საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-581/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 4

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-581/20' 22-12-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამაზე 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/7; 18.12.2020). დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-578/20' 22-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის 21 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2021-2024“ „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/7; 18.12.2020). ეკონომიკური პროფილის მინისტრებისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე (კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო კომიტეტის 8 წევრმა: 8 მომხრე) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge