„2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 83 ✗ 0
📄 წერილი (70 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (72 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (46 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (15 KB)
📄 დოკუმენტი (618 KB)
📄 ინფორმაცია (525 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (14.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.4 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (199 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-12-25
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-587/20'
22-12-2020
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის
მიხედვით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2021-2023 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების
შესახებ“
პროექტზე
კომიტეტის
დასკვნას,
საქართველოს
დადგენილების პროექტს და თანმხლებ მასალას.
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 20 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
პარლამენტის
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-585/20'
22-12-2020
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა
2020
წლის 22 დეკემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენილი „2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პროექტი.
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი
პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
2021−2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2021−2023
წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2021−2023 წლებისთვის შეადგენს 3
პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის
შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021-2023 წლების
განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის
ცვლილება
ეკონომიკას
გადაეცემა
მონეტარული
პოლიტიკის
შემდეგი
ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი,
მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები
მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური
სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2021-2023 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ
დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და
საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური
რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი
ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული
ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების
შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს
ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თბილისი,
დეკემბერი 2020 წ.
არჩილ თალაკვაძე
დოკუმენტი
N 2-04/3016
3016-04-2-202010011630
01/10/2020
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის
შესახებ
ბატონო არჩილ,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2021-2023 წლების ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს,
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად.
ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური
მდგომარეობა.
დანართი: 9 ფურცელი.
პატივისცემით,
კობა გვენეტაძე
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
28/09/2020
N 73
2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების
საფუძველზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების (2020 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი N7) შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და 1 ოქტომბრამდე
წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
კობა გვენეტაძე
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2021-2023 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2021-2023 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021-2023 წლების განმავლობაში
ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება
ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით:
რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი
ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი
ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და
სხვა ინსტრუმენტები.
3. 2021-2023 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ
დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და
საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური და სხვა გლობალური
რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი
ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე
მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
1
2021-2023 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებები
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის პირველი თავის მე–3
მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო
სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად
ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი
ძირითადი ამოცანის შესრულებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მეათე თავის 61-ე
მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად
ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად
გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას.
ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია
მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ფასების სტაბილურობას
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის - ინფლაციის თარგეთირების
გამოყენებით აღწევს.
ინფლაციის
თარგეთირების
რეჟიმი
გულისხმობს
ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებლის გამოცხადებას და შემდეგ, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, მონეტარული
პოლიტიკის განსაზღვრას. აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს საშუალოვადიან
პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არსებობას და, ამავე დროს,
ინფლაციას ეგზოგენურ1 შოკებზე საპასუხოდ მიზნობრივი დონისაგან დროებით
გადახრის საშუალებას აძლევს.
1
გარე, მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორები.
2
2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3
პროცენტია.
საშუალოვადიან
პერიოდზე
ფოკუსირებას
აქ
განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი
დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება; ის ზოგჯერ მიზნობრივ ინფლაციაზე
უფრო მაღალი ზოგჯერ, კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა ეროვნული ბანკის მიერ
გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის
იმოძრავებს ამ მაჩვენებლისკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება
ეწოდება, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით,
ყველაზე მაღალი და სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის 3 პროცენტიანი
მიზნობრივი მაჩვენებელი არ გულისხმობს ინფლაციას ნულიდან 3 პროცენტამდე,
არამედ ეს ნიშნავს ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს, საშუალოვადიან პერიოდში.
ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის
მიღწევა ხდება ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ არსებული ინსტრუმენტის,
მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით.
გადაწყვეტილებებს
მონეტარული
პოლიტიკის
შესახებ
იღებს
საქართველოს
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც, როგორც წესი,
წელიწადში 8-ჯერ იკრიბება. გადაწყვეტილება მიიღება მაკროეკონომიკური გარემოს
გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის
დინამიკის პროგნოზირებისა და ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკების
შეფასების შედეგად.
იმ შემთხვევაში,
თუ
ინფლაციის პროგნოზი
მიზნობრივ
მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა მკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი
მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა რბილდება.
მონეტარული
პოლიტიკის
კომიტეტი
განსაზღვრავს
სამიზნე
მოკლევადიან
საპროცენტო განაკვეთს, რომელიც აუცილებელია ფასების სტაბილურობისთვის საშუალოვადიან
პერიოდში
ინფლაციის
მიზნობრივ
მაჩვენებელთან
ახლოს
შენარჩუნებისთვის. ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის
დამთავრებისთანავე,
აკეთებს
საჯარო
განცხადებას
მონეტარული
პოლიტიკის
ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ, რომელიც ქართულ და
ინგლისურ ენებზე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება.
3
მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც შედგება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი
ინსტრუმენტებისგან2: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი,
სადეპოზიტო
სერთიფიკატები,
მთავრობის
ფასიანი
ქაღალდებით
ოპერაციები,
სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან
დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა.
ჩამოთვლილი
ინსტრუმენტებით
ეროვნული
ბანკი
მართავს
მოკლევადიან
საპროცენტო განაკვეთს. სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო
განაკვეთის მისაღწევად ეროვნული ბანკი ბანკთაშორის მოკლევადიანი ლიკვიდობის
ბაზარზე რეფინანსირების სესხებით ინტერვენციებს ახორციელებს. ბანკთაშორის
ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად (რაც ხელს
უშლის ამ ბაზრის განვითარებას) ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს
(ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს) იყენებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი
გააგრძელებს 3-თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოშვებას მინიმალური
მოცულობით, რათა ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
პანდემიის პირობებში, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით,
ეროვნულმა
ბანკმა
დროებითი
ინსტრუმენტები
აამოქმედა:
სავალუტო
სვოპი,
მუდმივმოქმედი სავალუტო სვოპი და მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის
მიწოდების ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინსტრუმენტები ბანკების
გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც არის ხელმისაწვდომი.
სვოპ ოპერაციებით ეროვნული ბანკი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს
ერთი თვის ვადიანობით უცხოური ვალუტის სანაცვლოდ და შემდგომ მისი უკან
დაბრუნების პირობით ეროვნული ვალუტის ლიკვიდობას აწვდის. კომერციულ ბანკებს
და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ლარის ლიკვიდობა 200-200 მლნ (ჯამში 400 მლნ)
აშშ დოლარის ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებით მიეწოდებათ. სვოპის მთლიანი თანხა
სქემის მონაწილეთა შორის ფინანსური ინსტიტუტის საბაზრო წილის პროპორციულად
არის გადანაწილებული. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად,
ერთ ორგანიზაციაზე დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტი მთლიანი მოცულობის 25%2
იხილეთ ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=539.
4
ის ოდენობით. კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობა
აქვთ ყოველთვიურად აითვისონ სვოპის განსხვავებული თანხები მათთვის დადგენილი
ლიმიტის ფარგლებში.
ამასთანავე, ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად, ეროვნული ბანკმა, პანდემიის
ფონზე, მუდმივმოქმედი სვოპის ინსტრუმენტი აამოქმედა , რაც ბანკებს, საჭიროების
შემთხვევაში,
ნებისმიერ
სამუშაო
დღეს
საჯარიმო
საპროცენტო
განაკვეთით
დამატებითი ლარის ლიკვიდობის მიღების საშუალებას აძლევს. მუდმივმოქმედი
სვოპის
ინსტრუმენტით
ლიკვიდობაზე
ბანკები
გაზრდილი
და
მიკროსაფინანსო
მოთხოვნას
დამატებითი
ორგანიზაციები
რისკების
აღების
ლარის
გარეშე
იკმაყოფილებენ.
2020 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ლიკვიდობის ინსტრუმენტი მცირე და საშუალო
ბიზნესის დაკრედიტების მხარდასაჭერად, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება.
პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც, მცირე და საშუალო
ბიზნეს სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ, ეროვნული ბანკიდან ლარის
ლიკვიდობის მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა აქვთ. მეორე ინსტრუმენტს კი
მიკროსაფინანსო ინსტიტუტები იყენებენ - ისინი ეროვნული ბანკის მხარდაჭერით და
სასესხო
პორტფელის
მოცულობის
დადგენილი
კრიტერიუმების
ფარგლებში
დატვირთვა
სავალუტო
კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსს იზიდავენ.
2020
წლის
განმავლობაში
განსაკუთრებული
აქვს
ინტერვენციებსაც. პანდემიის ფონზე გაზრდილი ფინანსური საჭიროების პირობებში,
საქართველო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოცულობითი ოდენობით
ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. ეს შემოდინებები სავალუტო ბაზრის გვერდის ავლით
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში გროვდება. ამ სავალუტო შემოდინებების
ნაწილი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სავალუტო ინტერვენციებით უნდა მიაწოდოს,
რისთვისაც ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებს 2020 წელს სხვა წლებთან
შედარებით უფრო აქტიურად იყენებს. ამის საშუალებას კი სწორედ მთავრობის მიერ
უკვე მიღებული და მოსალოდნელი მაღალი წმინდა შემოდინებები იძლევა.
გასათვალისწინებელია,
რომ
შოკებთან
გასამკლავებლად
გაცვლითი
კურსის
მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა ამავდროულად, მიმდინარე წელს
5
არსებული უპრეცედენტო გლობალური კრიზის გამო, სავალუტო ინტერვენციები
სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ
2020 წლის იანვარ-აგვისტოში, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 341 მლნ აშშ დოლარი
(მთლიანი რეზერვების 9 პროცენტი) მიაწოდა.
ვინაიდან
მონეტარული
პოლიტიკა
ერთობლივ
მოთხოვნაზე
ზემოქმედების
ინსტრუმენტია, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით მხოლოდ მოთხოვნის მხრიდან
არსებული შოკის განეიტრალება არის შესაძლებელი. ამასთან, რაც უფრო მაღალია
ეროვნული
ბანკისადმი
საზოგადოებისთვის
ნდობა,
მონეტარული
მით
უფრო
პოლიტიკის
ნაკლებად
დანახარჯიანია
განხორციელება.
მონეტარული
პოლიტიკის გადაწყვეტილებები მაკროეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით მიიღება.
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზი.
2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაიწყო.
თუმცა შემდგომ, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა, მათ
შორის
საქართველოში,
ინფლაციასთან
ეფექტური
ინფლაციის
დაკავშირებული
გაცვლითი
კურსის
ტრაექტორია
ცვლილებები
გაუფასურებას,
მნიშვნელოვნად
მეტწილად
ლარის
პანდემიასთან
შეცვალა.
ნომინალური
ბრძოლის
გამო
დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას და
პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირდება.
მეორე
მხრივ,
შენელებული
ერთობლივი
მოთხოვნა
ინფლაციაზე
შემცირების
მიმართულებით მოქმედებს.
ზემოთ ნახსენები ფაქტორების შედეგად ინფლაციის შემცირება დაყოვნდა, თუმცა
მაისის შემდგომ კლების ტენდენცია გამოიკვეთა. აგვისტოში ინფლაციამ 4.8%-მდე
დაიკლო. ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი
მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს
გამორიცხავს, აგვისტოში 5.2%-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაციის ზრდის მიზეზი
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებითა და პანდემიის გამო
მიწოდების ჯაჭვების დროებითი შეფერხების შედეგად ფირმების საოპერაციო ხარჯების
ზრდით გამოწვეულ პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება.
6
ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების პოზიტიური
დინამიკა 2020 წელს COVID-19 პანდემიის გამო შეიცვალა. საქონლისა და მომსახურების
ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე, 2020 წლის პირველ
ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 755 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10.3%-ია. ეს მაჩვენებელი წინა
წლის პირველ ნახევართან შედარებით მშპ-ს 5.2 პპ-ით, ანუ 338 მლნ აშშ დოლარით
გაუარესდა.
საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია
ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა
გავლენითაც
ინფლაცია
შესაძლებელია
მიზნობრივი
მაჩვენებლიდან
დროებით
გადაიხაროს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე
ზემოქმედების
მოთხოვნის
ინსტრუმენტია,
შოკებზე
რის
რეაგირებენ,
გამოც
ცენტრალური
ბანკები
ძირითადად
რადგან
მიწოდების
შოკებზე
რეაგირება
ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური ზრდის
მერყეობასა და, შედეგად, გრძელვადიან პერიოდში დასაქმების შემცირებას იწვევს.
ამასთანავე, როგორც კვლევები აჩვენებს, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების
გადაცემას ეკონომიკაზე გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის დაშვება იმ
შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებული ინფლაცია მის
მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება. ხოლო თუ აღნიშნული ტიპის შოკი გაზრდის
ინფლაციის მოლოდინებსა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი
შესაბამისად შეცვლის პოლიტიკას.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ
გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები
პროგნოზში
გათვალისწინებული
სცენარით
მომავალში
ახალი
პროგნოზირებულისაგან
მონაცემები
განვითარდება.
შესაბამისად,
განსხვავებულ
თუკი
სურათს
წარმოაჩენს, განსხვავებული იქნება მონეტარული პოლიტიკის პასუხიც. მიუხედავად
7
არსებული გაურკვევლობისა, რაც პროგნოზს თან ახლავს, მომავალი მოკლევადიანი
საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს,
ვინაიდან მასზეა დამოკიდებული ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების
კატეგორიას განეკუთვნება COVID-19-ის პანდემიის განვითარებიდან მომდინარე
რისკები, ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური
რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ
რისკები შეიძლება მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ.
საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც
ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე
ეკონომიკასთან და რომელიც კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება,
ინფლაციის
თარგეთირების
რეჟიმი
კონკურენტუნარიანობის
შენარჩუნებისა
და
გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის
არსებობას მოითხოვს. ასეთ პირობებში გაცვლითი კურსი შოკების მშთანთქავ ფუნქციას
ასრულებს, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება
ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს. იმ
შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებლიდან გადახრის რისკებს შეიცავს, ეროვნული ბანკი მათ გასანეიტრალებლად
მის ხელთ არსებულ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს აამოქმედებს.
საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–
საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას
პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და
გრძელვადიან ზრდას.
ინფორმაცია
N 2-04/4085
4085-04-2-202012211015
21/12/2020
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს
ბატონ არჩილ თალაკვაძეს
2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის
შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენაზე
ბატონო არჩილ,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 1 ოქტომბრის N2-04/3016 წერილით
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმოადგინა 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო
და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი შესაბამის
განმარტებით ბარათთან ერთად, რომელშიც საქართველოს მონეტარული პოლიტიკის
ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა იყო
აღწერილი.
დამატებით წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ეროვნული ბანკის
საპროგნოზო სცენარები დღეისათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
დანართი: 7 ფურცელი.
პატივისცემით,
კობა გვენეტაძე
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
1
2021-2023 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების შესახებ
დამატებითი ინფორმაცია
2020 წლის კორონავირუსის პანდემია, რომელმაც მსოფლიოს ეკონომიკები დიდი
გამოწვევის წინაშე დააყენა, მაღალი გაურკვევლობით გამოირჩევა. ეროვნულმა ბანკმა
მაკროეკონომიკური პროგნოზები ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში
გამოაქვეყნა. გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის საპროგნოზო სცენარებზე
ნებისმიერი
ახალი
ინფორმაცია
ახდენს
გავლენას.
წინამდებარე
დოკუმენტში
მოცემულია ეროვნული ბანკის საპროგნოზო სცენარები, რომელიც დღეისათვის
ხელმისაწვდომ ინფორმაციას ასახავს.
პირველ
რიგში
აღსანიშნავია,
რომ
კორონავირუსის
პანდემიის
გაძლიერება
უარყოფითად აისახება როგორც საგარეო, ასევე ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობაზე.
ამის გათვალისწინებით, პანდემიის დამაზიანებელი გავლენის შესარბილებლად, 2021
წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის დეფიციტი ზრდის მიმართულებით გადაიხედა. სხვა
თანაბარ პირობებში, ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის
მიმართულებით მოქმედი რისკების გამოკვეთის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნებას ან მის
გამკაცრებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი
ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული
დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც
გულისხმობს. ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების
განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი
დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას
აძლევს.
ამასთანავე გასათვალისწინებელია 2021-2023 წლების განმავლობაში სამომხმარებლო
ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი გარეგანი (ეგზოგენური) ფაქტორები. ისეთი
ფაქტორების
ცვლილებამ,
როგორებიცაა,
მაგალითად,
რეგულირებადი
ფასები,
2
შესაძლოა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე გავლენა მოახდინოს. თუმცა,
მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და ცენტრალური
ბანკები, როგორც წესი, გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას არ რეაგირებენ, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ ის ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ
ფაქტორებზე ახდენს გავლენას.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების
კატეგორიას განეკუთვნება COVID-19-ის პანდემიის განვითარებიდან მომდინარე
დამატებითი რისკები, რეგულირებადი ფასების ზემოხსენებული ცვლილება, მსოფლიო
ბაზრებზე ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური
რისკების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი
და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რისკები შეიძლება მიმართული იყოს ფასების
როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ.
მაკროეკონომიკური პროგნოზები
მიმდინარე საბაზო პროგნოზის მიხედვით, სამომხმარებლო ფასებზე როგორც
მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორების საყურადღებო ზეგავლენა გარკვეული
პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ერთი მხრივ, საგარეო მოთხოვნის გლობალური
პანდემიით გამოწვეული ვარდნა და შიდა აქტივობის უპრეცენდენტო შეზღუდვები
წარმოების ხარჯებს შესამჩნევად მაღალ დონეზე ტოვებს. კერძოდ, შეზღუდვების გამო
პროდუქციის ერთეულზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი და წინა პერიოდში
გაუფასურებული გაცვლითი კურსის ეფექტები, ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი
დოლარიზაციის ფონზე, ინფლაციას ზემოთ უბიძგებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ
ზეწოლას ნაწილობრივ აკომპენსირებს მკვეთრად შესუსტებული მოთხოვნა. თუმცა აქვე
აღსანიშნავია ფისკალური ხარჯების არსებული და დაგეგმილი გააქტიურება, რაც,
ბუნებრივია,
ეკონომიკის
გაჯანსაღებას
უწყობს
ხელს,
მაგრამ
იმავდროულად
მოსალოდნელია, რომ, მოხმარების ზრდის ფონზე, მას ფასებზე დამატებითი ზეწოლა
ექნება. თუ აღნიშნული ინფლაციის მოლოდინებზე უარყოფით გავლენას მოახდენს,
მაშინ, ამ გავლენის ზომის შესაბამისად, საჭირო გახდება ეროვნული ბანკის მიერ
3
გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მისი
დამატებით ზომიერად გამკაცრება.
საბაზო
სცენარის
მიხედვით,
რომელიც
დღეისთვის
არსებულ
ინფორმაციას
ეყრდნობა, ინფლაცია 2021 წლის პირველ კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ
შენარჩუნდება, 2021 წლის მე-2 კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდება, ხოლო
საშუალოვადიან
პერიოდში
კი
ინფლაციის
მიზნობრივ
მაჩვენებელთან
ახლოს
შენარჩუნდება. რაც შეეხება ეკონომიკურ აქტივობას, მიმდინარე პროგნოზით, რეალური
მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდება, თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო
აქტივობის შენარჩუნების ფონზე, 2021 წელს ის - ძირითადად, მოხმარებისა და
ინვესტიციების ხარჯზე - 5%-ით გაიზრდება.
დიაგრამა N1 წლიური ინფლაციის პროგნოზი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მიმდინარე პროგნოზებს, ბუნებრივია, დიდი გაურკვევლობა ახლავს თან. ვირუსის
გავრცელებასთან
ან
მისი
საწინააღმდეგო
ვაქცინის
ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული ვითარების გაუარესებამ, საპროგნოზო პერიოდში მაკროეკონომიკური
ცვლადების დინამიკაზე, შესაძლოა, ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს. ერთი მხრივ,
ქვეყნის შიგნით ვირუსის მზარდი გავრცელება და საპასუხო შემზღუდავი ზომების
შემოღება ეკონომიკურ აქტივობას დამატებით შეამცირებს, რაც ინფლაციაზე დაღმავალ
ზეწოლას გამოიწვევს და მხოლოდ ნაწილობრივ დაბალანსდება გამკაცრებული
რეგულაციების შედეგად გაზრდილი დანახარჯების ეფექტით. მეორე მხრივ, ვაქცინის
ხელმისაწვდომობის
ხანგრძლივი
გადავადება
შეზღუდვების
გახანგრძლივებას
4
გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ აქტივობას დამატებით შეამცირებს. თუმცა,
ამის
საპირისპიროდ,
სავაჭრო
პარტნიორებში
ეპიდემიოლოგიური
ვითარების
გართულება, შესაძლოა, ინფლაციის ზრდის მიზეზი გახდეს: საქონლის ექსპორტზე
მოთხოვნისა და ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე გაუარესდება მოლოდინები,
რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ვალუტისა და სუვერენულ რისკ პრემიებზე. ეს
უკანასკნელი
კი
იმპორტირებული
ინფლაციისა
და
კომპანიების
შუალედური
დანახარჯების არხით სამომხმარებლო ფასებზე აღმავალ ზეწოლას გააჩენს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან
შესანარჩუნებლად, საბაზო პროგნოზის მიხედვით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის
უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება ან მისი დამატებით ზომიერად გამკაცრება იქნება
საჭირო.
თუმცა,
ინფლაციური
რისკების
შემცირებასთან
ერთად,
პოლიტიკა
ეტაპობრივად დაიწყებს გამკაცრებული ფაზიდან გამოსვლას და საშუალოვადიან
პერიოდში, ინფლაციური მოლოდინების დინამიკის გათვალისწინებით, განაკვეთი,
შესაძლოა, მის ნეიტრალურ დონესაც კი ჩამოცდეს, რომელიც, მიმდინარე შეფასებით,
6.5%-ის ფარგლებშია.
დიაგრამა N2 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ
გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები
5
პროგნოზში
გათვალისწინებული
სცენარით
მომავალში
ახალი
პროგნოზირებულისაგან
მონაცემები
განვითარდება.
შესაბამისად,
განსხვავებულ
თუკი
სურათს
წარმოაჩენს, განსხვავებული იქნება მონეტარული პოლიტიკის პასუხიც. მიუხედავად
არსებული გაურკვევლობისა, რაც პროგნოზს თან ახლავს, მომავალი მოკლევადიანი
საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს,
ვინაიდან ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები მასზეა დამოკიდებული.
საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად განვიხილავთ ალტერნატიულ
სცენარსაც.
ალტერნატიული
სცენარი
პანდემიისგან
გამოწვეული
ეკონომიკური
კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას გულისხმობს. ამის მიზეზი შესაძლოა
ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება და/ან ვირუსის შიშის გამო საერთაშორისო
მოგზაურობისგან თავშეკავება გახდეს.
ვაქცინის ხელმისაწვდომობის შეფერხება
ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი
კიდევ უფრო მეტად დაზარალდება, რაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისს
გაახანგრძლივებს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ვაქცინაცია
მსოფლიო პანდემიას მყისიერად ვერ შეაჩერებს. არადა პანდემიური მდგომარეობის
ეკონომიკაზე გავლენის ანალიზის მიხედვით, ადამიანების მობილობას და ეკონომიკურ
აქტივობას არამარტო საყოველთაო კარანტინი, არამედ ვირუსის შიშიც ანელებს.
მსოფლიოს
სხვადასხვა
მატებასთან
ერთად,
ქვეყნებზე
ადამიანთა
დაკვირვებით,
მობილობა
ინფიცირების
მცირდება.
აქედან
შემთხვევების
გამომდინარე,
ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება საერთაშორისო მოგზაურების განწყობები და რა
ტემპით მოხდება ტურიზმის აღდგენა საზღვრების გახსნის შემთხვევაში.
ამ რისკების რეალიზება რეცესიას უფრო მეტად გააღრმავებს. ალტერნატიული
სცენარის მიხედვით, 2020 წლისათვის ეკონომიკური ვარდნა -5.5%-ს იქნება. ხოლო
მომდევნო წელს ეკონომიკური გაჯანსაღება, შემცირებული წმინდა ექსპორტის
გავლენით, ბევრად ნელი ტემპით განვითარდება. 2021 წელს რეალური მშპ-ს ზრდა 1.0%
ფარგლებში იქნება.
6
დიაგრამა N3 რეალური მშპ-ს ზრდა საბაზო და ალტერნატიული სცენარის მიხედვით.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია, საბაზო სცენართან
შედარებით გაიზრდება. ერთი მხრივ, საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას
უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს. თუმცა, ამავდროულად,
საგარეო შოკის გამწვავება მიმდინარე ანგარიშის ბალანსს აუარესებს. ეს უკანასკნელი კი
ქვეყნის ვალუტისა და სუვერენული რისკის პრემიებს ზრდის. შედეგად, მწარმოებლებს
უცხოური ვალუტით აღებული ვალის ტვირთი ეზრდებათ. დოლარიზაციის გამო
შუალედური ხარჯების ზრდა, იმპორტირებული ინფლაციის მატებასთან ერთად,
მოთხოვნის დიზინფლაციურ ეფექტს გადაწონის და, საბოლოო ჯამში, ინფლაცია უფრო
მაღალი იქნება. ალტერნატიული სცენარის მიხედვით, 2021 წლებში ინფლაცია საბაზო
სცენართან შედარებით საშუალოდ 2.0 პპ-ით აიწევს.
7
დიაგრამა N4 წლიური ინფლაცია საბაზო და ალტერნატიული სცენარის მიხედვით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამის საპასუხოდ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად,
მონეტარული პოლიტიკა, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო მეტად გამკაცრდება.
ინფლაციის განეიტრალების შემდგომ კი, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან
პერიოდში კვლავ შერბილდება და, დროებით, ნეიტრალურ განაკვეთს ჩამოცდება კიდეც.
საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო
ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
დიაგრამა N5 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საბაზო და ალტერნატიული
სცენარის მიხედვით
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი