საქართელოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-461/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 4

📜 ტექსტი

დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-461/20' 21-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და „სამთავრობო პროგრამაზე 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/7, 18.12.2020). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 21 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, (დამსწრე - კომიტეტის 10 წევრი, მომხრე - 10, მოწინააღმდეგე - 0) ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge