საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-01-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 9
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 11 იანვარი, 11:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N9
2021 წლის 11 იანვარი, 11.30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე;
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ედიშერ
თოლორაია, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, ლევან მგალობლიშვილი, დავით
მათიკაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
არჩევა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
არჩევის საკითხს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, უმრავლესობის მიერ
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობაზე წარმოდგენილია ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურა.
აზრი გამოთქვეს:
გურამ მაჭარაშვილი მიესალმა ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურას, რომელიც
იყო IX მოწვევის პარლამენტის წევრი და გამოთქვა რწმენა, რომ საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მისი არჩევის
შემთხვევაში ასევე აქტიურად გაარგძელებს საქმიანობას კომიტეტში.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად მხარი დაუჭიროს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ლევან მგალობლიშვილის
კანდიდატურას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 4 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ
არჩეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი;
კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი