საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 4
📜 ტექსტი
დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-594/20'
22-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას
მიერ
საქართველოს
პარლამენტში
ნდობის
გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის
შემადგენლობისა და თანდართული სამთავრობო პროგრამის
2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“
თაობაზე (N07-2/7; 18.12.2020)
საქართველოს
პარლამენტის
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2020 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
განიხილა საქართველოს
პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში
ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და
თანდართული
სამთავრობო
პროგრამა
2021
–
2024
„ევროპული
სახელმწიფოს
მშენებლობისთვის“.
კომიტეტი გაეცნო საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიულ
ცნობებს და მოისმინა ინფორმაცია წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის მიზნებისა და
ძირითადი მიმართულებების თაობაზე.
აღნიშნული სამთავრობო პროგრამის ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი
კრიზისის
დაძლევა,
ეკონომიკის
სწრაფი
აღდგენა
და
განვითარება,
თითოეული
მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების
გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ
სწრაფვას.
შემდგომი
წლების
ძირითადი
ამოცანა
იქნება
ქვეყნის
ინსტიტუციური,
ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი
წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. შესაბამისად, 2021 − 2024 წლებში საქართველოს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: საგარეო
პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური
განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო
მმართველობა.
1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის
უფლებები
საგარეო პოლიტიკა
საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანა საერთაშორისო არენაზე რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნება
და გაძლიერებაა. ამავე დროს, პრიორიტეტულია აქტიური საქმიანობის წარმართვა ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, ასევე მუშაობა, ევროკავშირის შუამავლობით,
2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების
მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და
ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. პროაქტიურად წარიმართება მუშაობა
ოთხოზორია-ტატუნაშვილის
სიაში
შემავალ
პირებზე,
სხვადასხვა
ქვეყნისა
და
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებისთვის მხარდაჭერის
მოპოვების მიზნით.
გარდა ამისა, საგარეო პოლიტიკის კუთხით პრიორიტეტული მიმართულებები ფარავს
- საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციას და ამ გზაზე ყველა არსებული
შესაძლებლობის ძიებას/გამოყენებას
წევრობის
ოფიციალური
მთავარი მიზნის − 2024 წლისათვის ევროკავშირში
განაცხადის
მომზადებისა
და
შემდგომში
კავშირში
გაწევრიანებისათვის; ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება; ქვეყნის მთავარ
სტრატეგიულ პარტნიორთან − აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი
გაღრმავება; ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა და
გაძლიერება;
რეგიონში
დაბალანსებული
და
ურთიერთსასარგებლო
პარტნიორულ
თანამშრომლობაზე დამყარებული პოლიტიკის გატარება; აზიის, ახლო აღმოსავლეთის,
აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონებში ქვეყნის პოლიტიკური ხილვადობის კიდევ
უფრო გაზრდა; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უფლებებისა და
კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა.
ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის
განსაკუთრებულ
ასპექტს
შავი
ზღვის
უსაფრთხოების განზომილება ქმნის. საქართველო პოზიციონირებს როგორც ალიანსის სანდო
პარტნიორი მის აღმოსავლეთ ფლანგზე და მზად არის, ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი
შეიტანოს. სწორედ აღნიშნული მიდგომის დასტურია ის გეგმა, რომელიც შავი ზღვის
უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის სტრატეგიული ხედვის შემუშავებას გულისხმობს.
შესაბამისად,
განხორციელდება
შავი
ზღვის
სტრატეგიის შემუშავების პროცესის ინიციირება.
უსაფრთხოების
სფეროში
ეროვნული
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
სამთავრობო პროგრამის თანახმად, პრიორიტეტულია ტოტალური თავდაცვის
ელემენტების შემდგომი დანერგვა და მისი სამხედრო კომპონენტის განვითარება, ისევე
როგორც ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო
მისიებში მონაწილეობა. ხსენებული პროგრამა მიუთითებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან
საქართველოს მდგრადი საბრძოლო მზადყოფნისა და ტერიტორიული თავდაცვითი
შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გზით. გარდა ამისა, 2024
წლისთვის საბრძოლო მოდელირებისა და სიმულაციის შესაძლებლობები გაძლიერებული
იქნება ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ფარგლებში, რომელიც
ჩამოყალიბდება ნატოსთან აფილირებულ წვრთნისა და შეფასების ოპერატიულ ცენტრად და
დაკომპლექტდება
როგორც
ქართველი,
ასევე
ნატოსა
და
მისი
პარტნიორების
შემადგენლობით, ხოლო მისი მიზანი იქნება პერსონალისა და ქვედანაყოფების გაწვრთნა
ნატოს შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროგრამებით. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო
განახორციელებს საერთო საჯარისო ცენტრის რეფორმას, გვარეობების გამოცდილების
გაზიარების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, მნიშვნელოვან პრიორიტეტად
განისაზღვრება თავდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ლოგისტიკის მართვის
სისტემის
დეცენტრალიზაცია.
გაგრძელდება
როგორც
სამხედრო-სამედიცინო
შესაძლებლობების განვითარება, ისე თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს
მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის
წევრთა და სამოქალაქო პირთა სამედიცინო მომსახურების/რეაბილიტაციის ეფექტიანობის
ამაღლება
და
დაჭრილ/დაშავებულ
სამხედრო
მოსამსახურეთა
საზოგადოებაში
რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებები. მოსამსახურეებისთვის გაგრძელდება
ბინათმშენებლობის თანადაფინანსება და სხვა სოციალური პროექტები. საანგარიშო
პერიოდში
სამხედრო
რეზერვის
ძირითად
სახეებად
განისაზღვრება
აქტიური
და
სამობილიზაციო რეზერვი. დამატებით, განხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივები და საქართველოს მიერ ევროპულ თავდაცვის
სააგენტოსთან
(EDA)
თანამშრომლობის
დაწყების
შესახებ
ფორმალური
განაცხადი
გაკეთდება.
უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა
წარმოდგენილი
პროგრამის
თანახმად,
პრიორიტეტულია
საზოგადოებრივი
უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ,
გაგრძელდება
კრიმინალური
პოლიციის
რეფორმა
და
საგამოძიებო
კომპონენტის
გაძლიერება/გამოძიების ხარისხის გაზრდა, რაც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების
მკაფიოდ გამიჯვნასა და გამოძიების ხარისხის ზრდაში გარდაიქმნება. ამავე დროს, მთელი
ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება არასრულწლოვანზე მორგებული ინფრასტრუქტურის
დანერგვა,
გამომძიებელთა
სპეციალიზაცია
და
მათი
კვალიფიკაციის
ამაღლება,
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება.
მთავრობის გეგმაშია სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის რეფორმის გაგრძელება, მათ
შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის
კონცეფციის დანერგვის გზით. სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება აქტიური ბრძოლა
ორგანიზებულ დანაშაულსა და ნარკოდანაშაულთან. კვალიფიციური კადრების მოზიდვის,
ასევე, არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით, ჩამოყალიბდება ადამიანური
რესურსების მართვის ქმედითი სისტემა. ამასთანავე, მთავრობის პრიორიტეტები მოიცავს
ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საგანგებო სიტუაციების მართვის, საზოგადოებრივი და
საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების სფეროებში, აგრეთვე, ახალი საპოლიციო
პროდუქტების შექმნას. ასევე, სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაინერგება
დისტანციური სერვისები. სამთავრობო პროგრამის თანახმად, გაგრძელდება პოლიციის
შენობების, დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი
ობიექტების მშენებლობა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი უზრუნველყოფა,
აგრეთვე
მოწმისა
სამთავრობო
და
პროგრამა
დაზარალებულის
მიუთითებს,
რომ
კოორდინატორის
მთავრობა
ხელს
სამსახურის
გაძლიერება.
შეუწყობს
სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებას და მხარს დაუჭერს მისი შემდგომი
განვითარების მიზნით დაგეგმილ რეფორმებს.
პენიტენციური სისტემა
სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, პენიტენციური სისტემის მიმართულებით,
სხვებს შორის, შეიქმნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ერთი და
იგივე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი
თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე, ასევე 2020 წლის პირველი
იანვრიდან
ამოქმედდა
გადამზადების
ცენტრი,
სსიპ
−
მსჯავრდებულთა
დაინერგება
პროფესიული
გათავისუფლებისთვის
მომზადებისა
მომზადების
და
პოლიტიკა,
გაძლიერდება მუშაობა რთული ქცევის მქონე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის
ასაკს მიუღწეველ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან. ასევე, დაგეგმილია
№18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებისათვის სრულიად ახალი
ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სასეირნო
სივრცით. პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში კვლავ გაძლიერდება რესოციალიზაციისა
და რეაბილიტაციის პროგრამები.
ადამიანის უფლებების დაცვა
წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მიუთითებს ადამიანის უფლებების დაცვის
მიმართულებით მთავარ ორიენტირებზე. სახელდობრ, გაგრძელდება კოორდინირებული
მუშაობა ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის
პრევენციის, გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირების, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს
პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით. ტრანსსასაზღვრო საქმეებში ბავშვთა
რჩენის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფად გაგრძელდება მუშაობა შესაბამისი
საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების თაობაზე.
აგრეთვე, განხორციელდება კოორდინირებული და ქმედითი ღონისძიებები „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკაში
ეფექტიანი
აღსრულებისათვის.
მთავრობის
პრიორიტეტები
ფარავს
ხანდაზმული
ადამიანების ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის
უზრუნველყოფას, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილი
იმპლემენტაციის მიზნით საქმიანობის განხორციელებას, შრომითი უფლებებისა და
უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის დახვეწას. სამთვრობო გეგმა,
ამავე დროს, მიუთითებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო
პოლიტიკის
გაუმჯობესებაზე,
ეთნიკური
უმცირესობების
უფლებების
დაცვასა
და
სახელმწიფოს ენის ცოდნის ამაღლებაზე, თანასწორობის, მათ შორის, გენდერული
თანასწორობის გაძლიერებაზე. პროგრამა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის
სულისკვეთებით
მიღებულ
იქნება
აღსრულების
ახალი
კოდექსი
და
დაიხვეწება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
2. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია ჯანმრთელობის უფლების
დაცვა შესაბამისი ქმედებების განხორციელებით, მათ შორის, იქნება საქართველოს ყველა
მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა, მიზნობრივი ჯგუფების
საჭიროებების
დაკმაყოფილება,
ონკოლოგიური
დაავადებების
მართვა,
სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების მშენებლობა,
რეაბილიტაცია და აღჭურვა. ასევე, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდება
ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვის ღონისძიებები, გატარდება
ერთიანი
სატარიფო
პოლიტიკა
საყოველთაო
ჯანდაცვის
პროგრამის
ფარგლებში,
განხორციელდება ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის
ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, დაინერგება სამკურნალო საშუალებების
შექმნის, სტანდარტიზაციის, ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თანამედროვე
მიდგომები. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების
მიზნით, განხორციელდება სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმა.
წარმოდგენილი პროგრამის თანახმად, სოციალური დაცვის უფლების ჭრილში, სხვებს
შორის
დაგეგმილია
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და საარსებო შემწეობის გაცემის წესის დახვეწა,
ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვების (მათ შორის, შშმ ბავშვები და ქუჩაში
მცხოვრები
ბავშვები)
საჭიროებათა
დაკმაყოფილებისათვის
სოციალური
დაცვის
მექანიზმების გაუმჯობესება და გაფართოება. აგრეთვე, გაგრძელდება დიდი ზომის
პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა და ბავშვთა ოჯახურ გარემოში განთავსების უზრუნველსაყოფად, გაიზრდება
ძალისხმევა ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად, „სოციალური მუშაობის
შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული
ნორმების იმპლემენტაციისთვის.
გაგრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ეფექტიანი
პოლიტიკა. მომავალ 4 წელიწადში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახისა და 1200
ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სამთავრობო
პროგრამა
მიუთითებს,
რომ
განათლებაზე
საყოველთაო
ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია.
განათლების
რეფორმა
მოითხოვს
სისტემურ
და
თანმიმდევრულ მიდგომას, რაც გულისხმობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით ერთიან მიდგომას,
რათა რეფორმის შედეგი იყოს ეფექტიანი და ხელშესახები. შესაბამისად, საქართველოს
განათლების რეფორმა არის ყოვლისმომცველი და მოიცავს განათლების სისტემის ყველა
საფეხურს. გაუმჯობესება შეეხება განათლების სისტემის ბიუჯეტის ზრდას, განათლების
ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას, სასწავლო სივრცეში უსაფრთხოებისა და წესრიგის
დაცვას, სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციისა
და შრომითი უფლებების ამაღლებას, ინფრაქტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
სხვებს შორის, აღნიშნულია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად განვითარდება
ინკლუზიური განათლების კომპონენტები, ფართო მასშტაბით დაინერგება ბილინგვური
სწავლების
განსხვავებული
მოდელი
არაქართულენოვანი
სკოლების
მოსწავლეებში,
განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის
პოლიტიკა და მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი,
ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.
3. სახელმწიფო მმართველობა
მთავრობის პრიორიტეტად რჩება საჯარო მმართველობის რეფორმის გაგრძელება,
რომლის მთავარი მიზანია, სახელმწიფო მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და
მუშაობის შედეგები ხელშესახები იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ მიზნით, სხვებს
შორის, ყველა საჯარო დაწესებულებაში გაგრძელდება ადამიანური კაპიტალის განვითარება,
დეცენტრალიზაციის დამტკიცებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელება და 2024
წლისთვის ევროპული სტანდარტების ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება,
ასევე საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების
ერთიანი
სტანდარტის
შექმნა.
დამატებით,
სამთავრობო
დღის
წესრიგის
ნაწილია
ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება და ელექტრონული მმართველობის
განვითარება,
საჯარო
უწყებებში
შიდა
პროცესების
გაციფროვნება,
მომხმარებელზე
ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება.
პროგრამის თანახმად, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით,
გადაიხედება
და
დაიხვეწება
შესაბამისი
საკანონმდებლო
ბაზა,
ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, დაიხვეწება საჯარო
ფინანსების განაწილებისა და მართვის სისტემა, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის
უზრუნველყოფის მიზნით კი, გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითადი
მიმართულებების მიხედვით დასახული ამოცანების შესრულება ხელს შეუწყობს პროგრამის
მიზნების მიღწევას - პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაგანვითარებასა და თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს
შექმნას.
იმავდროულად, კომიტეტმა, მოისმინა და დადებითად შეაფასა საქართველოს
მთავრობის წევრობის კანდიდატების ხედვები სამთავრობო პროგრამის შესაბამისად მათი
პრიორიტეტების, სამომავლო გეგმებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, ერთხმად დაუჭირა
მხარი
საქართველოს
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
პარლამენტში
ნდობის
კანდიდატის
გამოცხადებისთვის
გიორგი
გახარიას
წარდგენილ
მიერ
საქართველოს
მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას 2021 – 2024 „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე