„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.01.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე
ნომერი
#07-3/14/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-01-25
ბიუროს ნომერი 14

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. პრეკურსორებისა „ნარკოტიკული და საშუალებების, ნარკოლოგიური ფსიქოტროპული დახმარების შესახებ“ ნივთიერებების, საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“: ა) მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 12 ამფეტამინი 0,005 0,1 1 “; ბ) 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 33 დეზომორფინი 0,001 0,01 1 “; გ) 91-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 91 ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, 0,00002 0,0002 0,001 ლიზერგიდი “; დ) 93-ე და 94-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 93 მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,05 0,5 1 94 მეთადონი (ფუძე და მარილები) 0,005 0,2 1 “; ე) 105-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1 105 მეთკათინონი (ეფედრონი) 0,005 0,1 1 “; ვ) 109-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 109 მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად 0,005 0,1 1 თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) “; ზ) 189-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 189 ჰეროინი 0,005 0,2 1 “; 2. №2 დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად; ბ) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე ან 2731 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევისა, როდესაც მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად და ამის შესახებ კონკრეტულად მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლებში;“. მუხლი 2. 1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც ამ კანონში განხორციელებული ცვლილება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან მის გარეშე. 2 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. 4. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხების განხილვა სასამართლოს შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა. აღნიშნული ცვლილები დაკავშირებულია განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმის არსებობის აუცილებლობასთან. გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის 2021 წლის აგარიშში „World Report 2021“ საქართველოსთან მიმართებით ცალკე საკითხადაა გამოყოფილი ქვეყნის ნარკოპოლიტიკა და აღნიშნულია მისი რეფორმირების საჭიროება1. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ამ კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების ამჟამად არსებული რეგულირება. წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ამ თვალსაზრისით პრობლემა აღმოიფხვრება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმისათვის, რათა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეული ნაწილის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები დაზუსტდეს, აუცილებელია აღნიშნულ საკანონმდებლო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის საშუალებების, მიღების შემთხვევაში, ფსიქოტროპული ზუსტად ნივთიერებების, განისაზღვრება პრეკურსორებისა და „ნარკოტიკული ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნივთიერებათა ოდენობები და მათი დოზები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 1 იხ. https://www.hrw.org/sites/default/files/media_2021/01/2021_hrw_world_report.pdf, გვ. 265, ბოლოს ნანახია 16.01.2021. 4 საქართველოს კანონის №2 დანართში. ცვლილების შესაბამისად ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე. მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. მაგალითად, კომბინირებულ პრეპარატებში სუფთა ნივთიერების ხვედრითი წილის მიხედვით ხდება აღნიშნული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ოდენობის დაანგარიშება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ ასევე გათვალისწინებულ იქნა საექსპერტო საქმიანობის პრაქტიკაში მიღებული მეთოდოლოგიური და პროცედურული სპეციფიკა. ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა2 და მეორე მხრივ, ლაბორატორიულ ექსპერტიზის პრაქტიკას, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ბრუნვიდან ამოღება და მათი ოდენობების გამოთვლა. კერძოდ: ამფეტამინი - კუსტარული წესით დამზადებული სტიმულატორია (გააჩნია მიჩვევის მაღალი პოტენციალი). ამფეტამინის ჩვეულებრივი პერორალური (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით) ან ინტრანაზალური შეყვანის ერთი დოზა არის 5 – 15 მგ3. (0,005 – 0, 015 გრ), ხოლო მომხმარებლისათვის ამფეტამინის 30 მგ-იანი დოზა შესაძლოა უკვე იყოს ტოქსიკური.4 პრაქტიკაში ამოღებული ამფეტამინისა და საექსპერტო კვლევების საფუძველზე ერთი დოზა გამოდის 0.001 (ერთი ინსულინის შპრიცი) შესაბამისად 0.005 არის 1-დან 2 დოზამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი დღეში მოიხმარს 2-3-ჯერ (მოქმედების ხანგრძლივობა მცირეა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 0.005 გრამიდან. ეფედრინი, მეტკათინონი და მეთამფეტამინი - ამ ნარკოტიკულ საშუალებებს აქვს ამფეტამინის მსგავსი შემადგენლობა და ფუძე, რის გამოც მათი დოზები ამფეტამინის მსგავსად ჩამოყალიბდება. დეზომორფინი - მიიღება კუსტარული წესით ე.წ. „კრაკადილი“. შემადგენლობით არის ჰეროინზე 10-ჯერ ძლიერი ნარკოტიკი, როგორც თრობის, ისე ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების კუთხით. 0.001 მგ. არის დაახლოვებით 1 ან ერთზე მეტი დოზა; 0.01 არის 10 დოზამდე; 0.1 კი - 100 დოზამდე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მისი ხშირი მოხმარება იწვევს სიკვდილს. ლიზელგინის მჟავა (ლზდ) - კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია. მისი ჰალუცინოგენური მოქმედება იწყება მიღებიდან 30-90 წთ-ის შემდეგ და ხანგრძლივობა არის 2-12 სთ. ამ დროის განმავლობაში ხდება განსჯის უნარის დარღვევა და ჰალუცინაციები. 2 აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი, ფსიქოაქტიური ნივთიერებები, წიგნი II, 2004. იქვე, გვ. 152. 4 იქვე, გვ. 152. 3 5 მინიმალური ეფექტის დოზა არის 10-25 მკგ. 10 მკგ. უკვე იწვევს ეიფორიას, შესაბამისად, ერთი დოზა შეადგენს 0.00001 გრ. საწყის დოზად განისაზღვრა ორი დოზა - 0.00002 გრ., რადგან ჩვეულებრივ მოიხმარენ ერთჯერად დოზას - 30-50 (20-80) მკგ5. აქედან გამომდინარე, აღებულ იქნა 20 მკგ, რაც არის 0,00002 გრ. დიდ ოდენობად დადგინდა 0.0002 გრ., რაც შეადგენს 15-20 დოზას, ხოლო 0.001 გრ. 100 დოზამდეა. მდმა (3,4-მეთილენდიოქ-სიმეტამფეტამინი) - კუსტარულად მიღებული ნარკოტიკია და ხშირად გვხვდება აბების ფორმით, ზედაპირზე დატანილი სხვადასხვა ლოგოტიპებით. მოხმარება ხდება პერორალურად ან ინჰალაციით (ცხვირიდან) და ინტრავენურად. ერთჯერადი დოზა დამოკიდებულია ნაერთის ტიპზე და მერყეობს 50-100 (80-125) მგ-მდე. 500 მგ-ზე (0,5 გრ) მაღალი დოზა იწვევს ლეტალურ შედეგს.6 აღნიშნულის გათვალისწინებით, მცირე ოდენობად განისაზღვრა ნახევარი აბი, 50 მგ ანუ 0.05 გრ. მეთადონი, ჰეროინი - მოქმედი კანონით ნარკოტიკულ საშუალებებს - მეთადონს და ჰეროინს არ გააჩნიათ მცირე ოდენობა და ნებისმიერი ოდენობა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ზუსტდება აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, ხდება ზღვრის გავლება ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობებს შორის. იმავე მიზნებისთვის, დანართი N2-ს შენიშვნის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. აქვე ზუსტდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად აგრეთვე ჩაითვლება მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), თუ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე ან 2731 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;“. მომხმარებლისთვის მეთადონის ჩვეულებრივი პერორალური დოზა არის 5-10 მგ ტაბლეტის სახით ან 5-15 მგ - ხსნარის სახით. აღნიშნული მონაცემები ბევრად ნაკლებია იმ რაოდენობასთან, რასაც ყოველდღიურად იღებს წამალდამოკიდებული პირი (ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ფარგლებში) და მისი გავრცელება ნარკოტიკების ეპიზოდურ მომხმარებელზე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. მსგავსად, 5-10 მგ ჰეროინი იწვევს თრობის მდგომარეობას.7 შესაბამისად, ჰეროინის ერთ დოზად განისაზღვრა 0.005 გრ (5 მგ). დიდ ოდენობად დარჩა 0.2 გრ, როგორც დღეს მოქმედ კანონშია განსაზღვრული. კანონი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც ამ კანონში განხორციელებული ცვლილება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, იმავდროულად, აღნიშნული წესიდან კეთდება გამონაკლისი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვის ვადასთან დაკავშირებით. განხილვის ვადად განისაზღვრება შუამდგომლობის მიღებიდან 1 თვე, რაც მათ შორის მოიცავს შუამდგომლობის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებისათვის დადგენილ ორკვირიან ვადასაც. სასამართლოს ასევე ენიჭება უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი, თუ მას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 5 იქვე, გვ. 197. იქვე, გვ. 215. 7 იქვე, გვ. 215. 6 6 სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან ამ სახის ინფორმაცია მისთვის სხვაგვარად გახდება ცნობილი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს იმ მსჯავრდებულ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აქტის დროული აღსრულების უზრუნველყოფა, რის გამოც გათვალისწინებულია კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება. კანონს ექნება უკუძალა, რადგან ცალკეულ შემთხვევებში ამ კანონის მიღებამ შესაძლოა გააუქმოს ან შეამსუბუქოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებები. იმ პირთა საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ვისაც შეეხება ამ კანონის მოქმედება, მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ კანონის მიღების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც შემოსავლის სახით აისახება ბიუჯეტზე. 7 ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება ის სახსრები, რომელთა გაღებაც თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნას უკავშირდება. ამ კანონის მიღების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შედეგად შესაძლოა გარკვეული კატეგორიის პირები გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებიდან და ამდენად, სახელმწიფო დაზოგავს აღნიშნული პირების სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12 045 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას ასევე გამოიწვევს არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების კუთხით გასაწევი დანახარჯების დაზოგვა იმ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, რომლებიც იხდიან არასაპატიმრო სასჯელს და ამ კანონის ამოქმედების შედეგად შესაძლოა გაუქმდეს ან შემსუბუქდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. კანონპროექტის გავლენის მოცულობა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის შემცირებაზე დამოკიდებულია იმ მსჯავრდებულ პირთა რაოდენობასა და მათთვის დანიშნული სასჯელის აღუსრულებელ ნაწილზე, რომელთა მიმართ გამოტანილი განაჩენები გადაისინჯება ამ კანონის მიღების შედეგად. ეს მონაცემი თითოეული მსჯავრდებული პირის შემთხვევაში შეიძლება განსხვავებული იყოს. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს სააპელაციო სასამართლოებს შესაძლოა მოემატოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც დაკავშირებული იქნება გარკვეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის აღსრულება არ გამოიწვევს დამატებითი საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან მისი აღსრულება მოხდება არსებული ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შესაბამისი უწყებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ამ კანონის მიღების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირს, ნაცვლად 8 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. კანონპროექტს გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განაჩენის გადასინჯვის შედეგად შესაძლოა გაუუქმდეთ სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, აღუდგეთ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები, მათ შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანობის უფლება, რასაც ამ კატეგორიის პირებისთვის შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გაუმჯობესების კუთხით, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც არასრულწლოვან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 9 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში პროექტი შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი – ალტერნატივა ჯორჯია. ასევე, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც არ არიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, თუმცა აქტიურად მონაწილეობენ ნარკოპოლიტიკის განვითარების პროცესში, მათ შორის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე. 10