საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-974/20/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2020-12-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 6

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2020 წლის 29 დეკემბერი, 10.30 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-2/1; 15.12.2020) განხილვა; მომხსენებლები: ბექა დოჭვირი, ეკატერინე ქარდავა.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N6 2020 წლის 29 დეკემბერი, 10.30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, თოლორაია, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი; ედიშერ სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-2/1; 15.12.2020) განხილვა; მომხსენებლები: ბექა დოჭვირი, ეკატერინე ქარდავა. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა; კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 24 დეკემბრის N24/12/01 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გახარიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-2/1; 15.12.2020) განხილვა; მოისმინეს ეკატერინე ქარდავას მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ზემოხსენებული 126¹ მუხლით (კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტით) განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებისათვის სათანადო პირობების შექმნას და პრაქტიკაში მის უხარვეზო განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის სისტემის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარდამავალი პერიოდის გაგრძელება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მომხსენებელმა დეტალურად განმარტა გადავადების აუცილებლობის მიზეზები, კერძოდ, როგორც ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, საქართველოს კანონმა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც მიღებული იქნა 2015 წელს, ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა, განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, ჩამოყალიბდა საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში დადგინდა სხვადასხვა კანონქვემდებარე და საკანონმდებლო აქტის მიღების ვალდებულება. მათ შორის, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა, რაც ემსახურება საჯარო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური მოწყობის ერთიანი პრინციპების გავრცელების უზრუნველყოფას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია უკვე განხორციელებულია, აგრეთვე განხორციელდა ფუნქციური ანალიზი, მომზადებულია და საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ატვირთულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც გადის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეთანხმების პროცედურებს. სწორედ ეს შეთანხმების პროცესი პანდემიის გამო გახანგრძლივდა, ვინაიდან ვერ ხერხდება პირისპირ შეხვედრების ორგანიზება, რაც საჭიროა გამოთქმული შენიშვნების გაანალიზებისა და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებისათვის, იმ მიზნით, რომ კანონპროექტი ჩამოყალიბდეს საბოლოო, შეთანხმებული სახით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, როგორც ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, დღის წესრიგში დადგა დადგენილი გარდამავალი პერიოდის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების აუცილებლობა. აზრი გამოთქვეს: ირაკლი ქადაგიშვილმა მომხსენებელს მიმართა დაზუსტების მიზნით, კერძოდ თუ შესაძლებელი იყო ჩამოეყალიბებინა ის კონკრეტული, მთავარი საკვანძო მომენტები, რომლებიც საჭიროებდნენ შეთანხმებას; აგრეთვე დაინტერესდა სავარაუდოდ რა პერიოდი დასჭირდებოდა შეთანხმების პროცესის დასრულებას და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენას? ეკატერინე ქარდავამ ირაკლი ქადაგიშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია, მათ მიერ განხორციელებული ფუნქციების მიხედვით, რაც პირველ რიგში მოითხოვდა დღეისათვის არსებული ყველა სსიპ-ის ფუნქციურ ანალიზს, შემდგომ ამ ფუნქციების დაჯგუფების შესაბამისი კატეგორიების ჩამოყალიბებას და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გადანაწილებას სხვადასხვა კატეგორიებში. კატეგორიზაციის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა და დადგენა, თუ რომელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე უნდა გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები და რომელი არ დაექვემდებარება ამ რეგულაციებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საერთაშორისო დონორების აქტიური დახმარებითა და ჩართულობით, მთელი ეს პროცესი უკვე გავლილია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა 6 კატეგორია. საჭიროა ამ კატეგორიების საბოლოო შეთანხმება, სრულყოფა და დახვეწა. ირმა ზავრადაშვილი დაინტერესდა კატეგორიზაცია შეეხება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს თუ საჯარო მოხელეებსაც? აგრეთვე - საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიზაცია აისახება თუ არა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე? ეკატერინე ქარდავამ ირმა ზავრადაშვილის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს კანონმა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც მიღებული იქნა 2015 წელს და ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან, ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა, კერძოდ განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, კატეგორიები და ჩამოყალიბდა საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების ერთიანი, სრულყოფილი მექანიზმი. შესაბამისად საჯარო მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციური მოწყობის ერთიანი პრინციპების გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით, დღის წესრიგში დადგა გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის თაობაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა. კატეგორიზაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ზუსტად განისაზღვროს სსიპ-ებში დასაქმებული ადამიანები არიან თუ არა პროფესიული საჯარო მოხელეები და უნდა გავრცელდეს თუ არა მათზე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციები. რაც შეეხება სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების შრომის ანაზღაურებას, როგორც ეკატერინე ქარდავამ განმარტა, კატეგორიზაცია არ აისახება შრომის ანაზღაურებაზე, ანუ არ გადაიხედება ხელფასის ოდენობები, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები. გიორგი კახიანი დაინტერესდა, გარდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენისა, რომელი რეგულაციების გადავადებას გამოიწვევდა გარდამავალი პერიოდის ვადის გადაწევა 2021 წლის 31 დეკემბრამდე და შესაძლებელი იყო თუ არა უკვე განსაზღვრული 6 კატეგორიის კონკრეტულად დასახელება? ეკატერინე ქარდავამ გიორგი კახიანის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განმარტა, რომ გარდამავალი პერიოდი გარდა სსიპ-ებისა ეხებოდა საჯარო სამსახურში დახურული კონურსების ჩატარების ვალდებულებას და სერტიფიცირების საკითხებს. ეკატერინე ქარდავამ წარმოადგინა აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების 6 კატეგორიის სავარაუდო ჩამონათვალი: საჯარო სამართლის კორპორაცია - წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მაგ: ადვოკატთა ასოციაცია); დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (მაგ: მარეგულირებელი კომისიები); დარგთაშორისი პოლიტიკის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან არცერთ სამთავრობო უწყებას (მაგ: საჯარო სამსახურის ბიურო); დარგობრივი პოლიტიკის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სამინისტროს; მომსახურების მიმწოდებელი საჯარო სამართლის იურიდიული საზოგადოებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო საჯარო იურიდიული პირები (მაგ თეატრები, სკოლები და ა.შ). პირები და სამართლის კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გახარიას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება; კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/1; 15.12.2020) საქართველოს კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით გამარტივებული წესით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს: (ერთხმად) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/1; 15.12.2020) საქართველოს კანონის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით განხილვისთვის; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარედგინოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სავალდებულო დასკვნა ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი