საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (№07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-21
შენიშვნა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა:
1) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
2) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი;
3) საგარეო ურთიერთობათა კოიტეტი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა
2020 წლის 21 დეკემბერი, 15:00 საათი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(С კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ საქართველო პარლამენტში
ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024
წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი
ოქმი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის
ოქმი N2
2020 წლის 21 დეკემბერი
სხდომის თავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი;
სხდომას ესწრებოდნენ:
მაკა ბოჭორიშვილი;
მარიამ ქვრივიშვილი;
ლევან ქარუმიძე;
ელისო ბოლქვაძე;
გიორგი კახიანი;
კახაბერ კუჭავა;
შალვა პაპუაშვილი;
ნიკოლოზ სამხარაძე;
დავით სონღულაშვილი;
გიორგი ხოჯევანიშვილი.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
პარლამენტში
პრემიერმინისტრობის
ნდობის
მისაღებად
კანდიდატის
წარმოდგენილი
მიერ
საქართველოს
საქართველო
მთავრობის
შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის "ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის" განხილვა;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - დავით ზალკალიანი.
სხდომის მსვლელობა: კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარო საქმეთა
მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და 2021-2024 წლების სამთავრობო
პროგრამა
„ევროპული
სახელმწიფოს
მშენებლობისთვის“
წარმოადგინა.
მინისტრობის კანდიდატმა მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე
დეტალურად ისაუბრა.
სხდომის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებს გაცნო სხდომის
დღის წესრიგი და მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქვეყნის
დიპლომატებს 30 წლიანი დიპლომატიური სამსახურისთვის.
მომხსენებელმა, დავით ზალკალიანმა, ახლად არჩეულ პარლამენტის წევრებს
არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა აღმასრულებელი ხელისუფლების
და
საკანონმდებლო
აუცილებლობასა
და
ორგანოს
მნიშვნელობას,
კოორდინირებული
საქართველოს
თანამშრომლობის
მთავრობის
პროგრამით
დასახული მიზნების აღსრულების პროცესში, კონკრეტულად კი ასოცირების
შეთანხმებისა
და
ასოცირების
დღის
წესრიგის
ზედმიწევნით
შესრულების
მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა 2019 წელს სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგარეო
პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტზე ისაუბრა რომელიც მისი თქმით სრულ
შესაბამისობაშია მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამით გათვალისწინებულ
ქვეყნის საგარეო პრიორიტეტთან და ცხადჰყოფს ქვეყნის საგრეო მიმართულებებს.
საგარეო ასპარეზზე ქვეყნის 2020 წლის მიღწევებზე საუბრისას, მინისტრობის
კანდიდატმა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას გაუსვა ხაზი, რაც
მისი თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალის მიერ 6 თვიანი საქმიანობის შეჯამებისას,
ადამიანის
უფლებისა
და
გარემოს
დაცვის
საკითხების
წინ
წამოწევის
გათვალისწინებით წარმატებად იქნა აღიარებული.
არაღიარებისა და დეოკუპაციის საკითხზე საუბრისას, მინისტრობის კანდიდატმა
ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერის წარმატებით მოპოვებას და გაეროს
უშიშროების საბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და გენერალური
მდივნის ანგარიშებსა და განცხადებებზე მიუთითა, სადაც, ბატონი დავითის თქმით,
მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს დეოკუპაციის საკითხები და დაგმობილია
რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები. ბატონი
დავითის განცხადებით, რომ რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული წინააღმდეგობის
მიუხედავად, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულ
პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, საგარეო პოლიტიკის
მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
მისივე
განმარტებით,
მიუხედავად
იმისა
რომ
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, რუსეთის მხრიდან
მუდმივად აქვს ადგილი მცოცავ ოკუპაციას, მავთულხლართების აგებას,
ადამიანების გატაცებებსა და ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანების დასჯის მცდელობებს
და
ჰუმანიტარული
სიტუაცია
მძიმეა.
შესაბამისად,
საქართველოს
მთავარ
პრიორიტეტს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და დეოკუპაციის საკითხების
საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაცია და საერთაშირისო თანამეგობრობის
კონსოლიდაცია წარმოადგენს.
მომხსენებელმა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას გაზი გაუსვა, რომ
აღნიშნული
ფორმატი 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მიუხედავად, რუსეთის
დესტრუქციული ნაბიჯებისა, ის ერთადერთ სივრცედ რჩება, სადაც აფხაზეთისა და
ცხინვალის
ოკუპირებული
ტერიტორიების
დეფაქტო
ხელისუფლებების
წარმომადგენლებთან დიალოგი, საერთაშორისო აქტორების თანდასწრებით
მიმდინარეობს. მისივე მოსაზრებით, ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობა ამ
ეტაპზე არ არსებობს.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მუშაობა გრძელდება ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
მანდატის
სრულად
განხორციელების
მიზნით
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. მისივე
თქმით, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნული მისია სრულმასშტაბიან მანდატს ვერ
ახორციელებს,
ის
ერთადერთი
საერთაშორისო
ინსტრუმენტია,
რომელიც
მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორს თამაშობს.
მინისტრობის
კანდიდატმა
საგარეო
პოლიტიკის,
როგორც
უმთავრესს
მიმართულებაზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე
ისაუბრა. ბატონი დავითის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღმასრულებელი და
საკანონმდებლო შტოების ერთობლივი ძალისხმევით შესრულდეს მთავარი მიზანი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება. ბატონმა დავითმა
პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვიზიტის
ფარგლებში ევროკომისიის ახალ წევრებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა,
სადაც ევროკავშირის შიდა ბაზარზე მეტად ინტეგრაციისა და ოთხი მთავარი
თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზების საკითხები იქნა განხილული.
დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შესახებ სამომავლო
ხედვებზე საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, ორ მეზობელ
ქვეყანას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და ბელორუსში მიმდინარე კრიზისულ
პოლიტიკურ სიტუაციას, რასაც მისი მოსაზრებით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება
აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე. ბატონი დავითის განცხადებით, 2021 წლის
გაზაფხულის სამიტისთვის, საქართველოს მიზანი ფორმატის შიგნით პარტნიორი
ქვეყნების დიფერენციაცია იქნება, ვინაიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას
საერთო ინტერესები და მისწრაფებები გააჩნიათ.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით
2020 წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის
გამო შეზღუდული იყო ფიზიკური მონაწილეობა მინისტერიალებსა და ნატო საქართველოს კომისიის შეხვედრებში, საქართველომ ალიანსის მხრიდან კარგი
შეფასებები
დაიმსახურა.
შეფასებების
მიხედვით,
საქართველოს
აქვს
ყველა
პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად და ასრულებს ყველა
დაკისრებულ ვალდებულებას. როგორც მომხსენებელმა განაცხადა საქართველო და
უკრაინა ნატოს მინისტერიალზე ცალკე ფორმატში იყვნენ მიწვეულები, სადაც
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის, ნატოს წვრთნისა და
შეფასების ერთობლივი ცენტრის სწავლებებში ერთობლივი ჩართულობისა და შავი
ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობის საკითხები დეტალურად იქნა
განხილული.
დავით ზალკალიანმა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის
შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრობლობის შესახებ საუბრისას,
სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი აღნიშნა და ხაზი გაუსვა რომ
აღნიშნული ვიზიტი აშშ-სთან წარმატებული თანამშრობლობის დასტურს
წარმოადგენდა. ბატონმა დავითმა, მიღწევებზე საუბრისას ასევე, გამოჰყო აშშ-ის
წარმომადგენელთა
პალატაში
ინიცირებული
საქართველოს
მხარდამჭერი
ოპერატიული აქტი, რომელიც ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და
უსაფრთხოების განმტკიცებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და
მდგრადობის
გაძლიერებას.
მისივე
განცხადებით,
აქტიურად
მიმდინარეობს
მოლაპარაკების პროცესი აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის
თაობაზე.
სამეზობლო
პოლიტიკაზე
საუბრისას,
დავით
ზალკალიანმა
ხაზი
გაუსვა
საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკის როლს ორ მეზობელ ქვეყანას შორის
მიმდინარე კონფლიქტში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ
გადადგმული ნაბიჯები, რეგიონში შექმნილ ახალ რეალობაში წარმოქმნილი
სირთულეების
გათვალისწინებით,
გამომდინარეობს
სახელმწიფოებრივი
ინტერესებიდან. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციისა და
დელიმიტაციის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა
მინისტრთან შეხვედრისას, სადაც საქართველოს მხრიდან ახალი რუკების გადაცემა
შედგა, მხარეები შეთანხმდნენ რომ საზღვრის საკითხებზე მეზობელი ქვეყნების
დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიები ერთობლივად იმსჯელებენ და მიღებენ
საბოლოო გადაწყვეტილებას.
მინისტრობის კანდიდატმა, დიასპორაზე საუბრისას ხაზი გაუსვა დიასპორულ
ორგანიზაციებსა
და
ხელისუფლების
წარმომადგენლებს
შორის
მჭიდრო
თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარლამენტის წევრებს მოუწოდა, საქმიანი
ვიზიტების ფარგლებში რაც შეიძლება მეტი შეხვედრები დაგეგმონ მათთან.
მომხსენებელმა აგრეთვე, აღნიშნა დიასპორული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ
სპეციალური
ფონდის
შექმნის
საკითხი,
რომლის
ფინანსური
რესურსებიც
მთავრობის გადაწყვეტილებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა.
მომხსენებლის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების
მისაღწევად გამოყენებული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის
მექანიზმები.
დავით
ზალკალიანის
განცხადებით,
საგარეო
პოლიტიკის
მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო,
ევროპის საბჭო) აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების
შესაბამისი პოლიტიკის გატარებაა. მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა
სამინისტროში შეიქმნა სპეციალური სამმართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წარმომადგენლების გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს, სამინისტროს
ნაყოფიერი საქმიანობისათვის. მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა თუ რამდენად
ეხმიანება ასოცირების ახალი დღის წესრიგი საქართველოს ამბიციურ გეგმას 2024
წლისათვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის მომზადების თაობაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისათვის
სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულ ჩარჩო გადაწყვეტილებაზე მიუთითა, და
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე
რეაგირების
თვალსაზრისით
აღნიშნული
გადაწყვეტილების
საქართველოს
სასარგებლოდ გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი,
როგორც
დავით ზალკალიანმა განმარტა, ასოცირების დღის წესრიგი სრულად
შეესაბამება საქართველოს მიერ დასახულ ამბიციურ მიზნებს. მისივე თქმით,
მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც
შეთანხმების
იმპლემენტაციის
საკითხებიც
იქნება
განხილული.
ადამიანის
უფლებების
დარღვევებისთვის
სანქციების
ახალ
კონცეფციაზე
საუბრისას
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის მიხედვით,
რამდენიმე ქვეყანამ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ და
ევროკავშირის
ახალი
გადაწყვეტილება
აღნიშულ
პროცესს
კიდევ
მეტად
გააძლიერებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი გივი მიქანაძე აშშ-თან თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე თანამშრომლობას მიესალმა და აღნიშნა, რომ
ნატოში ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება
ახალი დიპლომატიური მისიების გახსნა იმ ქვეყნებში, რომლებიც უკანასკნელ
პერიოდში ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ.
საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილემ
გიორგი
ხელაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
ეფექტურ თანამშრომლობას, ვინაიდან ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის
მიერ
მკაფიო
განცხადებები
კეთდება
ევრო
და
ტრანსატლანტიკური
კოორდინირებული მომავლის თაობაზე. ბატონი გიორგის მოსაზრებით, ვინაიდან
საქართველოს კონსტიტუციით გაიზარდა საქართველოს პარლამენტის როლი
საგარეო
პოლიტიკის
შემუშავებისა
და
ზედამხედველობის
თვალსაზრისით,
სამინისტროსა და პარლამენტს შორის მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის შექმნა,
უწყებებს შორის ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის უზრუნველსაყოფად.
საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აბაშიძე კარასინის მოლაპარაკებების თაობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით,
გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ფორმატი ძირითად ისეთ საკითხებზე
(ეკონომიკა, ვაჭრობა, ჰუმანიტარული დახმარება) არის ფოკუსირებული, რომლებიც
მეტწილად დარეგულირებულია, დაინტერესდა თუ როგორ ხედავს სამინისტრო
აღნიშნული მოლაპარაკების აუცილებლობას მომავალში.
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
ფორმატის
მნიშვნელობასთან
დაკავშირებით მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე
რთული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ
ფორმატის მოქმედი სახით შენარჩუნება,
რადგანაც მასში ყველა ძირითადი
საერთაშორისო აქტორი - ევროკავშირი, ეუთო, გაერო და ამერიკის შეერთებული
შტატებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობს.
მომხსენებლის განმარტებით, აბაშიძე - კარასინის ფორმატი 2012 წელს დაფუძნდა,
როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არც ერთი პირდაპირი არხი არ არსებობდა. მისი
განმარტებით,
ვითარების
დეესკალაციის
მიზნით,
ხელისუფლების
გადაწყვეტილებით გაჩნდა შედარებით მსუბუქად განსახილველი თემების ფორმატი,
რასაც თავის მხრივ გავლენა უნდა მოეხდინა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზე,
სადაც ძირითად ქვეყნის დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა
დაბრუნების საკითხები განიხილება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ფარული კენჭისყრით ნდობა გამოუცხადა
საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და 2021-2024 წლების სამთავრობო
პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მაკა ბორჭორიშვილი სხდომის თავმჯდომარე