საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-651/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 5 (17:00)

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-651/20' 23-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დელეგაციებში მიერ პროპორციული განსაზღვრულ მუდმივმოქმედ წარმომადგენლობის კვოტებს, საპარლამენტო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს. დანართი: „ 6 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-649/20' 23-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2020 წლის 23 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა დაადგინა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს თანდართული ნუსხის მიხედვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი; სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი; 12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; ბ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი.
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის `ე~ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე