„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად,
ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, ასევე საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ
საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი
გარემოებები.“;
2. 309-ე მუხლის:
ა) 112-ე და 113-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„112. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, ასევე 2020 წლის 1
დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს
(ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული
და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან
1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება:
ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე;
გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე;
დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტი;
ე)
ამ
შენიშვნის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
საწარმოს
მიერ
დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი
საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.
113. პირი უფლებამოსილია 2020 წლის 1 მარტიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო
პერიოდის), ასევე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის (საანგარიშო პერიოდის)
განმავლობაში გაწეული იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-ით დაბეგროს ამ მომსახურების
საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.“
ბ) 114-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1141 ნაწილი:
1141. საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს,
2020
წლის
ნოემბრის
და
დეკემბრის
თვის
გადასახდელი,
საშემოსავლო
გადასახადის
გადახდისათვის ამ კოდექსით განსაზღვრული ვადა გაუგრძელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1
ივლისისა იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლის 115-ე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ
გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში. ასეთ შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელს ამ კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება.
გ) 115-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
115. ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 და 2021 წელსაა
გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს
ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):
ა) 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით
(დასასვენებელი
და
სხვა
მოკლევადიანი
განთავსების
საშუალებები)
გათვალისწინებულ
საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
ბ) 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები)
გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
გ)
56.3
კოდით
(სასმელებით
მომსახურების
საქმიანობები)
გათვალისწინებულ
საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
დ) 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის
მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში
გამოყენებული ქონება.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით,
ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით
განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.“
დ) 129-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 130-ე და 131-ე ნაწილები:
130. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ
შეიტანოს) ამ მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი,
(გადასახადი რომელზეც გაგრძელებულია საშემოსავლო გადასახადის გადახდისთვის ამ კოდექსით
განსაზღვრული ვადა), თუ პირი ახორციელებს ამ მუხლის 115-ე ნაწილით გათვალისწინებულ
რომელიმე საქმიანობას. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.
131. ამ კოდექსის 1641 მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი
გამოიყენება 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2023
წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება
საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ
იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა;“
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილი, ამოქმედდეს 2021 წლის 1
იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების,
ჯანმრთელობის
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების
მიზნით, შეიზღუდა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, აღნიშნულის
გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის
უწყვეტობის შესანარჩუნებლად დღის წესრიგში დადგა გადასახადის გადამხდელებისთვის
საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აუცილებლობა. მათ შორის, საგადასახადო შეღავათის
დაწესება, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის
გადასახადების
გადახდის გადავადების შესაძლებლობა, დავის განმხილველი ორგანოებისათვის საჩივრების
დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვება, ასევე საბაჟო პროცედურების
გამარტივება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღება აუცილებელია
ახალი
კორონავირუსის
(COVID-19)
მასობრივი გავრცელების ფონზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების
საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. აღნიშნული ხორცილდება საგადასახადო
შეღავათის დაწესების, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის
გადასახადების გადახდის გადავადების, დავის განმხილველი ორგანოებისათვის საჩივრების
დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვების, ასევე საბაჟო პროცედურების
გამარტივების გზით.
ა. ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
ცალკეული
გადასახადის
გადამხდელებს
უმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი, კერძოდ, წესდება ახალი საგადასახადო შეღავათები,
იქმნება გადახდის გადავადების შესაძლებლობა, მარტივდება დავის წარმოებისა და საბაჟო
პროცედურები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების შედეგად შექმნილი
ვითარების გამო, გამოიკვეთა საჩივრების დისტანციურად განხილვის მიზანშეწონილობა,
ვინაიდან აუცილებელია სოციალური დისტანცირება და ადამიანთა შეკრების მაქსიმალური
აღკვეთა, ხოლო მეორეს მხრივ კი გადამხდელთა ინტერესია, რომ დროულად შეძლონ
დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლებების რეალიზება, დავის განმხილველი
ორგანოების ინტერესს კი წარმოადგენს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა საჩივრების განხილვა. ამდენად, კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
შესაძლებელი
გახდება,
რომ
გადასახადის
გადამხდელებმა
დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე მიიღონ მონაწილეობა
საჩივრის განხილვის პროცესში.
2. კანონპროექტის თანახმად,:
●
კიდევ ექვსი თვით, კერძოდ, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში,
გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ,
დამქირავებელი
უფლებამოსილი
ხდება
ბიუჯეტში
არ
გადაიხადოს
დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და
გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე
დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500
ლარს არ აღემატება. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ
კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა
საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 270 მილიონ ლარს;
●
2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში
გაგრძელდება
ქონების
იჯარის/ლიზინგის
მომსახურების
დღგ-ით
დაბეგვრის
შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს თავიდან აირიდონ დამატებითი
საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ
ფინანსურ მდგომარეობას;
●
2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან
პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს
ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) კოდებით (ტურისტული სექტორი,
სასტუმროები, რესტორნები და სხვა) გათვალისწინებულ საქმიანობას. აღნიშნული
საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30
ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს
45 მილიონ ლარს;
●
კანონპროექტის თანახმად, აღნიშული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს
(ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და სხვა), ეძლევათ უფლება
ბიუჯეტში არ გადაიხადონ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის
შესაბამისად
გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და
სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის
ოდენობა საშემოსავლო გადასახადში შეადგენს 20 მილიონ ლარს;
●
იქმნება შესაძლებლობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ
გოდერძიზე
და
მესტიის
მუნიციპალიტეტის
დაბა
მესტიაში
განლაგებულ
სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, გადაუვადდეთ 2020 წლის ნოემბრის და
დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის „იზოლაციისა და კარანტინის წესების
დამტკიცების შესახებ“ №322 დადგენილების მე-6 მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ
გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის
მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია
მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით. გადასახადის გადავადება
დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება
კომპანიებს შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი
შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 0,5
მილიონ ლარს.
3. წარმოდგენილი პროექტის მიღების შედეგად 2023 წლამდე იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი
თანხის (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) გაანგარიშება განხორციელდება მასში
დამატებით კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები
და სხვა) შეტანის გარეშე. აღნიშნული მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას,
კერძოდ, ხსენებული საკითხის გადაწყვეტა
მოითხოვს შესაბამის ტექნიკურ/პროგრამულ
აღჭურვილობას, მისი აღსრულება 2021 წლის 1 იანვრიდან ახალი კორონავირუსის (COVID-19)
მასობრივი გავრცელების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ხოლო ამ დროის განმავლობაში
კი
შესაძლებელი
იქნება
შესაბამისი
საბაჟო
პროცედურების
განხორცილებისათვის
საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონროექტი, გარდა
პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილისა,
მიზანშეწონილია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან ამ ნორმებით
საგადასახადო
შეღავათები,
გადამხდელებისთვის
იქმნება
ცალკეული
კატეგორიის
გადასახადის გადახდის გადავადების, ასევე
ახალი
გადასახადის
დავის განმხილველი
ორგანოებისთვის საჩივრების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობა.
კანონპროექტის
პირველი
მუხლის
მე-2
ნაწილის
„დ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილი,
მიზანშეწონილია
ამოქმედდეს
2021
წლის
1
იანვრიდან,
ვინაიდან
საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 1641 მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“
ქვეპუნქტი, რომელთა
გამოყენების ვადის გადადავადება ხორციელდება ამ ცვლილების
შესაბამისად, ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა განპირობებულია
იმ გარემოებით, რომ არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად
შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი
კანონპროექტის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიღება, რათა ეკონომიკური
საქმიანობის
განმახორციელებელ
პირებს
მიეცეთ
საგადასახადო
ვალდებულების
შესრულების გადავადების, ასევე საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არ
გამოიწვევს
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო და შესაბამისი მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული
საგადასახადო შეღავათები გამოიწვეს 2020 წლის დეკემბრის თვის საშემოსავლო გადასახადის
45 მილიონი ლარის ოდენობით შემცირებას, რომელიც დეკლარირდება 2021 წლის იანვრის
თვეში, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიწვევს საშემოსავლო ნაწილის
შემცირებას დაახლოებით 290 მლნ. ლარით. კერძოდ:
●
საშემოსავლო გადასახადის შეღავათი 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ
550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში
შეადგენს 225 მილიონ ლარს;
●
ტურიზმის
სექტორისთვის
ქონების
გადასახადის
შეღავათი
-
აღნიშნული
საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30
ათასზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში შეადგენს
45 მილიონ ლარს. ქონების გადასახადი ირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში;
●
ტურიზმის სექტორისთვის გადავადებულ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი აღნიშნული
საგადასახადო
შეღავათი
შეეხება
1000-მდე
კომპანიას,
სადაც
დასაქმებულია 40 ათასამდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო
გადასახადში შეადგენს 20 მილიონ ლარს;
●
მიმდინარე წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის
გადავადების შესაძლებლობა ტურიზმის სექტორისთვის - აღნიშნული საგადასახადო
შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა
შეადგენს 0,5 მილიონ ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი
მოქმედება. ჯამურად, კანონპროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათები შეეხება
600,000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს თანხით 335 მილიონი ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის
(ფულადი
შენატანის)
ოდენობა
შესაბამის
ბიუჯეტში
და
ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
არ
დგინდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის
მიღება
არ
მოახდენს
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება
არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები დავით სონღულაშვილი, ბექა
ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე, მარიამ ქვრივიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები დავით სონღულაშვილი, ბექა
ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე, მარიამ ქვრივიშვილი.