„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/6/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.05.001.018881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 64-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.“. 2. 65-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ კანონის პირველი−41-ე მუხლები, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტები და მე -2 - მე-4 პუნქტები, 43-ე მუხლი და 48-ე−63-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი: ,,21. ,,ამ კანონის 42-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე და 46-ე მუხლები, 47-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2022 წლის 1 იანვრამდე.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 64-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება და შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ და სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ, ასევე, ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით, სამინისტრო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ თემთან და დონორ ორგანიზაციებთან, კანონით გათავლისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფისათვის. თუმცა, მოცემულ ეტაპზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, მოხდეს აქტების გამოცემისათვის კანონით განსაზღვრული ვადების გახანგრძლივება, რისთვისაც აუცილებელია „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება, გარდამავალი პერიოდის, ზოგიერთი მიმართულებით, გაგრძელებასთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სოციალური სფეროს მარეგულირებელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების ვადა განსაზღვრულია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით. შესაბამისად, ვადის გადაწევა საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, გახანგრძლივდება ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადა. ასევე, შეიცვლება კანონის 65-ე მუხლში მოცემული კანონის ზოგიერთი მუხლის ამოქმედების ვადა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება 64-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები გარდამავალი პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კანონის 65-ე მუხლში მოცემული კანონის ზოგიერთი მუხლების ამოქმედების ვადები, კერძოდ, ვადის ცვლილება მოხდება შემდეგი სახით: - „5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე (ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა) უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება; - ,,6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე (ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდისა) უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.‘‘; - ,,8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე (ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრამდე) უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.‘‘. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, რამდენადაც პროექტით ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების, კერძოდ, შესამუშავებელი აქტებისათვის განსაზღვრული თარიღების გადავადება. ამასთან, კანონით განსაზაღვრული „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა გადავადებაც ხდება და რომლებიც დაკავშირებული იქნება შესაბამის ხარჯებთან, მათი დაფინანსება მოხდება სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, რაც შეეხება სოციალური მუშაობის სპეციალიზაციას და შესაბამისი მოდულებით, მულტიდისციპლინური გუნდის გადამზადებას, აღნიშნული განხორციელდება დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, კერძოდ, პროცესში ჩართულია გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც პროექტით ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების - გამოსაცემი აქტებისათვის განსაზღვრული თარიღების გადავადება. მაგალითისთვის, კანონპროექტის მიხედვით, მოხდება დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის შემუშავების თარიღის გადავადება 2021 წლის პირველ იანვრამდე, რაც, თავის მხრივ, არ უკავშირდება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას, რამდენად ცვლილება უკავშირდება აქტის გამოცემისათვის განსაზღვრულ თარიღს, თავად ფუნქციის დელეგირებისათვის საჭიროა შეფასდეს მუნიციპალიტეტების სისტემის მდგრადობა, შეფასდეს, დროის მოცემულ მონაკვეთში, დელეგირებასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ. ამასთან, პროექტით ხდება სავალდებულო სერტიფიცირების პერიოდის 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადება, რაც ასევე, არ იქნება დაკავშირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებასთან, რამდენადაც სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპეციალურად შემუშავებული მოდულის მეშვეობით და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკებისათვის სერტიფიცირების პროცესი არის უფასო. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც პროექტით ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების - გამოსაცემი აქტებისათვის განსაზღვრული თარიღების გადავადება. მაგალითისთვის, კანონპროექტით ხდება ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შემუშავების შესახებ აქტის გამოცემის გადავადება, აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სქემას, შესაბამისად, მისი შემუშავება და ასევე, შემუშავებისათვის განსაზღვრული ვადის ცვლილება არ უკავშირდება სახელმწიფო ხარჯების გამოყოფას. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების პროექტები მომზადებულია და გადის შეჯერების პროცედურებს, შესაბამისად, ისინი მიღებულ იქნებიან კანონპროეტით განსაზღვრულ ვადებში 2021 წლის 1 ივნისი, რამდენადაც, მოცემულ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა არაერთი სამართლებრივი აქტის, მათ შორის ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების შემუშავებაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისტემური ხედვის ჩამოყალიბებას სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებით, სოციალური მუშაკების სპეციალიზაციას, შესაბამისი მოდულების შემუშავებას და სოციალურ მუშაობაში ჩართული მულტიდისციპლინური გუნდის (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი) გადამზადებას. ასევე, მაგალითისთვის, კანონპროექტის მიხედვით, მოხდება დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის შემუშავების თარიღის გადავადება 2022 წლის პირველ იანვრამდე, რაც, თავის მხრივ, არ უკავშირდება სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის, რამდენად ცვლილება უკავშირდება აქტის გამოცემისათვის განსაზღვრულ თარიღს, თავად ფუნქციის დელეგირებისათვის საჭიროა შეფასდეს მუნიციპალიტეტების სისტემის მდგრადობა, შეფასდეს, დროის მოცემულ მონაკვეთში, დელეგირებასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ. ამასთან, პროექტით ხდება სავალდებულო სერტიფიცირების პერიოდის 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადება, რაც ასევე, არ იქნება დაკავშირებული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებასთან, რამდენადაც სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპეციალურად შემუშავებული მოდულის მეშვეობით და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკებისათვის სერტიფიცირების პროცესი არის უფასო. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, 2020 წელს გაიზარდა სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურება და შეადგინა 1200 ლარი. მომდევნო წელს, დაახლოებით 10 სოციალური მუშაკი დაემატება მეურვეობა-მზრუნველობის სისტემას. მათი რაოდენობის და შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა განხორციელდება ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ პროცესის დასრულებისა და მთელი რიგი პროცესების გაანალიზებისას გახდება შესაძლებელი, მათ შორის, ზემოაღნიშნული გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების 24 საათიანი მექანიზმის დანერგვა, ამასთან, გამოიკვეთება ის საქმეები/შემთხვევები, სადაც სოციალურ მუშაკს ზეგანაკვეთური მუშაობა უწევს და შესაბამისად განისაზღვრება ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების პრინციპები, გაცემის წესი და ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო თანხები გაწერილი იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, ასევე კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებები ( საშინაო ან საგარეო ვალდებულებები). ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მომზადება, რამდენადაც სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპეციალურად შემუშავებული მოდულის მეშვეობით და მეურვეობამზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკებისათვის სერტიფიცირების პროცესი არის უფასო. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, 2020 წელს გაიზარდა სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურება და შეადგინა 1200 ლარი. მომდევნო წელს, დაახლოებით 10 სოციალური მუშაკი დაემატება მეურვეობა-მზრუნველობის სისტემას. მათი რაოდენობის და შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა განხორციელდება ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების გათვალისწინებით. შესაბამისად, სოციალურ მუშაკთა სოციალური გარანტიების იმპლემენტაციის საკითხები, ეტაპობრივად, გაწერილი იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. უზრუნველყოფილი იქნება ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ რსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.