„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ”
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეზოლუციის პროექტი:
რეზოლუციის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს მე-10 მოწვევის პარლამენტის
საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგი 4 წლის განმავლობაში და
არსებული პრიორიტეტების განახლება.
რეზოლუციის პროექტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური
მიმართულება და პრიორიტეტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი
იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიების დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-ს თან
თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება,
რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური
დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან ურთიერთობა და სხვა.
აღნიშნული რეზოლუცია ხელს შეუწყობს მე-10 მოწვევის პარლამენტის კიდევ
ერთხელ განსაზღვროს, განაახლოს და ცხადი გახადოს შიდა და საერთაშორისო
საზოგადოებისთვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მომდევნო 4 წლისთვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
რეზოლუციის მიღებით განსაზღვრავს და განაახლებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ
პრიორიტეტებს.
ა.ბ) რეზოლუციის მოსალოდნელი შედეგები:
რეზოლუციით მკაფიოდ და თანმიმდევრულად განისაზღვრება ქვეყნის საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებზეც იმუშავებს მე-10 მოწვევის პარლამენტი
მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ა.გ) რეზოლუციის პროექტის ძირითადი არსი:
რეზოლუციაში აისახება როგორც არსებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები,
ასევე, ახალი პრიორიტეტები, როგორიც არის 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე
1
განაცხადის გაკეთება, ნატო-ს წევრობისთვის სტრატეგიული მზაობისკენ მისწრაფება,
საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი
რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული,
ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
ამის გარდა, რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია შავი ზღვის
უსაფრთხოებაზე და შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ს ჩართულობის
გაზრდაზე. გამოყოფილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველო
გაააქტიურებს მუშაობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში სხვადასხვა
მიმართულებით, როგორც რეგიონში, ასევე, ევროპაში, აზიასა და ახლო
აღმოსავლეთში.
ა.დ) რეზოლუციის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეზოლუციის პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) რეზოლუციის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეზოლუციისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
რეზოლუციის პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, რეზოლუციის
პროექტი არ ითვალისწინებს რეზოლუციისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
რეზოლუციის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი
რეზოლუციის პროექტის ინიციატორის მიერ.
ბ) რეზოლუციის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) რეზოლუციის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეზოლუციის მიღება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯებით
დაფინანსებასთან.
ბ.ბ) რეზოლუციის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) რეზოლუციის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
რეზოლუციის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეზოლუციის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეზოლუციის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) რეზოლუციის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეზოლუციის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეზოლუციის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეზოლუციის პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეზოლუციის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეზოლუციის პროექტის ზეგავლენის შეფასება:
რეზოლუციის ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ)
რეზოლუციის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სტანდარტებთან:
გ.ა) რეზოლუციის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეზოლუციის პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს;
სამართლებრივ
გ.ბ) რეზოლუციის პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეზოლუციის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
ორგანიზაციებში
3
გ.გ) რეზოლუციის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეზოლუციის პროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) რეზოლუციის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეზოლუციის პროექტის შემუშავების
პროცესში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეზოლუციის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეზოლუციის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) რეზოლუციის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი,
მარიამ ლაშხი.
ვ) რეზოლუციის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი,
მარიამ ლაშხი, კახაბერ კუჭავა, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ლევან ქარუმიძე,
ირაკლი ბერაია, ირაკლი ჩიქოვანი;
4
რეზოლუციის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია
საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს;
ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით,
რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით;
ითვალისწინებს რა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის
29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ
ძირითად მიდგომებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის
პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო
წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ
შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა;
აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს
და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას;
აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის
საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად;
უფლებებს
აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:
1) საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია,
მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
2) საქართველოს
საგარეო
პოლიტიკის
უალტერნატივო
პრიორიტეტია
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება.
ტრანსატლანტიკური
ერთობა
მსოფლიო
უსაფრთხოების
განმტკიცების
უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა
პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა
უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.
პროექტი
3) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში
გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით
განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ
დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში
სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა,
საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას
თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო,
როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ
მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან,
დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან პოლიტიკური,
უსაფრთხოების
და
სექტორული
მიმართულებებით
ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას.
ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან
სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების
მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო
კავშირების გაფართოება.
4) საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც
ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების
გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული
პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშსაქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში
აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის
განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა.
5) ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის,
მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის
პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და
სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე
რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული
სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.
6) საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის
ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია
საქართველოს
ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების
ე.წ
„დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და
რუსეთიდან მომდინარე
კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება.
პროექტი
7) საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და
კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეოეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
8) საქართველოს
ხელისუფლება
განსაკუთრებულ
ყურადღებას
დაუთმობს
თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის,
ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის
და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას
და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების
მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
9) საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს
შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება,
განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
10) საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი
და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას
სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო
პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს
გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან
ბრძოლას.
11) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის
განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების,
კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას.
12) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ
დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და
საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას.
13) საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის
ფორმირებასა
და
წარმართვაში
პოლიტიკის
ფუნდამენტური
მიმართულებებისა
და
პრინციპების
შემუშავებით,
საკანონმდებლო
და
საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის
შემდგომი გააქტიურებით.
14) საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების
განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ
თანამონაწილეობას.