საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის №29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 2
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2020 წლის 21დეკემბერი, 13:00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის
წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის
ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“
დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N2
2020 წლის 21 დეკემბერი, 13.00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ედიშერ
თოლორაია, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და ელგუჯა
გოცირიძის უფლებამონაცვლე ირაკლი (დაჩი) ბერაია;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით
დამტკიცებულ
„მაჟორიტარული
სისტემით
არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და
პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის
განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების
პროექტის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული
ცვლილების თანახმად, ნაცვლად 73 მაჟორიტარული ოლქისა მაჟორიტარული
სისტემით საქართველოს პარლამენტის წევრების არჩევა მოხდა 30 მაჟორიტარული
ოლქიდან. მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის შემცირების შედეგად შეიცვალა
მაჟორიტარული ოლქების საზღვრები და ამომრჩეველთა რაოდენობა, შესაბამისად
საჭირო გახდა ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის ბიუროს
2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული
სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და
საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი
თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში, კერძოდ განისაზღვრა
რამდენი ექნება დაფინანსება თითოეულ მაჟორიტარულ ბიუროს, რაც კომიტეტის
სხდომაზე წარმოდგენილია დანართის სახით.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გარდა დაფინანსების განსაზღვრისა, ცვლილება
განხორციელდა დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში, სადაც განსაზღვრული იყო
მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის მინიმალური (450 ლარი) და
მაქსიმალური ოდენობა (2800 ლარი). მაჟორიტარ პარლამენტის წევრებთან
კონსულტაციების და არსებული პრაქტიკული გამოცდილების გაანალიზების
შედეგად გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მიერ მაჟორიტარულ
ბიუროში
თანამშრომელთა
რაოდენობის
დადგენის,
მათი
მიღების,
ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების და ხელფასის განსაზღვრის უფრო
ეფექტური, მოქნილი სისტემის შექმნის მიზნით, რაც თავის მხრივ აისახებოდა
თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონეზე, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა,
არსებული მინიმალური და მაქსიმალური ზღვარის გაუქმება.
აზრი გამოთქვეს ირმა ზავრადაშვილმა, გიორგი კახიანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მათ
ასევე მომხსენებელთან დააზუსტეს მაჟორიტარი ბიუროების დაფინანსების
ოდენობების, პარლამენტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხის საერთო
რაოდენობის, აგრეთვე მაჟორიტარი ბიუროს თანამშრომელთა სახელფასო
ანაზღაურების საკითხები.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით
დამტკიცებულ
„მაჟორიტარული
სისტემით
არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და
პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის
განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების
პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დებულების
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3
გადაწყვეტილებით
დამტკიცებულ
„მაჟორიტარული
სისტემით
არჩეული
პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და
პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის
განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი
3