საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დებულება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-652/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-23
ბიუროს ნომერი 5 (17:00)

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-652/20' 23-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი იქნა 2020 წლის 23 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე. დანართი: „ 5 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დებულება
პროექტი დებულება „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის №29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ბიუროს მუშაობის ორგანიზებასა და საქმიანობას უზრუნველყოფენ ბიუროს თანამშრომლები, რომლებსაც მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის მე-10 კატეგორიის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს (4000 ლარს) და არ უნდა იყოს 450 ლარზე ნაკლები. ამასთანავე, თითოეული თანამდებობრივი სარგო უნდა შეესაბამებოდეს იმავე ცხრილით გათვალისწინებულ შემდეგ კოეფიციენტებს: სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 2.30 2.40 2.50 2.60 2.80 3.10 3.20 3.50 3.60 4.00 1.30 1.40 1.50 1.60 1.70 1.80 1.90 2.00 2.10 2.20 0.70 0.75 0.80 0.85 0.90 0.95 1.00 1.10 1.15 1.20 0.45 0.50 0.55 0.60 0.65 (მაგალითად: კოეფიციენტი 0.55*1000₾(საბაზო თანამდებობრივი სარგო)= 550 ლარს; კოეფიციენტი 0.85*1000₾(საბაზო თანამდებობრივი სარგო)= 850 ლარს)“ 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი: „2. თითოეული ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვრება ამ დებულების დანართის შესაბამისად. პარლამენტის აპარატი მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინებით ახორციელებს: ა) ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენას (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომლის ღირებულება 5000 ლარზე მეტია, მაგრამ 10 000 ლარს არ აღემატება. აღნიშნული შესყიდვის ხარჯის დაფარვას (გამოკლებას) ახორციელებს პარლამენტის აპარატი ბიუროსათვის გამოყოფილი ყოველთვიური თანხიდან. შენიშვნა: მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვის განმავლობაში უფლება არ აქვს პარლამენტის აპარატს სთხოვოს ამ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვის განხორციელება; ბ) ბიუროს მოსაწყობი საოფისე ფართობის დასაქირავებელი თანხის ანაზღაურებას; გ) წარმოდგენილი ადმინისტრაციული ხელშეკრულებების ბიუროს თანამშრომლებისათვის ხელფასების ანაზღაურებას.“. შესაბამისად
დანართი
დანართი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ყოველთვიური დაფინანსების ოდენობა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის N საზღვრები დაფინანსების ოდენობა 1 მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები 10000 2 ვაკის რაიონი 10000 3 საბურთალოს რაიონი 10000 4 ისნის რაიონი 10000 5 სამგორის რაიონი 10000 6 დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები 10000 7 ნაძალადევის რაიონი 10000 8 გლდანის რაიონი 10000 9 გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები 16000 10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები 16000 11 მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები 16000 12 რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 10000 13 მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები 10000 14 ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები 16000 15 კასპისა და გორის მუნიციპალიტეტები 12000 16 ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტები 10000 17 ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები 16000 18 ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები 8000 19 ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები 18000 20 საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები 13000 21 ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები 16000 22 სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები 16000 23 ქუთაისის მუნიციპალიტეტი 10000 24 ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები 12000 25 წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები 16000 ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები 13000 26 27 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 10000 28 ბათუმის მუნიციპალიტეტი 10000 29 ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები 6000 30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები 16000