საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს 5016 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროების ჩართვის შესახებ (№1-15945/20; 09.12.2020) პეტიციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-12-29
ბიუროს ნომერი 8
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-938/20'
28-12-2020
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს 5016 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე საბაგიროების ჩართვის შესახებ
(№1-15945/20; 09.12.2020)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2020 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს 5016 მოქალაქის მიერ
წარმოდგენილი პეტიცია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროების
ჩართვის შესახებ.
კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება კორონავირუსთან დაკავშირებით
მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საკითხის განხილვის
ეფექტიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ საბჭოში წარმოდგენილი ყველა სათანადო უწყებების
პოზიციათა შეჯერებით, შესაძლებელია მიღებული იქნეს ოპტიმალური და ადეკვატური
გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შემდგომი განხილვისა და
რეაგირებისთვის პეტიციის გადაგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთვის, რათა მან უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საკითხის
საკოორდინაციო საბჭოზე დაყენება.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge