„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/14/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.019705) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე. 3. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დამატებული განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეეხება ღირებულების გადასახადის (შემდგომ - დღგ) დაბეგვრის ახალ რეგულაციებს. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საფასური. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის, ასევე მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში შესაძლო დაწესებული საფასური მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112-ის (შემდგომ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მიერ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის - „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება არ განიმარტება ეკონომიკურ საქმიანობად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს რედაქციული ხასიათის ცვლილება და კანონის მოქმედი დანაწესიდან ამოღებულ იქნას დათქმა - „დღგ-ის გარეშე“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რათა აღმოფხვრილ იქნას არსებული რედაქციული ხასიათის უზუსტობა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონი თანხვედრაში იქნას მოყვანილი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან. ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობას და რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი მოიცავს რედაქციული ხასიათის ცვლილებას. ცვლილების თანახმად ახლებურად ყალიბდება კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. აღნიშნული პუნქტებით დადგენილი საფასური გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, შესაბამისად მოქმედი რედაქციიდან ამოღებულ იქნება აღნიშნულ დანაწესზე დათქმა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების თარიღია 2021 წლის 1 იანვარი. დასახელებული თარიღი გამომდინარეობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია, რომ კანონში ცვლილება განხორციელდეს დასახელებული თარიღის დადგომამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ყოველთვიურად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით გაწეული სატელეფონო მომსახურებიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 1 000 000,0 (მილიონ ლარს), საიდანაც გადასახდელი დღგ-ს ოდენობა არის დაახლოებით 152 000 (ას ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი. ამდენად, კანონპროექტს გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ყოველთვიურად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შემოსავლის ოდენობაზე, საიდანაც იანგარიშება გადასახდელი დღგ-ს ოდენობა. ამასთან, აღნიშნული ზეგავლენა განპირობებულია საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, რომლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის არსებული რესურსით. კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე კუთხით ხარჯის გაზრდას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბრის თვიდან, (გარდა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტის თვის პერიოდისა) სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ უსახსრობის გამო ვერ ახორციელებდა დღგ-ს გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც მას ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ხორციელდებოდა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. აღნიშნული ხარჯის გაწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ს აღარ მოუწევს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის მომსახურების მიმღებ პირებს მოუწევთ იმავე ოდენობის საფასურის გადახდა. მათ სერვისის საფასური არ გაეზრდებათ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე, აგრეთვე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე დღგ‑ის გარეშე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციებში საერთაშორისო საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.