„საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.01.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-53/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-01-05

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-53/21 05-01-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 5 იანვარს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს გელა მიქაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. ცნობილ იქნეს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლის გელა მიქაძის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე