„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა
ნომერი
#07-3/9/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 1633 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1633. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი, ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა უფლებამოსილია ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს თბილისის მთავრობის (შემდგომში - მთავრობა) უფლებამოსილებებს გარკვეული სფეროების მიხედვით, მათ შორის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის და, ასევე, აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში. ცხადია, გლობალურად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელება პირდაპირ დაკავშირებულია მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის თითოეული ნაბიჯი, მათ შორის მიმართული უნდა იქნას ამ მიმართულების გაუმჯობესებისაკენ და ხელშეწყობისაკენ. ამასთანავე, ცხადია რომ შესაძლებელია გარკვეული ობიექტური მიზეზები გამო, მოხდეს აშკარად ხელშეშლა ეკონომიკური განვითარების. ამ შემთხვევაში, მიზანშეწონილია რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს გარკვეული ბერკეტები, რათა გარკვეულწილად შეუწყოს ხელი ბიზნეს სექტორს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1272 მუხლის შესაბამისად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებით, გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს თბილისის საკრებულოს. თუმცა ამ დებულებიდან გამომდინარე, ფინანსურ და საინვესტიციო პირობის შეცვლის უფლება კოდექსით არ არსებობს. აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლის შესაძლებლობას, კოდექსი (მუხლი 1632) იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ანუ, ამ თარიღის შემდგომ განკარგულ ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეღავათის გამოყენება კოდექსით დაუშვებელია. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არა თუ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ებრძვის ახალ კორონა ვირუსს (COVID-19), რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები. ეს კი ცხადია მძიმე ტვირთად აწვება ბიზნეს სექტორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით მოხდება ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათების დადგენა. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, რომ პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. რაც შეეხება მთავრობის წინადადების შინაარსს, ცხადია ეს დაკავშირებული იქნება ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის შინაარსთან და მის მასშტაბებთან. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, საშეღავათო მდგომარეობის გათვალისწინებით. წინადადების შინაარსს განიხილავს კონკრეტული ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით, რეგულირდება საკანონმდებლო აქტით. ამიტომ, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირებისათვის, აუცილებელია კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისის მთავრობას, მიეცემა უფლება უშუალოდ ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლა. საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც ცხადია დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, იცვლება კოდექსის 1633 მუხლი, რომლის მიხედვითაც ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია, ამ პერიოდში ან მისი გაუქმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან, როგორც უკვე ცნობილია, აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტს (თბილისის მთავრობის უფლება მიმართოს თბილისის საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლა) გააჩნია მხოლოდ 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ეკონომიკა კვლავ საჭიროებს გარკვეულ ხელშეწყობას, შესაბამისად, ამ ვალდებულებების შესრულებაზე გარკვეული შეღავათების თაობაზე გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, მიზანშეწონილია მოხდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან და ამისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფა საჭირო არ იქნება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, ცხადია მოსალოდნელია გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით, რაც რასაკვირველია გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების შემცირებას. გარდა ამისა შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე გარკვეულწილად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, იქნება გავლენა იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. მუნიციპალიტეტის ეს უფლებამოსილება ეხება ფინანსურ და საინვესტიციო პირობებთან დაკავშირებით შეღავათების დადგენას, შესაბამისად ცხადია ამ შეთხვევაში გავლენა იქნება დადებითი. ამ უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი სუბიექტებისათვის განსაზღვრული ქონების გადაცემის სანაცვლოდ სარგებლობის ქირების ოდენობა შეიცვლება შემცირების კუთხით. გარდა ამისა შესაძლებელია მოხდეს საინვესტიციო პირობების გაუქმება ან შეცვლა ლიბერალიზაციის კუთხით, რაც ასევე აისახება ამ სუბიექტების ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა