„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„7. 2019 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ
კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
28-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს
2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ამ კანონის შესაბამისად
დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
ნორმით გათვალისწინებული საკითხის მოცულობიდან და შინაარსობრივი
დატვირთვიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულყოფილად და ხარისხიანად
შესრულების მიზნით, საჭიროა დადგენილი ვადის გახანგრძლივება, იმისათვის, რომ არ
დაირღვეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრული
ვადა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
გასათვალისწინებელია, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია, რომ 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31
დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ კანონის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს
დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში შექმნილი
პანდემიურმა მდგომარეობამ, ხელი შეუშალა ხსენებული ვალდებულების სრულფასოვნად
შესრულებას, საჭიროა ამავე კანონით განისაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ახალი
ვადა, რაც წარმოდგენილი პროექტის თანახმად, განისაზღვრება 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება მუნიციპალიტეტების მიერ შესაბამისი
დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადის გადაწევა 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“. კანონი მიზნად ისახავს სისტემის
რეფორმირებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული და
ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა
ბავშვისათვის. სკოლამდელი განათლების რეფორმა არის ყოველმხრივი და აერთიანებს ხუთ
მიმართულებას: ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად; ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის,
ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობა; გ)
დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სტანდარტის შესაბამისად; დ)
დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულების უზრუნველყოფა
სტანდარტის შესაბამისად; ე) დაწესებულებაში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების
ადამიანური რესურსის უზრუნველყოფა; აღნიშნული კანონი აწესრიგებს საქართველოში
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარებისა და ხარისხის
უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს; ადგენს ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, მათი
დაფუძნების, საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის
სავალდებულოობას.
კანონი,
ასევე,
განსაზღვრავს
სახელმწიფო
ორგანოების,
მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების
უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, კანონით
გათვალისწინებული დაწესებულებების სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით. მათ
შორისაა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის
თანახმადაც, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს 2019 წლის 1 აპრილიდან
2020 წლის 31 დეკემბრამდე ამ კანონის შესაბამისად დაწესებულებების ეტაპობრივი
ავტორიზაცია. იმისათვის, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ეფექტურად წარიმართოს, დღეის მდგომარეობით
განხორციელდა რიგი ღონისძიებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულების
სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების მიზნით, საკითხის მოცულობიდან და
შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, საჭიროა წარმოდგენილი ნორმით
დადგენილი ვადის გახანგრძლივება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტების მიერ
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის
განხორციელების ვადა გახანგრძლივდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება ავტორიზაციის ვადის გადაწევა.
ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით საჭირო ხარჯების დაფინანსების წყაროა როგორც
სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
შესაძლოა
გავლენა
მოახდინოს
ავტორიზაციის
განმახორციელებელი სამსახურის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ავტორიზაციის
შესაძლო საფასურის დაწესების შემთხვევაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ავტორიზაციის პროცესის წარმართვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში შესაქმნელი
იქნება ექსპერტთა საბჭოები, ერთჯერადად დარგობრივ სამინისტროებს მოსამზადებელი
ეყოლებათ ავტორიზაციის ექსპერტები, ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისი საჯარო
სააღმზრდელო დაწესებულებების შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჭირო იქნება
შესაბამისი ხარჯების გაწევა, რაც გამოიწვევს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
გავლენას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს როგორც საჯარო, ასევე კერძო
სააღმზრდელო დაწესებულებებზე, ვინაიდან ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს
1 წლით. მათ კანონპროექტის მიხედვით 2021 წელს მოუწევთ ავტორიზაციის პირობების
დაკმაყოფილება ნაცვლად 2020 წლისა, მათ შორის, ავტორიზაციის პირობად განსაზღვრული
დაწესებულების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, მატერიალურტექნიკური ბაზისა
და შენობა-ნაგებობების მოწყობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტის შესაბამისად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია ავტორიზაციის
გავლის პროცესი შესაძლოა დაკავშირებულ იქნეს საფასურის (შესაბამისი გადასახდელი)
დაწესებასთან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს ბავშვის უფლებების
შესახებ საერთაშორისო კონვენციით და საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსით
განსაზღვრულ უფლებებს და დადებითად აისახება მის განვითარებაზე.
კერძოდ,
სავალდებულო ავტორიზაციის საბოლოო ვადის გაზრდა საშუალებას იძლევა სახელმწიფო
ორგანოებმა, მუნიციპალიტეტებმა და სხვა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა სისრულეში
მოიყვანონ კანონით განსაზრვრული უფლებამოსილებები, ხოლო სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების დაწესებულებებმა დადგენილი სტანდარტების შესაბამისობაში მოაწყონ
გარემო და
მიაწოდონ მომსახურებები. ყოველივე კი პირდაპირ კავშირშია ბავშვზე
ორიენტირებულ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო
პროცესთან და შესაბამისად ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.