საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-556/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 4

📜 ტექსტი

დასკვნა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-556/20' 22-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის 2021-2024 ,,ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების საკითხზე. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 ,,ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. სამთავრობო პროგრამა კომიტეტს წარუდგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა. წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით განვითარებული ადამიანური კაპიტალი სწრაფი ეკონომიკური ზრდის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი განათლების სისტემის არსებობა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. განათლების რეფორმა მოითხოვს სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას, რაც გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით ერთიან მიდგომას, რათა რეფორმის შედეგი იყოს ეფექტიანი და ხელშესახები. შესაბამისად, საქართველოს განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა საფეხურს. ადრეული და სკოლამდელი განათლება სკოლამდელი განათლების მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო. განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას. ზოგადი განათლება თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მთავრობის პრიორიტეტი იქნება ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში:  მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება; გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;  დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები სტანდარტების დასაკმაყოფილებლად;  შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები. გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება. აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები. უმაღლესი განათლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:  გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;  შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი. განხორციელდება ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები;  შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია;  სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას;  გაგრძელდება პროგრამა − „ვისწავლოთ საქართველოში“; გაიზრდება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ამ მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მეშვეობით. პროფესიული განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამ მიზნით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:  გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება, ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი;  შემუშავდება პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების 2021 და შემდგომი წლების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები;  საჯარო-კერძო პარტნიორობით დაინერგება პროფესიული განათლების სისტემის მართვის ახალი მოდელი; დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის როლი იქნება გადამწყვეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისა და განხორციელების პროცესში;  დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი;  ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი;  გაიზრდება დუალური და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა. დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაფართოვდება აღიარების მასშტაბები. მეცნიერება შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ინსტიტუციების განვითარების ხელშეწყობა. გათვალისწინებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა, ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება. მომდევნო წლებში გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერთანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. კულტურა „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, გაგრძელდება და გაფართოვდება კულტურის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები. დაიხვეწება კულტურის სფეროს მარეგულირებელი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური, არამატერიალური, ბუნებრივი მემკვიდრეობა) სფეროში არსებული კანონმდებლობა. შეიქმნება კულტურის მართვის მოქნილი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული მოდელი და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი. კულტურის სფეროს მართვის მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ახალი კადრების მოზიდვა და რესურსების მობილიზება პრიორიტეტული მიმართულებების სარეალიზაციოდ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელოვნებო განათლების მიმართულებით სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური და სამეცნიერო რესურსის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებას. გაგრძელდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი; განხორციელდება საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებები. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი