საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-486/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 2
შენიშვნა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა: 1) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი; 2) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; 3) საგარეო ურთიერთობათა კოიტეტი

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2020 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (С კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა; მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი
ოქმი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N 2 2020 წლის 21 დეკემბერი, 15.00 სთ პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გივი ჭიჭინაძე სხდომას ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები: ბექა ოდიშარია, დავით კაჭარავა, ქეთევან დუმბაძე, რესან კონცელიძე, სავალან მირზოევი, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნოდარ ტურძელაძე. სხდომას არ ესწრებოდა: ირაკლი სესიაშვილი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: კომიტეტის აპარატის მოხელეები და მოწვეული სტუმრები. დღის წესრიგი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა; მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი. სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმინეს. ვიდრე მომხსენებელს წარადგენდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მოკლედ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისათვის. აგრეთვე აღინიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი უმთავრესი პრობლემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი. მისი განცხადებით საგარეო პოლიტიკა ასევე მოიცავს ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საკითხსაც, ამიტომ საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის. მან ხაზი გაუსვა უკანასკნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის როლის მნიშვნელოვან გაძლიერებას, და აღნიშნა, რომ პარლამენტს აკისრია ფუნქცია, რომ განსაზღვროს საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები, ასევე ზედამხედველობა გაუწიოს აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობას. საქართველოს პარლამენტით აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიით და კოორდინირებულად მოქმედებს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელი და ქვეყნის ინტერესები იქნას დაცული საგარეო ასპარეზზე. მისი განცხადებით ამას ემსახურება ასევე საგარეო პოლიტიკის შესახებ ის რეზოლუცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დააინიცირა სულ ცოტა ხნის წინ და რომლის განხილვაც შედგება მიმდინარე კვირის ბოლოს. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დიპლომატებს, რომლის განცხადებითაც დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე საქართველოს შეუძლია უკვე იამაყოს, რომ მას ჰყავს პროფესიული დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დგას ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მზად არის ყველანაირად მხარში დაუდგეს, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე ჩვენს დიპლომატებს იმ საკითხების გადაჭრაში, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისათვის, იქნება ეს დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამის შემდეგ დავით ზალკალიანმა დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა რომ „თუკი მოხდება წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა, დაგიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი დიპლომატიური სამსახურის მზაობას პარლამენტთან მუდმივ თანამშრომლობაზე და ასევე ერთიან, კოორდინირებულ საქმიანობაზე“. მისი განცხადებით დღეს ჩვენ გვიწევს საქმიანობა დინამიურ, სწრაფად ცვალებად სამყაროში, მსოფლიოში, რომელიც არის დახუნძლული სერიოზული გამოწვევებით და ეს გამოწვევები ჩვენთან უახლოეს სამეზობლოში და რეგიონში ვითარდება. აქედან გამომდინარე, დიპლომატიურ სამსახურს, მთავრობას, პარლამენტს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ამ გამოწვევებისთვის, საქართველოს ხელისუფლების პასუხები იყოს ადეკვატური და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანას. დავით ზალკალიანის განცხადებით თუკი ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება არც განვითარება არც კეთილდღეობა. ამის შემდეგ დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ყველა მიმართულებაზე, გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე, პარტნიორებთან ურთიერთობების და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებული საფრთხეების განეიტრალების და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე. მან ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნის, ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და შესაძლებლობებზე. ისაუბრა თუ როგორ მიმდინარეობს მზადება 2024 წლისთვის ამ განაცხადის რეალობად ქცევისათვის. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მან ისაუბრა, ნატოში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევები და სამომავლო ნაბიჯები იყო. მომხსენებელმა სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად გაწეული საქმიანობა და საკუთარი ხედვა გააცნო დეპუტატებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხზე, საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, მისი მინისტრის რანგში მუშაობის პირველი დღეებიდანვე პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. დავით ზალკალიანის თქმით, დიასპორასთან ურთიერთობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. მან ხაზი გაუსვა იმ იმ ღონისძიებებს რაც გატარდა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და დახმარების მიზნით, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პერიოდში. კერძოდ მან ისაუბრა ხელისუფლების მიერ გაწეული კოლოსალური სამუშაოების შესახებ, რომლის შედეგადაც, პანდემიის პირობებში საქართველოში დააბრუნეს 24 000 ზე მეტი ადამიანი, ადგილზე დახმარება გაეწია 23 000 ზე მეტ ჩვენს თანამემამულეს, ექიმების ჩართულობით მიმდინარეობდა მუდმივი ონლაინ კონსულტაციები საზრვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შეძლებისდაგვარად ხდებოდა ადგილზე სურსათ-სანოვაგით მომარაგება. მისი განმარტებით, ყველა ამ ღონისძიების განხორციელებაში, საქართველოს ხელისუფლებას უდიდეს დახმარებას უწევდა ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული ქართული დიასპორა. პროცესებში საელჩოებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ დიასპორული ორგანიზაციები. მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მის კოლეგებს და პარტნიორებს, კერძოდ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბექა ოდიშარიას და კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - გივი ჭიჭინაძეს. დავით ზალკალიანმა ისაუბრა პანდემიის პერიოდში შექმნილი დიასპორული მხარდაჭერის ფონდის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საკმაოდ დიდი დახმარება გაეწია უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მომხსენებლის განცხადებით უმნიშვნელოვანესია ჩვენს დიასპორასთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება რათა ხელისუფლებამ მყისიერად შეძლოს არსებული პრობლემების გადაჭრა და სამომავლო პროექტების ერთობლივად დაგეგმვა. მინისტრობის კანდიდატის მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატებმა მას კითხვებით მიმართეს. დავით ზალკალიანმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების მრავალრიცხოვან თემატურ შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებებს, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, რეგიონის უსაფრთხოებას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და დიასპორის მხარდაჭერას. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". სხდომის თავმჯდომარე: გივი ჭიჭინაძე სხდომის მდივანი: ბექა ბიძინაშვილი