„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 50-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს მუხლი არ ვრცელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების
შესახებ“
საქართველოს
კანონის ფარგლებში
საწარმოს
გადახდისუუნარობისას საწარმოს გადაცემის შემთხვევაზე.“
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა ამოქმედდეს
გამოქვეყნებისათანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი დაინიცირდა 2020 წლის 27 აპრილს (#07-3/448/9).
წარმოდგენილი კანონპროექტის არის ტენქიკური შინაარსის და გულისხმობს
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდგომ
წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტის დაინიცირების შემდგომ წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს ორგანულ
კანონში
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდგომ წარმოშობილი საჭიროებიდან
გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს
შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლი თანხვედრაში იქნება იმავე კანონის მე-4 მუხლის
პირველ პუნქტთან. ამასთან, საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის
კოდექსი“ 50-ე მუხლის მე-11 მუხლი თანხვედრაში იქნება „რეაბილიტაციისა და
კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც
ამოქმედდება 2021 წლის 1 აპრილიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი დაინიცირდა 2020 წლის
27 აპრილს (#07-3/448/9). დაინიცირების შემდგომ, კანონპროექტის განხილვის
პროცესში სახეცვლილება განიცადა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს
შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველმა პუნქტმა.
დაინიცირებული ვერსია არ მოიცავდა საქართველოს ორგანული კანონის
„საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მესამე პუნქტს. შესაბამისად, ვინაიდან
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-4 მუხლის
პირველმა პუნქტის პროექტმა განხილვების დროს განიცადა გარკვეული
მოდიფიცირება, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ
აუცილებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის
კოდექსის“ მე-2 მუხლის მესამე პუნქტის ამოღება, იმგვარად რომ მე-2 მუხლი
თანხვედრაში იყოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის
კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველმა პუნქტთან. ამასთან, ასევე საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა
2020 წლის 18 სექტემბერს მიიღო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა
დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შედის 2021 წლის
1
აპრილიდან
და
ამავე
თარიღით
ძალადაკარგულად
ცხადდება
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონი. შესაბამისად,
აუცილებელია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“
50-ე მუხლის მე-11 მუხლის ცვლილება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონის ძალაში შედის 2021 წლის 1 აპრილიდან და ამავე თარიღით
ძალადაკარგულად ცხადდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“
საქართველოს კანონი. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან, ხოლო
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში კანონპროექტი
გულისხმობს ძალაში შესვლას მისი გამოქვეყნებისთანავე.
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
კანონპროექტი
არ
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020
წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017963)
ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო და
ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ გავლენას არ მოახდენს იმ პირების
მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი.
ფინანსურ
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ დაუშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი:მიხეილ დაუშვილი