„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.07.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
140070000.05.001.018915) 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი
დადგენილებების მიღება:
ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების
ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“;
გ) „სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო
სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“;
დ) „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა
საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ე) „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ვ) „საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული
ვალდებულების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ
შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“;
თ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და
კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“;
ი) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების
აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;
კ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის
დამტკიცების შესახებ“;
ლ) „საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის
სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების
ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“;
მ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის
დამტკიცების შესახებ“;
ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის
შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;
ო) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“;
პ) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;
ჟ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა
და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
რ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების
ჯგუფებად დაყოფისა და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“.
2. მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების
გამოცემა:
ა) „საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესის
დამტკიცების შესახებ“;
ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“;
გ) „ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების
ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“;
ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;
ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის
დამტკიცების შესახებ“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2
პუნქტებით განისაზღვრა აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ნუსხა, რომლებიც ეხება სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მათი მიღების
ვადად დადგინდა 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. აღნიშნული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებიდან დღეის მდგომარეობით რიგი აქტები მზადაა საქართველოს
მთავრობის მიერ გამოსაცემად, თუმცა, მოცემული ეტაპისთვის არ არის მიღებული, ხოლო
აღნიშნული აქტების გარკვეული ნაწილი მიმდინარე პერიოდისათვის შემუშავების ეტაპზეა.
კანონით გათვალისწინებული აქტებიდან: „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი
აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“; „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძროსამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო
მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“; „საგანგებო სიტუაციის
დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების
წესის დამტკიცების შესახებ“; „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო
სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; „წყალზე
ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის
დამტკიცების შესახებ“; „საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული
სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე
რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; „სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“; „ბუნებრივ
და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით
მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილებების შემუშავება მოითხოვს მთელი რიგი სამუშაოების
განხორციელებას, მათ შორის, საჭიროებს ეროვნული სისტემის სუბიექტებს შორის
პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრას, ვინაიდან აღნიშნული სუბიექტები საგანგებო
სიტუაციების დროს სტრატეგიულ, ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ერთობლივად
ახორციელებენ კომპლექსურ ღონისძიებებს, შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შემუშავება მოითხოვს ამ სუბიექტების მჭიდრო კოორდინაციას, საჭირო
მატერიალური რესურსების დადგენას, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას და სხვა
ისეთი საკითხების განსაზღვრას, რაც დაკავშირებულია ხანგრძლივ სამუშაო პროცესთან.
აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა მსოფლიოში ახალი კორონავირუსით (SARS-
COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის გავრცელებამ და მისი მართვის მიზნით
როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო მიმოსვლებთან დაკავშირებით
დაწესებულმა შეზღუდვებმა.
ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის 72-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების უმეტესობა, კერძოდ კი:
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და
კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ,
რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“; „პოტენციურად საშიში
ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესის დამტკიცების
შესახებ“; „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების
ჯგუფებად დაყოფისა და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“; „სასიცოცხლო
მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ და
„მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები მზადაა საქართველოს მთავრობის
წინაშე ინიცირებისათვის და უახლოეს მომავალში მოხდება მათი საქართველოს მთავრობის
მიერ გამოცემა.
რაც შეეხება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრულ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოსაცემ
ნორმატიული აქტების პროექტებს, აღნიშნული აქტები შემუშავებულია და ამ ეტაპისთვის
მიმდინარეობს მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება. თუმცა,
პროცესების ოპერატიულად განხორციელებას, ხელი შეუშალა ახალი კორონავირუსით
გამოწვეული პანდემიის გავრცელებამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება რიგი აქტების შემუშავების პროცესის გაგრძელების
მიზნით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამოქალაქო
უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
მიღების ვადა განსაზღვრულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. შესაბამისად, ვადის გადაწევა საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი იქნება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის დამუშავების მიზნით, ვადის
გადაწევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები,
მისაღები აქტების შემუშავების და გამოცემის ვადად განისაზღვრება არაუგვიანეს 2022 წლის
1 იანვრამდე პერიოდი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შემუშავება მოხდება
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით. ნორმატიული აქტების შემუშავებისათვის შესაძლებელია
საჭირო აღმოჩნდეს ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, ექსპერტების დაქირავება, კვლევის
ჩატარება და ა.შ., რომელთა დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, ამ
კუთხით, დაფინანსების უზრუნველსაყოფად საჭიროებისამებრ, შესაძლებელია მოძიებული
იქნას დონორი ორგანიზაციებიც. ამასთან, ნორმატიული აქტების მიღების შემდეგ
შესაძლებელია საჯარო დაწესებულებებს დაევალოს გარკვეული ღონისძიებების გატარება,
აღნიშნული ხარჯის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების მიღების
შემდეგ თითოეული უწყების მიერ გასატარებელ ღონისძიებაზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლება იქონიოს სახელმწიფობიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის
დადგინდება რეგულაციები, რომელთა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.
სხვადასხვა სახის დარღვევისთვის დადგენილია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა. მინიმალური
სანქცია იწყება 500 ლარიდან და მაქსიმალური შემოიფარგლება 10 000 ლარით. ზუსტი
შემოსავალი დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების შემუშავების შემდგომ
სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული 72ემუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის
მდგომარეობით მიღებული არ არის. შესაბამისად, არ მომხდარა რაიმე დამატებითი ხარჯების
დაკისრება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის. ზემოაღნიშნული
აქტების შემუშავება გადავადდება 1 წლით. ამასთანავე, ნორმატიული აქტების შემუშავების
შემდეგ საჯარო უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის დაკისრებული ვალდებულებების
შესრულებაც 1 წლით გადავადდება. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ სახელმწიფო
უწყებებს, საჯარო უწყებებსა და შესაბამის ორგანიზაციებს შეიძლება დაევალოთ
თანამშრომელთა
გადამზადება,
სამოქალაქო
და
სახანძრო
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მომზადება, საგანგებო
სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების
შესრულება და სხვა. აღნიშნული ხარჯების გაწევა გადავადდება 1 წლით. სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზუსტი ზეგავლენა დამოკიდებული იქნება თითოეული
უწყების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე
კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები).
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
„სამოქალაქო
უსაფრთხოებისშესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონისპროექტითგათვალისწინებული 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
განსაზღვრული ნორმატიული აქტები დღეის მდგომარეობით მიღებული არ არის.
შესაბამისად, არ მომხდარარაიმე დამატებითი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება
ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის. ზემოაღნიშნული აქტების შემუშავება
გადავადდება 1 წლით. ნორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ შესაბამისი
ორგანიზაციებისათვის დადგინდება რეგულაციები, რომელთა შეუსრულებლობისთვის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულია
საჯარიმო სანქციები. სხვადასხვა სახის დარღვევისთვის დადგენილია სხვადასხვა ოდენობის
ჯარიმა. მინიმალური სანქცია იწყება 500 ლარიდან და მაქსიმალური შემოიფარგლება 10 000
ლარით. ზუსტი ფინანსური შედეგები დამოკიდებული იქნება ნორმატიული აქტების
შემუშავების
შემდგომ
სამართალდარღვევებზე.
სამოქალაქო
უსაფრთხოების
სფეროში
ჩადენილ
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.