საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე,
10.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010190020.04.001.016032) 79-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 791 მუხლი:
„მუხლი 791. საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობა მის წინასაარჩევნო აგიტაციაში ლიდერის
რანგში იმ პირის მონაწილეობისათვის, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების
რეალიზაციისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ცენზებს
1. თუ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური
ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების
რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკოს
განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხზე ცესკოსთვის საჩივრით მიმართვის
უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტს ან რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ
ორგანიზაციას. დაუშვებელია ცესკოსთვის შესაბამისი საჩივრით მიმართვა, თუ კენჭისყრის
დღიდან 2 კალენდარულ დღეზე მეტია გასული. ცესკო საჩივარს განიხილავს 2 კალენდარული
დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების
გადაწყვეტილება ამავე სუბიექტმა მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული
დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისმა საარჩევნო
სუბიექტმა გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის
ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ძალაში შედის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების
ვადის ამოწურვის ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
5. თუ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საარჩევნო ბიულეტენში ამ
საარჩევნო სუბიექტის შეტანის ან კენჭისყრის დღის შემდეგ, არჩევნების შედეგები შეჯამდება ამ
საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა მოქმედი
კანონმდებლობის თანახმად გამოცხადებულია სამართალდარღვევად და
ითვალისწინებს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. თუმცა
საგულისხმოა, რომ ამჟამად არ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან ასეთი
ჩარევის შემაკავებელი ეფექტიანი მექანიზმი. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ
მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს საარჩევნო სუბიექტის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ
საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი,
რომელიც ვერ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ეს კი, ერთი მხრივ,
სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ წინასაარჩევნო
აგიტაციაში მონაწილეობის პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ აკავებს
საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების
მიერ საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩვენი ქვეყნის საზიანოდ ჩარევის
რისკებს; მით უმეტეს, ეს რისკები გაზრდილია იმ პირობებში, როდესაც
საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი
ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.
მნიშვნელოვანია, რომ თუ პირი საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში
ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს,
შესაბამისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მათ ორმხრივად (როგორც
პოლიტიკურ ლიდერს, ისე საარჩევნო სუბიექტს) ეკისრებოდეთ.
ამრიგად, მიზანშეწონილია, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს
საარჩევნო კოდექსში და განისაზღვროს, რომ თუ საარჩევნო სუბიექტის
წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის პოლიტიკური ლიდერის
რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო
უფლების რეალიზაციისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ
მოთხოვნებს, ცესკოს განკარგულებით მას გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის მოწესრიგება მოითხოვს საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელებას საქართველოს საარჩევნო კოდექსში.
1
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული
საკითხის გადაწყვეტის ბევრად უფრო ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს საარჩევნო კოდექსს ემატება 791 მუხლი, რომლის თანახმადაც, „თუ
საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ საარჩევნო სუბიექტის
პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს
აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის საქართველოს კონსტიტუციით
დადგენილ რომელიმე ცენზს, ცესკოს განკარგულებით საარჩევნო სუბიექტს
გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.“
კანონპროექტით განისაზღვრება აგრეთვე ზემოხსენებული მუხლის შესაბამისად
საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული შემდგომი
პროცედურები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
2
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი,
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
მოსაკრებელი
ან სხვა სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
4
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ
მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ
მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი.
5