საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პოლიციის დეტექტივებისათვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.12.2020
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-1761/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-04
ბიუროს ნომერი 10

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041207033222 30.12.2020 საქართველოს პარლამენტი სათაური: პოლიციის დეტექტივებისთვის შემაკავებელი ორდერის შედგენის უფლებამოსილების გაუქმება: მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპები შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105.3 მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის უფლებამოსილება შეეზღუდოთ პოლიციის დეტექტივებს, ვინაიდან მათ ასევე გააჩნიათ აგენტურულ ქსელთან მუშაობის უფლებამოსილება და სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის რეალური შესაძლებლობა. ამგვარი საკანონმდებლო თეთრი ლაქა საკმაოდ სახიფათოა დემოკრატიული საზოგადოებისთვის და საჯარო წესრიგისთვის, ვინაიდან დეტექტივებს, თეთრი ლაქის არსებობის პირობებში, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პოლიციის აგენტები ამუშაონ კონკრეტული, მათთვის არასასურველი პირების შემაკავებელი ორდერით გასანეიტრალებლად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად და ა.შ. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: