„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე
ნომერი
#07-3/12/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-04
ბიუროს ნომერი 10

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/08/2013, სარეგისტრაციო კოდი: 240070000.05.001.017022) მე-15 მუხლს, მე-4 პუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულსამართლებრივი საკითხების მოწესრიგებისა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2019 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი (№5498-Iს) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტით დადგინდა სტატუსის მქონე კოოპერატივების სავალდებულო საპაიო შენატანი, რაც არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები. ამასთან, კოოპერატივებში (მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებული ერთეულების გარდა) წევრთა მინიმალური რაოდენობა გაიზარდა ცხრამდე. სავალდებულო გახდა კოოპერატივების წესდებაში ასოცირებული წევრის მიღების წესის გაწერა. ასევე, შეიცვალა და დაზუსტდა კანონში არსებული ტერმინები და განმარტებები. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, უკვე რეგისტრირებულ კოოპერატივებს 2021 წლის 1 იანვრამდე განესაზღვრათ ვადა იმისათვის, რომ საკუთარი წესდებები და პაის ოდენობა საკანონმდებლო ცვლილებასთან მოეყვანათ. შესაბამისობაში ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კოოპერატივების განვითარებისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 1016 კოოპერატივი, რომელთა უმეტესობამ COVID-19 პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, ჯერ კიდევ ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატივებს ესაჭიროებათ კონსულტაციების გამართვა დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრებების მოწვევა გადაწყვეტილებათა მისაღებად, ამასთან - რეგიონებში დაბალია ნოტარიუსთა მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათი უმრავლესობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეცვათ კანონით განსაზღვრული ვადები. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (11/12/2019. №5498- Iს) დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს განესაზღვროს ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით კი, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კოოპერატივის წესდებისა და საქმიანობის საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს ვადა გახანგრძლივდეს 2022 წლის 1 იანვრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (11/12/2019. №5498-Iს) დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადა იწურება წინამდებარე კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვამდე, აუცილებელია ეს პრობლემა კანონში ცვლილების შეტანით გადაიჭრას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრება ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მისცემს შესაძლებლობას შეასრულონ კანონით დაკისრებული მოვალეობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით, ახლებურად განისაზღვრა ვადა და 2020 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებული სასოფლოსამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივები ვალდებულნი იქნებიან 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ კოოპერატივის წევრთა რაოდენობის, პაის ოდენობისა და საკუთარი წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. COVID-19 პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან. შესაბამისად მნიშვნელოვანია ცვლილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამ კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ კოოპერატივებს 2021 წლის 1 იანვრამდე განესაზღვრათ ვადა იმისათვის, რომ საკუთარი წესდებები და პაის ოდენობა საკანონმდებლო ცვლილებასთან შესაბამისობაში მოეყვანათ. მათმა უმრავლესობამ COVID-19 პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს, კოოპერატივებს განესაზღვროთ დამატებითი ვადა, იმისთვის რომ მათ შეძლონ წესდებისა და მათი საქმიანობის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ ეტაპზე ეს ვადა 2021 წლის 1 იანვარია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ვადის განსაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რამდენადაც პროექტით ხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადის დადგენა. აღნიშნული ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, მათი შესრულების გადავადებას, საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წლის და შემდგომი სამი წლის განმავლობაში) არ ექნება ფინანსური გავლენა და არ წარმოშობს ახალი ხარჯების საჭიროებას. 7 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტით გადავადებულ იქნა ისეთი ვალდებულებების შესრულების საკითხი, როგორიც არის კოოპერატივის წევრთა რაოდენობის ცვლილება, პაის ოდენობის განსაზღვრა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა (რაც უნდა განხორციელდეს რაოდენობრივად დაახლოებით 800 კოოპერატივის მიერ). აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისთვის, კოოპერატივებს ესაჭიროება სანოტარო მომსახურების საფასურის გადახდა, ასევე სარეგისტრაციო მომსახურების მოსაკრებლის გადახდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ხარჯები არის ერთჯერადი ხასიათის და შესაძლოა გარკვეული (მცირედი) გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ამასთან, საფასურის ოდენობა დამოკიდებულია რა სახის სანოტარო ან სარეგისტრაციო სერვისს აირჩევენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციების განხორციელება შესაძლოა მოხდეს სანოტარო მომსახურების გარეშეც. ნორმები, რომელთა ამოქმედების გადავადება ხდება წარმოდგენილი კანონპროექტით, კანონის ძალაში შესვლისთანავე გადავადებული იყო 2021 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნორმებს წინა წლებშიც ვერ ექნებოდა გავლენა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ცვლილებით სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტებს არ ეკისრება ახალი ვალდებულებები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. 7 7 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს მცირედი ფინანსური შედეგები, იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ვალდებულებების შესრულებისთვის ახალი ვადის განსაზღვრა შეამცირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის დაკარგვის რისკს. სტატუსის მოპოვება უმნიშვნელო, მაგრამ მაინც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად კოოპერატივების წევრები აღარ გასწევენ დამატებით ხარჯებს. ასევ, გავლენას იქონიებს მეპაიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან მათ საპაიო შენატანის შეტანა მოუწევთ კანონით დადგენილი ოდენობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირების მიერ იქნება გამოყენებული სანოტარო სერვისი, სანოტარო ბიუროები მიიღებენ დამატებით შემოსავალს მათი მომსახურების შესაბამისად. კოოპერატივებს ესაჭიროებათ კონსულტაციების გამართვა დამატებითი წევრების მოსაძიებლად და საერთო კრებების მოწვევა გადაწყვეტილებათა მისაღებად. აღნიშნული კონსულტაციების გამართვისათვის და კრებების მოწვევისთვის კოოპერატივებს შესაძლოა მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაწევა. პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლამდე, არსებობს კოოპერატივების სტატუსის შეწყვეტის რისკი, რამაც შესაძლოა უმნიშვნელო ფინანსური შედეგი იქონიოს კოოპერატივის წევრთათვის, რამდენადაც სტატუსის მოპოვება მცირე, მაგრამ მაინც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე.