„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/5/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 27
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.“; 2. 391 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ბლოკის წესდებით დადგენილი ოდენობით მიიღებს საარჩევნო ბლოკში შემავალი მხოლოდ ის პარტია, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატს (მანდატებს) მიიღებს და ამ მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით, ხოლო პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. ეს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპია. სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას. 2020 წელს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში არსებითად შეიცვალა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების სისტემა, რომელიც დახვეწილი და მარტივი ფორმულის სახით არის წარმოდგენილი; კერძოდ, პარტიების დაფინანსება განისაზღვრა საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად (პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით). პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურსამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1 პოლიტიკური პარტიის საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების სამართლიან განკარგვას და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს დემოკრატიული სისტემისა და პარლამენტის საბოტაჟის პრევენციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.“ ამასთანავე, იმავე კანონის 391 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წილის ან ბლოკის წესდებით დადგენილი ოდენობით მიიღებს საარჩევნო ბლოკში შემავალი მხოლოდ ის პარტია, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატს (მანდატებს) მიიღებს და ამ მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.“ ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: 2 კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით განსაზღვრული დათქმა პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების ამოქმედების შემდეგ (კერძოდ, არაუადრეს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან) წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი უნდა ამოქმედდეს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულოს სესიის დაწყებამდე, რაც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების საჭიროებას განაპირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი პირდაპირ გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტიას ან გარკვეულ პარტიებს შეუწყდებათ საბიუჯეტო დაფინანსება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს მოაკლდება შესაბამისი თანხა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 3 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარტიებს, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის N263/2020 განკარგულების საფუძველზე წარმოეშვათ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ამოქმედების შედეგად, კანონპროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეიძლება შეუწყდეთ საბიუჯეტო დაფინანსება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით: 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი; მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი; მპგ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი; მპგ „პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი; მპგ „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი; მპგ „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი; მპგ „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი; მპგ „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი; მპგ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი; 10. მპგ „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი; 11. მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი; 12. მპგ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. 4 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. 5 ე) კანონპროექტის ავტორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი. 6