ამავე კოდექსით განსაზღვრული
დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე
გავრცელდეს 2022 საბიუჯეტო წლისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის 1144 მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებზე/სკოლამდელი
აღზრდის
სხვა
დაწესებულებებზე გავრცელდება 2022 საბიუჯეტო წლისათვის, ნაცვლად 2021 წლისა
და მათი გადმოყვანა მოხდება 2022 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებთან
კონსულტაციის გზით. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის
ფარგლებში მიმდინარე რეფორმის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს ყველა
შემოსულობისა და გადასახდელის სრულყოფილად მოქცევას ბიუჯეტის მართვის (Ebudget) და ხაზინის მართვის (E-Treasury) ერთიან ელექტრონულ სისტემებში.
აღნიშნული რეფორმის განხორციელება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია
და შესაბამისად მიმდინარე წელს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)
პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე ეს რეფორმა ვერ განხორციელდა.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით ყველა მსგავსი
ტიპის ორგანიზაცია გადმოყვანილია ერთიან სისტემაში, გარდა საჯარო სკოლებისა
და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა. ამ ტიპის დაწესებულებების დიდი
რაოდენობის
წარმართვა.
გათვალისწინებით
მიზანშეწონილია
პროცესის
ეტაპობრივად
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ
გარემოებით,
რომ
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსით
განსაზღვრული
დებულებების საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე
გავრცელდება გათვალისწინებულია კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება საჯარო
ფინანსების მართვასთან დაკავშირებული განსახორციელებელი ღონისძიებების
შესრულების ვადა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება დაიწყება 2021 წლიდან
და 2022 წლიდან საჯარო სკოლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებები/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებების
შემოსავლები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება სრულად აისახება საჯარო
ფინანსების მართვის ელექტრონულ სისტემაში (ePFMs).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1144 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირებისათვის
და
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით
განსაზღვრული დებულებები საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების
დაწესებულებებზე/სკოლამდელი
აღზრდის
სხვა
დაწესებულებებზე გავრცელდება 2022 საბიუჯეტო წლისათვის, ნაცვლად 2021 წლისა.
აღნიშნული პროცესი განხორციელდება 2022 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
და
მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციის გზით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული ღონისძიება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის
განხილვას):
დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
დაჩქარებული
წესით
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი სამი წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.