„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი
ნომერი
#07-3/11/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-28
ბიუროს ნომერი 7

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017961). მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი დაინიცირდა 2020 წლის 27 აპრილს (#07-3/448/9). წარმოდგენილი კანონპროექტის არის ტენქიკური შინაარსის და გულისხმობს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდგომ წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდგომ წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას. ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის დაინიცირების შემდგომ წარმოშობილი საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ აღმოიფხვრება საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-6 მუხლთან დაკავშირებული შესაძლო ტექნიკური ხარვეზი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი დაინიცირდა 2020 წლის 27 აპრილს (#07-3/448/9). დაინიცირების შემდგომ, კანონპროექტის განხილვის პროცესში - 2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017961), რომლითაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-6 მუხლის 12 პუნქტს დაემატა დ1 ქვეპუნქტი. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების შემდეგ განხორციელდა შრომის კოდექსის ნუმერაციული გადაადგილება. შესაბამისად, შეიცვალა 2020 წლის 14 ივლისის რედაქციით არსებული მე-6 მუხლის შინაარსი და ამდენად, აუცილებელია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017961) ძალადაკარგულად გამოცხადება. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017961) განსაზღვრული ნორმა გათვალისწინებულია საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-12-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმისათვის, რომ გამოირიცხოს ტექნიკური ხარვეზი, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017961) ამოქმედებამდე ანუ 2021 წლის 1 სექტემბრამდე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მიზანშეწონილა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 14 ივლისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270000000.04.001.017963) ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ გავლენას არ მოახდენს იმ პირების მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი. ფინანსურ ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება; კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ დაუშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ დაუშვილი