„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/5/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 3 ✗ 17
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-21
ბიუროს ნომერი 3

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 224-ე მუხლის მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი განსაზღვრავს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხებსა და პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავების საფუძვლებს. პარლამენტის წევრის ხელფასის დაკავებასთან მიმართებით კი პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომ, მაგალითად, პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს. მეტიც, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, ეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია. პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების მიზნის განხორციელებას; კერძოდ, ლოგკიურია, რომ თუ პარლამენტის წევრი თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას არასაპატიო მიზეზით აცდენს, მას ამ თვეში შრომის ანაზღაურებაც არ უნდა მიეცეს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებისა და ხელფასის დაკავების შესახებ საკითხები წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: 1 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს ემატება შემდეგი სახის 151 პუნქტი: „პარლამენტის წევრს, რომელიც მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდში, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში ამ პუნქტით დადგენილი წესით სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას.“ ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში): პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი საკითხის შინაარსის გათვალისწინებით მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან, მისი ამ დრომდე მიღების ერთადერთი პროცედურული შესაძლებლობა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღებაა. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. 2 ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სახელმწიფო ან/და პარლამენტის რეგლამენტის პროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება გულისხმობს გარკვეულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის გასამრჯელოს სრულად დაკავების შესაძლებლობას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარლამენტის რეგლამენტის პროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს პარლამენტის ცალკეული წევრების შემოსავლებზე; კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას, მას ხელფასი სრულად დაუკავდება. პარლამენტის წევრს ხელფასი სრულად დაუკავდება საპარლამენტო არდადეგების პერიოდშიც, თუ მას არდადეგებამდე მორიგი სესიის ბოლო კალენდარულ თვეში სრულად დაუკავდა ხელფასი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი დაესწრება შესაბამისი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). 3 ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის სამართალს. რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 4 ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი. 5