საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის და „სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (07-2/7; 18.12.2020) ნდობის გამოცხადების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 4
📜 ტექსტი
დასკვნა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-596/20'
22-12-2020
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და
სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“
თაობაზე. (07-2/7; 18.12.2020)
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 22 დეკემბერს
სხდომაზე, განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს
მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული
სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
სამთავრობო პროგრამა 2021-2024 წლებისათვის ითვალისწინებს ოთხ ძირითად
მიმართულებას, კერძოდ: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება
და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და
ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის
უფლებები.
უსაფრთხოების
გარემოს
გათვალისწინებით
საქართველოს
ეროვნული
უსაფრთხოებისათვის, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სტრატეგიულ
პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო თანამეგობრობის
ჩართულობით ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენა.
რეგიონში განვითარებული ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ
მნიშვნელოვანია, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის
ეფექტური გამოყენება, ასევე ძლიერი დასავლური წარმომადგენლობით შესაბამისი
მოლაპარაკებების ფორმატების ინიცირება და მხარდაჭერა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად
შესრულებისა და დეოკუპაციის მიმართულებით მუშაობა წარიმართება როგორც
რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურების
და შესრულების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალის გაყვანის, ასევე
ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ამ პროცესში საერთაშორისო
ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გამოყენებით კონფლიქტის მშვიდობიანი
დარეგულირება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ერთ-ერთი
სამოქმედო პრიორიტეტული მიმართულებაა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს
მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ინტერესებზე
დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარება.
განსაკუთრებული
ყურადღება
დაეთმობა
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებათა დაცვის
უზრუნველყოფას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იძულებით გადაადგილებულ
პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისათვის.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
მიზნით აქტიურად გაგრძელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება და შეთანხმებით განსაზღვრული შესაძლებლობების
გამოყენება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის
კომპონენტის ჩათვლით. გაღრმავდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ევროკავშირთან მიმართებაში მნიშვნელოვანი
ყურადღება დაეთმობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო
გამყარებას და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) ფარგლებში ახალი
შესაძლებლობების გაჩენას.
საქართველოს
საგარეო
პოლიტიკის
ერთ-ერთ
უმთავრეს
ამოცანას
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება წარმოადგენს. ამ მიზნით გაგრძელდება
ალიანსში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების (ნატო-საქართველოს
განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP), წლიური ეროვნული პროგრამა და ნატოსაქართველოს კომისია) ეფექტური გამოყენება. ამასთანავე, განხორციელდება შავი
ზღვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის
ინიცირება.
ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან
სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გარღმავების მიზნით გააქტიურდება
ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის: უსაფრთხოების სფეროში
თანამშრომლობა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ევროატლანტიკური
ინტეგრაცია, ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების
პოლიტიკის განმტკიცება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება.
ამასთანავე, გაგრძელდება მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის
გათვალისწინებული ყველა ძირითადი მიმართულებით.
ქარტიით
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეებისა და გამოწვევების
გათვალისწინებით
უმნიშვნელოვანეს
ამოცანას
წარმოადგენს
ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გაგრძელდება ტოტალური თავდაცვის ელემენტების
შემდგომი დანერგვა. თავდაცვის ძალების გაძლიერებასთან ერთად, განხორციელდება
საჰაერო, თავდაცვითი, ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, სადაზვერვო (ISTAR)
და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება. გაგრძელდება ალიანსის წევრ და
პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა.
ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება თავდაცვის ძალების მზადყოფნა ქვეყნის
შიგნით სტიქიური და ტექნოგენური კრიზისების დროს სამოქალაქო ხელისუფლების
მხარდაჭერისათვის.
გაიზრდება თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა და მათი
ოჯახის წევრთა, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრთა
სამედიცინო უზრუნველყოფის შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი ყურადღება
დაეთმობა დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა საზოგადოებაში
რეინტეგრაციის
და
რესოციალიზაციის
ღონისძიებებს.
გაგრძელდება
ბინათმშენებლობის თანადაფინანსებისა და სხვა სოციალური პროექტები.
გაგრძელდება თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მდგრადი
საბრძოლო მზადყოფნისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების
გაძლიერების კუთხით. აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ელემენტი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაა (GDRP), რომელიც
წვრთნისა და ინსტიტუციური განვითარების კომპონენტებს მოიცავს.
პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება საბრძოლო მოდელირებისა და
სიმულაციის შესაძლებლობების განვითარება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების
ცენტრის (JTEC) ფარგლებში.
განხორციელდება საერთო საჯარისო ცენტრის რეფორმა. რომელიც ეროვნული
სასწავლო ცენტრის კრწანისის ბაზაზე შეიქმნა 2016 წელს და მისი შემდგომი
განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე
სასწავლო-საგანმანათლებლო
პროცესების
ინსტიტუციონალიზაციისათვის.
საქართველოს თავდაცვის ძალები დაიყოფა სახმელეთო, შეიარაღებული და
მექანიზებული, ლოგისტიკის, სამედიცინო, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის,
დაზვერვის, საინჟინრო, ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური, კავშირგაბმულობისა
და არტილერიის სკოლებად.
შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს
თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის შემდგომ განვითარებაზე და
მორგებული იქნება ამოცანით მართვის მოთხოვნებთან. განხორციელდება
სპეციალური ოპერაციების ძალების სტრუქტურული და ფუნქციური რეფორმირება.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო და
საინჟინრო შესაძლებლობების, ჰიბრიდული ხასიათის გამოწვევებთან გამკლავების
ძირითადი ელემენტების, მათ შორის, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი
საშუალებების გაძლიერებას.
ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილია რეზერვისა და მობილიზაციის
გაუმჯობესებული სისტემის შემუშავება.
განხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სამხედრო
სამეცნიერო-ტექნიკურ
ცენტრ
„დელტას“
შესაძლებლობების
განვითარება.
სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება სამხედრო და ორმაგი
დანიშნულების პროდუქციის შექმნა და სერიული წარმოება.
ნატოსთან თავსებადობის მაღალი ხარისხის მისაღწევად დიდი ყურადღება დაეთმობა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების
ეფექტიანად შესრულებას.
გაძლიერდება თანამშრომლობა ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის
სფეროში. 2020 წელს გაკეთდება ფორმალური განაცხადი ევროპული თავდაცვის
სააგენტოსთან (EDA) თანამშრომლობის დაწყების შესახებ. ამასთანავე, საქართველოს
თავდაცვის სამინიტრო მზად იქნება ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურირებული
თანამშრომლობის (PESCO) კონკრეტულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
უსაფრთხოება და მართლწესრიგი
ეროვნული უსაფრთხოების სფეროში განახლდება ორი ძირითადი კონცეპტუალური
დოკუმენტი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასების
დოკუმენტი.
კიბერუსაფრთხოების სფეროში, განხორციელდება კონცეპტუალური სამართლებრივი
ბაზის ჩამოყალიბება.
დაიწყება მუშაობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული
სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით.
ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება:
ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორცილების
უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში
დაწყებული რეფორმები;
„სისტემური განახლების“ კონცეფციის შესაბამისად სამინისტროს შემდგომი
განვითარება, რაც მოიცავს როგორც სტრუქტურულ, ისე შინაარსობრივ
ცვლილებებს და საკანონმდებლო ინიციატივებს;
კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დასრულდება მთელი
ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების
მკაფიოდ გამოჯვნა;
საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება და გამოძიების ხარისხის გაზრდა,
საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნა;
სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ნატოსთან აქტიური თანამშრომლობით
საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და
მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში;
საპატრულო პოლიციის რეფორმა. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების
ცენტრის კონცეფცია დაინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტის შექმნა, მათ შორის ანონიმური
შეტყობინების პლატფორმა, საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა,
მოქალაქეებთან უკუკავშირის სისტემა და სხვა.
სამინისტროს მნიშვნელოვან პრიორიტეტად დარჩება ორგანიზებულ და
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდის მიზნით
განვითარდება საოპერაციო შესაძლებლობები. განხორციელდება ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია.
დაინერგება
დისტანციურად
მომსახურების
სერვისები
როგორიც
სატრანსპორტო საშუალებების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება.
არის
საქართველოს პარლამენტის 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა
დარგობრივი
სპეციალიზაციის
მიხედვით
განიხილა
საქართველოს
პრემიერმინისტრობის
კანდიდატის
გიორგი
გახარიას
მიერ
ნდობის
გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და
სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი
გახარიას მიერ სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს
მშენებლობისთვის“ წარმოდგენილი ხედვა, განსახორციელებელი გეგმები, ღონისძიებები და ინიციატივები, ძალიან მნიშვნელოვანია, მიმართულია საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და ემსახურება დეოკუპაციას და ქვეყნის
გამთლიანებას, ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,
პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და
განვითარებას, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და თითოეული
მოქალაქისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
კომიტეტი გაეცნო მინისტრობის კანდიდატების ბიოგრაფიულ მონაცემებს და მათ
ხედვებს, მოისმინა მინისტრობის კანდიდატების პასუხები კომიტეტის წევრების მიერ
დასმულ შეკითხვებზე და მიაჩნია, რომ მინისტრობის კანდიდატების მიერ
სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები ეფექტიანად
იქნება შესრულებული.
კომიტეტმა, სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ
საქართველოს მთავრობის წარმოდგენილი
შემადგენლობისათვის ნდობის
გამოცხადებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია