ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ დაუშვილისა და ირაკლი მეზურნიშვილის გამოწვევისა და ამავე კომიტეტში პარლამენტის წევრების ნინო წილოსანისა და ელგუჯა გოცირიძის წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-393/20'
21-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-5 და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტების
შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გამოიწვია მიხეილ დაუშვილი და
ირაკლი მეზურნიშვილი, აგრეთვე, ზემოხსენებულ კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნების“
კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ფრაქციის წევრებს ნინო წილოსანს და ელგუჯა
გოცირიძეს.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge