საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე: ა) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/107; 25.07.2017) საქართველოს კანონის პროექტი; ბ)საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/489; 09.09.2020) საქართველოს კანონის პროექტი.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.12.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-1162/20/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-04
ბიუროს ნომერი 10

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-1162/20' 30-12-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველ იმ კანონპროექტთა ნუსხას, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია: 1.საქართველოს კანონის პროექტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/107; 25.07.2017); 2. საქართველოს კანონის პროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/489; 09.09.2020). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge